შეჯიბრება "ანტ"-სა და იური კონოვალოვის "ევროპელებს" შორის! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V  < 1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
შეჯიბრება "ანტ"-სა და იური კონოვალოვის "ევროპელებს" შორის!
gagrinski
პოსტი Aug 9 2013, 20:58
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



არავის არ გაუკეთებია ის დასკვნები რომ ერთი მეორეს ჯობია, მოსაზრების გამოთქმა ერთია და რაღაცის მტკიცება მეორე. არც გაულანძღია ვინმეს ევროპული ძაღლები, ნუ მე ყოველშემთხვევაში. ისე ისეც არ შეიძლება ყველაფერს სპორტი დაუძახო! გამგები გაიგებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Aug 9 2013, 21:26
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



რამდენიც არ უნდა ვიხმაუროთ ფაქტი ერთია. ძაღლს ვერ მოძებნი ახლა ნორმალურს ფცი-ის ძაღლები რომ არ უსხდნენ ახლო წინაპრებში. ეს იმას ნიშნავს რომ ალბათ რაღაცით მართლა უკეთესები არიან, შეიძლება ის "სპორტსმენები" არ / ვერ ნადირობენ მაგრამ შთამომავლობას კარგს აძლევენ. აბა რითი ნადირობს მთელი ევროპა რა საბჭოთა ქვეყნებიდან გაყავთ ლეკვები? D.gif
მე ის გამოცდილება არ მაქვს ძაღლის ავკარგიანობაზე ხმამაღლა ვისაუბრო, მაგრამ ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ საითაც აბსოლიტური უმრავლესობა მიდის კარგიც ის არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Aug 9 2013, 21:32
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ციტატა(bendeksi @ 9th August 2013 - 22:26) *
საბჭოთა ქვეყნებიდან გაყავთ ლეკვები?



ყოფილა ესეთი ფაქტებიც. ნიკა ჩემი აზრიც ასეთია რომ საჭიროა ევროპული სისხლი. ნუ დაგვავიწყდება ქართული მეძაღლეობის ისტორია. მან შემოგვინახა ძაღლების ფოტოები რომლებიც ქართველმა მომშენებლებმა ევროპიდან გამოიწერეს. როდესაც საკმარისი საშუალება მექნება მეც ჩამოვიყვან აუცილებლად ევროპული მოშენების ძაღლს და ვეცდები ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ქართული სანადირო მეძაღლეობის განვითარებაში, თუმცა ბოდიში და განურჩევლად არ შევაჯვარებ მხოლოდ იმიტომ რომ ევროპული სისხლი აქვს და წინაპრები ჩემპიონები ყავს. ძაღლმა უნდა დაიმსახუროს შეჯვარების უფლება ისევე როგორც პატრონმა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 10 2013, 10:27
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



დაიწყო ახლიდან 1000 ჯერ დაღეჭილის , გადაღეჭვა D.gif gagrinski- შე კაცო ბოლოში რა საინტერესო რამე დაწერე D.gif პატრონსაც უკრძალავ შეჯვარების უფლებასს>??? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Aug 10 2013, 11:13
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



სხვა რამე ვიგულისხმე D.gif პატრონის და ძაღლის ერთობლივი ძალისხმევა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Aug 10 2013, 14:11
პოსტი #16


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიღაცამ კი არ შეაჯიბრა, ბატონმა კონოვალოვმა შეაჯიბრა, რომელიც წლებია უსირცხვილოდ და ცინიკურად დასცინის "ადგილობრივი"წარმომავლობის ძაღლებს და მათ მფლობელებს თავიანთი მეძებრების ხეებზე ჩამოკიდებას ურჩევს. რაც მთავარია, ამტკიცებდა, ( იმედია, აწი ცოტა ხნით მაინც დადუმდება) - ევროპელების მიერ სააქეთოდ გამომეტებული ლეკვები რომ დაძაღლდებოდნენ, აქაურებს ნებისმიერ პრაქტიკულ ნადირობაშიც ჯიბეში ჩაისვამდნენ. მოხდა კი აი, რა: ანტი და კონოვალოვის ძაღლები ერთად ანადირეს. კონოვალოვის ძაღლებმა ირბინეს 15-20 წუთი, ენები გადმოაგდეს, სტილი და სისწრაფე დაკარგეს, ბოლოს საერთოდაც დადგნენ და თავადაც ყურებჩამოყრილმა პატრონმა მანქანისკენ წააბუნძულა კუდამოძუებულები. ამ დროის განმავლობაში მათ არ უყნოსიათ, პოვნაზე და ნაბულზე ლაპარაკი არაა, არც ერთი (!) ფრინველი და სეკუნდირებაც კი არ გაუკეთებიათ არც ერთხელ. ამასობაში ანტის ნაბულებიდან ათზე მეტი მწყერი მოიპოვა სამართლიანად გაამაყებულმა ბატონმა აკოფმა. ეს იყო და ეს. ახლა გინდა თავად შეიტანეთ და გინდა თავად გამოიტანეთ... დასკვნები!
რა თქმა უნდა, ამ პატარა ინციდენტს ევრობული მოშენების ძაღლების იმ ელიტარულ 0,01%-თან, რომლებსაც "დიდი" და დიდში რომ ვერ ივარგეს, მაშინ "სანადირო" ძებნის ძაღლები ქვიათ, არავითარი კავშირი არა აქვს. ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Aug 12 2013, 02:20
პოსტი #17


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვერ ვხვდები, კონოვალოვის ძაღლები რა შესაჯიბრებელი იყო ძაან მაინტერესებს. მე გითხარით რა ძაღლებასაც უნდა შეაჯიბრონ სხვაობის ნახვა თუ გინდათ. რანდგან ძაღლმა 10 მწყერი იპოვა ე.ი. მაგარი სანადირო ძაღლია? მაგაზე მეტს ნახავდი კონსერვის ბანკებით ე.ი. იგივენაირი ლოგიკით შადიმან კონსევის ბანკებით ნადირობა ჯობია ვიდრე ძაღლით? თან კონსევის ბანკა საერთოდ არ იღლება და 100% შედეგი აქვს.


ისე ყელიხაშვილს საფრანგეთიდან ჩამოვანილი ძაღლი რო ყავდა-დედოფლისწყაროში ამ ძაღლს შეეძლო სიცხეში დილიდან საღამომდე 8 ზე ერბინა და ენადირა-მე მინახავს და მინადირია და ბევრ სხვას და დაადასტურებენ ჩემი თუ არ გჯერათ. იქნებ აქაური ძაღლი გამახსენო ერთი მაინც რომელიმე რომელსაც იგივენაირი მონაცემები ქონდა ამ ასპექტში?

თუ ფრინველის ნახვის რაოდენობაზეა ლაპარაკი ? აგერ ლევანი იხვეწება კედელაშვილი ჩემ იაგს შევაჯიბროთ თვენი სანაქებო ძაღლებიო. მაგრამ რადომღაც გამოწვევა არავინ არ მიიღო. რატომ?
იქნებ ისიც გაიხსენო რამდენი სანაქუბო თუ ისე მონადირე ძაღლი გინახია საველეზე ყნოსვის არგამოვლენის გამო მოხსნილი?
ისე აქაური ძაღლების 0.01% დიპლომს მაინც რო იღებდეს კარგი იქნებოდა. იქ ელიტაში მაინც მიდის ეგ რაოდენობა.

საერთოდ თემას ვერ ვხვდები რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს კონოვალოვის ძაღლს შეაჯიბრო . რა კარგი დონის ევროპული პოინტერები დაილია უკრაინაში?
პიონტერები თუ არა კურცჰაარები მაინც ყავთ ისეთი....

მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე: რადგან კონოვალოვის ძაღლმებმა ფრინველი ვერ ნახეს ესე იგი ევროპას ჭირდება დახმარება რადგან იქ სანადირო ძაღლები არ ყავთ, და იქნებ ჩვენ შევძლოთ მათი დახმარება და აქედან რამოდენიმე საუკეთესო ლეკვი გაუგზავნოთ საჯიშედ-ისინი ხომ ბევრ რამეში გვეხმარებიან და ჩვენც გაუწოდოთ დახმარების ხელი დროა უკვე, თორემ დაჩნენ ევროპელები მონადირე ძაღლების გარეშე D.gif

მე იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ევროპული ძაღლების სწრაფი სტილიანი სირბილი არ მოსწონს უმეტესობას.
მაშინ აქაურ წესებში შევიტანოთ ცვლილება და ნაბიჯით სიარულში ძაღლს დაუწეროთ 10 ქულა- კარიერით სირბილისას 1. რაც ჩქარა დარბის ხო სანადიროდ უფრო ცუდია? რადგანაც უფრო მეტს გამოტოვებს და მალე დაიღლება. სტილი კიდევ საერთოდ ამოვიღოთ შეფასების გრაფებიდან--მას ნადირობასთან არაფერი საერთო არ აქვს.

მე ბატონ აკოფს შევთავაზე დისკუსია გაგვემართა კონრეტულად საბჭოთა და ევროპული წესების შესახებ, თუ რაა არის მათში სანადირო და არასანადირო და ა.შ.
მან ეს მიპასუხა
ციტატა
Я к сожалению, как Вы, не смогу так уверенно утверждать, о приоритетности, одной системы над другой, так как, не являюсь профессиональным кинологом и в дебри западной кинологи, не лез и не вникал.


მე ლაპარაკი მაქვს კონკრეტულად წესებზე.

ამიტომ იგივეს ვთავაზობ ყველას ვისაც სურვილი აქვს გავაგრძელოთ იგივე დისკუსია ...





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Aug 12 2013, 08:43
პოსტი #18


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დისკუსია უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს ურთიერთ პატივისცემისა და ზრდილობის ფარგლებში

არასოდეს არაფერი არ კეთდება ექსპერიმეტებისა და ბევრი წარუმატებლობის გარეშე, წარმატება ერთია , წარუმატებლობა სამწუხაროდ უფრო მეტი

რა გგონიათ ლავერაკმა რომ სეტერი გამოიყვანე ერთი შეჯვარება იყო და მორცა, არაა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი წარუმატებლობა ქონდა და მხოლოდ ერთი წარმატება

ამიტომ ნუ დავიზარებთ, ვიკამათოთ, ვიმუშავოთ და აუცილებლად გვეყოლება საუკეთესო მეძებრები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 12 2013, 08:46
პოსტი #19


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



GIGO
ციტატა(GIGO @ 12th August 2013 - 03:20) *
ვერ ვხვდები, კონოვალოვის ძაღლები რა შესაჯიბრებელი იყო ძაან მაინტერესებს. მე გითხარით რა ძაღლებასაც უნდა შეაჯიბრონ სხვაობის ნახვა თუ გინდათ. რანდგან ძაღლმა 10 მწყერი იპოვა ე.ი. მაგარი სანადირო ძაღლია? მაგაზე მეტს ნახავდი კონსერვის ბანკებით ე.ი. იგივენაირი ლოგიკით შადიმან კონსევის ბანკებით ნადირობა ჯობია ვიდრე ძაღლით? თან კონსევის ბანკა საერთოდ არ იღლება და 100% შედეგი აქვს

გიგოს ვენაცვალე!
ხო იცი როგორ მიყვარხარ და პატივს გცემ!
გაკვირვებული ვარ,რატო გაცხარდი? სად არის შენი ცნობილი იმერული თავაზიანობა და ზრდილობა? რავა ერთ ჩვენ საერთო ძმაკაცებს დაემსგავსე ხისტ გამონათქვამებში?(სწორია რა,ხარი ხართან დააბიო D.gif )

გიგო,თემას ქვია ანტის და იური კონოვალოვის ევროპელების შეჯიბრი.
ეს ტემა იმიტომ გავხსენი,რომ გაგვეზიარებინა კლუბ "ოჩოპინტრეს"და პირადად ჩემი მეგობრის აკოპ კაზარიანის სიხარული.
შენც ადევნებ ალბათ თვალ უკრაინულ სამონადირეო საიტს. ხოდა ეს შეჯიბრიც იმიტომ ჩატარდა რომ ბატონი ი.კონოვალოვი ირონიულად ,უფრო მეტიც,ცინიკურად მოიხსენიებდა ადგილობრივი მოშენების ძაღლებს.რის გამოც აკოპმა შესთავაზა მას მინდორში გაერკვიათ მტყუან მართალი.
კონოვალოვი სიხარულით დათანხმდა და .......... ჩაისვარა!!!!!!!!!!!
არ დაგიმალავ დამისი ფიასკო მეც გამეხარდა გარკვეული მიზეზებია და გამო!

აკოპი ამბობს რომ იგი მზად არის შეაჯიბროს თავისი ანტი ნებისმიერ,ხაზგასმით ნებისმიერ იტალიურ,ფრანგულ,სერბულ ძაღლს ტყის ქათამზე .

საქმე იმაშია,რომ შენგან ჩამოთვლილი ძაღლების პატრონები რატომღაც არ ეხმაურებიან აკოპის ამ გამოწვევას!
ალბათ რირსეულ მეტოქეთ არ მიაჩნიათ newsmile045.gif

მე ასევე დავწერე რომ კონოვალოვი პატივისცემის ღირსია,რადგან გამოწვევა მიიღო.
მოდი ჩვენც ჩავატაროთ ანალოგიური ასპარეზობა სანადირო ფრინველზე!(მწყერი,ქათამი.აბა გნოლზე ნადირობა ჩვენთან აკრძალულია და! newsmile039.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 12 2013, 09:03
პოსტი #20


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(GIGO @ 12th August 2013 - 03:20) *
ისე ყელიხაშვილს საფრანგეთიდან ჩამოვანილი ძაღლი რო ყავდა-დედოფლისწყაროში ამ ძაღლს შეეძლო სიცხეში დილიდან საღამომდე 8 ზე ერბინა და ენადირა-მე მინახავს და მინადირია და ბევრ სხვას და დაადასტურებენ ჩემი თუ არ გჯერათ. იქნებ აქაური ძაღლი გამახსენო ერთი მაინც რომელიმე რომელსაც იგივენაირი მონაცემები ქონდა ამ ასპექტში?

აქაც არ ხარ მართალი!!!!!!!!!
ჩემი"ფანი" უარეს სიცხეში, ნადირობდა დერბიკას "ფრანგზე" მეტს თუ არა ,არანაკლებს!
და ამას აკეთებდა სისტემატიურად!ისეც კი მომხდარა,ჩვენ რომ დასასვენებლად დავმჯდარვართ ცოტა ხანს მოგიცდიდა და მერე მარტო ნადირობდა !
ახლა ეს რას დავაბრალო?
მის იტალიელ" მამას(ს,შაგინოვის "ბადი")რომელიც საქართველოში საერთოდ არ უნადირებიათ თუ მის ადგილობრივი მოშენების(ჯ.მინდორაშვილის"ლედი")დედას,რომელსაც პატრონი კვირაშისამჯერ ანადირებდა.


ციტატა(GIGO @ 12th August 2013 - 03:20) *
თუ ფრინველის ნახვის რაოდენობაზეა ლაპარაკი ? აგერ ლევანი იხვეწება კედელაშვილი ჩემ იაგს შევაჯიბროთ თვენი სანაქებო ძაღლებიო. მაგრამ რადომღაც გამოწვევა არავინ არ მიიღო. რატომ?
იქნებ ისიც გაიხსენო რამდენი სანაქუბო თუ ისე მონადირე ძაღლი გინახია საველეზე ყნოსვის არგამოვლენის გამო მოხსნილი?
ისე აქაური ძაღლების 0.01% დიპლომს მაინც რო იღებდეს კარგი იქნებოდა. იქ ელიტაში მაინც მიდის ეგ რაოდენობა.

ერთი რამე მაინტერესებს,რა "ევროპელებზე" მეტს ვერ იპოვის ?
თუ გინდა კედელაშვილის ძაღლს შევაჯიბროთ აქაური "ევროპელები" D.gif D.gif D.gif

გიგოს ვენაცვალე!
არ გინდა ჩვენი ძაღლების "კონსერვის ქილებთან" შედარება!
რამდენ მონადირეს ტკენ გულს ხო ხვდები!!!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Aug 12 2013, 16:45
პოსტი #21


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ციტატა
მათ მფლობელებს თავიანთი მეძებრების ხეებზე ჩამოკიდებას ურჩევს

ეს კაცი თუ მართლაც ამას წერს, რბილად რომ ვთქვათ ცუდი კაცი ყოფილა.
ელემენტარული ზრდილობა და სოლიდარობა არ ქონია სხვა მონადირეების მიმართ.


ისეკი როგორც მე მაქვს წაკითხულ-გაგებული ამ ფორუმზე, მაგ ანტს მამა თუ ბაბუა ევროპული მოშენების ძაღლი ყავს.ოღონდ ზუსტად არ მახსოვს ფრანგული თუ იტალიური.
იბადება მარტივი კითხვა, რატომ აიყვანა ბატონმა აკოფმა ასეთი სისხლის ძაღლი?
განა არ იყო იმის საშიშროება რომ არამონადირე ძაღლის შთამომავალი თვითონაც არამონდაირე გამოსულიყო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Aug 12 2013, 16:45
პოსტი #22


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




----
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 12 2013, 16:59
პოსტი #23


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



dato 85
ციტატა(dato 85 @ 12th August 2013 - 17:45) *
ციტატა
მათ მფლობელებს თავიანთი მეძებრების ხეებზე ჩამოკიდებას ურჩევს
ეს კაცი თუ მართლაც ამას წერს, რბილად რომ ვთქვათ ცუდი კაცი ყოფილა.
ელემენტარული ზრდილობა და სოლიდარობა არ ქონია სხვა მონადირეების მიმართ.

ეგეთ რაღაცეებს რომ წერდა ბატონი ი.კონოვალოვი ფორუმებზე,იმიტომაც გამიხარდა მისი ფუიასკო!
ციტატა(dato 85 @ 12th August 2013 - 17:45) *
ისეკი როგორც მე მაქვს წაკითხულ-გაგებული ამ ფორუმზე, მაგ ანტს მამა თუ ბაბუა ევროპული მოშენების ძაღლი ყავს.ოღონდ ზუსტად არ მახსოვს ფრანგული თუ იტალიური.
იბადება მარტივი კითხვა, რატომ აიყვანა ბატონმა აკოფმა ასეთი სისხლის ძაღლი?
განა არ იყო იმის საშიშროება რომ არამონადირე ძაღლის შთამომავალი თვითონაც არამონდაირე გამოსულიყო?

თუ არ მეშლება,"ანტის"ბაბუა"არან ჯანალუ"სერბული ძაღლი იყო.
მერე და ვინ თქვა რომ "ევროპელები"არამონადირეები არიან?
თუ დაგეშავ სანადირო ფრინველზე და არაფრისმომცემ ჭენებას არ მოსთხოვ,რაზეც დაგესავ იმაზე ინადირებენ.
მაგრამ ჩვენი მოშენების ძაღლებზე,ჩვენს პირობებში რამდენად უკეთესად ინადირებენეგ კიდევ საკითხავია.
მე მგონია რომ არავითარი განსხვავება სისწრაფის გარდა,არ იქნება.ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გუშინ,მჭადიჯვერში!!!!!!!!!!
ამიტომ ვამბობ,რომ სისხლების შესარევად და გასაახლებლად ეს დართვები აუცილებელია.
მაგრამ იმათ არ ღირს,უკანასკნელი კაპიკები შეაგროვო,ძაღლი ჩამოიყვანო და მერე იმ ძაღლმა ჩვენებურივით ინადიროს............!!!!!!!!!!!!!
ანდა სულაც ვერ ინადიროს და მოსაცილებელი შეგექმნას! newsmile045.gif
დამიჯერეთ,არავითარი ნიშნის მოგებით და ირონიით ამას არ ვწერ. სანამ ევროპელების და ჩვენებურების მიმდევრებათ დავიყოფოდით უამრავი ნადირობები ჩაგვიტარებია ერთად და მეგობრები და ძმაკაცები ვართ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 12 2013, 17:15
პოსტი #24


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



იმ ფორუმის ლინკი იმიტომაც დავდე რომ იქ მივადევნოთ თვალი "ევროპელების" და "ჩვენებურების" კამათს!
იქ გამოითქვა აზრი,რომ პოინტერი თავიდანვე შექმნილია გნოლზე(გრაუსზე)სანადიროთ და სწორედ მასზე მუშაობისას ავლენს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს(სტილი,სისწრაფე)
ტყის ქათამზე და მწყერზე ნადირობა,მითუმეტეს ჩვენს პირობებში,საგრძნობლად განსხვავდება ყირიმის სტეპებში გნოლზე მუშაობის პირობებისგან.
გნოლზე დაგეშილ"სპორტსმენს",რომელსაც არ უნადირია სხვა ფრინველზე,ნამდვილად არ აქვს შანსი "მუშასთან"
აკოპი არ ერიდება და პირდაპირ აცხადებს რომ გნოლზე შეჯიბრში მის ძაღლს რაღაც განსაკუთრებული შანსები "სპორტსმენებთან"შედარებით არ გააჩნია.
ბატონი კონოვალოვი და მისი თანამოაზრეები იქაც და ჩვენთანაც,კი ამტკიცებდნენ რომ ერთი და იგივე ძაღლით ფ.ტ. შეჯიბრშიც მიიღებდნენ კვალიფიკაციას და წარმატებითაც ინადირებდნენ მწყერზე!
არ ხდება ასე!
რაღაც რომ გეძლევა,სხვა რაღაცაში გაკლდება!
ჩვენი ძაღლები იმიტომაც ნადირობენ ნებისმიერ ფრინველზე მეტ ნაკლები წარმატებით რომ ჩვენ შეგნებულად თუ შეუგნებლად ნადირობის სამსხვერპლოზე დავდეთ სისწრაფეც და ხშირ შემთხვევაში სტილიც!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Aug 12 2013, 18:10
პოსტი #25


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ბაბუ

ციტატა
ეგეთ რაღაცეებს რომ წერდა ბატონი ი.კონოვალოვი ფორუმებზე,იმიტომაც გამიხარდა მისი ფუიასკო!


მონადირე რომელიც სხვა მინადირეს ასეთ "რჩევებს" აძლევს თვითონ არის ხეზე დასაკიდი.
კრიტიკა და კონსტრუქციული დიალოგი გამიგია, მაგრამ ასეთი რამეების დაწერა ჩემამდე არ დადის, თუნდაც სულ ეზოს ფინია ძაღლით ნადირობდეს კაცი.

ციტატა
თუ არ მეშლება,"ანტის"ბაბუა"არან ჯანალუ"სერბული ძაღლი იყო

ხო აქ შევცდი, თუმცა სრებების ძაღლებიც ძირითად ფარნგულ-იტალურ ძაღლებიდან მოდის.
ამას გიგო უფორ გვეტყვის. მე არვიცი ზუსტად.
სიმართლე რომ ვთქვა მე მაგათი კურცჰაარები უფრო მაინტერესებს ვიდრე პოინტერები.

ციტატა
მერე და ვინ თქვა რომ "ევროპელები"არამონადირეები არიან?

სამწუხაროდ არის ასეთი "ვარაუდები" ხოლმე.

ციტატა
მაგრამ ჩვენი მოშენების ძაღლებზე,ჩვენს პირობებში რამდენად უკეთესად ინადირებენეგ კიდევ საკითხავია.

ყოველთვის ვიბნევი ამ სიტყვების გამო,
რას ნიშნავ ჩვენი პირობები უნდა დავაკონკრეტოთ.
გეოგრაფიული?
ლანდშაპტი?
ფრინველის რაოდენობა?
ტრადიცია? (რომელიც გულახდილად რომ ვტქვათ არ გაქვს, თუნდაც იგივე რუსებთან შედარებით)

გეოგრაფიით და ლანდშაფტით, ლამის ერთი ერთზე გავს ის აადგილები ჩევ ადგილებს. ჭალები, გორაკები, სათიბები და ასე შემდეგ. ხორვატია და სერბეთი ხო საერთოდ გორაკების და ჭალების ქვეყნაა.
სანადირო ობიექტებიც იგივეა, უბრალოდ ერთი და ძალიან დიდი სხვაობაა ის რომ საქართველოში ბრაკონირების გამო შემცირებულია ფრინველი. იმათ მეტი ფრინველი ყავათ, და მეტი მეურნეობები აქვთ.
თქვენ თუ ამას გულისხმობთ მაშინ მეც გეთანხმებით.

ასევე იმათ იმდენი სანადირო გამოცდაა აქვთ რომ ჩვენც არც დაგვესიზმრება.
ერთი ერთზე გავს ნამდვილ ნადირობას, თავისი მოკვლით, მოტანით, პოვნის და მოკლული რაოდენობით და ასე შემდეგ.
თქვენ როდისმე გინხავთ ასეთი ტიპის საველე საბჭოთა ქვეყნებში ჩატარებული?
მე არ მინხავს, თუ ვინმეს უნახავს დაწეროს და ვილაპარაკოთ.

ციტატა
თუ დაგეშავ სანადირო ფრინველზე და არაფრისმომცემ ჭენებას არ მოსთხოვ,რაზეც დაგესავ იმაზე ინადირებენ.

ბატონო თენგო, ასეთი მიდგომით ჩვენ ვიწვევთ პოინტერის გადაჯიშებას, რადგან პოინტერი და ინგლ. სეტერი სწორედ რომ ასეთი ძებნისთვის გამოჯიშეს.
სწორედ ამას წერენ ამ ჯიშის კორიფეები.
რას ქვია არაფრის მომცემი ჭენება?
ეს ჭენება ჯიშის თვისებაა! ისევე როგორც ნაბულია ჯიშის თვისება!

აბა მაშინ რაღად გვინდა იგნლისური სეტერი თუ ის კატასავით არ დასრიალებს მინდორში?
იგივე ფუნქციას ბრეტონიც ასრულებს და არა ნაკლები წარმატებით.

არ მინოდა ამის დაწერა მაგრამ დავწერ,
გადახედეთ დღევანდელი შეჯიბრის მონაცემებს, პოინტერები და კურცჰაარები ერთი სისწარფით დარბიან. მგონი ყველას 7 უწერია.
ეს არის ჩვენი მეძაღლეობის მიზანი?
მართლაც რომ ლამის ქარივით მორბენალი ძაღლი ჩორთით მოსირულედ ვაქციოთ?

ვისაც მოსწონს ნელი ძაღლები, და მიაჩნია ჩქარი ძებნა ხელის შემშლელია, არაფერი ცუდი არ არის ამაში, უბრალოდ არსებობს შებამისი ჯიშები რომლებიც ბრიწყნავლედ ართმევენ თავს ყველ სახის ნადირობას.

რავიცი რავიცი...
მე ჩემი აზრი მაქვს, სხვას თავისი.
"ევროპულების" და "შინაურების" გზები არ იკვეთება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  < 1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2025 - 06:03