ახალი იარაღი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V  « < 5 6 7 8 >  
Reply to this topicStart new topic
ახალი იარაღი
ალთაზარ
პოსტი Aug 12 2013, 22:48
პოსტი #86


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №576
2011 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბერის № 750 ბრძანებულების 33 მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. თანდართული სახით დამტკიცდეს „იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი

იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი

მუხლი 1
იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი (შემდგომში – წესი) ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბერის № 750 ბრძანებულების 33 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ თავის კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, აგრეთვე მათი ძირითადი ელემენტების, ბალისტიკური შემოწმების, იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის, იარაღის დადამღვის წესსა და პირობებს.
მუხლი 2
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
ბ) სააგენტოს თანამშრომელი – კანონმდებლობის თანახმად იარაღის ბალისტიკური შემოწმების, ექსპერიმენტალური გასროლისა და იარაღის დადამღვის განხორციელებაზე სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი;
გ) იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
დ) ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
ე) დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია;
ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში ამ წესით განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;
ზ) დამზადებული იარაღის მოწმობა – სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის, დამზადებულ იარაღთან დაკავშირებული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ადასტურებს დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის გასხვისების ფაქტს;
თ) დაინტერესებული პირი – კანონმდებლობით დადგენილი პირი, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა.
მუხლი 3
1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება იარაღის (მისი ძირითადი ელემენტების) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები, საიდენტიფიკაციო ნომრების, მასრებისა და ტყვიების ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით აუქციონის გზით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისას განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები, საიდენტიფიკაციო ნომრები, იარაღის საბაზრო ღირებულება, ხოლო იარაღიდან ექსპერიმენტალური გასროლა ხორციელდება ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით.
3. სააგენტოს მიერ ბალისტიკური შემოწმება ხორციელდება:
ა) რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იარაღზე;
ბ) იარაღის შემადგენლობისაგან განცალკევებულად რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ძირითად ელემენტზე;
გ) იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე (გარდა იმ იარაღებისა, რომლებზეც სავალდებულო არ არის ექსპერიმენტული გასროლის განხორციელება);
დ) იარაღის დამამზადებელის მიერ, დამზადებულ, სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით, აუქციონის გზით რეალიზაციისათვის განკუთვნილ, ყადაღადადებულ იარაღზე;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე;
ზ) ლიცენზირებულ პირთან შეკეთებულ იარაღზე, თუ იარაღის შეკეთების შედეგად იცვლება იარაღის ბალისტიკური მონაცემი;
თ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას (დაკარგვის ან დაზიანებისას).
4. ბალისტიკური შემოწმების აქტში ძირითადი ელემენტების აღნიშვნა ხორციელდება რომაული რიცხვებით (ლულა – I, ჩარჩო – II, ჩამკეტი – III, ლულის კოლოფი – IV დოლურა – V), რომელიც დაიტანება ძირითადი ელემენტის საიდენტიფიკაციო ნომრის წინ. ამასთან, იარაღის ტიპისა და კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით, სააგენტოს თანამშრომელი განსაზღვრავს, რომელი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ძირითადი ელემენტის ასახვაა საჭირო ბალისტიკური შემოწმების აქტში.
5. ბალისტიკური შემოწმების ჩატარების შემდგომ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით რეალიზებული იარაღის საკუთრებად რეგისტრაციისას, შემძენი ფიზიკური პირი, შემდგომი რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) საფუძვლის წარმოშობამდე, თავისუფლდება იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისაგან.
6. ბალისტიკური შემოწმების ჩატარების შემდგომ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით რეალიზებული იარაღის საკუთრებად რეგისტრაციისას, შემძენი ფიზიკური პირი, შემდგომი რეგისტრაციის (ხელახალ რეგისტრაციის) საფუძვლის წარმოშობამდე, თავისუფლდება იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისაგან (გარდა ექსპერიმენტალური გასროლისა ან/და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და დადამღვისა).
7. იარაღის ბალისტიკური შემოწმებისას, იარაღის (მისი ძირითადი ელემენტის) დაზიანების ან სხვა ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, იარაღის შეკეთებაზე ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის გადატანის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა. აღნიშნული გარემოების არსებობისას ბალისტიკური შემოწმება წყდება.
8. იარაღის ბალისტიკური შემოწმების შედეგად დგება ელექტრონული ან/და მატერიალური სახის იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი.
9. იარაღის დამამზადებლის მიერ დამზადებული, სარეალიზაციოდ განკუთვნილი იარაღის ბალისტიკური შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამატებით აისახება დამზადებული იარაღის მოწმობაში.
10. იარაღის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ბალისტიკური შემოწმების შდეგად აქტში ასახული იარაღის (მისი ძირითადი ელემენტის) მონაცემები უცვლელად აისახება სარეგისტრაციო მონაცემებად.
მუხლი 4
სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს იარაღის ბალისტიკური შემოწმებაზე ან/და შესაბამისი აქტის გაცემაზე, თუ :
ა) ბალისტიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან კონსტრუქციული ნაკლი, დაზიანება ან გაუარგისება, რის გამოც შეუძლებელია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება ან ექსპლუატაცია შეცვლილია ტექნიკური მახასიათებელი;
ბ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) შემზღუდავი გარემოება;
გ) არსებობობს ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები;
დ) იარაღის დადამღვის განხორციელებისათვის, ამ წესით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, დაინტერესებული პირი უარს აცხადებს იარაღის დადამღვაზე;
ე) ბალისტიკური შემოწმების შედეგად ვერ დგინდება კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემები;
ვ) წარმოდგენილი არ იქნა ბალისტიკური შემოწმების ან/და იარაღის დადამღვისათვის კანონით განსაზღვრული საფასური;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5
1. სააგენტოს თანამშრომელი იარაღიდან ექსპერიმენტულ გასროლას აწარმოებს:
ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის – პისტოლეტის ან რევოლვერის ( მათ შორის, საფანტის) ბალისტიკური შემოწმებისას;
ბ) მოკლეხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი, იარაღის შემადგენლობიდან განცალკევებულად ლულის რეგისტრაციისათვის (ან ხელახალი რეგისტრაციისათვის) ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ლულიდან ექსპერიმენტული გასროლა წარმოებს მის შესაბამის იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების გზით.
3. ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღიდან ექსპერიმენტალური გასროლა ხორციელდება, მისი რეალიზაციის შემდგომ, იარაღის შემძენის მიერ სააგენტოში იარაღის რეგისტრაციისას.
4. დაინტერესებული პირი ვალდებულია იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის განსახორციელებლად, სააგენტოში წარმოადგინოს იარაღის შესაბამისი არანაკლებ სამი ვაზნა. აღნიშნული ვალდებულების შესრულებამდე სააგენტო უფლებამოსილია არ განახორციელოს იარაღის რეგისტრაცია (ხელახალი რეგისტრაცია).
5. ექსპერიმენტული გასროლის განხორციელებამდე, იარაღზე ან ვაზნაზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ან დეფორმაციის გამოვლენის, აგრეთვე ვაზნის კალიბრის იარაღის კალიბრთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს იარაღისა და ვაზნების ვიზუალური დათვალიერება.
6. სააგენტოს თანამშრომელის მიერ იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა წარმოებს სპეციალურ ტყვიამჭერში, ამასთან გამორიცხული უნდა იქნეს გასროლილი ტყვია-მასრების შემთხვევით შეცვლა სხვა იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრებით.
7. აკრძალულია ექსპერიმენტული გასროლისას უცხო პირის დასწრება.
8. სააგენტოს თანამშრომელი, ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებულ მასრებსა და ტყვიებს, ათავსებს შესაბამის კონტეინერში (კოლოფში, პაკეტში) და ლუქავს. დალუქული კონტეინერი იარაღისა და მისი მფლობელის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან ერთად 30 დღის ვადაში, ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაეცემა საქართევლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
9. ექსპერიმენტული გასროლა არ განხორციელდება, თუ:
ა) კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წარმოდგენილი იარაღიდან ან მისი ძირითადი ელემენტიდან ექსპერიმენტული გასროლის ვალდებულებას;
ბ) დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელებაზე;
გ) იარაღის, მისი ძირითადი ელემენტის ან ვაზნის დაზიანების, გაუმართაობის ან კოროზიის გამო შეუძლებელია ექსპერიმენტალური გასროლის წარმოება;
დ) იარაღის გაუმართაობის გამო ექსპერიმენტალური გასროლის შედეგად ტყვიებზე ან მასრებზე შეუძლებელია ექსპერიმენტალური კვლევის მიღება;
ე) იარაღიდან ექსპერიმენტალური განსროლის განსახორციელებლად დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ იქნა შესაბამისი რაოდენობის ან ტიპის ვაზნები;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
10. სააგენტოს (თანამშრომელს) არ შიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ექსპერიმენტული გასროლისას იარაღის დაზიანებისათვის, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.
მუხლი 6
1. დაინტერესებული პირის მიერ რეგისტრაციისათვის (ან ხელახალი რეგისტრაციისათვის) წარმოდგენილ იარაღზე, დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის არსებობის ან საიდენტიფიკაციო ნომრის არ არსებობის შემთხვევაში, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება სააგენტოს თანამშრომლის მიერ, მისი იარაღის ძირითად ელემენტზე დადამღვის გზით.
2. დადამღვა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფში, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით.
მუხლი 7
1. რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იარაღზე (მის ძირითად ელემენტებზე) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და დადამღვა ხორციელდება, თუ:
ა) სანადირო გლუვლულიან იარაღს (თოფს) ჩარჩოზე ან/და ლულაზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) სანადირო ხრახნილლულიან იარაღს (კარაბინს ან შაშხანს) ჩარჩოზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) სანადირო კომბინირებულ იარაღს ჩარჩოზე ან/და ლულაზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) პისტოლეტს ან რევოლვერს ჩარჩოზე ან/და ჩამკეტზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) ცალკე რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ძირითად ელემენტს (გარდა დოლურასი) არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება ქარხნულად დაკომპლექტებულ იმ მარკა/მოდელის იარაღებზე, რომელთა ძირითად ელემენტზე საიდენტიფიკაციო ნომრის დატანას არ ითვალისწინებს ქარხანა-დამამზადებლი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ძირითად ელემენტზე დაუზიანებელი საიდენტიფიკაციო ნომრის არსებობის შემთხვევაში, მეორე ძირითად ელემენტზე დამღის სახით დაიტანება იდენტური ნომერი, ხოლო თუ არც ერთ ძირითად ელემენტს არ გააჩნია ან გააჩნია დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომერი, იარაღს (მისი ძირითად ელემენტს) ენიჭება ახალი საინდენტიფიკაციო ნომერი.
4. იარაღზე (მის ძირითად ელემენტზე) ახალი საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვისას, ნომრის კომბინაცია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 4 ციფრისაგან.
5. ახალი საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების შემთხვევაში, ძველი (დაზიანებული) საიდენტიფიკაციო ნომერი ჩაითვლება გაუქმებულად.
6. ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და დადამღვა ხორციელდება, მისი რეალიზაციის შემდგომ, იარაღის შემძენის მიერ სააგენტოში იარაღის რეგისტრაციისას.
7. დამღის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის მიერ.


Geoჟორჟიკა
ციტატა
სადაა ეგ დამტკიცებული წესი?


აგერააა ბატონო და გადახედე


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Aug 12 2013, 22:49
პოსტი #87


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ალთაზარ
გაიხარე დიდი მადლობა გადავხედავ ეხლავე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Aug 12 2013, 23:05
პოსტი #88


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



რაც მე ეს ვეძებე გაიხარე ალთაზარო კაი კაციხარ შენე იმედია დასრულდება ეს გაუთავებელი გაუგებრობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Aug 12 2013, 23:08
პოსტი #89


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



HUNTER FREDY
xexe.gif xexe.gif მეც დაახლოებით 30 წუთი ვეძებე და ბოლოს სიტყვა შევცვალე და ამოაგდო ეგრევე D.gif

მეც მაგის იმედი მაქვს


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Aug 13 2013, 11:23
პოსტი #90


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



აქ არის ის ბალიტიკური შემოწმება, რომელსაც ნებისმიერი იარაღი გადის რეგისტრაციისას, (გარდა გლუვლულიანი თოფებისა)
სად არის კერძო პირის მიერ დამზადებული იარაღი ნახსენები? (თუ გამომრჩა მომიტევეთ).
ვერც კომისია ამოვიკითხე სადმე, რომელიც გეთაქნხმებით რომ უნდა იყოს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Aug 13 2013, 11:33
პოსტი #91


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 10 2013, 20:32) *
რაზე უნდა ინადირო თელაველი კაკოს იარაღებით???? მწყერზე იხვზე თუ ქედანზე??? თუ ნადირზე აპირებ მაშინ რათქმაუნდა კანონთან კომფლიქტში ხარ და შესაბამისად ვერ ინადირებ კანონი კრძალავს


და ეგეც რო არ იყოს თელაველი კაკოს ( ჩარხსეინას) ყველა თოფი ბალისტიკა გავლილია წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაიფორმებს მყიდველი და შესაბამისად შემოწმებაც გავლილიაქ?

და ბოლო-ბოლო რას მებრძვით კაცო კანონი გინდოდა მოგიძებნე დაგიდე რავქნა მეტი ა? ჯერ წესია წესი მერე საქმეა საქმეო არ გაგიგია უწესობამ და თავქარიანობამ სადამდე მიგვიყვანა ვერ ამჩნევთ? ნახევარი საქართველოღა დავჩით და ისიც რა დღეშივართ ეგრე არშეიძლება ცოტა დაფიქრება და ტვინის განძრევაა საჭირო ვისაც რა და როგორ მოეპრიანება ისე რო ვქნათ დავითღუპებით მთლად ისე არც ბევრი გვიკლია

ეგ თავისთავად, როცა აკრძალულ ობიექტზე ნადირობ, მაგრამ პასუხისმგებლობა დაგეკისრება იმ უხლით რომელიც კრძალავს აკრძალულ ობიექტზე ნადირობას, მე ვამბობ თუ იქნება ნახსენები ის მუხლი რომლითაც აკრძალულია თვითნაკეთი იარაღით ნადირობა.

ისე ეს ჩვენი დავის საგანი არ უნდა იყოს ფაქტია რომ კანონმდებლობა მოუწესრიგებელია, ექსპერიმენტულ იარაღს რომ შესაბამისი შემოწმება სჭირდება სანამ დარეგისტრირდებოდეს ეგ ფაქტია და არავის ვედავები, მაგრამ მე როგორც გავიგე საქარტველოში მაგ არ ხდება. შესაძლოა კანონი თვითონ დამამზადებელს აძლევს ამის უფლებას, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიდაც უნდა იყოს შესაბამისი წესები შემუშავებული და ამ პროცესს უნდა ყავდეს აუცილებლად ერთი დამკვირვვებელი მაინც რომელიც შესაბამის დოკუმენტში ასახავს, რომ გამოცდა ან შემოწმება წარმატებით გაიარა და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირების უფლება და შესაბამისად იქ გაივლის ბალისტიკურ შემოწმებას, მაგრამ ამ იარაღს რაც ბატონმა მინჩაინმა დაამზადა რამდენად ჩაუტარებენ ასეთ ექსპერტიზას არ ვიცი რადგანაც გლუვია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Aug 13 2013, 11:49
პოსტი #92


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



game 91
ჩემს მიერ დადებული კანონი თუ წაიკითხე? newsmile05.gif ყველაფერი წერია


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Aug 13 2013, 12:18
პოსტი #93


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ალთაზარ @ Aug 13 2013, 12:49) *
game 91
ჩემს მიერ დადებული კანონი თუ წაიკითხე? newsmile05.gif ყველაფერი წერია

წავიკითხე მაგრამ მანდ ჩვენთვის საინტერესო არაფერი წერიააა, რასაც მინჩაინი აკეთებს მაგაზე არაფერია ნახსენები.
მასეთი ბალისტიკა ყველა იარაღს უტარდება რეგისტრაციისას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Aug 13 2013, 15:22
პოსტი #94


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(game 91 @ Aug 13 2013, 13:18) *
წავიკითხე მაგრამ მანდ ჩვენთვის საინტერესო არაფერი წერიააა, რასაც მინჩაინი აკეთებს მაგაზე არაფერია ნახსენები.
მასეთი ბალისტიკა ყველა იარაღს უტარდება რეგისტრაციისას.


მეგობაროო!! რა რაწერია შენთვის საინტერესო ქართულად გიხსნის კანონმედებლობა და თუ ვერ გებულობ ეგ უკვე შენი პრობლემაა თუ არადა ძალიან მარტივად გაიგებ იმ შემთხვევაში თუ ინადირებ შენი დამზადებული იარაღით

ბოლო ბოლო უკვე მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი წამოიღეთ ეგ იარაღი და ინადირეთ ლიცენზიით ინადირეთ და შემხვდით სადმე და მერე განახებ როგორ და რანაირად დაჯარიმდებით და თან ძალიან მკაცრადაც სხვანაირად ვერ გაგაებინე სხვა გზას არ მიტოვებ და იძუილებულს მხდი ეს მოგწერო.


,,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Aug 13 2013, 16:20
პოსტი #95


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



რავი ეტყობა მე გამომრჩა რამე!
რაც შეეხება აღნიშნულ იარაღს მასეთები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს და ვერც მნახავ მაგით ხელში.
მაგრამ სარეგისტრაციო მოწმობა რომ განახოს მასეთი იარაღის პატრონმა მერე რას იზამ ის მაინტერესებს.
ბევრი ვწერეთ ამაზე და ერთობლივი აზრი მაინც ვერ გამოვიტანეთ, ასე რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი: გლდანის ნაგავსაყრელზეა გადასაგდები ჩვენი კანონმდებლობა.

აუფ ვიდერ შრაიბენ (სხვა თემაში). newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Aug 13 2013, 16:44
პოსტი #96


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



რამე კი არა ბევრი რამ გამოგრჩა D.gif კანონმდებლობას რაც შეეხება კიდე ზოგადად სრულყოფილი კანონმდებლობა აარ არსებობს არც ჩვენი კანონმდებლობაა სრულყოფილი მაგრამ რაც გვაქვს ის მშვენივრად არეგულირებს ამ საკითხს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Aug 13 2013, 20:36
პოსტი #97


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(irakli fofxadze @ 10th August 2013 - 20:27) *
მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება
1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,

მეგობრებო. კამათმა აპოგეას მიაღწია. მაგრამ გაუგებლობამ გადააჭარბა კიდეც მას. მიუხედავად ამდენი ნამდვილადსაჭირო ინფორმაციისა, მაინც ვერ მივიღე პასუხი ზემოთ ნახსენებ ციტატაზე. გეტყვით ერთს. ამ იარაღის რეგისტრაციაზე ორ თვეზე მეტია, რაც იყო შსს-ში გაგზავნილი განცხადება. დღემდე რეგისტრაცია არ არის გაკეთებული სწორედ ზემოთ ნახსენები (ციტატაში) მიზეზის გამო. რადგან, ის წესი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება იარაღის დამზადება, მისი ნაწილების, და ა. შ.... არ არსებობს. რაც შეეხება ბალისტიკური შემოწმების წესს... ეს წესი ძველი მთავრობის დროსაც არსებობდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Aug 14 2013, 00:02
პოსტი #98


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



minchanin
ციტატა
რაც შეეხება ბალისტიკური შემოწმების წესს... ეს წესი ძველი მთავრობის დროსაც არსებობდა.


ეგ ვერ მივხვდი ცოტა არ იყოს , რისი თქმა გსურთ ამ სიტყვებით რომ ახალ მთავრობას უნდა შეეცვალა რამე ? თუ რა ... ?

რაც შეეხება
ციტატა
"ამ იარაღის რეგისტრაციაზე ორ თვეზე მეტია, რაც იყო შსს-ში გაგზავნილი განცხადება. დღემდე რეგისტრაცია არ არის გაკეთებული სწორედ ზემოთ ნახსენები (ციტატაში) მიზეზის გამო. რადგან, ის წესი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება იარაღის დამზადება, მისი ნაწილების, და ა. შ.... არ არსებობს"
ხომ არ გიფიქრიათ რომ ის იარაღი და მისი ნაწილების დამზადება საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით არა სტანდარტულია? newsmile05.gif ანუ არ შეესაბამება ნორმებს და ამიტომ არ განიხილავენ თქვენს განცხადებას , ყოველ შემთხვევაში 2 თვის მანძილზე პასუხი უნდა მოსულიყო ან დადებითი ან უარყოფითი სხვანაირად არამგონია რამე ხდებოდეს .
ვის სახელზე გქონდათ გაგზავნილი განცხადება? newsmile05.gif და ასევე პირადად თუ გიცდიათ მინისტრის ადმინისტრაციაში ან მინისტრის მოადგილეებთან დაკავშირება ან თუნდაც რომელიმე მის დაქვემდებარებაში მყოფ სასტავთან ? newsmile05.gif ოფფიციალურ საიტზე დევს ტელ-ნომრები მინისტრის მისაღებიდან მოსამსახურით დამთვერბული .

რაც შეეხება თვითონ წესს შევეცდები მოვიძიო , მაგრამ რამდენადაც მახსოვს თქვენ ახსენეთ რომ თქვენ გყავთ იურისტი ნუთუ მან არ იცის რა კანონებია ?

ციტატა
მისი ნაწილების, და ა. შ.... არ არსებობს


ძაან უცნაურად ჟღერს თქვენს მიერ სიტყვა არ არსებობს , ასე ამბობდით ბალისტიკური შემოწმების წესსზე არ არსებობსო მაგრამ ფაქტია რომ თურმე არსებობს უბრალოდ თქვენ ან არ ეძებდით ან ვერ პოულობდით .


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Aug 14 2013, 07:23
პოსტი #99


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ან არგინდათ რო არსებობდეს D.gif მაგრამ ყველაფერი არსებობს და ფაქტებიც დავდეთ ასე რომ


,,საკმარისი სინათლეა მათთვის ვისაც რამის დანახვა უნდათ და საკმაო სიბნელეა მათთვის ვისაც არ უნდათ რამე დაინახონ,,

ალთაზარო ტვინი გიმუშავებს და კითხვაზე ავიყვან თუ არა აბიტურიენტებს გპასუხობ! : შენ აგიყვან
D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Aug 14 2013, 13:02
პოსტი #100


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ალთაზარ, HUNTER FREDY
1. მე არსად არ მითქვავს, რომ არ არსებობს ბალისტიკაზე შესამოწმებელი წესი. მე ვამბობდი იმ წესსზე, რომლის მიხედვითაც ხდება იარაღის და ... დამზადება. მე კი მპასუხობდნენ ბალისტიკაზე შემოწმების წესზე.
2. პასუხი ჩემს განცხადებაზე არ მიმიღია. სწორედ ამ წესის არ არსებობის გამო. რადგან შსს-ს წარმომადგენელს მაშინ უნდა მიეთითებინა წესი და მისი პუნქტი, რომელსაც არ შეესაბამება ჩემი იარაღი. და რადგან ეს წესი არ არსებობს ამჯობინეს საერთოდ არ ეპასუხნათ. ტელეფონით კი რამდენიმეჯერ მქონდა საუბარი გარკვეულ პიროვნებასთან, რომელიც გაურკვევლობის გარკვევას უკვე ორ თვეზე მეტია , რაც მპირდება. Nამდვილად შეიძლება მივწერო მინისტრს, ან მის მოადგილეს, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება ასეთი სვლა ჩემი მხრიდან ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით მომავალში?
ციტატა(AJLTA3AP @ 14th August 2013 - 01:02) *
ციტატა
რაც შეეხება ბალისტიკური შემოწმების წესს... ეს წესი ძველი მთავრობის დროსაც არსებობდა.

ეგ ვერ მივხვდი ცოტა არ იყოს , რისი თქმა გსურთ ამ სიტყვებით რომ ახალ მთავრობას უნდა შეეცვალა რამე ? თუ რა ... ?

მე მხოლოდ იმის თქმა მინდა , რომ ბალისტიკური შემოწმების წესი არსებობდა მანამდისაც, და ეს არ იყო ამ საქმეში შემაბრკოლებელი.

ციტატა(irakli fofxadze @ 14th August 2013 - 08:23) *
ან არგინდათ რო არსებობდეს მაგრამ ყველაფერი არსებობს და ფაქტებიც დავდეთ ასე რომ

თქვენი ნებაა, როგორც გენაბოთ ისე იფიქრეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  « < 5 6 7 8 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 23:50