ინგლისური პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური პოინტერი |
May 19 2009, 16:49
პოსტი
#3101
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა
![]() ![]() ![]() პოინტერი პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს. პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი. პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად. პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები). სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ. ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები. ქცევა და ხასიათი გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია. შეფერილობა ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით. ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი. ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ. ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება. ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით. ბანალი მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა. ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი. N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი. ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული. თავი ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით. თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს. ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა. ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა. ყური შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია. ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური. თვალი მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია. ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე. ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო. კბილები თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია. კისერი მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული. კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. მკერდი ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მინდაო სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან. ზურგი ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ. ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი. წელი ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება. ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი. გავა გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი. ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა. მუცელი კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება. ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს. ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა. თათები შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება. ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი; ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია. |
|
|
|
კუდიგორელი ინგლისური პოინტერი May 19 2009, 16:49
Akop Мадлобт.
Снайп стоял на ст... Oct 7 2013, 15:26
zesto დღეს გახდა 4 თვის Oct 7 2013, 15:46
კუთხა Akop
ბატონო აკოპ, ერთ... Oct 7 2013, 15:47
Akop ციტატა(კუთხა @ Oct 7 20... Oct 7 2013, 17:30
ბაბუ კუთხა
ციტატა(KTX-100 ... Oct 7 2013, 16:31
Akop Охота на вальдшнепа, съемка... Oct 7 2013, 17:25
gonchatniki ანტი რა ბიჭია სუპე... Oct 7 2013, 19:02
Hubert ყველა ვიდეო ვნახე ... Oct 7 2013, 19:04
Akop gonchatniki
გეთანხმებით.
... Oct 7 2013, 19:38
Hubert ჩემი რიჩი როგორი კ... Oct 7 2013, 21:38
კუთხა Akop
ბაბუ
გასაგებია, ... Oct 8 2013, 08:34
Akop ციტატა(კუთხა @ Oct 8 20... Oct 8 2013, 12:44
gonchatniki Hubert მაგარი ბიჭი გყა... Oct 8 2013, 12:52
კუთხა Akop
გასაგებია, დიდი ... Oct 8 2013, 13:13
achiko-l Hubert
კაი ტიპია,ვისი ს... Oct 8 2013, 13:42
Hubert gonchatniki
achiko-l გაიხარეთ მ... Oct 8 2013, 14:03
longi Hubert
ლეკვიც კარგია დ... Oct 8 2013, 14:31
Hubert longi
გაიხარე,კი შევი... Oct 8 2013, 14:41
longi აბა ვარდი უეკლოდ ვ... Oct 8 2013, 14:47
dima71 სალამი ბატონებო! ... Oct 10 2013, 09:37
kajuberi გილოცავ ისეთი მომ... Oct 10 2013, 09:44
dima71 ახლახანს ჭამა და ც... Oct 10 2013, 09:49
Hubert dima71
გილოცავ ! სასა... Oct 10 2013, 09:52
Bone გილოცავ ახალ მეგობ... Oct 10 2013, 10:11
dima71 kajuberi
Hubert
Bone
დიდი მადლ... Oct 10 2013, 10:22
Rey - კარგი ვიღაცაა დიმა... Oct 10 2013, 10:31
dima71 Rey -
დიდ მადლობა! Oct 10 2013, 10:32
longi dima71
აბა სასხელო გაგ... Oct 10 2013, 10:33
კუთხა მომილოცავს ოჯახის ... Oct 10 2013, 10:56
hunter88 სასახელო გაგეზარდ... Oct 10 2013, 11:15
dima71 longi
კუთხა
hunter88
გაიხა... Oct 10 2013, 12:32
jagermeister dima71
გილოცავ ! ეს შე... Oct 10 2013, 13:09
achiko-l dima71
მაგარი ფერის ლე... Oct 10 2013, 13:26
სკვითია dima71
წარმატებული აგ... Oct 10 2013, 13:34
dima71 jagermeister
achiko-l
სკვითია
... Oct 10 2013, 13:39
Akop dima71
გილოცავთ, წარმა... Oct 10 2013, 14:05
dima71 Akop
დიდ მადლობა ბატ... Oct 10 2013, 14:58
gonchatniki Akop, ბრავო, კარგ მონა... Oct 10 2013, 15:33
Akop gonchatniki
მადლობა... Oct 10 2013, 18:29
ბაბუ dima71
გილოცავ ძამიკო... Oct 10 2013, 20:22
dima71 თენგო დიდი მადლობა... Oct 10 2013, 21:06
Akop თენგო, გაიხარე !!... Oct 10 2013, 23:17
გიზოვიჩი Akop
აკოპ რამანიჩ აი ... Oct 11 2013, 09:59
Akop )))))))) უკრაინაში... კი გ... Oct 11 2013, 13:32
არჩილ გილოცავ Oct 11 2013, 21:15
ilara dima71
გისურვებ საუკე... Oct 11 2013, 22:34
marco-polo dima71 გილოცავ ძმაო,სა... Oct 11 2013, 22:54
giga_megu დაძაბული კვირის მე... Oct 12 2013, 22:30
megreli გილოცავ გიგა კარგი... Oct 12 2013, 22:42
Akop გილოცავ გიგა !!... Oct 13 2013, 13:58
giga_megu ციტატა(Akop @ Oct 13 2013, 14... Oct 13 2013, 17:22
ბაბუ giga_megu
ციტატა(giga_megu @ 12t... Oct 13 2013, 19:27
gagrinski giga_megu
კარგი გოგო გყა... Oct 13 2013, 19:29
giga_megu ციტატა(gagrinski @ Oct 13 2013, 2... Oct 13 2013, 23:34
dima71 marco-polo
დიდი მადლობა ... Oct 15 2013, 10:27
Babuka dima გილოცავ გენაცვა... Oct 15 2013, 11:55
Hubert giga_megu კარგი ძაღლები... Oct 15 2013, 12:32
dima71 Babuka
დიდი მადლობა! ... Oct 15 2013, 13:14
hunter88 Hubert
მაგრათ მომეწონ... Oct 15 2013, 15:35
Rey - Hubert
გამარჯობა.
რამდ... Oct 15 2013, 15:45
Hubert hunter88 მოხარული ვარ რო... Oct 15 2013, 16:08
Rey - გაგიზარდოს ძმაო. ბ... Oct 15 2013, 16:40
Hubert ციტატა(Rey - @ Oct 15 2013, ... Oct 15 2013, 19:06
ilara Hubert
მაგარი ლეკვია ს... Oct 15 2013, 19:12
Hubert ციტატა(ilara @ Oct 15 2013, 20... Oct 15 2013, 22:14
nugzar inaneishvili გამარჯობათ მყავს ძ... Oct 15 2013, 22:10
ჰერცოგი Hubert
ცოტა მეტი ამოძრ... Oct 15 2013, 22:22
Hubert [quote name='ჰერცოგი' date=... Oct 16 2013, 08:36
gagrinski ციტატა(nugzar inaneishvili @ 15th... Oct 15 2013, 22:35
nugzar inaneishvili ჯერ არ დართულა მაგ ... Oct 15 2013, 22:49
gonchatniki ასე დავხურეთ მე და ... Oct 17 2013, 19:53
ზახარა ძაღლის გეშვაზე და ... Oct 18 2013, 08:59
nugzar inaneishvili ზაზა კაკავას პოინტ... Oct 19 2013, 21:34
longi barbi
აქ რა შუაშია? ისე... Oct 20 2013, 14:36
Akop დღეს...
http://www.youtube.com/watch?v=jG... Oct 20 2013, 14:59
კუთხა Akop Oct 20 2013, 15:13
ბაბუ Akop
ბრავო ანტ!
ხშირ... Oct 20 2013, 15:44
giga_megu "გრეისი "აპორტი... Oct 20 2013, 19:13
rachveli11 RE: ინგლისური პოინტერი Oct 20 2013, 19:17
aragveli თემა დასუფთავდა , ნ... Oct 22 2013, 08:38
Vaxtang ძალიან გთხოვთ ვინც... Oct 23 2013, 18:46
nugzar inaneishvili ზაზა კაკავას ტელეფ... Oct 23 2013, 21:13
ბაბუ nugzar inaneishvili
595 30 00 72 ზაზა კ... Oct 23 2013, 21:34
gagrinski ციტატა(nugzar inaneishvili @ 23rd... Oct 23 2013, 21:48
Akop http://www.uahunter.com.ua/forum/valxdshne...t3479... Oct 31 2013, 19:59
Akop RE: ინგლისური პოინტერი Nov 3 2013, 15:07
ზახარა RE: ინგლისური პოინტერი Nov 3 2013, 19:28
kupra RE: ინგლისური პოინტერი Nov 3 2013, 19:33
gonchatniki Akop, გილოცავთ წარმატ... Nov 3 2013, 21:32
Akop ციტატა(gonchatniki @ Nov 3 2013, ... Nov 4 2013, 21:07
rachveli11 RE: ინგლისური პოინტერი Nov 6 2013, 20:45
dima71 2თვისა და 7 დღისაა უ... Nov 7 2013, 21:19
ალთაზარ dima71 Nov 7 2013, 21:38
hunter88 dima71
კარგი ბიჭია სას... Nov 7 2013, 22:01
ბაბუ dima71 Nov 7 2013, 22:15
dima71 ყველას დიდი მადლობ... Nov 7 2013, 22:33
კუთხა მაგარი კაცია კარგ... Nov 8 2013, 08:37
Hubert dima71
კარგი ვინმეა! Nov 8 2013, 08:44
Akop http://www.youtube.com/watch?v=hU86XL68vGg...eatur... Nov 9 2013, 13:15
megreli RE: ინგლისური პოინტერი Nov 9 2013, 13:28![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th November 2025 - 00:25 |