ტყის ქათამი (ვალდშნეპი) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

28 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ვალდშნეპის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ჯეკო
პოსტი Jun 15 2009, 19:09
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi




ტყის ქათამი

ტყის ქათამი მოზდილი ზომის ფრინველია,წონით 270_340 გრამი. მამალი დედალზე დიდა. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმია არაა გამოხატული, იგი ინდივიდულაურად ცვალებადობს. სხეულის ზემო მხარე უპირატესად ჭრელია, მოშავო_მურა, მოჟანგისფერო_ქარცი და ღია რუხი ფერებით. შუბლი ღია ჩალისფერია;კეფაზე ფართო ჟანგისფერი და მურა შავი განივი ზოლებია. სხეულის ქვემო მხარეზე მოქარცისფერო-რუხი და მურა მურა ფერის განივი ზოლებია. ნიკაპი და ყელი თეთრია. გრძელი და ბოლოში ხორკლიანია, წვივი გალოსთანშესახსრებამდე შემოსილია. სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას, დასავლეთ ბრიტანეთის, აზორისა და კანარის კუნძულებიდან (მაგრამ არ ბუდობს პირენიეს ნახევარკუნძულზე), აღმოსავლეთითიაპონიის ჩათვლით. ჩრდილოეთი საზღვარი სკანდინავიაში აღწევს 70_ე, ფინეთში 66_ე პარალელამდე; შემდეგ გაივლის კარელიაზე, შუა ტუნგუსკის შესართავთან და მიდის ოხოტის ზღვამდე. სამხრეთით ბუდობს ალპებში, ბულგარეთში, კარპატებში, ხარკოვისა და ვორონეჟის ოლქებში, ურალის სამხრეთ ნაწილში, ტომსკამდე, ბარნაულამდე, ალთაიზე, ჩრდილოეთმორგონელსა და ზღვისპირეთში. საქარტველოსი პაქტობრვივი მასალით ბუდობა დაფიქსირებული არაა.ზამთრობს ბრიტანეთში, პირენიის ნახევარკუნძულზე, საქარტველოში ბლომად მოიპივება მიმოფრენის დროს.ერტეულები გვხვდება ზამთარშიც.
ბინადრობს ხშირი უღრანი ტყის მასივებში, სადაც განვითარებული ქვეტყე და ტენიანი ნიადაგებია. მიმოფრენის დროს და ზამთარში ეტანება ტყის დაცჰაობებულ ნაკვეთებს მეტწილად დაბლობებში და ბუჩქნარებს.
პოლიგამური ფრინველია, ბუდეს დედალი აწყობს, მამლის მონაწილეობის გარეშე. ბუდე, როგორც წესი, მოთავსებული ხშირი ტბის მიყრუებულ უბნებში და ამოფენილია ხმელი ბარალით. 4 კვერცხს დებს აპრილის პირველ ნახევარში, კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღემდე გრძელდება. ტყის ქათმის მთავარი საკვებია ჭიაყელა. ჭAმს ნაირგვარ მწერთა მტაცებლებსაც, აგრეთვე ზრდასრულ მწერებსაც, პატარა პეპლებს, ხოჭოებს და სხვა............. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით და კენტრით. ყოველ მხრივ სასარგებლო ფრივნელია, მაგრამ, განსაკუთრებული ღირებულება აქვს როგორც სპორტულინადირობის ობიექტს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 25 2010, 17:19
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გამარჯობათ !
მინდა შმოგთავაზოთ მორიგი სტატია, ვალდშნეპზე ჩვენებურად ტყის ქათამზე




ვალდშნეპი (Scolopax rusticola Linnacus) მიეკუთვნება ჩიბუხას ოჯახს, ნამდვილი კულიკების ჯგუფიდან. საქართველოში მას სხვადასხვა სახელით იცნობენ აღმოსავლეთში უბრალოდ ქათამს ეძახიან დასავლეთში კვათარს და ა.შ.
ვალდშნეპი საშუალო ზომის ფრინველია, რომლის სიგრძე ნისკარტიდან კუდის ბოლომდე შეადგენს 340–360 მმ. ხოლო გაშლილი ფრთების სიგრძე (ეგრთწოდებული რაზმახი) 590–680 მმ. ზრდასრული ფრინველი იწონის დაახლოვებით 400 გრამს.
ვალდშნეპის შეფერილობა ატარებს ჟანგისფერ–რუხ ფერებს, თავის წინა ნაწილი რუხი ფერის აქვს. თავის ზედა ნაწილი უკანა მხარე და კეფა შეფერილი აქვს 4 სხვადასხვა მუქი–რუხი ჟანგისფერ–ყვითელი ზოლებით, დანარჩენი ტანის შეფერილობა ატარებს ჟანგისფერ, მოწითალო, რუხ და შავ ფერებს. კისერი და მკერდი უფრო ღია ფერის აქვს. ახალგაზრდა ფრინველი უფრო მუქი ფერის არის ზრდასრულთან შედარებით და ასევე ზამთრშიც ვალდშნეპის შეფერილობა უფრო მუქ ფერებშია წარმოდგენილი ვიდრე გაზაფხულზე და ზაფხულში.
ვალდშნეპი გადამფრენი ფრინველია და ის გვხვდება ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის მთელ ტერიტორიაძე კამჩატკის და სახალინის გარდა. გამოსაზამთრებლად ქათამი ჩრდილოეთიდან მოემართება სამხრეთისაკენ და მისი ნაწილი საქართველოშიც რჩება, უმრავლესობა კი მიერმართება უფრო სამხრეთით თურქეთის მიმართულებით. გადმოფრენა იწყება სექტემბრის ბოლოს, თუმცა ის დიდად არის დამოკიდებული ამინდზე, თუ ჩრდილოეთში ტემპერატურა მკვეთრად არ დაეცა, ფრინველი მხოლოდ მცირე ჯგუფებით იწყებს გადმოსვლას და ამ მიზეზით საქართველოში ვერ ვამჩნევთ მის მასიურ გადმოფრენას. სამხრეთიდან ჩრდილოეთში ეგრეთწოდებული საზაფხულო გადაფრენა ადრე გაზაფხულზე იწყება და სწორედ ამ დროს გვხვდება ის დიდი რაოდენობით თბილისის შემოგარენში(არამარტო). გამოცდილი მონადირეები ამ პერიოდ ირჩევენ თავიანთი ოთხფეხა მეგობრების დასაგეშად.
როგორც ვიცით ვალდშნეპი ტყის ფრინველია და ამიტომაც ის დამალული ცხოვრების სტილს ეწევა და მისი მონახვა საკმაო სირთულეს წარმოადგენს, სწორედ ამ მიზეზით მასზე ნადირობა ძალიან აზარტულია და ითვლება ერთ–ერთ ყველაზე რთულ ნადირობად ფრინველებში, ის ირჩევს გაუვალ ადგილებს და ბუჩქნარს (ე.წ. ჯაგებს) დაბურულ ტყის მასივებს, სადაც მთელი დღის მანძილზე იმალება, საღამო პერიოდისთვის აქტიურდება და იწყებს საკვების ძებნას, მოკლე გადარბენებით და გადაფრენებით ის ეძებს საკვებ ადგილებს, საღამოს ხშირად ტყიდან მინდვრისაკენ მოიწევს და დილით პირიქით ისევ ტყეში მიემართება, რასაც ჩვენ ღამის და დილის გადაფრენას ვეძახით (ე.წ. დილის და საღამოს პერელიოტი). ასევე აღსანიშნავია რომ შემოდგომის გადაფრენები(პერელიოტები) ისეთი მრავალრიცხოვანი არ არის როგორც გაზაფხულის.
ვალდშნეპი ძირითადად იკვებება ჭიაყელებით ლოკოკინებით და პატარა მწერებით, არც ახალგაზრდა მცენარეულობაზე ამბობს უარს და ამ მიზეზით ის ხშირად გვხვდება ახლად დათესილ მინდვრებშიც (რათქმაუნდა დილით ადრე და საღამოხანს). თავისი გრძელი ნისკარტით, რომლის ბოლოსაც მოთავსებული აქვს ნერვული დაბოლოებები ის მაქსიმალურად ღრმად ჩადის მიწის საფარველში სადაც პოულობს ჭიაყელებს და სხვადასხვა სახის მწერებს, ასევე ატრიალებს გამხმარ ფოთლებს და ტოტებს რომლის გქვევითაც ბინადრობს მისი ძირითადი კვების რაციონი.
ვალდშნეპზე ნადირობის მეთოდები
ესენია:
1. ძაღლით ნადირობა
2. საღამოს და დილის გადაფრენებზე ნადირობა
3. ე.წ. სარეკით ნადირობა

ძაღლით ნადირობა.
ვალდშნეპზე ძაღლით ნადირობა ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო და რთულ ნადირობას წარმოადგენს. როგორც წესი მასზე ნადირობა იწყება ძალიან ადრე დილით, კარგი იქნება თუ სანსადირო ადგილზე გათენებამდე რამოდენი წუთით ადრე მიხვალთ და საგულდაგულოდ მოემზადებით. ჩაიცვით რაც შეიძლება მჩატეთ რადგან მზად იყავით დიდი მანძილის დასაფარად, სწორედ ამ მიზეზით არ ღირს თბილი ტანსაცმლი ჩაცმა რადგან აუცილებლად გაოფლიანდებით და როგორც წესი გაცივება არ აგცდებათ
რაც შეეხება ძაღლების ჯიშებს
1. ინგლისური პოინტერი
2. სეტერი და ლავერაკი
3. კურცხაარი
4. დრათხაარი
ადგილზე მისვლისთანავე ძაღლს უშვებენ და ისიც იწყებს ნადირობას, როგორც წესი ვალდშნეპზე გამოცდილი ძაღლები დაჰყავთ, რადგან ფრინველი რთული მოსანახია და ასევე მოსაპოვებლადაც მონადირისგან განსაკუთრებული სროლის უნარს მოითხოვს. როგორც წესი ვალდშნეპი ადრე გებულობს ხოლმე ძაღლის მოახლოებას და ნაბულს აკეთებს, ძაღლიც შესაბამისად ფრინველის სუნის აღების შემთხვევაში შეშდება, დგება ნაბულზე, რადგან ქათამი აფრენისთანავე ცდილობს მოეფაროს ხეს ან ბუჩქნარს, როგორც ზევით ავღნიშნე მისი მოპოვება არც თუ ისე იოლია, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება შემდგი მეთოდი:
როგორც კი ძაღლი ნაბულზე დადგება ნუ შეეცდებით მასთან მიახლოებას უკნიდან, პირიქით ასეთ დროს უკეთესია თუ ძაღლისგან რომელიმე მიმართულებით (განსაზრვრეთ ადგილისამებრ) გადგებით გვერდით რადგან ასეთი პოზიციონირებით თქვენ უფრო მეტი დრო გექნებაღ სასროლად. აქვე მინდა ავღნიშნო რომ მონადირეები თავიანთ ძაღლებს ხშირად გეშავენ ისე, რომ ძაღლმა იმუშაოს ეგრეთწოდებული შემოვლით, ანუ ის ნადირობს არა თქვენგან წინ არამედ თქვენსკენ და ფირნველსაც შესაბამისად თქვენი მიმართულებით აფრენს, რათქმაუნდა ეს არ არის იოლი მისაღწევი და ერთი და ორი წლის ძაღლისგან ესეთი ტიპისნ ნადირობას არც უნდა ველოდოთ თუმცა ყველაფერი მონადირის დაგეშვის უნარზეა დამოკიდებული.

საღამოს და დილის გადაფრენა

ამ ტიპის ნადირობა როგრც წესი ყველაზე იოლია და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადგილის შერჩევას ენიჭება. როგორც წესი საღამოს გადმოფრენაზე დგებიან მინდორში, ტყიდან მაქსიმუმ 50 მეტრის მოშორებით, ასევე ტყის ზოლებში, იგულისხმება ადგილები ორ ტყის ზოლს შორის, შუაში პატარა მინდორით.
დილის გადმოფრენა ხდება პირიქით, ფრინველი მინდვრიდან მიიწევს ტყისკენ, ჩვენც შესაბამისად პოზიციას ვიკავებთ ტყის პირზე ან თუ გაშლილი ტყეა ოდნავ შეიძლება შიგნითაც შევიწიოთ.

ე.წ. „სარეკით“ ნადირობა

ამ ტიპის ნადირობა კოლექტიურია და ის შემდეგნაირად ხდება
ადგილის შერჩევის შემეგ, როგორც წესი ეს ხდება მოკლე ტყის ზოლში არაუმეტეს 50–60 მეტრის სიგანისა ან დაჭაობებულ ადგილებში, შუა ზოლში დგება მარეკების(ზაგონშიკების) ჯგუფი, ისინი ჯაჭვის პრინციპით იკავებენ ზოლზე თავიან ადგილებს, მათ კიდეებში და ოდნავ წინ დაახლოებით 20 –30 მეტრით, განლაგებული არიან მონადირეები , ეს ჯგუფი იწყებს სინქრონულ მოძრაობას და ტერიტორიის გაწმენდას. ასეთი ტიპის ნადირობისთვის ყველაზე ეფექტურ ძაღლებად მიიჩნევიან სპანიელები, რადგან მოძრაობა შეჩერების გარეშე ხდება და ნაბულის მქონე ძაღლი აფერხებს მონადირეთა ჯგუფს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Nov 25 2010, 17:30
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება





ციტატა(feroni @ 25th November 2010 - 18:19) *
აქვე მინდა ავღნიშნო რომ მონადირეები თავიანთ ძაღლებს ხშირად გეშავენ ისე, რომ ძაღლმა იმუშაოს ეგრეთწოდებული შემოვლით, ანუ ის ნადირობს არა თქვენგან წინ არამედ თქვენსკენ და ფირნველსაც შესაბამისად თქვენი მიმართულებით აფრენს, რათქმაუნდა ეს არ არის იოლი მისაღწევი და ერთი და ორი წლის ძაღლისგან ესეთი ტიპისნ ნადირობას არც უნდა ველოდოთ თუმცა ყველაფერი მონადირის დაგეშვის უნარზეა დამოკიდებული.

დავამატებ,არიან გამორჩეული ინდივიდები,რომლებიც Qათმის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ.ეს ძაღლები ფრინველთან რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ თავისით იწყებენ ამ სტილით ნადირობას. ესეტი ძაღლები ძალზედ იშვიათია,ძირითადათ უფრო ინგლისურ სეტერებში გვხვდებიან.
როგორც ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან შევიტყვეთ,ქათამზე უბადლო მონადირეებათ ბრეტონული ეპანიოლები ითვლებიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chipo
პოსტი Mar 8 2011, 21:58
პოსტი #4


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 28
რეგისტრ.: 1-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: gori



ციტატა(თენგო @ Nov 25 2010, 18:30) *
დავამატებ,არიან გამორჩეული ინდივიდები,რომლებიც Qათმის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ.ეს ძაღლები ფრინველთან რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ თავისით იწყებენ ამ სტილით ნადირობას. ესეტი ძაღლები ძალზედ იშვიათია,ძირითადათ უფრო ინგლისურ სეტერებში გვხვდებიან.
როგორც ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან შევიტყვეთ,ქათამზე უბადლო მონადირეებათ ბრეტონული ეპანიოლები ითვლებიან.

რა ნომერია მიზანშეწონილი მის მოსაკლავად.8-9 ??? მადლობთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Mar 8 2011, 23:39
პოსტი #5


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ორივე ნომერი ქათამზე 8-9 საკმარისია!! მე მაგალითდ 10 ნომრით ვნადირობ..
და კიდე გააჩნია სად ნადირობ..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 9 2011, 08:20
პოსტი #6


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე ყოველთვის 7 ნომერს ვხმარობ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 9 2011, 08:58
პოსტი #7


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Chalimgela @ 9th March 2011 - 09:20) *
მე ყოველთვის 7 ნომერს ვხმარობ

9 ნომერზე მსხვილი საფანტი არასდროს მიხმარია. შედეგით კმაყოფილი ვარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Mar 9 2011, 15:23
პოსტი #8


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



10 ნომრები მწყერზე ნდირობის მერე რაც შემომრჩება ხოლმე
ყოვლთვის იმას ვხმარობ, კლავს რა.. იშვიათად პადრანკა...
6-4 ნომერითაც მომიკლავს , როცა სხვა რამეზე სანადიროთ წასულს მოულოდნელად ამფრენია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Oct 14 2011, 19:34
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




თენგო

ციტატა(qarqashadze @ 25th November 2010 - 11:30) *
დავამატებ,არიან გამორჩეული ინდივიდები,რომლებიც Qათმის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ.ეს ძაღლები ფრინველთან რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ თავისით იწყებენ ამ სტილით ნადირობას. ესეტი ძაღლები ძალზედ იშვიათია,ძირითადათ უფრო ინგლისურ სეტერებში გვხვდებიან.
როგორც ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან შევიტყვეთ,ქათამზე უბადლო მონადირეებათ ბრეტონული ეპანიოლები ითვლებიან.


სრული ჭეშმარიტებაა!!!

ერთს დავამტებ უბრალოდ რომ ზოგ გერმანულ ძაღლებში შეინიშნება "ანონსირება" ტყის ფრინველზე ნადირობის დორს. მე წაკუთხული მაქვს რომ ხშირად იმ შემთხვევაში როცა პატრონი ვერ ხედავ ძაღლს და ძაღლმა იპოვა ნადავლი, ის თავისთი იხსნება ნაბულიდან და პატრონს აგებინებს და მიჰყავს სასურევ ადგილას. ეს წაკითზული მაქ კურცხარებზე ინგლისურ ლეტარურაში, და სხვათა შორის საველე გამოცდაზე (ერთ ერთ საიტზე)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
buka
პოსტი Oct 15 2011, 20:53
პოსტი #10


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 21-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



უსუნო ვალდშნეპიარსებობს ერთი საინტერესო მოვლენა რომელზეც ძალიან ბევრს მსჯელობენ,გამოცდილ მონადირეებს მოჰყავთ მაგალითი როდესაც სუფთად ჩამოგდებულ ფრინველს ძაღლი ვერ პოულობს,მონადირე თავად პოულობს ნანადირევს ძაღლმა კი თითქოს ყნოსვა დაკარგაო,შესაძლოა ფეხიც კი დააბიჯოს მას...მეცნიერთა აზრით ზოგიერთ ფრინველს მათ შორის ვალდშნეპს, სტრესის მდგომარეობაში შეუძლია დაკარგოს ან რამდენადმე შეიცვალოს სუნი.ეს ორგანიზმის თავდაცვის უნარია.უნდა გვახსოვდეს ერთი რამ-ტყის ქათმის ცამოვარდნისას არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ძაღლის იმედზე.კარგად უნდა დავიმახსოვროთ ადგილი და ორიენტირები,გარდა ამისა ფრინველთან მისვლამდე ნასროლი მასრა დავიგდოთ ფეხებს შორის,მოვნიშნოთ სროლის პოზიცია.არ გადავჯეგოთ ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი,ძაღლს ვაცალოთ და თუ მან ნანადირევი ვერ ნახა მხოლოდ ამის შემდეგ მივეშველოთ მას.თუ ვალდშნეპი მაშინვე ვერ იპოვეთ,ნადირობა განაგრძეთ და იმ ადგილს 2-3 საათის შემდეგ დაუბრუნდით. სტრესის გავლის შემდეგ ფრინველს სუნი დაუბრუნდება და ძაღლი ადვილად იპოვის მას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
buka
პოსტი Oct 15 2011, 21:08
პოსტი #11


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 21-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Zhorika
პოსტი Oct 15 2011, 21:12
პოსტი #12


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 237
რეგისტრ.: 25-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



buka

+100

ეგეთი რამე ხშირად ხდება. მწყერზეც ხშირად მომსვლია ეგეთი შემთხვევა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
buka
პოსტი Oct 15 2011, 21:28
პოსტი #13


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 21-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



დიახ,არამარტო ვალდშნეპს სხვა ფრინველებსაც ახასიათებთ ოგონ იშვიათ ეგზემპლარებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 10 2011, 23:06
პოსტი #14


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ესეც რაჭაში გადაღებული სურათი, საღმო იყო და ცოტა უხარისხო სურათია. 4-5 მეტრამდე მიგვიშვა. მანქანიდან ვიღებდით ჯერ. მერე გადავედით. ვიტოს აფრენაც აქვს ვიდეოთი გადაღებული



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Nov 11 2011, 09:31
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეგაა უიშვიათესი ფოთო ! ! !
დღემდე არაა ვალდშნეპი სრულყოფილად შესწავლილი....
მაგარია ღმერთმანი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

28 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 01:36