ინგლისური პოინტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

249 გვერდი V  « < 26 27 28 29 30 > »   
Reply to this topicStart new topic
ინგლისური პოინტერი
ზაზა
პოსტი Aug 28 2010, 20:52
პოსტი #406


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აკოფ,

ძალიან საინტერესო შეჯიბრება იყო.თითქმის ყველა საიტზე წერია.ველის სტილი მოეწონათ.არ ვიცოდი,თუ ასეთ ასაკში აიყვანეთ.იშვიათია ძაღლი 5 წლამდე არ ანადირონ და შემდეგ ასეთი შედეგები აჩვენოს.პოინტერი მაინც პოინტერია,რაც არ უნდა თქვან.

როგორი ფერის ხვადს შეაჯვარეთ ველლი და იმ ძაღლს რა მიღწევები აქვს,როგორია ექსტერიერით და საველე დიპლომებით?

აკოფ,
ვიცი,რომ ქართულად კარგად კითხულობთ და იმიტომ დავწერე.თქვენი პასუხები ჩემს გარდა ამ ფორუმზე ძალიან ბევრს აინტერესებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 14 2010, 21:24
პოსტი #407


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



cipo
იგივეს გეტყოდი რასაც არაგველი.......
მე ჩემი 8 თვის ლეკვი 7 დღის განმავლობაში დამყავდა ყოველდღე 1-2 საათი ვანადირებდი, ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი , ზუსტად მეშვიდე დღეზე გააკეთა პირველი სრულფასოვანი ნაბული. აზრი შენ გამოიტანე newsmile05.gif

შემოვლენ ფორუმზე ამ საქმის "გურუები" და ისინი ჩემზე უკეთ ჩამოაყალიბებენ.
წარმატებები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato6
პოსტი Sep 15 2010, 11:16
პოსტი #408


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 278
რეგისტრ.: 1-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



cipo ჯერ იმას გეტყვი რომ თუ დადევს ჩიტებს და მერცხლებს დაუშალე. არავითარი ფერმის მწყერი, ძაღლს საბოლოოთ გააფუჭებ. არანაირი საჭმლის დამალვა, გააწუწკებ. მოკლეთ აიყვანე 10 მეტრიან საბმელზე და სადაც შემთხვევით აფრინდება მწყერი ის ადგილი კარგათ მოაჩხრეკინე დაასუნიე დაამუშაოს აფრენის ადგილი, თან ბრძანება ნახე ეუბნები. ასე გაიმეორე სანამ აზრზე არ მოვა რომ მწყერის ძებნა ევალება, 3-4 ჯერ რომ დაამუშავებინებ მწყერის ნაჯდომს დარწმუნებული იყავი ამუშავდება და მიხვდება რაც ევალება, მოკლეთ დაიწყებს ძებნას მაგაზე არ იდარდო. და კიდევ ერთი არაფერი არ მოუკლა და არ მოატანინო ჯერ სანამ მწყერზე არ დაიწყებს მუშაობას, მასე მოტანით გაგიფუჭდება ძაღლი. მთავარია მწყერს აუღოს ალღო და მერე ნებისმიერ სანადირო ფრინველზე იმუშავებს. ხო თუ შეგიძლია მწყერის ბუმბლით შეუკერე, მწყერის ოდენა ბალიში, დაასუნინე მერე ბალიში დაუმალე მაღალ ადგილას ისე რომ ძაღლი ვერ ხედავდეს დაიხმარე ვინმე, შემდეგ ბრძანება ნახე და მიყევი შენ თვითონ, თავიდან საბმელით და მიახვედრე ცოტა სად არის დამალული მიმართულება მიეცი რომ ნახავს შეაქე სასუსნავი მიეცი. შემდეგ აუშვი საბმელიდან და თვითონ მოძებნოს, როცა ნახავს მოატანინე და ისევ სასუსნავი მიეცი. მოკლეთ ამ ოპერაციის ჩატარება და შენი ძაღლი დადგება მეძებარი. აი ეს ბოლო სანამ გაიყვან მინდორში მანამდე გაუკეთე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Sep 15 2010, 12:53
პოსტი #409


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




Bonehill
ნიკუშ 11 თვის პოინტერმა რო ძებნა ჯერაც არ იცის ეხლა ისწავლის რამეს?? მგონი დაგვიანებულიცაა... vava.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 15 2010, 13:36
პოსტი #410


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეკი
არაა დაგვიანებული ! არ იფიქრო მაგაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato6
პოსტი Sep 15 2010, 16:35
პოსტი #411


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 278
რეგისტრ.: 1-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლეკი 2-წლამდე იგეშება ძაღლი, რომ იცოდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Sep 15 2010, 16:56
პოსტი #412


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ციტატა(dato6 @ Sep 15 2010, 17:35) *
ლეკი 2-წლამდე იგეშება ძაღლი, რომ იცოდე.

ეგ კარგად ვიცი ჯიგარო რომელ წლამდე იგეშება, მაგრამ 2 წლის ძაღლს ნადირობას ვერ ასწავლი(თუ თავიდანვე არ არის მიჩვეული).. 1 წლის ძაღლმა უკვე უნდა იცოდეს ნადირობა თითქმის სრულყოფილად და 2 წლამდე ნადირობას კი აღარ სწავლობს, მანერას, ყნოსვას და ა.შ ხვეწავს.. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Sep 15 2010, 18:37
პოსტი #413


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(d dvalidze @ 15th September 2010 - 12:16) *
აიყვანე 10 მეტრიან საბმელზე და სადაც შემთხვევით აფრინდება მწყერი ის ადგილი კარგათ მოაჩხრეკინე დაასუნიე დაამუშაოს აფრენის ადგილი, თან ბრძანება ნახე ეუბნები. ასე გაიმეორე სანამ აზრზე არ მოვა რომ მწყერის ძებნა ევალება, 3-4 ჯერ რომ დაამუშავებინებ მწყერის ნაჯდომს დარწმუნებული იყავი ამუშავდება და მიხვდება რაც ევალება, მოკლეთ

აი ზუსტად ეს არ გააკეთებინო არავითარ შემთხვევაში!არავითარი ნაჯდომების ქექვა!არავითარი10 მეტრიანი კორდი!
მიუშვი,ლაღად ირბინოს,ბოლო ბოლო გადააწყდება მწყერს და ნაბულს გაუკეთებს,ეგ ისეთი სისხლებიდან არის,არ არსებობს რომ არ იმუშაოს.
აჯობებს ცალკე იარო,ვინმემ ხელი რომ არ შეგიშალოს/.
რაც შეიძლება მეტი ატარე!







ლეკი
ციტატა(leki_gio @ 15th September 2010 - 17:56) *
ეგ კარგად ვიცი ჯიგარო რომელ წლამდე იგეშება, მაგრამ 2 წლის ძაღლს ნადირობას ვერ ასწავლი(თუ თავიდანვე არ არის მიჩვეული).. 1 წლის ძაღლმა უკვე უნდა იცოდეს ნადირობა თითქმის სრულყოფილად და 2 წლამდე ნადირობას კი აღარ სწავლობს, მანერას, ყნოსვას და ა.შ ხვეწავს..

თუ მუშა სისხლებისაა 3-4 წლის ძაღლიც შეიძლება დაიგეშოს!
გეშვას რაც შეეხება,ძაღლი ყოველ წელს ახალ ახალ რაღაცეებს სწავლობს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
OQRO444
პოსტი Sep 15 2010, 19:53
პოსტი #414


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 805
რეგისტრ.: 23-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(თენგო @ Sep 15 2010, 19:37) *
აი ზუსტად ეს არ გააკეთებინო არავითარ შემთხვევაში!არავითარი ნაჯდომების ქექვა!არავითარი10 მეტრიანი კორდი!
მიუშვი,ლაღად ირბინოს,ბოლო ბოლო გადააწყდება მწყერს და ნაბულს გაუკეთებს,ეგ ისეთი სისხლებიდან არის,არ არსებობს რომ არ იმუშაოს.
აჯობებს ცალკე იარო,ვინმემ ხელი რომ არ შეგიშალოს/.
რაც შეიძლება მეტი ატარე!







ლეკი

თუ მუშა სისხლებისაა 3-4 წლის ძაღლიც შეიძლება დაიგეშოს!
გეშვას რაც შეეხება,ძაღლი ყოველ წელს ახალ ახალ რაღაცეებს სწავლობს!



თენგო დიდი მადლობა რჩევისათვის.....ასევე ყველას გმადლობთ გამოხმაურებისათვის.......

თენგო გამოცდილ ძაღლზე რას იტყვი? არ იქნება კარგიი რომ გავაყოლოოოოო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 15 2010, 20:06
პოსტი #415


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(cipo @ Sep 15 2010, 20:53) *
თენგო დიდი მადლობა რჩევისათვის.....ასევე ყველას გმადლობთ გამოხმაურებისათვის.......

თენგო გამოცდილ ძაღლზე რას იტყვი? არ იქნება კარგიი რომ გავაყოლოოოოო?

იდიალურად მიმაჩნია კვირაში ერთი დღე კარგ ძაღლთან ,დანარჩენი 3 ან 4 გასვლა მარტო ტარება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Sep 15 2010, 22:21
პოსტი #416


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამოცდილ ძაღლთან შეიძლება ერთხელ,ჰა ჰა ორჯერ გაიყვანო,რომ ნახოს რა უნდა ეძწბოს.
მერე მაინც ჯობია მარტო ატარო.რაც შეიძლებახშირად,ოღონდარ დაღალო.

ჯეკო
პირადში მოგწერ)newsmile05.gif:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato6
პოსტი Sep 16 2010, 11:17
პოსტი #417


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 278
რეგისტრ.: 1-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



თენგო ბატონო 10 მეტრიან კორდზე იმიტომ ვურჩიე, ჩიტებს დასდევსო და მერცხლებს.
და რომ დააყნოსინო ნაჯდომი ადგილი ამით რა იქნება მაინტერესებს, არა მგონია პოინტერმა ერთი და ორი ძირს ყნოსვით მაღალი ყნოსვა დაკარგოს. მე პირადათ ჩემს რომ ვგეშავდი 1/2ჯერ დავაჩხრეკინე ნაჯდომი და მოვიდა აზრზე რაც უნდა ეძებნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 16 2010, 12:06
პოსტი #418


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(dato6 @ Sep 16 2010, 12:17) *
თენგო ბატონო 10 მეტრიან კორდზე იმიტომ ვურჩიე, ჩიტებს დასდევსო და მერცხლებს.
და რომ დააყნოსინო ნაჯდომი ადგილი ამით რა იქნება მაინტერესებს, არა მგონია პოინტერმა ერთი და ორი ძირს ყნოსვით მაღალი ყნოსვა დაკარგოს. მე პირადათ ჩემს რომ ვგეშავდი 1/2ჯერ დავაჩხრეკინე ნაჯდომი და მოვიდა აზრზე რაც უნდა ეძებნა.

მარალ ყნოსვას არა მარა კვალზე ქექია ძაღლი კი გეყოლება. 10 მეტრიანი კორდა ძალიან პატარაა, თუ კორდაზე მიდგა საქმე და მე დამიჯერებთ., უფრო გრზელი კორდა ბევრად სჯობია. ლეკვია და მიტომ დასდევს ჩიტებს აზრზე რომ მოვა და მიხვდება რა ევალება გადაეჩვევა მაგას თავისით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato6
პოსტი Sep 17 2010, 10:25
პოსტი #419


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 278
რეგისტრ.: 1-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხო, ეხლა საბანეევს თუ ვასწავლიდით ჩვენ რაღაც არა მგონია aragveli და 10 მეტრიანი კორდი არის საკმარისი ეგ მაგ კაცის სიტყვებია და გამოცდილება. ბევრი მინახავს მინდორში ძაღლს რომ ვეღარ აბრუნებს და მერე კითხულობს ასეთი ძაღლი ხომ არ დაგინახავთ დავკარგეო. მერე კიდევ ერთხელ რომ დაანახებ მწყერის ნაჯდომს უბრალოთ ეგრევე აუღებს მუღამს და არანაირათ არ დაიწყებს კვალზე მუშაობას, მითუმეტეს პოინტერი. თავის ნებაზე თუ მიუშვი ძაღლი და ის რომ მწყერს გადაეყრება მაგას შეიძლება კაი დროც დაჭირდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Sep 17 2010, 11:33
პოსტი #420


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



dato6
ციტატა(d dvalidze @ 17th September 2010 - 11:25) *
ხო, ეხლა საბანეევს თუ ვასწავლიდით ჩვენ რაღაც არა მგონია

ჩემო კარგო,საბანეევს თვითონ რუსები აღარ უჯერებენ,და ჩვენ ასე ბრმად რატომ უნდა ვენდოთ?
საბანეევი მოღვაწეობდა 19 საუკუნეში,მის მერე ბევრი რამე შეიცვალა.მე ჩემ აზრს თავს არ გახვევთ,ძაღლიც თქვენია,ნებაც თქვენია.
ეხლა ევროპაში, და რუსეთშიც კი,უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სტილს.
თუ ვინმეს უნდა პოინტერი ,რომელიც ნაჯდომებს ქექავს,ღმერთმა გაუმარჯოს!
თუ ვინმეს მოწონს ფეხებთან,10 მეტრში მოძუნძულე პოინტერი-ნება მისია!


,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

249 გვერდი V  « < 26 27 28 29 30 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th June 2025 - 00:30