ოპტიკის არჩევაში დამეხმარეთ, მირჩიეთ რაცხა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ოპტიკის არჩევაში დამეხმარეთ, მირჩიეთ რაცხა |
![]()
პოსტი
#26
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 17 რეგისტრ.: 4-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ამაზე რას ფიქრობთ?
http://www.joesgunshop.net/p-29871-cs-doh3...48x56-30mm.aspx |
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რეზი
საკმაოდ პროფესიონალური რჩევები მოქცეს ზემოთ პოსტებში და მაინც ექსპერიმენტებს თუ ატარებ, რა მნიშვნელობა აქვს, რაც 800$ ის ზემოთ იქნება ნებისმიერი იყიდე მაშინ. მაინცდამაინც ოცდაათმა კაცმა უნდა დაგიწეროთ ერთიდაიგივე მოდელზე? რაც ზემოთ დაიხარჯა ხალხი, ჩემი აზრით საკმარისზე მეტი რჩევაა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ilariona - შენთან მაქვს ერთი შეკითხვა და თხოვნაც კარგი ხარისხის ძალიან ნათელი მოკლედ შენის აზრით საუკეთესო ოპტიკების ლინკები დამიდე რა თუარშეწუხდები 10X50X56 შენს მიერ შემოთავაზებული გადიდებით ძალიან დამეხმარები ასევე 8.5-25x50 გადიდებითაც მაინტერესებს. ასევე 30 მმ გამტარი მილიც მინდა. ოპტიკა უნდა დაყენდეს 308 კალიბრზე . რინგების ლინკებიც დამჭირდება .როგორ გითხრა ბუშნელ ელიტიდან და ზემოთ მაინტერესებს იმედია ყველაფერი გასაგებად დავწერე ოპტიკის ბიუჯეტი რა არის? საერთოდ ოპტიკაში ყველაზე მართებულია ინდივიდუალური მიდგომა, ოპტიკამ ევოლუცია უნდა განიცადოს, ერთი ადამიანის ხელში უნდა გაიაროს რამდენიმე ოპტიკამ, საფეხურეობრივი ზრდა და ექსპერიმენტები ბევრად უფრო კარგ შედეგს მოგცემს ჩამოყალიბდე და საბოლოოდ მიაღწიო, კონკრეტულად შენთვის შესაბამის, სრულყოფილ ოპტიკას. თუ საშუალო კლასიდან არ დაიწყე პირდაპირ მაღალი კლასის ოპტიკის მურამს ვერასდროს ვერ მიხვდები. რაც შენ დადე 10X50X56 ასეთი პარამეტრი ცოტა არ იყოს უცნაურია, გულისხმობ 1-50X56, თუ 10X50, 10X56 -ს ვერ მივხვდი. მაღალბიუჯეტურ სანადირო ოპტიკებს, თუ დააკვირდები, ჯერადობა ყოველთვის საშუალო აქვს, და არ ცილდება 10-20X-ს. იმიტომ რომ მაღალი ჯერადობა ბევრად ზღუდავს ხედვის არეალს, რაც არუნდა მაღალი გამტარობის ლინზებისგან შედგებოდეს. სკმაოდ ბევრ ოპტიკაში მაქვს გახედული და საკმაოდ ბევრი ოპტიკით მაქვს ნასროლი. ზოგადად ოპტიკებს დავყობდი რამოდენიმე ჯგუფად: 1. ნაგავი ოპტიკები 2. დაბალ ბიუჯეტური საშუალო ხარისხის 3. საშუალო ბიუჯეტური საშუალო ხარისხის 4. საშუალო ბიუჯეტური კარგი ხარისხის 5. მაღალ ბიუჯეტური საშუალო ხარისხის 6. მაღალ ბიუჯეტური კარგი ხარისხის დაყოფა-შედარება რათქმაუნდა სუბიეკტურია და ვინმე შეიძლება შემომედავოს, მაგრამ მე ჩემი გამოცდილებით და ჩემი ინდივიდუალური მოთხოვნით ვარ ასული გარკვეულ დონეზე რაც ჩემი შეხედულებით დროებითია და იმედი მაქვს გამოცდილების მატებასტან ერთად გაიზრდება ერთ-ერთი 4. საშუალო ბიუჯეტური კარგი ხარისხის |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 247 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რაღაც არამგონია 25 მმ-სა და 30 მმ დიამეტრის მქონე ოპტიკებს შორის შუქგამტარობაში სხვაობა იყოს .
30 მმს მთავარი უპირატესობა კონსტრუქციის მეტი სიმტკიცე და შესწორებების მეტი შესაძლებლობაა. გამოსახულების სიმკვეთრეს და სინათლეს ობიექტივის დიამეტრი და ლინზების ხარისხი განაპირობებს , თორემ ობიექტივის მიერ ფოკუსირებული სხივთა კონა 25 მმ ზე ბევრად ვიწრო კონად გადის დანარჩენ ლინზებში ოკულარამდე. ასე რომ.. რჩევას რაც შეეხება და თუ მაინცდამაინც მაგხელა ზუმი გინდა, თუ გაქაჩავ ეს აიღე : http://www.amazon.com/NightForce-12-42x56m...ightforce+12-42 ეს იგივეა ოღონდ მილდოტის ბადით: http://www.amazon.com/NightForce-12-42x56m...ightforce+12-42 თუ სამომავლოდ კალიბრის შეცვლაზე(300+) ფიქრობ და მაგიტომ გინდა მაღალი ზუმი გასაგებია,მაგრამ ისე ეს საკმარისია ჩემი აზრით: http://www.amazon.com/Leupold-Mark-8-5-25x...=leupold+mark+4 |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 595 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კონკრეტულად ამ ორ ოპტიკაზე რა აზრის ხართ? ორივეს 30 მილიმეტრიანი გამავალი მილი აქვს.
Bushnell Elite 6500 4.5-30x50mm Mil-Dot Sightron SIII 8-32x56mm Mil-Dot და ბოლოს, დასკვნა მაინც ვერ გამოვიტანე, რამდენად აუცილებელია 30 ან 32 ჯერად მიახლოებაზე მეტი, ნუ ამ შემთხვევაში 50ჯერადი მიახლოება .308 კალიბრიან შაშხანაზე? (რა თქმა უნდა აქ ოპტიკის მიზანიც უნდა გაიშიფროს, ვის რისთვის სჭირდება, ამ შემთხვევაში სიტყვაზე ავიღოთ მიზანში სასროლად 1000 მეტამდე მანძილზე) ზემოთ დაიწერა სხვადასხვა აზრი, რომ მაღალბიუჯეტურ მოდელებზე საშუალო მიახლოება 10-20 ჯერადი არის საშუალოდ და პროფესიონალები მეტს არაპრაქტიკულად მიიჩნევენ. |
|
|
![]()
პოსტი
#31
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
temoo90
ორივე იდეალური ოპტიკაა. 1000 მეტრზე მიზანში სასროლად (ქაღალდს ვგულისხმობ) A3-ის ფორმატი რომ დაინდახოთ სულ მცირე X50 გადიდებით უნდა აიღოთ ოპტიკა. სანადიროთ კი X24-იც საკმარისია. აქ მთავარია რა მოთხოვნას წავუყენებთ ოპტიკას. SPEC 3 წელია კვირაში ორჯერ მაინც ვიხედები ამ ოპტიკებიდან, სპორტულ სროლასაც ისე თუ ასე ვახერხებ ხოლმე. რავიცი მე თვითონ 4 ოპტიკა მაქვს ახლა და 4-ვე უმაღლესი თუ არა მაღალი დონის მაინც. რაც ზევით დაწერეთ ნაწილობრივ ვეთანხმები მაგრამ რაღაც არამგონია 25 მმ-სა და 30 მმ დიამეტრის მქონე ოპტიკებს შორის შუქგამტარობაში სხვაობა იყოს . აი ამაში ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით. გასაგებია ბარსკას ოპტიკას თუ ავიღებთ 30მმ-ის მილით და გვერძე თუ შესადარებლად ბუშნელ ელიტს დავუყენებთ 25მმ-ი მილით, ბუშნელი აჯობებს, მაგრამ როდესაც მიდის საუბარი ერთი დონის ოპტიკებზე, უმჯობესია გამტარი მილი 30მმ-ი იყოს. ოპტიკის კარგ გამოსახულებაზე კიდევ გამომავალი ლინზაც მოქმედებს და თანაც საკმაოდ, 50-56-60მმ აქედან მე ვამჯობინებდი 60-მმ-ს ვინაიდან მაქსუმალური გადიდების შემთხვევაში ბევრად დიდი გამოსახულება გვრჩება ბევრად ნათელი სურათია სამიზნეზე. ოტპიკის შერჩევაზე ბევრი რამ დაწერილა და ბევრი სპორიც ყოფილა, მაგრამ აქ მთავარია ვინც ყიდულობს მას რა უნდა თვითონ. რისთვის უნდა გამოიყენოს ეს ოპტიკა? მასე მე სანადიროთ 4X12X42-ს ვიყენებ, კერძოდ ამ მოდელს და ძალიან კმაყოფილი ვარ, იდეალური გამოსახულება, პარალაქსის ავტომატური გასწორება, მანძილის სამიზნებდე გაზომვა და რავი რამდენი პლიუსი აქვს ამ ოპტიკას, მაგრამ ქაღალდზე სროლას არც კი ვცდილობ ამ ოპტიკიდან, ვინაიდან ვერაფერს ვერ დავინახავ 100 მეტზეც კი. ქაღალდზე სროლა ყოველთვის განსხვავდება ნადირობისგან, აქ ჩვენ ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯერადობას, გამავალ მილსა და გამომავალ ლინზას. |
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 247 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ilariona
ციტატა აი ამაში ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით. გასაგებია ბარსკას ოპტიკას თუ ავიღებთ 30მმ-ის მილით და გვერძე თუ შესადარებლად ბუშნელ ელიტს დავუყენებთ 25მმ-ი მილით, ბუშნელი აჯობებს, მაგრამ როდესაც მიდის საუბარი ერთი დონის ოპტიკებზე, უმჯობესია გამტარი მილი 30მმ-ი იყოს. ოპტიკის კარგ გამოსახულებაზე კიდევ გამომავალი ლინზაც მოქმედებს და თანაც საკმაოდ, 50-56-60მმ აქედან მე ვამჯობინებდი 60-მმ-ს იქნებ ახსნათ რატომ? ანუ რა გამოდის ობიექტივის მიერ შეკრებილ სხივთა კონდა იმდენად განიერია , რომ 25მმ ოპტიკაში ბოლომდე ვერ გადის? ხოლო 30 მმ საკმარისია რომ მთლიანად გაატაროს? მემგონი არაა ეგრე. ყველას გვითამაშია ლინზით,მზის სხივს ფოკუსირებას რომ უკეთებ და ფიცარზე რამეს ამოწვავ. სხივთა კონა არის სულ რამოდენიმე მილიმეტრი დიამეტრის და აქედან გამომდინარე 25 კი არა უფრო ნაკლები D-ს მქონე მილშიც კი უპრობლემოდ უნდა "გაეტრიოს''. როგორც ზემოთ დავწერე უმთავრესია ობიექტივის დიამეტრი და თვითონ ლინზების ხარისხი რა თქმა უნდა. რაც მეტია ობიექტივის დიამეტრი მით უფრო მკაფიო და ნათელია გამოსახულება. |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
SPEC
ორივე ოპტიკა მაქვს ერთნაირი გადიდებით, ანუ: 8X32X56---25მმ გამტარი მილით და 8X32-56---30მმ გამტარი მილით. ნუ ერთი მე მაქვს და მეორე ჩემს მეგობარს. წამოდით ნებისმიერ გასვლაზე და დაგიმტკიცებთ სხვაობას. აქ რომ უსასრულოდ არ ვიმსჯელოთ ექსპერიმენტის გარეშე. |
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 247 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მწარმოებელი - ხარისხი ერთია?
|
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 247 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რომელი მწარმოებლისაა ეგეც დაწერეთ , ლეუპოლდი,ბუშნელი თუ ?
It is a cold, hard scientific fact: with the same objective size, same optical quality and same number of lens surfaces, in absense of vignetting (non-issue for rifle scopes), 30mm and 1 inch maintube scopes will have identical light transmission. მოკლედ რომ ვთქვათ : ერთნაირი ობიექტივის,ხარისხის, ლინზებს შორის თანაბარი დაშორების შემთხვევაში 25 და 30 მმ დიამეტრის ოპტიკებს ექნებათ იდენტური გამოსახულება. ასევე ამ ლინკზე : http://www.opticstalk.com/30mm-vs-1inch-tu..._topic1696.html წერია , რომ შეიძლება ოპტიკები მხოლოდ ვიზუალურად მილის დიამეტრით განსხვავდებოდნენ(ობიექტივიც ერთი ზომის ქონდეთ) მაგრამ შიდა აგებულების სხვაობამ გამოიწვიოს გამოსახულების ხარისხში სხვაობა. ასევე უცხოურ საიტებზე ბევრგან იყო ამაზე მსჯელობა და ანალოგიურია პასუხი, რომ თანაბარ პირობებში სხვაობა არ არის. |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
SPEC
კარგით იყოს მასე! რახან უცხოელები მასე წერენ, მაშინ ხო მასეა. ისე სუფთა ჩემი ინტერესისთვის მაინტერესებს, რამდენ ოპტიკასთან გქონიათ შეხება? რამდეგნი საკუთრებაში გქონიათ (ქონის შემთხვევაში რომლები), თუ არ გქონიათ და რამდენიდან გაგიხედიათ და საქმეში გამოგიყენებიათ? ნუ რომლებიდან და რა იარაღიდან. რა მანძილზე გისვრიათ? რაზე გისვრიათ? გაგვიზიარეთ თქვენი საკუთარი გამოცდილება, რომ ჩვენც ვიცოდეთ რა და როგორ. მე უცხოელების რჩევებს დიდი ხანია აღარ ვითვალისწინებ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა საქართველოშიც და საკმაოდ კარგი ოპტიკები გვაქვს საკუთრებაში (მე და ჩემს მეგობრებს) ხოდა რატომ გგონიათ, რომ მე ვინმე უცხოელის აზრი უნდა გავითვალისწინო??? თვეში ერთხელ სულ მცირე ოპტიკიდან 1000 გასროლას ვაკეთებ და ამინდის სხვადასხვა პირობებში. დილიდან საღამომდეც გაუჩერებლად მისვრია და ძალზედ კარგად ვიცი, რომელ დროს რამდენ შუქს კრიბავს გამომავალი ლინზა, როდის უნდა გამოვიყენო სანშაიდერი და როდის უნდა მოვხსნა. იქნებ თქვნ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მოგვიყვეთ რამე, თორე ასე უცხოეთის ფორუმებზე ვიღაცეების დაწერილს ნუ დაგვიდებთ მაგალითად, ეგ ჩემთვის მაგალითები არაა. |
|
|
![]()
პოსტი
#38
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მასე გადადით რუსულ ფორუმებზე და სვდ დღემდე საუკეთესო სნაიპერული შაშხანაა
![]() დავუჯეროთ? ![]() ![]() ხო კიდევ იმასაც წერენ, რომ 4X გადიდების ოპტიკით 1200 მეტრზე ბოთლებს არტყავენ ![]() ![]() დავუჯეროთ? ასე რომ საკუთარ გამოცდილებას ენდეთ ჯობია, ვიდრე ვინმეს მოჩმახულს. |
|
|
![]()
პოსტი
#39
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 247 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სანამ ვინმეს ნაწერს მოჩმახულს დავარქმევთ,ფიზიკის კანონების რღვევას ნუ დავიწყებთ ))
სვდ-ს მაგალითზე კომენტარიც ზედმეტია . შეხება ნაითფორსი,ლეუპოლდი,ბუშნელი. პსო და ლიპერსი თუ ითვლება. პ.ს. კამათი შეგვიძლია აქვე დავასრულოთ,თქვენ თქვენი აზრი გაგაჩნიათ მე ჩემი. მაგრამ ჰაერიდან მოტანილი რომ არავის ეგონოს ჩემი შეხედულება,მარტივი ცდა შეიძლება გაკეთდეს , თანაბარი დიამეტრის ერთიდაიგივე ლინზები ჩაიდოს ჯერ 25მმ დიამეტრის მილში , მერე 30 მმ-ში და სპეციალური ხელსაწყოთი გაიზომოს შუქგამტარობა ) ''რატომღაც'' მგონია რომ შედეგი იდენტური იქნება, ლოგიკა არ არსებობს სად უნდა დაიკარგოს შუქი ) |
|
|
![]()
პოსტი
#40
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 17 რეგისტრ.: 4-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბარემ აქვე დავსვავ ამ კითხვას, რას ენიჭება უპირატესობა ოპრიკის რინგების ყიდვისას, ვგულისხმობ რა მნიშვნელობა აქვს რინგის სიმაღლეს თუ შაშხახნა რემ 700 -ია და ოპტიკა ცაისი HD5, რას ნიშნავს ზომის ეს პარამეტრები : LOW, MEDIUM, HIGH, XTR HIGH..... და რა განსხვავებაა მათ შორის (მაგალითისთვის http://www.binoculars.com/rifle-scopes/rif...escoperings.cfm )
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 01:48 |