გაზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში "კუმისი 2013" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გაზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში "კუმისი 2013", Fisher.ge გვიწვევს
ჭალიმგელა
პოსტი Mar 17 2013, 10:56
პოსტი #201


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Fisher.ge მ მოგვიწვია ფიდერით თევზჭერის ტურნირზე.

წესები მკაცრი იქნება, და სანამ სიაში ჩაეწერებით კარგად გადახედეთ


***
ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge

ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 13 აპრილი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: კუმისის ტბა

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად.
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით აღიარებული სპორტული ფიდერის მონტაჟი (ამ მონტაჟის სურათს იხილავთ ამ თემაში).
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.


ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე.

ინფორმაციას ტურნირში მონაწილეობის საწევრო გადასახადზე და სხვა საორგანინიზაციო საკითხებზე შეგატყობინებთ რამდენიმე დღეში ამ გვერდზე.

მონაწილეობის მიღება ოჩოპინტრეს გუნდში შეუძლია ყველა ფორუმის წევრს, რომელიც ასაკით აღემატება 18 წელს, ეთანხმება წესებს და იცის ამ მეთოდით თევზაობა

მონაწილეთა სია დააკოპირეთ

1. ილარიონა
2. ჭალიმგელა
3.ნუკრი MAX
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
T A M P L I E R
პოსტი Apr 23 2013, 09:29
პოსტი #202


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჭალიმგელა   გაზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში "კუმისი 2013"   Mar 17 2013, 10:56
- - ilariona   ციტატა(თაზო @ 14th April ...   Apr 14 2013, 11:06
|- - ამური   ციტატა(ilariona @ Apr 14 2013, 12...   Apr 14 2013, 11:34
- - general   ციტატა(ilariona @ 14th April 2013...   Apr 14 2013, 18:47
- - ამური   როცა ამხელა წყალში...   Apr 14 2013, 18:56
- - ამური   Tengo Biniashvili ის რაც გაკე...   Apr 14 2013, 20:37
- - gocha-tita   RE: გაზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში "კუმისი 2013"   Apr 17 2013, 18:11
- - gocha-tita   აი ასე უნდა ჩატარ...   Apr 17 2013, 18:18
- - kajuberi   გილოცავ გოჩა   Apr 17 2013, 20:27
- - ზახარა   ვულოცავ ყველა პრიზ...   Apr 17 2013, 21:48
- - gocha-tita   kajuberi ზახარა გაიხარ...   Apr 17 2013, 22:21
- - Fishman   gocha-tita გილოცავ გოჩა...   Apr 18 2013, 00:43
- - ჩელე   ამ თემაში კი დავწე...   Apr 18 2013, 08:59
- - llevis501   ვერაფერი ვერ გავიგ...   Apr 18 2013, 18:19
- - T A M P L I E R   llevis501 ეტყობა არ მოინ...   Apr 18 2013, 18:24
- - gocha-tita   Fishman ჩელე გაიხარეთ ...   Apr 19 2013, 18:20
- - ჰერცოგი   gocha-tita გილოცავთ წარმ...   Apr 19 2013, 18:21
- - FISHERMAN   გილოცავთ გამარჯვე...   Apr 19 2013, 21:06
- - gocha-tita   ჰერცოგი დიდი მადლ...   Apr 22 2013, 21:48
- - gocha-tita   http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gp...04-20...   Apr 23 2013, 09:17
- - T A M P L I E R   gocha-tita ეს რა ლინკია??   Apr 23 2013, 09:21
- - gocha-tita   ახლიდან ნახე ლინკ...   Apr 23 2013, 09:24
- - T A M P L I E R   RE: გაზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში "კუმისი 2013"   Apr 23 2013, 09:29
3 გვერდი V  < 1 2 3


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th July 2025 - 21:29