IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

25.10.2009 მასტერკლასი სპინინგში N1
გიორგი
პოსტი Oct 25 2009, 13:55
პოსტი #61


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



დღეს დიდი დღე იყო !!! დიდი !!!! newsmile05.gif დღეს ჩატარდა პირველი სწავლება სპინინგში. ასეთი რამე, რამდენადაც მე ვიცი ჯერ არ ჩატარებულა საქართველოში newsmile05.gif

გავედით თბილისის ზღვაზე. დიდად თევზის დაჭერის ამბავში არ წავსულვართ. უბრალოდ გვინოდა გვენახა რა არის ეს "სპინინგი". ჩვენი გათვლების და მიუხედავათ - საკამაოდ ქარიანი ამინდი დაგვხვდა ზღვაზე. ამიტომ პატარა და დიდი ზღვის გამყოფ არხამდე აღარ მივედით და იქვე პატარა სარწყავი არხი ვნახეთ, შედარებით მოფარებულ ადგილას და მანდ გავჩერდით.

მონაწილეები საკმაო რაოდენობით იყვნენ:
Troutbiter
გიორგევიჩი
Davitus
Geojorjika
Der Rote Baron
ნიკაP&A
QOBALA
giga_bai
Hubert
გიორგი

მოგვიანებით ამოვიდნენ ტამპლიერი და დიტო

Troutbiter-მა საკამოდ საინტერესო სემინარი ჩაატარა. მოყვა ანკესებზე, კოჭებზე, ძუებზე. ისე უნდა ავღნიშნო, რომ სამაგალითო ანკესები მქონია newsmile035.gif newsmile035.gif სამაგალითო იმიტომ, რომ მაგალითისთვის ჩემი ანკესები იყო გამოყენებული newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

მერე ნელ ნელა გადავედით სატყუარებზე. ხოდა სატყუარების მერე დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი: დავიწყეთ სატყუარების მოსინჯვა არხში. რავი მგონი ყველა ნასიამოვნები დარჩა და საფიქრალიც მიეცათ ბევრი.
ალბათ კიდე რამოდინმე მსგავს გასვლას მოვაწყობთ მომავალშიც, მაგრამ უკვე უფრო პრაქტიკულებს - თებზიც რომ იყოს.

QOBALA და giga_bai კამერებით იყვნენ მომარჯვებული. მე დიდად ვერ ვერკვევი ამგეებში, მაგრამ სერიოზული აპარატურა ჩანდა. მართალია ქარი იმათაც უშლიდა ხელს, მაგრამ იმედია ყველაფერი გამოუვიდათ. დაამონტაჟებენ ბიჭები ჩანაწრს და ვიდუებსაც დადებენ. ხო მართლა ამჯერად სურათები არ არის. მარტო ვიდეო ჩანაწერია. არავის ეცალა სურათების გადაღებისთვის newsmile05.gif newsmile05.gif

მოკლედ 3-4 მსგავსი სესია და გამოცდის ჩატარებაც შესაძლებელი იქნება newsmile05.gif

პატივისცემით,


გიორგი











Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th December 2025 - 05:25