ინგლისური პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური პოინტერი |
May 19 2009, 16:49
პოსტი
#3601
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა
![]() ![]() ![]() პოინტერი პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს. პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი. პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად. პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები). სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ. ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები. ქცევა და ხასიათი გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია. შეფერილობა ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით. ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი. ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ. ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება. ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით. ბანალი მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა. ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი. N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი. ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული. თავი ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით. თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს. ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა. ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა. ყური შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია. ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური. თვალი მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია. ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე. ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო. კბილები თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია. კისერი მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული. კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. მკერდი ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მინდაო სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან. ზურგი ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ. ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი. წელი ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება. ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი. გავა გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი. ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა. მუცელი კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება. ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს. ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა. თათები შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება. ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი; ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია. |
|
|
|
კუდიგორელი ინგლისური პოინტერი May 19 2009, 16:49
Gcckoka RE: ინგლისური პოინტერი Dec 21 2014, 16:26
Rey - მოგესალმებით მეგო... Dec 24 2014, 20:41
gio jangira გამარჯობათ ბიჭებო.... Dec 28 2014, 20:17
kardinal84 აცრილი გყავს? Dec 28 2014, 20:19
gio jangira კიი Dec 28 2014, 20:21
kardinal84 http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=250... Dec 28 2014, 20:22
Akop მრავალს დაესწარით.... Dec 29 2014, 13:01
ბაბუ Akop
<b>გაიხარე აკოპ... Dec 29 2014, 18:05
Akop გაიხარე თენგო....!... Dec 30 2014, 01:49
temo.p გაუმარჯოს! გილოც... Jan 8 2015, 19:35
mtiuli_1 ეს ჩემი 8 თვის რიჩია... Jan 11 2015, 21:29
kardinal84 mtiuli_1
კაი ტიპია, ერთა... Jan 12 2015, 15:02
mtiuli_1 kardinal84
როგორც წესი ეგ... Jan 12 2015, 17:59
vaxovaxo Marto suratit dagls rogor sheafaseb,suratshi norma... Jan 13 2015, 20:43
mtiuli_1 მტრედზე არც ვგეშავ... Jan 14 2015, 00:59
pointeri1234 1პოინტერი დეაახლოე... Jan 14 2015, 15:16
feroni მტრედზე, რატომ ვერ ... Jan 14 2015, 16:15
zaza13 პირველი ნამეტანი რ... Jan 14 2015, 20:55
საბო ნუ......... თემის ასეთი ... Jan 14 2015, 22:10
უიარაღო იყოს აქ . თემის სათა... Jan 15 2015, 13:50
Fishman vaxovaxo
პოსტე ქართული ... Jan 15 2015, 16:40
დაქსი უიარაღო Jan 15 2015, 20:14
gio jangira RE: ინგლისური პოინტერი Feb 4 2015, 20:47
megreli https://www.facebook.com/TamazElizbarashvil...e=1... Feb 20 2015, 00:28
mtiuli_1 მეგობრები გუშინ სო... Feb 21 2015, 14:13
mtiuli_1 უკაცრავად ჩემი გუშ... Feb 22 2015, 19:04
aragveli RE: ინგლისური პოინტერი Mar 19 2015, 15:36
მახო. RE: ინგლისური პოინტერი Mar 19 2015, 22:46
jola ხვადი პოინტერის აყ... Mar 23 2015, 13:22
lagodexsky 7 თვის ბინიი..))) Mar 26 2015, 14:35
lagodexsky RE: ინგლისური პოინტერი Mar 26 2015, 14:41
ლეკი RE: ინგლისური პოინტერი May 4 2015, 14:37
Rey - ლეკი
უალამაზესია.... May 4 2015, 16:22
ლეკი Rey -
გაიხარე ძმაო, ჯა... May 4 2015, 21:33
kobavar რა მიკვირს იცით რა... May 5 2015, 12:57
megreli ციტატა(kobavar @ 5th May 2015 ... May 5 2015, 13:03
kobavar megreli
ტელევიზორში Yaban ... May 5 2015, 14:54
gogsadze გამარჯობა მონადირ... May 5 2015, 14:55
Fishman თემა გასუფთავდა!
... May 8 2015, 08:24
ზახარა ზედა პოსტიც დართვე... May 8 2015, 21:27
gio jangira RE: ინგლისური პოინტერი May 10 2015, 08:51
miroslava image share May 10 2015, 17:09
miroslava image share May 10 2015, 17:19
aragveli RE: ინგლისური პოინტერი May 10 2015, 21:55
ქველა ჩემი პოინტერი 7 წლი... May 11 2015, 11:35
kobavar სურათის ატვირთვა May 19 2015, 21:06
kobavar თქვენი აზრი მაინტე... May 19 2015, 21:16
aragveli თქვენი ძუ წითელ ფო... May 19 2015, 21:37
kobavar aragveli
არა ალეკო შავფ... May 19 2015, 22:17
aragveli ვერაფერს ვერ გეტყვ... May 19 2015, 22:21
kobavar 1(ერთი) თვის და 5(ხუთი... May 29 2015, 11:37
kobavar როგორი ბიჭი ვარო თ... Jun 15 2015, 13:12
Akop http://www.uahunter.com.ua/forum/maksimus-t79237.h... Jun 26 2015, 00:27
hunter88 როკი 31.06.2015. ბაკურიან... Jul 1 2015, 23:29
dima71 RE: ინგლისური პოინტერი Jul 2 2015, 00:12
dima71 hunter88 რა ხნისა თქვენ... Jul 2 2015, 20:58
hunter88 dima71
5 წლის Jul 2 2015, 22:53
Akop https://www.youtube.com/watch?v=9O4WiHwCGyA Jul 23 2015, 15:18
უიარაღო Akop ვისი ძაღლია? Jul 23 2015, 15:25
Akop ციტატა(უიარაღო @ Ju... Jul 23 2015, 18:25
უიარაღო ის ჩალისფერიც გყავ... Jul 23 2015, 21:31
Akop Диах. Jul 23 2015, 22:00
უიარაღო ჩალისფერი კარგი მო... Jul 24 2015, 05:05
Akop უიარაღო, დიდი მადლ... Jul 24 2015, 18:13
Akop https://www.youtube.com/watch?v=jhRlsQ6167Y...eatu... Jul 26 2015, 21:45
უიარაღო პოინტერის ნაირი აპ... Jul 27 2015, 09:00
aragveli ალფა Aug 29 2015, 18:38
kobavar RE: ინგლისური პოინტერი Oct 12 2015, 20:32
Aslan Memishishi ეს კი ჩემი Nov 4 2015, 21:52
Aslan Memishishi აქ 7თვის არის Nov 4 2015, 22:16
Aslan Memishishi ეს ვიდეოც მოუხდება... Nov 4 2015, 22:28
qroli ძვირფასო ფორუმელე... Jan 10 2016, 18:07
gio jangira RE: ინგლისური პოინტერი Jan 22 2016, 22:12
rezo197313 პოინტერი ბიმი. ვნა... Apr 1 2016, 21:58
Akop https://www.youtube.com/watch?v=5S33_p-Mt6M May 25 2016, 22:45
უიარაღო ეს საინტერესო ვიდე... Jul 25 2016, 11:59
არჩილი შეკითხვა მცოდნეებ... Aug 3 2016, 16:45
aragveli შეიძლება, წითელ-ფო... Aug 4 2016, 08:56
არჩილი ციტატა(aragveli @ Aug 4 2016, 09... Aug 4 2016, 11:31
aragveli ხდება იბადება მთლი... Aug 5 2016, 10:40
giga_megu ციტატა(aragveli @ Aug 5 2016, 11... Aug 5 2016, 16:30
არჩილი ციტატა(giga_megu @ Aug 5 2016, 17... Mar 28 2017, 10:17
არჩილი დიდი მადლობა Aug 5 2016, 13:56
dima71 giga_megu აბა ეს შავი ან ჩ... Aug 5 2016, 20:29
giga_megu [quote name='dima71' date='Aug 5 2016,... Aug 6 2016, 01:16
berzena \n Aug 24 2016, 06:47
bashiachuki Bიჭებო ახლობელს ყა... Sep 30 2016, 15:34
მალხაზი 1984 ჭამისას პატრონი ლე... Sep 30 2016, 19:04
bashiachuki მალხაზი 1984
Mადლობა ... Oct 1 2016, 07:52
მალხაზი 1984 ციტატა(bashiachuki @ Oct 1 2016, ... Oct 1 2016, 22:51
ganja1981 გამარჯობა კეთილო ხ... Nov 14 2016, 13:22
irakli84 აი ბიჭებო ჩემი ბიჭ... Nov 14 2016, 15:21
ნუკრიMax irakli84
ბიჭი კარგია, სა... Nov 14 2016, 18:28
irakli84 ეხლა ხანს დავრეგის... Nov 17 2016, 16:53
ოთო. მომწონს ასეთი შეფე... Nov 17 2016, 18:07
irakli84 ციტატა(ოთო. @ Nov 17 2016, ... Nov 19 2016, 08:54
samsoni777 გადავწყვიტე აქ მე... May 31 2017, 22:02
general samsoni777
მაგისთვის დრა... May 31 2017, 22:51
შოთა.03 ესეც ჩემი რიჩი, 4 თვ... Jan 5 2018, 10:06
უიარაღო შოთა.03
ალბათ უნდა ... Jan 5 2018, 10:20![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 15:08 |