კოჭა არაინერციული, განხვილვა და რჩევები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კოჭა არაინერციული, განხვილვა და რჩევები |
Aug 11 2009, 12:37
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 291 რეგისტრ.: 30-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ამ თემაში განვიხილოთ სათევზაო კოჭები. პროფესიონალებისგან ველოდებით რჩევებს. მე პირადად ამის გამოწერა მინდა
მირჩიეთ კარგია? http://www.amazon.com/gp/product/B001EC73C...;pf_rd_i=507846 |
|
|
Aug 11 2009, 19:09
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,952 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Mitckevichis N 15 |
ლევან გააჩნია რისთვის გინდა... თუ პაპლაოკისთვის გინდა კაია. თუ დონკაზე გინდა არ ივარგებს.. თუ მაინც და მაინც გამოწერაა მხოლოდ ეს შეიძლება FX4000RB, ამაზეც 0.30მმ დაგეტევა 100 მეტრი. 0.40მმ დაგეტევა 70 მეტრი რაც დონკისთვის ძალიან ცოტაა.
|
|
|
Aug 11 2009, 19:13
პოსტი
#3
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 291 რეგისტრ.: 30-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ლევან გააჩნია რისთვის გინდა... თუ პაპლაოკისთვის გინდა კაია. თუ დონკაზე გინდა არ ივარგებს.. თუ მაინც და მაინც გამოწერაა მხოლოდ ეს შეიძლება FX4000RB, ამაზეც 0.30მმ დაგეტევა 100 მეტრი. 0.40მმ დაგეტევა 70 მეტრი რაც დონკისთვის ძალიან ცოტაა. კიდევ კაი მითხარი. იქნებ დაწერო დონკისთვის როგორი მონაცემები უნდა ჰქონდეს. |
|
|
Aug 11 2009, 20:28
პოსტი
#4
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,952 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Mitckevichis N 15 |
კოჭა უნდა იყოს დიდი დიამეტრის მაქაოთი (თავით), არ უნდა იყოს ჩაღრმავებული მაქაოთი, უნდა ეტეოდეს მინიმუმ 0.40 მმ 100 მეტრი. სასურველია იყოს ბაით რანერის სისტემით.
|
|
|
Aug 12 2009, 18:08
პოსტი
#5
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 11-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გამარჯობა მეთევზეებო
კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი ამ ფორუმზე და პირველ კითხვასაც კოჭასთან დაკავშირებით დავსვავ მაინტერესებს რა პარამეტრებით ხასიათდება და რას უნდა მივაქციო ყურადღება? დიდად დამავალებთ, თუ დამაკვალიანებთ და განმანათლებთ ამ საკითხში. მაქვს ერთი კოჭა CORMORAN-ის ფირმის მოდელი: RODEO GTi-11PIF 4000 ამ შემთხვევაში, მაინტერესებს რას ნიშნავს 4000? და 11PIF. PIF-ი რაიმე სპეციფიურ ერთეულს ხომ არ აღნიშნავს? კიდევ მაინტერესებს, რას ნიშნავს - კოჭას აქვს - 8 "პოდშიპნიკი"? რომ დავშალე, შიგნით, მსგავსი რამ არ დამხვდა. ასევე აქვს შემდეგი წარწერები: 200m/0.28mm 150m/0.33 120m/0.35 ეს, როგორც მივხვდი, ნიშნავს იმას, თუ რამდენი მეტრი ძუა დაეტევა კოჭაზე, მაგალითად 0.28 მილიმეტრიანი ხომ? და Gear ratio 5.1:1 ალბათ ბრუნთა რიცხვის თანაფარდობა? სახელურის ერთი სრული ბრუნის გაკეთებისას, კოჭა გააკეთებს 5.1 ბრუნს. სწორია? კიდევ შემდეგი პარამეტრები: 14lbs/220yds 16lbs/170yds 20lbs/130yds აი ესენი კი ეჭვის დონეზეც-კი ვერ მივხვდი რას უნდა ნიშნავდეს. იქნებ გამარკვიოთ? და ბოლო შეკითხვა - რომელი ტიპის სატყუარაზე უფრო უპრიანი იქნებოდა, ასეთი პარამეტრების მქონე კოჭის გამოყენება? ტივტივა/ფსკერული თუ სხვა? თვალსაჩინოებისათვის, ფოტოსაც შემოგთავაზებთ გმადლობთ ყურადღებისათვის. |
|
|
Aug 12 2009, 21:22
პოსტი
#6
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Lava
გაუმარჯოს აქვს შემდეგი წარწერები: 200m/0.28mm 150m/0.33 120m/0.35 ეს, როგორც მივხვდი, ნიშნავს იმას, თუ რამდენი მეტრი ძუა დაეტევა კოჭაზე, მაგალითად 0.28 მილიმეტრიანი ხომ? სწორეა და Gear ratio 5.1:1 ალბათ ბრუნთა რიცხვის თანაფარდობა? სახელურის ერთი სრული ბრუნის გაკეთებისას, კოჭა გააკეთებს 5.1 ბრუნს. სწორია? სწორეა კიდევ შემდეგი პარამეტრები: 14lbs/220yds 16lbs/170yds 20lbs/130yds აი ესენი კი ეჭვის დონეზეც-კი ვერ მივხვდი რას უნდა ნიშნავდეს. იქნებ გამარკვიოთ? ეს არის მეტრული სისტემის ანალოგი, იგივეა რაც ეს "200m/0.28mm 150m/0.33 120m/0.35" და ბოლო შეკითხვა - რომელი ტიპის სატყუარაზე უფრო უპრიანი იქნებოდა, ასეთი პარამეტრების მქონე კოჭის გამოყენება? ტივტივა/ფსკერული თუ სხვა? რასაც აქედან ვხედავ უფრო სასპინინგე ვარიანტია, ფრიქციონი წინა მხარეს აქვს და ჩქიმი უბიჟდენიით ეგრე იქნება, სპინინგზე ნაკლები წონაც ნაკლები ზომაც უკეთესია. მაინტერესებს რას ნიშნავს 4000? ეს არის ე.წ. "კალიბროვკა", ბოლომდე მეც არ ვიცი, ის ვიცი რომ ყველა ფირმას თავისი საკთარი აქვს და ამაზე ალბათ უფრო კომპეტენტურები გაგცემენ პასუხს |
|
|
Aug 12 2009, 23:12
პოსტი
#7
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 11-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვიტო გამარჯობა
მადლობა გამოხმაურებისათვის და კიდევ რამოდენიმე კითხვით შეგაწუხებ ფრიქციონზე მინდა ცოტა ვრცლად რომ მიპასუხო. ბევრ თემაში შემხვდა ეგ სიტყვა და როგორც მივხვდი ე.წ. მუხრუჭს ნიშნავს ხომ? ანუ ამორტიზაცია რომ ზედმეტად ხისტი არ იყოს და ვთქვათ თევზს რომ ტუჩები არ გააგლიჯოს (ესეც თემებიდან გავიგე) მაგრამ მუშაობის პრინციპს ვერ მივხვდი. ჩემ კოჭას (ფოტოზეც ჩანს) უკან პატარა ბერკეტი აქვს ON და OFF რომ აწერია. თუ ON-ზე დავაყენებ, მაგ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მიმართულებით ბრუნავს, ანუ ძუას ახვევს და თუ OFF-ზეა, მაშინ ბრუნვა, ორივე მიმართულებით თავისუფალია. ფრიქციონი როგორც მივხვდი, წინიდან კოჭის მოსაჭერი რომ არის ეგაა ხომ? რომ ვუჭერ ტკაცუნობს. იქნებ გამარკვიოთ როგორ ავამუშაო. პ.ს. ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, თევზის გამოყვანის დროს, როდესაც მეთევზე კოჭას ატრიალებდა შეუჩერებლივ, თუ თევზი მიმართულებას შეიცვლიდა ან ძალიან გაუძალიანდებოდა, კოჭა იცყებდა ტკაცუნს, მიუხედავად იმისა, რომ მეთევზე მაინც ატრიალებდა. მოკლედ მინდა ცოტა გავნათლდე თევზაობის ხელოვნებაში და პირველ ხანებში უამრავი კითხვებით შეგაწუხებთ თუ არ დაიზარებთ და სიტყვას შემაწევთ, დიდად გამაბედნიერებთ მეგობრებო |
|
|
Aug 13 2009, 00:34
პოსტი
#8
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Lava
რატომ უნდა შემაწუხო ტო? რასაც შევძლებ გიპასუხებ, რაც არ ვიცი ერტად ვისწავლოთ ფრიქციონი უნდა ტკაცუნებდეს, მუშაობის პრინციპს სწორედ მიხვდი, ტუჩი რომ არ აეხიოს ან დიდი თუ არის ანკესი არ გაგიტეხოს და ა.შ. მე პირადად ბოლომდე არასოდეს არ უჭერ, ცოტა თავისუფლება უნდა ქონდეს, თევზმა რომ გაქაჩოს უნდა შეეძლოს რომ ცოტა ძუა წაიღოს, თორემ ძლიერი დარტყმები იქნება და გაგირთულდება ამოყვანა, ამორტიზაციის პრინციპივით არის. დიდი თევზი ყოველთვის სხვადასხვა მიმართულებით იქაჩება და წარმოიდგინე რომ ეს თევზი რაღაც მომენტში თავისუფლად არის, როდესაც ერთი მხრიდან მეორისკენ იქაჩება, ამ დროს გჭირდება ფრიქციონის არსებობა, ანუ თავისუფალი მდგომარეობიდან "რივოკს" უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე მოჭიმულიდან, ფრიქციონიც თავისას აკეთებს და ახშობს ძალას, ეგ არის და ეგ ფრიქციონი როგორც მივხვდი, წინიდან კოჭის მოსაჭერი რომ არის ეგაა ხომ? კი ეგ არის |
|
|
Aug 13 2009, 01:07
პოსტი
#9
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 11-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მადლობა ვიტო
ნელ-ნელა შევისწავლი |
|
|
Aug 13 2009, 11:24
პოსტი
#10
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Aug 13 2009, 19:47
პოსტი
#11
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,952 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Mitckevichis N 15 |
კი მეც მახსოივს.. მარა ჩემი არ იყო ამირანის ანკესი იყო ეგ... თან რა წაიღო.. ლამის დავკარგეთ..
|
|
|
Aug 20 2009, 16:21
პოსტი
#12
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
კიდევ მაინტერესებს, რას ნიშნავს - კოჭას აქვს - 8 "პოდშიპნიკი"? რომ დავშალე, შიგნით, მსგავსი რამ არ დამხვდა. ხო მაგას ნიშნავს... 8 ექნება... მეც დავშალე... ჩემსას ეწერა 7 და 5ზე მეტი ვერ ვიპოვე შიგნით... მერე ორი ცალი ვიპოვე ძუა სადაც დადის ძუის დამჭერზე იქ ანუ რაც მეტია პადშიბნიკები, იდეაში უკეთესია... ამასთან ერთად ზოგადად ყურადღება ექცევა რა მასალისგან არის დამზადებული კოჭა, მოყვება თუ არა დამატებითი შპულა და სპინინგის შემთხვევაში კოჭის წონას.... ფრიქციონს რაც შეეხება, არსებობს წინა ფრიქციონით (სურათზე რაც დევს) და უკანა ფრიქციონით... უკანა ფრიქციონით მგონი უფრო ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ შესაბამისად უფრო მძიმეცაა... კიდე რაც ვნახე და მომეწონა ფრიქციონის ტორმუზი (ზოგიერთ კოჭაზე. მაგ. მებადურში დევს ეგეთები) ანუ ფრიქციონს რომ დაარეგულირებ - მერე ცალკე გადამრთველი აქვს ფრიქციონის ბლოკირებით და გახსნით (მუდმივად, რომ არ არეგულირო ფრიქციონი). ხოდა კიდე შპულის ფორმებიც განსხვავდება... არის კონუსებური, ჩვეულებრივი.... |
|
|
Dec 1 2009, 15:33
პოსტი
#13
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 78 რეგისტრ.: 1-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
2 All
პოდშიპნიკი - ბურთულასაკიასრი (რძელია და შეიძლება მოუქნელი სათქმელად, მაგრამ "პოდშიპნიკი"-იც ვერაა ბოლომე წელში გამოყვანილი ), შპულა - მაქო. ტორმუზი - ფრიქციონი - მუხრუჭი 2 გიორგი საკისარები შეიძლება იყოს სახელურში ან მაქოს შიგნით ან ჩადება დაავიწყდათ . მოკლედ სქემაზე მოძებნე - ძირითადად არ ითყუებიან. საერთოდ, კოჭას დაშლა მხოლოდ სერვისისთვის და ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, თან უნდა ეცადოთ, წამყვანი წყვილის კბილები არ გადანაცვლოდ, განსაკუთრებით ნახმარ კოჭაში, ხშირად ამის შემდეგ ჩნდება სხვადასხვა არასასიამოვნო ხმები, იზრდება "ლუფტები" (მომაშველეთ ქართული), და ა.შ. |
|
|
Dec 1 2009, 15:48
პოსტი
#14
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
Fuego
აი ეგრე დაემართა ზუსტად ჩემს სპროს კოჭას ხმაც აიკიდა და უფრო მძიმე სატრიალებელიც გახდა |
|
|
Dec 1 2009, 16:59
პოსტი
#15
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 78 რეგისტრ.: 1-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
2 გიორგი
რა კოჭაა? |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 13:52 |