ახალი იარაღი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ახალი იარაღი |
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე როგორც ვიცი მაგ ლულას შევიწროვება არა აქვს და ისევე დატოვეთ თუ რამე მოუხერხეთ?
|
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იარაღზე მუშაობა როგორ ისწავლეთ? შეკითხვა ზუსტად ვერ გავიგე. ალბათ გაინტერესებთ, თუ რა კავშირი მაქვს იარაღებთან და რა ცოდნა მაქვს ამ საკითხში. იარღებთან კავშირი მე-6 კლასიდან მქონდა.მაშინ გავაკეთე პირველი თვითნაკეთი ტყვიის სასროლი ხელსაწყო. სხვათა შორის მაღალი წნევის მილიდან (რუსთავის ქიმიური ქარხნის, ამიაკის წარმოებიდან გამოტანილი. სადაც 1978-1983 წლებში მე თვითონ ვმუშაობდი, საწარმოს ერთ ერთი განყოფილების უფროსად). მაქვს დამთავრებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ვმუშაობდი -მანქანათმშენებლობის ქარხნის ოსტატის თანაშემწედ, ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ კონსტრუქტორად, ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, საამქროს უფროსის მოადგილედ, მთავარ კონსტრუქტორად, საპროექტო ინსტიტუტის ხელმძღვანელად. მაქვს მუშა პროფესიები-ფრეზეროვსჩიკი მე-3 თანრიგი, ხარატი მე-4 თანრიგი, ელექტრო და გაზით შემდუღებელი მე-4 თანრიგი, თერმისტი მე-5 თანრიგი, გალვანისტი მე-5 თანრიგი, მაღალი წნევის (320 ატმოსფერო) დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი მე-6 თანრიგი (ეს უმაღლესი თანრიგია). სპეციალური ინსტიტუტი იარაღების შესახებ არ დამიმთავრებია. მაგრამ მაქვს წაკითხული 30-დე წიგნი, ფაქტიურად ყველა რაც საბჭოთა კავშირში გამოსულა. ბაბაკი, შტეინგოლდი, ტროფიმოვი, მიტიჩკინები, ბუტურლინი, ჯილინა, ბოგდანოვი და სხვები. ბოლოს ოთარ ლომთაძის ქართული წიგნი "სანადირო თოფი". ბევრი მათგანი ჩემს ბიბლიოთეკაში მაქვს. მაქვს ჩემი სახელოსნო (შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი თემა) და ვარემონტებ ყველა ტიპის სამოქალაქო იარაღს. ვიყავი გატაცებული ტყვიის სროლით. 1987 წელს გავხდი ქ. მინსკის ვერცხლის პრიზიორი, და შევასრულე სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივი მცირე კალიბრიანი პისტოლეტიდან (მარგოლინი) ტყვიის სროლაში. საკმაოდ კარგად ვერკვევი პნევმატურ იარაღებში. თუ გადაიკითხავთ ჩემს თემებს შესაბამის განყოფილებებში მიხვდებით. მე პირველმა დავიწყე ბელორუსიაში პნევმატური თოფებისთვის გაზის ზამბარების კეთება, და დღესაც მარტო მე ვაკეთებ მათ საქართველოში. და კიდევ ბევრ რამეს. ყველაფერს აქ ვერ დავწერ. მე მგონი ამომწურავად გიპასუხეთ. თუ კიდევ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ მკითხეთ და არ დაგამადლით, გიპასუხებთ. |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე როგორც ვიცი მაგ ლულას შევიწროვება არა აქვს და ისევე დატოვეთ თუ რამე მოუხერხეთ? სწორი ბრძანდებით. ლულა აბსოლუტურად ცილინდრულია. თანაც საკმაოდ კარგი ხარისხით. არაფერი არ გამიკეთებია, რადგან ისე კარგადაა ნაწრთობი რომ საჭრისი ვერ იღებს. ამ კალიბრზე აზრს ვერ ვხედავ, ხოლო 12 მმ.-ს კალიბრზე კი ღირს რაიმეს წამოგება. საინტერესო პროექტი მაქვს. მაგრამ, მაგ ცოტა მოგვიანებით. |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
შეკითხვა ზუსტად ვერ გავიგე. ალბათ გაინტერესებთ, თუ რა კავშირი მაქვს იარაღებთან და რა ცოდნა მაქვს ამ საკითხში. იარღებთან კავშირი მე-6 კლასიდან მქონდა.მაშინ გავაკეთე პირველი თვითნაკეთი ტყვიის სასროლი ხელსაწყო. სხვათა შორის მაღალი წნევის მილიდან (რუსთავის ქიმიური ქარხნის, ამიაკის წარმოებიდან გამოტანილი. სადაც 1978-1983 წლებში მე თვითონ ვმუშაობდი, საწარმოს ერთ ერთი განყოფილების უფროსად). მაქვს დამთავრებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ვმუშაობდი -მანქანათმშენებლობის ქარხნის ოსტატის თანაშემწედ, ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ კონსტრუქტორად, ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, საამქროს უფროსის მოადგილედ, მთავარ კონსტრუქტორად, საპროექტო ინსტიტუტის ხელმძღვანელად. მაქვს მუშა პროფესიები-ფრეზეროვსჩიკი მე-3 თანრიგი, ხარატი მე-4 თანრიგი, ელექტრო და გაზით შემდუღებელი მე-4 თანრიგი, თერმისტი მე-5 თანრიგი, გალვანისტი მე-5 თანრიგი, მაღალი წნევის (320 ატმოსფერო) დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი მე-6 თანრიგი (ეს უმაღლესი თანრიგია). სპეციალური ინსტიტუტი იარაღების შესახებ არ დამიმთავრებია. მაგრამ მაქვს წაკითხული 30-დე წიგნი, ფაქტიურად ყველა რაც საბჭოთა კავშირში გამოსულა. ბაბაკი, შტეინგოლდი, ტროფიმოვი, მიტიჩკინები, ბუტურლინი, ჯილინა, ბოგდანოვი და სხვები. ბოლოს ოთარ ლომთაძის ქართული წიგნი "სანადირო თოფი". ბევრი მათგანი ჩემს ბიბლიოთეკაში მაქვს. მაქვს ჩემი სახელოსნო (შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი თემა) და ვარემონტებ ყველა ტიპის სამოქალაქო იარაღს. ვიყავი გატაცებული ტყვიის სროლით. 1987 წელს გავხდი ქ. მინსკის ვერცხლის პრიზიორი, და შევასრულე სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივი მცირე კალიბრიანი პისტოლეტიდან (მარგოლინი) ტყვიის სროლაში. საკმაოდ კარგად ვერკვევი პნევმატურ იარაღებში. თუ გადაიკითხავთ ჩემს თემებს შესაბამის განყოფილებებში მიხვდებით. მე პირველმა დავიწყე ბელორუსიაში პნევმატური თოფებისთვის გაზის ზამბარების კეთება, და დღესაც მარტო მე ვაკეთებ მათ საქართველოში. და კიდევ ბევრ რამეს. ყველაფერს აქ ვერ დავწერ. მე მგონი ამომწურავად გიპასუხეთ. თუ კიდევ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ მკითხეთ და არ დაგამადლით, გიპასუხებთ. მე იმიტომ გკითხეთ რომ საერთოდ იარაღი იქმნება რაღაც დანიშნულებით და სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიყენება განპირობებულია იარაღის დანიშნულებით. მაინტერესებს რა დანიშნულების არის თქვენი იარაღი და რით არის განპირობებული მასზე ასეთი ოპტიკის და ლაზერული სამიზნის არსებობა. ენერგიები და შედარებები "გეკოსთან" და 7.62X39-თან კარგია მაგრამ .22-ით შესაძლებელაი ზუსტი სროლა 200 მეტრზე და თქვენ რა მანძილზე ისროლეთ? |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს კონკრეტული სიტუაცია, მემგონი უფრო შემეცნებითი ხასიათის არის, საკუთარი ძალების მოსასინჯად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ა.შ. არამგონია რამე კონკრეტული დანიშნულებისთვის იყოს, თუმცა მაინც საკმაოდ საინტერესოა, ბოლო-ბოლო საქართველოში კეთდება ეს ყველაფერი და ქართველის მიერ. რომელ ერთს დამისახელებს ვინმე, ვინც მსგავს რამეს ღიად და დაუფარავად აკეთებს და ხალხსაც უზიარებს თავის გამოცდილებას.
მემგონი არ არსებობს ასეთი ადამიანი. ამიტომ მინჩანინს დიდი რესპეკტები. უფრო საინტერესო პროეკტებისთვის მოგეკიდოთ ხელი. მე პირადად სიამოვნებით ვადევნებ თვალს ყველანაირ თქვენს წამოწყებას. |
|
|
![]()
პოსტი
#31
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Shooter მეგობარო!
ეს კონკრეტული სიტუაცია, მემგონი უფრო შემეცნებითი ხასიათის არის, საკუთარი ძალების მოსასინჯად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ა.შ. არამგონია რამე კონკრეტული დანიშნულებისთვის იყოს, თუმცა მაინც საკმაოდ საინტერესოა, მე ამაზე უკეთესად ვერ გიპასუხებთ. |
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ეს კონკრეტული სიტუაცია, მემგონი უფრო შემეცნებითი ხასიათის არის, საკუთარი ძალების მოსასინჯად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ა.შ. არამგონია რამე კონკრეტული დანიშნულებისთვის იყოს, თუმცა მაინც საკმაოდ საინტერესოა, ბოლო-ბოლო საქართველოში კეთდება ეს ყველაფერი და ქართველის მიერ. რომელ ერთს დამისახელებს ვინმე, ვინც მსგავს რამეს ღიად და დაუფარავად აკეთებს და ხალხსაც უზიარებს თავის გამოცდილებას. მემგონი არ არსებობს ასეთი ადამიანი. ამიტომ მინჩანინს დიდი რესპეკტები. უფრო საინტერესო პროეკტებისთვის მოგეკიდოთ ხელი. მე პირადად სიამოვნებით ვადევნებ თვალს ყველანაირ თქვენს წამოწყებას. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
ეს კონკრეტული სიტუაცია, მემგონი უფრო შემეცნებითი ხასიათის არის, საკუთარი ძალების მოსასინჯად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ა.შ. არამგონია რამე კონკრეტული დანიშნულებისთვის იყოს, თუმცა მაინც საკმაოდ საინტერესოა, ბოლო-ბოლო საქართველოში კეთდება ეს ყველაფერი და ქართველის მიერ. რომელ ერთს დამისახელებს ვინმე, ვინც მსგავს რამეს ღიად და დაუფარავად აკეთებს და ხალხსაც უზიარებს თავის გამოცდილებას. მემგონი არ არსებობს ასეთი ადამიანი. ამიტომ მინჩანინს დიდი რესპეკტები. უფრო საინტერესო პროეკტებისთვის მოგეკიდოთ ხელი. მე პირადად სიამოვნებით ვადევნებ თვალს ყველანაირ თქვენს წამოწყებას. მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი დუბელის იარაღიდან რბილი ტყვიის არასწორი ფორმის სფეროების სროლის შემეცნებითობის ხარსხის მიმართ. მაგრამ ეს მე ვარ და ყურადღებას ნუ მიმაქცევთ. უკვე წავედი. |
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გავაგრძელებ ჩემს თემას. დღევანდელი ქვეთემა შეეხება პნევმატიკისა და ცეცხლსასროლის შეჯვარებას. თითქმის ყველა ფორუმზე, რომლის ენაც მე მესმის, დრო და დრო წამოჭრილა ხოლმე კითხვა-შეიძლება თუ არა პნევმატური იარაღის ტყვიის გასროლა „ჟეველოთი“ ? და, თუ რა ენერგიას განავითარებს ტყვია, და იქნება თუ არა ის ზუსტი, და რამდენად მიზანშეწონილია ეს შეჯვარება როგორც ფინანსურად, ასევე პრაქტიკულად. ჰო, და მეც გადავწყვიტე ჩამეტარებინა ჩემი ექსპერიმენტები და გამომეტანა ჩემი დასკვნები.
მინდა მივმართო ადმინს - ეს ქვეთემა არ გამოდის გლუვ ლულიანებზე საუბარი, მაგრამ არც მთლად პნევმატიკაცაა, და არც ხრახნ ლულიანად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა ამისა ეხება იარაღს, რომელიც ამ თემაშია, და ამიტომ გადავწყვიტე აქვე დამეწერა ეს ქვეთემაც. თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის შეიძლება ამ ქვეთემის გადატანა სხვა თემაში. მაშ ასე გავაგრძელოთ. გამოვიყენე ისევ ჩემი ხირიმი. მასში ჩავსვი პნევმატური თოფის MP-512-ის ლულა ![]() ![]() და მივიღეთ ეს ![]() ![]() იქნა გამოყენებული ტყვიები „ბარაკუდა მატჩ“ -0,69 გრ., „შმელი“ (რუსული წარმოების)-0,69 გრ., და 0.8 გრ.. კაფსული „ჟეველო“ თეთრი გულით. გამოვჩარხე „ჟეველოს“ ჩასასმელი ბუდე, ჩავდე ტყვია და შემდეგ ზედ მივადე კაფსული. პირველი სროლების მერე საერთოდ სიზუსტეზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. 20 მეტრზე თაბახის ფურცელს ნახევარი არ ხვდებოდა. დავიწყე ძიება. შევამჩნიე, რომ კაფსული ტყვიას თავის (ტყვიის) საწყის ადგილზე აზიანებდა და „იუბკას“ აწყვეტტა. და იმ ადგილზე ლულის შიგა ზედაპირზე აწეპებდა. და დანარჩენი ტყვიის ნაწილი კი გარეთ გამოდიოდა. ამიტომაც იყო სროლის ასეთი უზუსტობა. ტყვიის (უფრო სწორედ ტყვიის იმ ნაწილის, რომელიც გარეთ გამოვარდებოდა) სიჩქარე მერყეობდა 307 დან 358 მ/წ-დე. ლულის ენერგიის გაზომვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ტყვიის წონის დადგენა შეუძლებელი იყო. ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტე ტყვია წამეწია 25 მმ-ით წინ, და ამით მომეცილებინა „ჟეველოდან“. სიზუსტემ ცოტა მოიმატა. 20 მეტრზე უკვე ყველა ნასროლი ეტეოდა თაბახის ფურცელზე. კიდევ წავწიე ტყვია წინ 10 მმ-ით (სულ 35 მმ). სიზუსტემ კიდევ უფრო მოიმატა. და ასეთი ექსპერიმენტების საფუძველზე მივიღე ტყვიის „ჟეველოდან“ ოპტიმალური დაშორება 50 მმ. ასეთ შემთხვევაში ტყვიის სიჩქარეები იყო: „ბარაკუდა მატჩი“-0,69 გრ.-267 მ/წ -24,6 ჯ., “შმელი”-0,69 გრ. – 263 მ/წ -23,9 ჯ., „შმელი“-0,8 გრ. -253 მ/წ -25,6 ჯ. სიზუსტით ყველას აჯობა „შმელმა“-0,69 გრ. ![]() ეს ტყვია წააგავს მცირე კალიბრიანი (5,6 მმ.) ვაზნის ტყვიას. სურათზე მარცხნივ. სამწუხაროდ ჩემი ფოტო ვერ იღებს ახლოდან საკმაოდ კარგად, და ამიტომ ტყვიის ფორმა და მისი დამზადების ხარისხი გარკვეულად არ ჩანს. სიზუსტე 39 მეტრზე, ოდნავ ქარი იყო. !!!!!!!!!! ![]() ყველა ეს ექსპერიმენტები ჩატარებული იყო ორი თვის უკან. მერე ეს ლულა გვერდზე გადავდე და გადავედი 8 მმ.იან კალიბრზე. რომელზედაც რეპორტი ზემოთაა ნაჩვენები. და ახლახან გადავწყვიტე ისევ დავბრუნებოდი 4,5 მმ.-იან კალიბრს. და გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. კერძოდ „ჟეველოს“ ლულაში ჰერმეტულად ჩასმა. გამოვიყენე ფტოროპლასტი. ჰერმეტულობა კარგი გახდა. დავიწყე სროლები. 20 მეტრში 10 სანტიმეტრიანი ჯგუფი. კარგად გავწმინდე ლულა ლატუნის ბუძგით. სიზუსტე ცოტა უკეთესი გახდა. მაგრამ მაინც შეუდარებლად ცუდი, ვიდრე იყო. გადავწყვიტე „ჟეველოს“ ბუდე გამეკეთებინა იმ ზომის, როგორიც არის გილზში. ე.ი. „ჟეველო“ არა თუ თავისუფლად, არამედ მჭიდროდ, ჩაქუჩის მეშვეობით ჩამესვა. მართალია სრულიად არა პრაქტიკულია, მაგრამ საჭირო იყო მიზეზის ნახვა. ჩავსვი. დავაგრძელე სროლები. არავითარი დადებითი შედეგი. დავიწყე ტყვიის ლულაში გატარება და მისი დათვალიერება გამადიდებელი შუშის მეშვეობით. და რა ვნახე, ტყვიაზე „ნარეზების“კვალი საერთოდ არ იყო. ვისროლე წყალში.ტყვია ნაწილობრივ დეფორმირდა წყალთან შეხვედრის გამო, მაგრამ „ნარეზის“კვალი არც მას არ აჩნდა. მაშინ მივაქციე ყურადღება, რომ ტყვიის ლულაში წინ წაწევის დროს იგრძნობოდა არა თუ მისი სრიალი, არამედ თითქოს რაღაც ხაოიანს ეხებაო. და ეს შეგრძნება იყო მაშინ , როცა ტყვია გადიოდა ზემოთ ხსენებულ 50 მმ.-ს. გადავწყვიტე ლულის ეს ნაწილი გადამეჭრა, შემდეგ გამეჭრა შუაზე და დამეთვალიერებინა. ასეც ვქენი ![]() სამწუხაროდ აქაც ცუდად ჩანს. ლულას შიგნით „ნარეზები” აღარც კი ემჩნეოდა. ლულის ეს ნაწილი არა თუ დაჟანგული იყო, არამედ ეროზირებული. და ეს იმის გამო, რომ ბოლო სროლების მერე, ლულა რომ მოვხსენი და 8 მმ.-იანი კალიბრის ექსპერიმენტებზე გადავედი, ლულა არც გამიწმენდია, და არც დამიზეთია. მანამდე კი „ფეირის“ და WD-40 -ს ვხმარობდი ხოლმე. ახლა კი დამავიწყდა მისი გაწმენდა. და შედეგმაც არ დააყოვნა. იარაღიდან ნამდვილად არ ვარ შორს, მაგრამ თუ ასე ჩქარა, და ასე ძლიერად მოხდებოდა ლულის (მოუქრომელი ლულის) ეროზია ნამდვილად არ მეგონა. ბერთოლეს მარილმა თავისი „საქმე“ ფრიადზე შეასრულა. ნამდვილად გული დამწყდა მინსკში 50 დოლარად ნაყიდ ლულაზე. მაგრამ „ნაუკა ბეზ პოტერ ნე ბივაეტ“. მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას: 1. ტყვიის სიჩქარე და ლულის ენერგია საკმაოდ მაღალია. 2. სიზუსტეც, ჩემი აზრით, კარგია. 39 მეტრზე 7 გასროლიდან 22 მმ.-იანი ჟგუფი შეიძლება კარგ რეზულტადად ჩაითვალოს. არ გამოვრიცხავ შედეგის უფრო გაუმჯობესებას, თუ „ჟეველოს“ უფრო ჰერმეტულად ჩავსვავთ. ტყვიის სიჩქარის არა სტაბილურობა იყო + -14 მ/წ. თუმცა არ გამოვრიცხავ თვითონ „ჟეველოში“მყოფი ასაფეთქებელი მასალის რაოდენობის არა სტაბილურობასაც. რადგან მასში („ჯეველოში“) ამ მასალის წონა არის დაახლოებით 0,15 გრ. და მისი შევსება +- 10 პროცენტით სანადირო თოფის ნებისმიერი კალიბრისთვის დიდ ცდომილებას არ წარმოადგენს. ხოლო ჩვენს შემთხვევაში კი მოსალოდნელია საგრძნობი ცდომილების მოსაცემად. 3. საკმაოდ არა პრაქტიკულია, განსაკუთრებით სანადიროდ. რადგან საჭიროა , როგორც ზემოთ ვახსენე „ჯეველოს“ ჰერმეტულად ჩასმა. და ამ შემთხვევაში მისი ამოღება საკმაოდ ძნელდება. 4. თვითონ ტყვიისა და მერე „ჟეველოს“ ჩასმა გაცილებით რთულია ვიდრე თოფში ვაზნის ჩადება. 5. „ჟეველო“ პრაქტიკულად ანადგურებს 4,5 კალიბრის ლულას. რადგან, სანადირო თოფთან განსხვავებით მხოლოდ ის მოქმედებს ლულის ზედაპირზე. თუ სანადირო თოფში ბერთოლეს მარილის ნამწვი ეხება ლულის ზედაპირს უკვე შერეული დენთის აირთან, და ამ მოცულობაში მისი (ბერთოლეს მარილის ნამწვის მოცულობა) გაცილებით ნაკლებია დენთის აირებთან შედარებით , ჩვენს შემთხვევაში კი დენთის აირები საერთოდ არ არიან. გარდა ამისა ის („ჟეველოს“) ნამწვი უშუალოდ, კორპუსიდან („ჟეველოს“ კორპუსიდან) გამოვარდნისას ეხება უკვე ლულის შიგა ზედაპირს, და არა გილზს, როგორც სანადირო თოფში. და ყველა ეს პროცესები სწრაფად აფუჭებენ პნევმატური თოფის ლულის შიგა ზედაპირს. შეიძლება ამის თავიდან აცილება სჭრაფი წმენდით? სრულიად მოსალოდნელია. თუმცა ბერთოლეს მარილის ნამწვი იმდენად აგრესიულია ასეთ მცირე მოცულობაში, რომ მე პირადად მეორეთ ვერ გავრისკავ კარგი ლულის გამოყენებას ასეთი ექსპერიმენტებისთვის. 6. ფინანსურად, ვფიქრობ რომ არამიზანშეწონილია, რადგან ერთი „ჟეველოს“ ფასი 10 თეთრია, და ამას პლიუს ტყვიის ფასი 15 თეთრი 1 ცალი. უბრალო ტყვიას ვერ იხმარ. ხოლო „შმელი“, და სხვა ზემოთ ხსენებული ტყვიები საკმაოდ ძვირებია. მე გაყიდვაში „შმელი“ არც კი მინახავს. კიდევ მინსკიდან მაქვს შემორჩენილი ცოტაოდენი. სულ 25 თეთრი. არც ისე იაფია ერთი გასროლა. 7. ასეთი გადაკეთება საჭიროებს ლიცენზიას. რადგან ეს უკვე ხეცხლსასროლია და აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგებით. ესც კიდევ ერთი რეპორტი საინტერესო (ვფიქრობ რომ ბევრისთვის) თემაზე. შემდეგი რეპორტი იქნება 12 მმ.-იანი კალიბრის გამოყენების ექსპერიმენტებზე. ყველას მიმართ პატივისცემით მინჩანინი. |
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
minchanin
შეიძლება პრაკტიკულობის თვალსაზრისით, "თავიდან იგონებთ ველოსიპედს" მაგრამ იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი, რომ სულ არ მადარდებს პირადად მე შედეგის სრულყოფილება. ანუ ეს ის თემაა, რისი გაკეთებაც საკუთრარი ხელებით გაინტერესებს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებ, სამაგიეროდ სხვა აკეთებს ამას შენს მაგივრად და სიამოვნებას მაინც ღებულობ. მოკლედ, მე სიამოვნებით ვადევნებ თვალს თქვენს ასევთქვათ "ჩხირკედელა ექსპერიმენტებს". საკმაოდ საინტერესო და ინფორმატიულია, თუ რამე იდეა გამიჩნდება ან გამახსენდება აუცილებლად მოგაწვდით, დაინტერესების შემთხვევაში რომ ფრთები შეასხათ ტაკ დერჟაწ მინჩანინ! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Davitus
+1 ზუსტად მასე ვფიქრობ მეც ![]() ![]() minchanin კარგი იქნებოდა სადმე ინგლისური სკოლა გაგევლო მეიარარეების. აშკარად ნიჭი გაქვს და გასაქანი გაკლია |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#38
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
minchanin
ბევრი გიწვალიათ ბატონო სოსო, ვაფასებ თქვენ შრომას, გლუვ ლულაზე საფანტის შემთხვევასი .410 კალიბრის ჩასახრახნი ჩოკის დაგება შეიძლენა ,ნეტშI მემგონი არ იქნება პრობლემა მაგის ყიდვის, რაც მოგცემს ე.წ. "ჩოკის" პრობლემის მოგვარების საშუალებას გლუვ ლულაზე ასეთი გადაკეთება საჭიროებს ლიცენზიას. რადგან ეს უკვე ხეცხლსასროლია და აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგებით უკვე არა აქვს მნიშვნელობა ცეცხლასროლია თუ პნევმატიკა , ორივეს რეგისტრაცია სჭირდება მეც ვჩხირკედელაო რაღაცეებს, ვერ ვიტყვი რომ იარაღებს ვაკეთებ (ამის ლიცენზია არ მაქვს) , მაგრამ რაც აკრძალული არ არის იმის გაკეთებაე ვცხოდვილობ რაღაცეებს , აგერ ჩემი სახელოსნოც ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#39
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Geoჟორჟიკა
მადლობა წინადადებისთვის. ყოჩაღ! კარგი სახელოსნო გაგიკეთებიათ. კარგი ჩარხები შეგიძენიათ. "მოლოდეც". მინსკში რომ ვცხოვრობდი ჩემი ყველაზე დიდი ჩარხი იყო 800 ვატიანი ელექტრო დრელი. ამასთან შედარებით თქვენ უკვე დიდი უპირატესობა გაქვთ. გისურვებთ წარმატებებს. |
|
|
![]()
პოსტი
#40
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
minchanin
გაიხარე დიდი მადლობა , მოკლედ ძნელია ყველაფერს რომ ეხლა სწავლობ მაგრამ ნელ ნელა წინ მიიწევს საქმე ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 19:29 |