სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, " მაჩაბლის კლუბი " |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, " მაჩაბლის კლუბი " |
![]()
პოსტი
#41
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
"81 წ. წესები" პირობითად ქვია. 81 წლის მერე იყო 95 წ. 2002წ. 2005 და 2009 წლის წესები და უამრავი პროექტები, უკრაინაშიც, რუსეთში და "დაჟე'" იგორ პატარიძის ჩვენთან.
![]() დღევანდელი "ქართული წესები" ზემოთ ჩამოთვლილთაგან ცოტ-ცოტას ყველასგან ითვალისწინებს და უამრავი ნიუანსით განსხვავდება 81 წლის საბჭოთა წესებისაგან, თუმცა ძირითადი მიდგომა 1925 წლიდან არ შეცვლილა. ბოლო დროს ევროპული გავლენაც იგრძნობა. ![]() წესების შეცვლა საფრთხილო საქმეა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ნამდვილად მრავალმხრივ სასარგებლოა და პირველ რიგში, გაუთვითცნობიერებულთათვის იმ სირთულის წარმოსაჩენად, რაც ამ საქმეს თან ახლავს. |
|
|
![]()
პოსტი
#42
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 241 რეგისტრ.: 26-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
წესების შეცვლა საფრთხილო საქმეა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ნამდვილად მრავალმხრივ სასარგებლოა და პირველ რიგში,,გეტანხმები ბატონო შადიმან,თქვენისთანა ხალხის წყალობით რჩევებით დარწმუნებული ვარ სჰეიცვლება ეტაპობრივად უკტესობისკენ წინ წაიწევა ნაბიჯით,რაც დარწმუნებული ვარ ყველას გაუხარდება,კარგი საქმე ყველასთვის მისასალმებელია და გასახარებელი.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#43
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
levani100
ვთქვად შეთანხმება მოხდა გარკვეული წესების შეცვლაზე, ანუ მოვარგეთ ჩვენთვის შესაფერ პირობებს, ქვეყანას ვგულისხმობ და არა ძაღლებს D.gif რაღაც სამართლებრივი "ჩარჩო" ხომ უნდა, ვინ უნდა აღიაროს? ბაბუ გავხსნათ ფორუმზე თემა"საველე გამოცდების და გამოფენების ქართული წესები" არ ვიცი ჩემი აზრი რამდენად გამოადგება ახალ საქმეს,მაგრამ მე ვფიქრობ თუ ჩამოყალიბდება "საველე გამოცდების და გამოფენების ქართული წესები" უნდა აღიარონ იმ პირებმა ვისაც ანდობთ საველე გამოცდებს და გამოფენებს... მე ვფიქრობ თუ ეს "კანონები" იქნება ქართული რატომ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების "მეძაღლეობები"? ჭალიმგელა ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი, ვერ გამოვედით ამ "ამრიკისკენ წავიდეთ თუ რუსეთისკენ". ვერ ვისწავლეთ ჩვენი თავის და ქვეყნის პატივისცემა გეთანხმები და აქვე დავამეტებ ჩემ აზრს... გვქონდეს ჩვენი ქართული რა დაშავდება ? თუ ევროპაში და სხვა ქვეყნებში არ მოხდება "ჩვენი" ძაღლების "ექსპორტი" ? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#44
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#45
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 17-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#46
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Bonehill
არ ვიცი მე წესები,მაგრამ მგონი არაფერი დამიწერია მანდ ისეთი რომ რამის შეცვლა პირადად მინდოდეს... giga_megu მე არ დამიწერია რომ მე ვითავებ წესების წერას,უბრალოდ სწორად გამიგეთ რისი თქმა მინდოდა და რატო დავწერე ეგ.... |
|
|
![]()
პოსტი
#47
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
+ 1 მე მგონი არაფერი არ გამოვა და არც არის საჭირო რამის შეცვლა რას ქვია არ გამოვა? რაღაც-რაღაცეების შეცვლა გარდაუვალია, ოღონდ აუცილებლად დროის მოთხოვნით უნდა ხდებოდეს, არგუმენტირებულად და არსებული პრაქტიკის საფუძვლიანი შესწავლის პირობით. ახალგაზრდებმა - არაფერი გამოვაო - თუ ხელი ჩაიქნიეთ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. გამოვა, როგორ არ გამოვა!? ევროპული ძაღლებიც მომრავლდებიან, ფც-ის წესებიც დამკვიდრდება და ქართველი მსოფლიო ჩემპიონიც გვეყოლება დიდ ძებნაში ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#48
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
არ ვიცი მე წესები,მაგრამ მგონი არაფერი დამიწერია მანდ ისეთი რომ რამის შეცვლა პირადად მინდოდეს... ჯერ გაერკვიე და მერე მიხვდები რაც დაწერე შადი შამოდი ევროპული ძაღლებიც მომრავლდებიან, ფც-ის წესებიც დამკვიდრდება და ქართველი მსოფლიო ჩემპიონიც გვეყოლება დიდ ძებნაში მაგას რა ჯობია |
|
|
![]()
პოსტი
#49
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 17-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რას ქვია არ გამოვა? რაღაც-რაღაცეების შეცვლა გარდაუვალია, ოღონდ აუცილებლად დროის მოთხოვნით უნდა ხდებოდეს, არგუმენტირებულად და არსებული პრაქტიკის საფუძვლიანი შესწავლის პირობით. ახალგაზრდებმა - არაფერი გამოვაო - თუ ხელი ჩაიქნიეთ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. გამოვა, როგორ არ გამოვა!? ევროპული ძაღლებიც მომრავლდებიან, ფც-ის წესებიც დამკვიდრდება და ქართველი მსოფლიო ჩემპიონიც გვეყოლება დიდ ძებნაში ![]() ![]() ბატონო შადიმან მე ცუდათ არ მითქვამს არაფერი, უბრალოდ ის წესები რაც გვაქვს მემგონი კარგად ერგება ჩვენ პირობებს და ძაღლებს (ფცი-ზე არ ვსაუბრობ ეგ სხვაა ) რაღაცრაღაცეებია შესაცლელი გასაგებია, მარა კონკრეტულად რეები?? ამას არავინ არ ამბობს და თუ რამეა შესაცვლელი თქვენზე კომპეტენტურ კაცს მე აქ ვერ ვხედავ და მაშინ თქვენ ითავეთ ეს საქმე რადგან მე რადენიც არ უნდა ვიძახო შევცვალოთ შევცვალოთ მეთქი მე ვერ შევცვლი რადგან არ გამაჩნია საჭირო ცოდნა ![]() თორემ მე რომ გამიხარდება ყველაფერი კარგი ამ საქმეში ყველას კარგად მოეხსენება. დიდ ძებნაში არა მარა გვეყოლება სანადირო ძებნაში კაი ძაღლები, ყოველ შემთხვევაში ცდას არ დავაკლებთ რაც შეგვიძლია. |
|
|
![]()
პოსტი
#50
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მეტი ოპტიმიზმი -თქო! მეტი არაფერი.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#51
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 17-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#52
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
მე მგონი არაფერი არ გამოვა და არც არის საჭირო რამის შეცვლა ჯერ კითხვა უნდა დადგეს თუ არის საჭიროება. მაგიტომ დავწერე უნდა გაანალიზდეს ბევრი რამე, საქრთველოში არსებული მარავალი სფეციფიკა, რომელიც შეიძლება ემთხვეოდეს დაუშვათ FCI-ის წესებს ან არ ემთხვეოდეს. ძაან ბევრი დეტალის შესწავლა იქნება აუციელებელი, გაოგრაფიული, ზოოოგიურ-ბიოლოგიური და სანადირო ტრადიციების. თორე მე ყოველთვის დავრჩები FCI-ის წესების ერთგული, რადგან ჩემი სუბიექტური აზრით ბრიტანული ძაღლები სანადირო პოტენცილიას სრულად წარმოჩენა მხლოდ ამ წესებს შუძლია ჯერ ჯერეობით. |
|
|
![]()
პოსტი
#53
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 60 რეგისტრ.: 11-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ზუგდიდი ![]() |
მოგესალმებით პატივცემულო ფორუმელებო, მონადირეებო. კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა ამ ფორუმზე, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ეს პირველ ფორუმია ჩემს ცხოვრებაში, ვინაიდან არ მიყვარს საინტერნეტო ურთიერთობები, ალბათ ამ სფეროში სისუსტის გამო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სადმე დავრეგისტრირდებოდი, მითუმეტეს რამეს დავწერდი. რამოდენიმე დღეა ვწერ, სულ რაღაცას ვამატებ, ამიტომ სანამ ეს პოსტი კატასტროფულ ზომებს არ მიიღებს უნდა გავუშვა. თუ არათემატურად დავპოსტე, გთხოვთ შემისწოროთ. ეს ჩემთვის უღრანი ტყეა. dato 85 და ბაბუ–ს დაწერილმა პოსტებმა წინა გვერდებზე მაფიქრებინეს, ხოლო შადი შამოდი–ს პოსტებმა გადაბედინეს ამ თემაზე დაწერა, თემაზე რომელშიც არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ მაწუხებს. ეს არის საველეების წესები. ეს საკითხი რომ მომწიფდა და წესები გადასახედია, ჩემთვისაც კი ნათელია. იქნებ კამათში მცოდნე ხალხის ჩართვამ, რაღაც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს და თუნდაც ერთი ნაბიჯით, მაგრამ მაინც წაგვწიოს წინ. მინდა ჩემი ნაფიქრალი გაგიზიაროთ საველე შეჯიბრის ზოგიერთ მომენტზე. მიუხედავად საკმაო მონადირული გამოცდილებისა, ძალიან უმნიშვნელო საველე შეჯიბრის სტაჟი გამაჩნია და აქედან გამომდინარე ჩემი შეხედულებები შეიძლება შეაფასოთ როგორც დილეტანტური, რაც არ იქნება გასაკვირი(და არც საწყენი ჩემთვის), ვინაიდან ყველა ნიუანსში არა ვარ გარკვეული. რაც ჩვენთან ევროპული ძაღლები გამოჩნდა, მას შემდეგ ხშირია საუბრები 81 წლის წესების(როგორც ვიცით 81წ. წესები თვითონ რუსებსაც აღარ მოსწონთ, არადა 30 წელი გავიდა) შეცვლაზე. ჯობია, რომ ვისაც სურვილი აქვს გამოთქვას თავისი აზრი, ხოლო შემდეგ ექსპერტები და გამოცდილი მონადირეები გადაწყვეტენ როგორ აჯობებს. მე საველეს საკითხს ასე ვუდგები: თუ რამდენად გამოდგება ძაღლი ყველა სახის ფრინველზე სანადიროდ, ვინაიდან ჩვენ ყველაფერზე ერთი ძაღლით ვნადირობთ და არა გვყავს დიდი ძებნის ძაღლები. თუმცა, დიდი ძებნის ძაღლების საველედან რაღაც–რაღაცეები შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიღოთ. კონსტიტუციის პარაგრაფები და მუხლები თუ გადმოგვაქვს საველემ რა დააშავა. გადმოვიღოთ რაც ჩვენი აზრით, ჩვენ ძაღლებს, ფრინველს და ნადირობას მიესადაგება და საქმეს წაადგება. მე რას გადმოვიღებდი, რას შევცვლიდი და შეიძლება თუ არა ასე გაკეთდეს? გულდასაწყვეტია,როდესაც საველეს ანგარიშს კითხულობ და ხედავ, რომ ძაღლების მესამედს ან მეოთხედს უწერია: ყნოსვა ვერ გამოავლინა, უფრინველოდ და ა.შ.. გამოცდილი, არაერთგზის დიპლომირებული ძაღლი დარჩა უდიპლომოდ. არადა, პატრონი ამ პრესტიჟულ შეჯიბრს ერთი წელი ელოდა, ჰქონდა მხოლოდ ერთი შანსი და დარჩა უფრინველოდ. აწი უნდა იცადო მომავალ წლამდე. ასეთი შემთხვევებს ვერ გავექცევით, მაგრამ შეგვიძლია შევამციროთ. თუ ძაღლების რაოდენობა დიდი არაა, ვთქვათ 20–მდე, მაშინ შეიძლება შეჯიბრი ორ ტურად ჩატარდეს. ყველა ძაღლი გამოდის პირველ და ასევე ყველა გამოდის მეორე ტურში (ანუ ორივე დღეს). ასეთ შემთხვევაში ძაღლების შანსები დარჩნენ უფრინველოდ, უყნოსველად და ასე შემდეგ მცირდება, ვინაიდან ორი დღის ფაქტორი თუნდაც ნაკლები დროით, უფრო საიმედოა, ვიდრე 1 ხანგრძლივი. ყველას რჩება შანსი,რომ პირველ დღეს თუ არ გაუმართლა, მეორე დღეს გაუმართლებს. ორჯერ გამოსვლა იმიტომაც არის კარგი, რომ ყველას მოუწევს თითქმის ერთნაირ კლიმატურ პირობებში გამოსვლა. (ხშირად ნახავთ ფორუმში, რომ ამ დღეს ამინდმა არ გაუმართლა ძაღლს). ამ შემთხვევაში კარგი ძაღლი არ წააგებს უარესთან მხოლოდ იმიტომ, რომ ამინდმა არ გაუმართლა. თუმცა ეს შეჯიბრია და არის იღბალიც. თუ ძაღლების რაოდენობა დიდი იქნა, მაშინ შეიძლება ძაღლების ორ ჯგუფად გაყოფა და საჭირო იქნება ექსპერტთა ორი ჯგუფი, რომლებიც შეჯიბრის პირველ დღეს ერთ ჯგუფს უმსაჯებენ, მეორე დღეს მეორეს(ერთმანეთს ჯგუფებს გაუცვლიან მეტი ობიექტურობისათვის), ხოლო მესამე დღეს შეიძლება ჩატარდეს ფინალი, სადაც გამოვა ვთქვათ 8 საუკეთესო და გამოვლინდება გამარჯვებული. ჩვენს შეჯიბრზე გამოდის 20– 30 ძაღლი და ეს ნაწილდება 2–3 დღეზე, დრო 30 წუთი(ნახევარი საათი ერთი ძაღლის გაყოლა ცოტა მოსაწყენია, ევროპაში მეორე წუთზე ხსნიან, ჩვენ ნახევარი საათი დავყვებით ნელ და უსტილო ძაღლს, ოღონდ რამე იპოვოს, ოღონდ როგორმე დიპლომი აიღოს) და სამი შეხვედრა (ბევრია გამოცდილი ძაღლისთვის). იქნებ ჯობია როგორც ევროპულში–15 წუთი. ანუ, ყველა ძაღლი გამოდის 2დღე ( 3 დღე თუ ფინალი იქნა, ეხლაც 3 დღე ტარდება, იმ განსხვავებით, რომ ერთ ძაღლს მხოლოდ ერთხელ უწევს გამოსვლა) 15–15 წუთი, ერთი მუშაობა თითოეულ დღეს. ეს საკმარისი იქნება, ვინაიდან აქ გამოდიან გამოცდილი ძაღლები, ზოგს რამოდენიმე დიპლომი აქვს. პლიუს ამას, მას ხვალაც ექნება გამოსვლა. ორი დღე 15–15 წუთი ჯამში 30 წუთი კი გამოდის, მაგრამ ორი დღე შეიძლება უკეთესი გამოდგეს, ვიდრე ერთი. ინგლისური მეძებარი რომელიც ძებნისას (და არა რაღაცის შეყნოსვისას) გადავა ჩორთზე, მოიხსნას. საპატიო მხოლოდ ერთი შეცდომა, ცრუ ნაბული, გამოტოვება და ა.შ. ან საპატიოა მხოლოდ პირველი წუთი, ფინალში მაინც. შეიძლება ეს წესები ვინმეს მკაცრი მოეჩვენოს, მაგრამ გამოცდა და შეჯიბრი უნდა განსხვავდებოდეს. რაც უფრო მკაცრი იქნება, მით უფრო დასაფასებელი იქნება შეჯიბრის დიპლომი, თანაც თუ ძაღლმა ორივე დღეს (ან სამივე დღეს) სადიპლომო მუშაობა აჩვენა და ასეთებიც იქნებიან, შეჯიბრის ორი დიპლომი არ იქნება ცუდი. თუ ვინმეს პირველ დღეს არ გაუმართლებს, კიდევ ვიმეორებ რჩება მეორე დღე, მეორე შანსი და შეიძლება პირველ დღეს მოხსნილმა ძაღლმა, მეორე დღეს ისეთი ბრწყინვალე მუშაობა აჩვენოს, რომ გაიმარჯვოს კიდეც. და საერთოდ 2 ან 3 დღე შეჯიბრი, ამცირებს შემთხვევითობას და უფრო ობიექტურ შედეგებს გვაჩვენებს. გარდა ამისა, ყველა მონაწილის, ნაცნობ–მეგობრების ერთად ყოფნა,რაღაც უფრო საზეიმო ელფერს მისცემს ყოველივეს. 1 საათში შესაძლებელი იქნება 4–5 ძაღლის ან მეტის გამოცდაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგი დროზე ადრე აჩვენებს მუშაობას (ვთქვათ 5 წუთში აჩვენა მუშაობა), ზოგი კი დროზე ადრე შეიძლება მოიხსნას. დროის ეკონომიის მიზნით,გამოსვლის შედეგები შეიძლება გამოცხადდეს შეჯიბრების დამთავრების შემდეგ, მშვიდ ვითარებაში. რა სასწრაფოა მინდორში მიმატება–გამოკლება. ვთქვათ პირველ დღეს ძაღლი დარჩა უფრინველიდ, ან სხვა. აუცილებელი იქნება მისი მუშაობის შეფასება, რადგან თუ ორი დღის შედეგად, ორ ძაღლს ექნა ერთნაირი ქულა, წინა დღის არასადიპლომო შედეგი , მაგრამ მუშაობის მთავარი ელემენტები (სისწრაფე, სტილი), გადამწყვეტი იქნება. თუ ძაღლი პირველი ხარისხის მუშაობას აჩვენებს, მას მიეცეს მეორე ფრინველი, თუ საჭირო იქნა მესამეც, მსაჯების შეხედულებისამებრ. ჩემი აზრით, გადამჯდარ ფრინველზე მუშაობა (ტყის ფრინველზე ხომ არ მოეთხოვება) არ უნდა იყოს სავალდებულო, თუმცა შეიძლება ნება დაერთოს, თუ პატრონმა გამოთქვა სურვილი. ზემოთ გამოცდა ვახსენე და ამაზეც მინდა ვთქვა. მე მაგალითად, უდიპლომო ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც პირველად გამოდის გამოცდაზე და ყველაფერს კარგად გააკეთებს, ერთადერთი რასაც ვაპატიებდი და ისიც მხოლოდ ერთხელ, ეს არის გაკიდება. სიფიცხის გამო, ახალგაზრდობის გამო და გამოუცდელობისა გამო. ამის გამო უდიპლომოდ არ დავტოვებდი, თან ეს პატრონისთვის კარგი სტიმული იქნება, რომ ძაღლი სერიოზულად მოამზადოს. რადგან თუ ეს არ გააკეთა, ვერასოდეს აიღებს შეჯიბრის დიპლომს. მინდა შევეხო ერთ–ერთ მთავარ ელემენტს როგორიცაა მიტანება. ძაღლს რომელსაც არ აკეთებს მიტანებას (ასეთი ძაღლით ნადირობას მე სიამოვნებას ვერ დავარქმევ, განსაკუთრებით კი ტყეში, ქათამზე), შესაბამის გრაფაში დაეწეროს <0>, და არა 5, და საუკეთესო მუშაობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიიღოს არა უმეტეს მესამე ხარისხის დიპლომი(მიტანების არქონა დიდ ძებნაში თუ არ ვცდები დისკვალიფიკაციაა. საინტერესოა როგორ უნდა გავიგოთ, მიტანების არქონა გენეტიკურად გამოყვა ძაღლს, თუ დაგეშვის დროს სიუხეშის ბრალია). თუ ძაღლი ისე ახლოს უჩერდება ფრინველს, რომ პატრონის მიახლოებისას ფრინველი ამოდის, შეიძლება ჩაეთვალოს. მგეშავის და სიმპატიის პრიზებზე. მონადირეს თუ კარგი საგვარეულოს მქონე ლეკვი შეხვდა, მისი დაგეშვა არა თუ წვალება, არამედ დიდი სიამოვნებაა, ხოლო თუ ბუნებამ ლეკვი ნიჭითაც უხვად დააჯილდოვა, ის ზოგ შემთხვევაში თვითონ დაგეშავს პატრონს. მგეშავის პრიზი და სიმპატიის პრიზი–არაფრის მომცემი პრიზებია. დაგეშილიც და სიმპატიურიც არის ერთადერთი ძაღლი–გამარჯვებული! ჩემი ნება რომ იყოს, ამ პრიზებს ექსპერტებს გადავცემდი, სხვა სახელით რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი ჯაფა მათ ადგათ ამ დღეებში. მაგარია, ზედიზედ 2–3 დღე, 5–6 საათი აღმა–დაღმა, თვალი არ მოაშორო, შესვენების გარეშე, სულ დაძაბული. ვფიქრობ იმსახურებენ მეტ დაფასებას. დიდი ხანია ფორუმს თვალყურს ვადევნებ. აქ უხვადაა ნადირობის სურათები, ბუნების სურათები, სმა–ჭამის სურათები. ეს ყველაფერი კარგია, ამას რა ჯობია, მაგრამ ისეთი საჭირბოროტო და უმთავრესი თემა, როგორიც არის ჩვენი ძაღლები, თითქმის არ შუქდება. ამ თემაზე არ მიდის კამათი, თითქოს ტაბუ ადევს. ვიყოთ უფრო გაბედულები, შევცვალოთ რაც ერთ ადგილზე გვაჩერებს, რაც არ ვარგა. იქნებ რაღაც შეგვეშალოს, მაგრამ ცხოვრებაში შეცდომების მეტი რა დაგვიშვია, ვინაა უშეცდომო. თუ სისულელეები ვილაპარაკე გთხოვთ შემისწოროთ, ამიხსნათ, გამოთქვათ თქვენი აზრი. ჩემთვის საინტერესო იქნება ყველა მონადირის აზრი. სეზონი დამთავრდა. საველეები არ დაწყებულა. დრო გვაქვს. სურვილი? |
|
|
![]()
პოსტი
#54
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არჩილი
ყველას რჩება შანსი,რომ პირველ დღეს თუ არ გაუმართლა, მეორე დღეს გაუმართლებს. ორჯერ გამოსვლა იმიტომაც არის კარგი, რომ ყველას მოუწევს თითქმის ერთნაირ კლიმატურ პირობებში გამოსვლა. (ხშირად ნახავთ ფორუმში, რომ ამ დღეს ამინდმა არ გაუმართლა ძაღლს). ამ შემთხვევაში კარგი ძაღლი არ წააგებს უარესთან მხოლოდ იმიტომ, რომ ამინდმა არ გაუმართლა. თუმცა ეს შეჯიბრია და არის იღბალიც თუ ძაღლების რაოდენობა დიდი იქნა, მაშინ შეიძლება ძაღლების ორ ჯგუფად გაყოფა და საჭირო იქნება ექსპერტთა ორი ჯგუფი, რომლებიც შეჯიბრის პირველ დღეს ერთ ჯგუფს უმსაჯებენ, მეორე დღეს მეორეს(ერთმანეთს ჯგუფებს გაუცვლიან მეტი ობიექტურობისათვის), ხოლო მესამე დღეს შეიძლება ჩატარდეს ფინალი, სადაც გამოვა ვთქვათ 8 საუკეთესო და გამოვლინდება გამარჯვებული. რაც უფრო მკაცრი იქნება, მით უფრო დასაფასებელი იქნება შეჯიბრის დიპლომი, თანაც თუ ძაღლმა ორივე დღეს (ან სამივე დღეს) სადიპლომო მუშაობა აჩვენა და ასეთებიც იქნებიან, შეჯიბრის ორი დიპლომი არ იქნება ცუდი. თუ ვინმეს პირველ დღეს არ გაუმართლებს, კიდევ ვიმეორებ რჩება მეორე დღე, მეორე შანსი და შეიძლება პირველ დღეს მოხსნილმა ძაღლმა, მეორე დღეს ისეთი ბრწყინვალე მუშაობა აჩვენოს, რომ გაიმარჯვოს კიდეც. და საერთოდ 2 ან 3 დღე შეჯიბრი, ამცირებს შემთხვევითობას და უფრო ობიექტურ შედეგებს გვაჩვენებს ზემოთ გამოცდა ვახსენე და ამაზეც მინდა ვთქვა. მე მაგალითად, უდიპლომო ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც პირველად გამოდის გამოცდაზე და ყველაფერს კარგად გააკეთებს, ერთადერთი რასაც ვაპატიებდი და ისიც მხოლოდ ერთხელ, ეს არის გაკიდება. სიფიცხის გამო, ახალგაზრდობის გამო და გამოუცდელობისა გამო. ამის გამო უდიპლომოდ არ დავტოვებდი, თან ეს პატრონისთვის კარგი სტიმული იქნება, რომ ძაღლი სერიოზულად მოამზადოს. რადგან თუ ეს არ გააკეთა, ვერასოდეს აიღებს შეჯიბრის დიპლომს. მიტანების არქონა დიდ ძებნაში თუ არ ვცდები დისკვალიფიკაციაა. საინტერესოა როგორ უნდა გავიგოთ, მიტანების არქონა გენეტიკურად გამოყვა ძაღლს, თუ დაგეშვის დროს სიუხეშის ბრალია). თუ ძაღლი ისე ახლოს უჩერდება ფრინველს, რომ პატრონის მიახლოებისას ფრინველი ამოდის, შეიძლება ჩაეთვალოს. დაგეშილიც და სიმპატიურიც არის ერთადერთი ძაღლი–გამარჯვებული! ჩემი ნება რომ იყოს, ამ პრიზებს ექსპერტებს გადავცემდი, სხვა სახელით რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი ჯაფა მათ ადგათ ამ დღეებში. მაგარია, ზედიზედ 2–3 დღე, 5–6 საათი აღმა–დაღმა, თვალი არ მოაშორო, შესვენების გარეშე, სულ დაძაბული. ვფიქრობ იმსახურებენ მეტ დაფასებას. ![]() ეს ყველაფერი კარგია, ამას რა ჯობია, მაგრამ ისეთი საჭირბოროტო და უმთავრესი თემა, როგორიც არის ჩვენი ძაღლები, თითქმის არ შუქდება. ამ თემაზე არ მიდის კამათი, თითქოს ტაბუ ადევს. ვიყოთ უფრო გაბედულები, შევცვალოთ რაც ერთ ადგილზე გვაჩერებს, რაც არ ვარგა. იქნებ რაღაც შეგვეშალოს, მაგრამ ცხოვრებაში შეცდომების მეტი რა დაგვიშვია, ვინაა უშეცდომო. გაიხარეთ !!! |
|
|
![]()
პოსტი
#55
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,248 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
,,სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ საველე გამოცდებში
,,საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში" რეგისტრირებული მეძებარი შეძლებს მონაწილეობის მიღებას? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 09:09 |