შეჯიბრება "ანტ"-სა და იური კონოვალოვის "ევროპელებს" შორის! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
შეჯიბრება "ანტ"-სა და იური კონოვალოვის "ევროპელებს" შორის! |
![]()
პოსტი
#26
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
dato 85
"აპიატ პრო მორე!!!!!" წავალთ,წამოვალთ ისევ იმ რელსებზე ვდგებით რა! რა მოხდება რომ ადამიანის დაწერილი ბოლომდე წაიკითხოთ და სწორად გაიგოთ! რაღაც რომ გეძლევა,სხვა რაღაცაში გაკლდება! ჩვენი ძაღლები იმიტომაც ნადირობენ ნებისმიერ ფრინველზე მეტ ნაკლები წარმატებით რომ ჩვენ შეგნებულად თუ შეუგნებლად ნადირობის სამსხვერპლოზე დავდეთ სისწრაფეც და ხშირ შემთხვევაში სტილიც! გასაგებად ვწერ,რომ უნივერსალ,ყველაფერზე და ნებისმიერ პირობებში მონადირე ძაღლის მისაღებად,რაღაც უნდა დათმო! უმეტეს შემთხვევაში ეს ზუსტად ის არის,რაც პოინტერს პოინტერად,სეტერს სეტერად აქცევს!ანუ სტილი!!!!!!!!!!! მთელი ჩხუბი და დავიდარაბა მქონდა სულ რაღაც ერთი თვის წინ,როდესაც ვამტკიცებდი რომ ჩვენი არც პოინტერია პოინტერი და მითუმეტეს სეტერი ხო საერთოდ არ პასუხობს სტილის მოთხოვნებს! იმას რომ ამბობ ჩვენი სანადირო პირობები ევროპულისგან არ განსხვავდებაო,ან დიდი ხანია წასული ხარ და დაგავიწყდა,ან არ გინადირია მწყერზე კახეთში!!!!!!!!!! ერთ ევროპულ ქვეყანას თუ დამისახელებ,სადაც კუნძულელებით 2 მეტრიან სიმინდში,ბურიანში ან ნასემიჩკარში ნადირობენ-საერთოდ აღარაფერს ვიტყვი ძაღლების შესახებ! |
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბევრს ვაწყენინე და ბევრმაც მე მაწყენინა,აღარ მინდა ყველაფრის თავიდან დაწყება!
კიდევ ერთხელ ,ხაზგასმით,ვაცხადებ რომ ძალიან გამიხარდა ჩემი მეგობრის,აკოპ კაზარიანის,"ანტის" უპირობო გამარჯვება!!!!!!!!!!!!! მრავალ ასეთ გამარჯვებას ვუსურვებ მომავალშიც!!!!!!!!! ბრავო ანტ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვერ ვხვდები, კონოვალოვის ძაღლები რა შესაჯიბრებელი იყო ძაან მაინტერესებს. მე გითხარით რა ძაღლებასაც უნდა შეაჯიბრონ სხვაობის ნახვა თუ გინდათ. რანდგან ძაღლმა 10 მწყერი იპოვა ე.ი. მაგარი სანადირო ძაღლია? მაგაზე მეტს ნახავდი კონსერვის ბანკებით ე.ი. იგივენაირი ლოგიკით შადიმან კონსევის ბანკებით ნადირობა ჯობია ვიდრე ძაღლით? თან კონსევის ბანკა საერთოდ არ იღლება და 100% შედეგი აქვს. ისე ყელიხაშვილს საფრანგეთიდან ჩამოვანილი ძაღლი რო ყავდა-დედოფლისწყაროში ამ ძაღლს შეეძლო სიცხეში დილიდან საღამომდე 8 ზე ერბინა და ენადირა-მე მინახავს და მინადირია და ბევრ სხვას და დაადასტურებენ ჩემი თუ არ გჯერათ. იქნებ აქაური ძაღლი გამახსენო ერთი მაინც რომელიმე რომელსაც იგივენაირი მონაცემები ქონდა ამ ასპექტში? თუ ფრინველის ნახვის რაოდენობაზეა ლაპარაკი ? აგერ ლევანი იხვეწება კედელაშვილი ჩემ იაგს შევაჯიბროთ თვენი სანაქებო ძაღლებიო. მაგრამ რადომღაც გამოწვევა არავინ არ მიიღო. რატომ? იქნებ ისიც გაიხსენო რამდენი სანაქუბო თუ ისე მონადირე ძაღლი გინახია საველეზე ყნოსვის არგამოვლენის გამო მოხსნილი? ისე აქაური ძაღლების 0.01% დიპლომს მაინც რო იღებდეს კარგი იქნებოდა. იქ ელიტაში მაინც მიდის ეგ რაოდენობა. ხვდები, ჩემო გიგო, როგორ ვერ ხვდები... მაგრამ არ გინდა კია უელემენტარულესი ფაქტები დაინახო, და რატომ იბრმავებ ასე ძალისძალათი თავს (იწვალებ, რაც მთავარია), ეგ კი მართლა გაუგებარია. ძაღლების შეჯიბრზეა ლაპარაკი და ვინ მეტი ნახა და ვინ ნაკლები? თუ აკოფმა უკეთესად ესროლა, ვიდრე კონოვალოვმა? კარგი, რა...რისი ბანკები? რა 100%-იანი შედეგი? საქილიკოა ვითომ ეს ამბავი? ორმა პოინტერმა, ევროპული სწორუპოვარი სელექციის ნაყოფმა, სასახელო მშობლების ნაშიერებმა, ერთი მანქანის ფული რომ ჯდება ჯერ ლეკვი და მერე ჩამოყვანა, 20 წუთის მეტი ვერ ირბინეს, ენები გადმოაგდეს, ნაბული კი არა, პრიხვატკის ცდაც არ ქონიათ ფრინველით სავსე მინდორში, უკანაც არ დაუდგნენ სეკუნდირებაზე და სასაცილოდა გვაქვს ვითომ საქმე? სამწუხაროდ, პირიქით მგონია. რადგან პირადადაც დიდი იმედი მაქვს, ევროპული სისხლის ძაღლები აუცილებლად კეთილ გავლენას მოახდენენ ადგილობრივებზე(მას შემდეგ, რაც ამ საყმაწვილო სენს - თითქოს მათი ერთმანეთთან დართვა დანაშაული იყოს - მშვიდობიანად მოიხდით, უტოპიურ ამოცანებს შეეშვებით და რეალობას თვალს გაუსწორებთ). ღმერთმა ნუ ქნას, თქვენც კონოვალოვის მეძებრებისნაირი "ევროპელები" გამოგადგეთ. ღმერთია მოწამე, ნამდვილად ძალიან მეწყინება. სხვა "უზუსტობებზეც" მინდოდა მეთქვა ორი სიტყვა:ყელიხაშვილის ფრანგი ძაღლების ჩვენთვის არნახულ დაუღლელობაზე, (ცნობილი ლექსის სტრიქონებია: "მაგრამ მტერს ისიც შეაშინებდა, ერთხელ ხმამაღლა, რომ ვთქვა - მარაბდა!" ჰოდა,ხმამაღლა არა, ჩუმად ვიტყვი, ჩურჩულითაც საკმარისია - ჯიმი!! ![]() ![]() ამ დონეზე ვიდისკუსიოთ? |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
შადიმან ეტყობა სხვა რამეზე ვლაპარაკობთ. თუ არ ვარგიან ევროპელები რა კარგი გაველენა უნდა მოახდინინ აქაურ მონადირე ძაღლებზე ვერ ვხვდები.
რა უნდა გააუმჯობესოთ ევროპული ძაღლზე დართვით აქაურებს? სისწრაფე ? რომელის არ გჭირდებათ, თუ სტილი რომელის საერთოდ არ გაინტერესებთ(და მონადირე ძაღლს არაფერში არ ჭირდება) თუ შორს გასვლა რომელიც აქურ ნადირობის პირობებთან ჰარმონიაში ვერ მოდის. ძაან მაინტერესებს? ჰოდა მაგ საყმაწვილო სენით მონადირე ძაღლებს უფრთხილდებით სპორტულებად არ გადაიქცნენ. ჯიში და სტილი საერთოდ დაივწყეთ? შენი ჩამოთვლილი ძაღლებიდან რომელს ჰქონდა თუ აქვს თავისი ჯიშის შესაბამისი სტილი და ძებნის მანერა? კარგი მონადირე ძაღლი- შეფასების კრიტერიუმი როა იმიტომ გვაქვს კარგად საქმე დღეს სანადირო მეძაღლეობაში. სეტერი სეტერს არ გავს და პოინტერი პოინტერს ჩვენ კიდე ვდგავართ და ევროპელებისაკენ ვიშვერთ ხელს. კარგად ნადირობს ყველა ძაღლი თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. მაგრამ ნადირობს განა თავის ჯიშის შესაბამისად? მე ევროპიდან რო ამყავს ძაღლი იმიტომ ამყავს რომ იმედი მაქვს პოინტერი გაიზრდება ნამდვილად. თუ არ ივარგა ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, და ძაღლში ფულის გადახდაც არ მენანება. არ ივარგებს? არ დაირთვება -ძალიან მარტივია. შეიძლება მოვიშორო კიდეც თუ პოინტერს არ დაემსგავსა მინდორში. აქ რო ავიყანო იაფი დამიჯდება და რას უნდა ველოდო? პოინტერს მინდორში? წვალება უფრო ესაა მგონი - ამის შანსი ხომ 0.01 % არაა. შადიმან რა უნდა დავინახო ანტის მუშაობაში ის რომ 10 მწყერი ნახა? და კონოვალოვის ძაღლებმა კიდე ტყუილად ირბინეს და 15 წუთში დაიღალნენ? კი დავინახე მერე აქედან როგც გავიგე შენ გამოგაქ დასკვნა რომ ევროპული ძაღლები 15 წუთზე მეტს არ დარბიან და თან ფრინველს არ ეძებენ? მე ეგეთ დასკვნას ვერ გამოვიტან რადგან უამრავი სხვა რამ მაქვს ნანახი. მაგაზე მეტ მწყერი პირატას რომ ეპოვა მაგ მინდორში და მეტი ხანი არ დაღლილიყო-იმას ნიშნავს რომ დრათჰაარი ჯობია პოინტერს? კონსევის ქილებთან ასოცირება სწორედ თქვენმა შედარებამ წამოიტვტივ იმან 10 იპოვა იმან 0 კონსევმა სუყველა))) მარტო პოვნაზეა საქმე? ერთი კი რჩება გამოცანად-ამ სანადირო ქვეყანაში სადაც ამდენი მონადირე ძაღლია 1 შეჯიბრი არ ჩატარებულა ნადირობაში-მოკვლა მოტანით. ევროპაში კიდევ სადაც საერთოდ მონადირე ძაღლები არ ყავთ უკვე რამდენი წელია ამდაგვარი შეჯიბრები უამრავი ტარდება-ნეტავ რატომ? თენგო მე კამათის დროს არასოდეს ვცხარდები ხოლმე პირიქით უფრო სახალისო საქმეა ჩემთვის-ცოტა წერა რო არ მეზარებოდეს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ კონკრეტულად წესებზე ვილაპარაკოთ- შევადაროთ ევროპული და აქოური- რის მიხედვითაც განისაზღვრები როგორი უნდა იყოს ძაღლი. გინდაც ცალკე თემა გავხსნათ. |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მე არც ექსპერტი ვარ და არც ვაპირებ ვიყო,მაგრამ 1-სმეც ვიტყვი თუ შეილება:
ძაღლს რომელთანაც თოფით გახვალ მინდორში (ფრინველზე მონადირე) რა თვისებები უნდა გააჩნდეს?!: 1.დამჯერობა 2.გამძლეობა 3.ყნოსვა ---ეს სამი ძირითადი კომპონენტია,რომელიც თუ ძაღლს აქ ინადირებ,ხოლო ამის მერე მოდის უკვე ხარისხის მაჩვენებელი 1.სტილი . სიმართლე გითხრათ ამ ვიდეოების ყურების შემდეგ მე დიდი აღფრტოვანება ვერცერთმა ძაღლმა მომანიჭა,მაგრამ ყველაფერი შედარებითია: ევროპულმა აშკარად ,,ჩაისვარა,, აკოპას ძაღლთან. ეს თუ ამ ვიდეომასალაში კაცმა ვერ დაინახა,ან არ უნდა დაინახოს ან არ იცის რა უნდა დაინახოს!!! და ის არ მესმის კიდე რა უნდა გააუმჯობესოთ ევროპული ძაღლზე დართვით აქაურებს? სისწრაფე ? რომელის არ გჭირდებათ, თუ სტილი რომელის საერთოდ არ გაინტერესებთ(და მონადირე ძაღლს არაფერში არ ჭირდება) თუ შორს გასვლა რომელიც აქურ ნადირობის პირობებთან ჰარმონიაში ვერ მოდის. ძაან მაინტერესებს? აი ეს კი ჩემი აზრით გაუგებარია,და რატომ არა? ან ვინ თქვა,რომ ჩვენ მეხორცეობით ვართ დაკავებულები და ესთეტიკა და სილამაზე არ გვაინტერესებს????სისწრაფეც გვჭირდება,სტილიც გვაინტერესებს და შორს გასვლაც ზომიერების ფარგლებში ბატონო ჩემო ![]() ![]() ბოლო - ბოლო სხვა რომ არაფერი ახლაი სისხლი არავის და არაფერს აწყენს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#31
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
არ ვაპირებ კამათს, მე პირადად ესეთი ძაღლები მინდა მყავდეს და არა ძუნძულით მოსიარულე უსტილო სეტერი და პოინტერი.
რით ვერ ინადირებს და გასიამოვნებს საქართველოში ვერ ვხვდები ირლანდიური ფანი |
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
gagrinski
რით ვერ ინადირებს და გასიამოვნებს საქართველოში ვერ ვხვდები კი,მინდორში ან ნამკალში თუ დაგხვდა მწყერი იცოცხლე,გასიამოვნებს თან როგორ გასიამოვნებს!!!!!! მაგრამ აი ბოდბე - მაღაროში,ნასემიჩკარში ,ბურიანებში, მაღალ შალაფაში (სადაც 90 % გვიწევს ნადირობა) რას გასიამოვნებს,ეგ კიდევ საკითხავია. თუ შეძლებ და მოიპოვებ,იქნებ შენ ან ვინმემვინმემ მაინც დადეთ ვიდეო ამ ძაღლებით რეალური ნადირობის და არა საველე შეჯიბრების! დავიჯერო,თუ ამ ძაღლებით ნადირობენ,ვიდეო არავის გადაუღია? |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სანამ კონოვალოვი ამ დუელში გაიყვანდა თავის ძაღლებს, თავადაც და მისი სამეგობროც დარწმუნებული იყვნენ, რომ ანტსაც და ნებისმიერ არაევროპელს შანსი არ ჰქონდა მათთან. ვიმეორებ, სანამ ეს გასვლა შედგებოდა მანამ ასე ფიქრობდნენ, ნახეთ ის ხუთასგევრდიანი თემა პოინტერზე. მაგრამ იმ დღის შემდეგ კი უცებ კონოვალოვის პოინტერები ისევ მისმა სამეგობრომ არაფრისმაქნისად ჩათვალა, რადგან კონკრეტული დამარცხების აღიარება უჭირთ. ამით მე პირადად არ მიმაჩნია, რომ ან ანტი ან სნაიპი, ან ჩემი და სხვა ,,აქაური" მეძებრები ბევრად მაღლა დგანან, პირიქით, ჩვენ სულ იმას ვამბობთ, რომ დიდი და სამონადირეო ძებნის ძაღლების სისხლები აუცილებელია სტილის, სისწრაფის შესანარჩინებლად, სელექციისთვის, არ ვაგინებთ და ვლანძღავთ, აქეთ კი არც ერთი სიტყვა არც დაწერილა და თქმულა ჩვენს ძაღლებზე დადებითი, გარდა სანაგვეზე გადასაყრელისა, ეს არ მესმის, რატომ უნდა შემიდარონ, როგორც გიგო, შენ გააკეთე კონსერვის ქილასთან ჩემი ძაღლი. საწყენია, მაგრამ რას ვიზამთ, მეგობრები ვართ...
|
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს ვიდეო გიგა-მეგუს ხათრით |
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
იქ შეჯიბრების ვიდეოებმა და თემამ გამახარა, მაგარი იყო, მაგრამ აქ რა ხდება ვერ გავიგე, პახმელიაზე კი ვარ, მარა გონება კი არ დამიკარგავს, რატო ხდება რომ თემას ყოველთვის ვცდებით და სადღაც მივდივართ, ახლა ამ თემაში დაწერილი ბევრი პოსტი და დადებული ვიდეოები რა კავშირშია თემის სათაურთან და დედააზრთან. ამ განყოფილებას ხომ ყავს უფროსობა, სანამ უაზრობებში გადაიზრდება, რაც უკვე დაწყებულია, მიხედეთ...
|
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
როგორც ადმინისტრატორი მოგიწოდებთ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, რომ თემა შევინარჩუნოთ.
არ მინდა დავხურო თემა, ვინაიდან სწორი დისკუსია ბევრ ახალბედას საინტერესო ინფორმაციებს შესძენს. თხოვნით მოგმართავთ, მაქსიმალური პატივისცემა იყოს ყველას პოსტში, წინააღმდეგ შემთხვევაში თემას დავხურავ და შემდგომში წავშლი კიდეც. |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შადიმან ეტყობა სხვა რამეზე ვლაპარაკობთ. თუ არ ვარგიან ევროპელები რა კარგი გაველენა უნდა მოახდინინ აქაურ მონადირე ძაღლებზე ვერ ვხვდები. რა უნდა გააუმჯობესოთ ევროპული ძაღლზე დართვით აქაურებს? სისწრაფე ? რომელის არ გჭირდებათ, თუ სტილი რომელის საერთოდ არ გაინტერესებთ(და მონადირე ძაღლს არაფერში არ ჭირდება) თუ შორს გასვლა რომელიც აქურ ნადირობის პირობებთან ჰარმონიაში ვერ მოდის. ძაან მაინტერესებს? ჰოდა მაგ საყმაწვილო სენით მონადირე ძაღლებს უფრთხილდებით სპორტულებად არ გადაიქცნენ. ჯიში და სტილი საერთოდ დაივწყეთ? შენი ჩამოთვლილი ძაღლებიდან რომელს ჰქონდა თუ აქვს თავისი ჯიშის შესაბამისი სტილი და ძებნის მანერა? კარგი მონადირე ძაღლი- შეფასების კრიტერიუმი როა იმიტომ გვაქვს კარგად საქმე დღეს სანადირო მეძაღლეობაში. სეტერი სეტერს არ გავს და პოინტერი პოინტერს ჩვენ კიდე ვდგავართ და ევროპელებისაკენ ვიშვერთ ხელს. კარგად ნადირობს ყველა ძაღლი თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. მაგრამ ნადირობს განა თავის ჯიშის შესაბამისად? რა გასაკვირია, რომ კამათი ვერ გამოდის. მით უფრო დისკუსია. სოფისტების ცნობილი ხერხია, ჯერ მცდარ წინაპირობას გამოაცხადებ უცილობელ ჭეშმარიტებად, მერე ამ თეზაზე ააგებ ლოგიკურ მსჯელობას და ბოლოს "მართებულ" დასკვნებს გამოიტან. ნახე, რამდენი, რბილად რომ ვთქვა, უსაფუძვლო ბრალდება გაქვს ამ ერთ აბზაცში... ვინ ამბობს, როდის გვითქვია, რომ ე.წ. ევროპელები ზოგადად არ ვარგიან? აქ ევროპიდან ჩამოყვანილი, საფილდტრაილერო ძაღლების ორ კონკრეტულ შთამომავალზე იყო საუბარი, რომლებსაც პატრონი, ცნობილი ექსპერტი, მაგრამ ასევე ცნობილი ცინიკოსი და ტრაბახა კონოვალოვი თავად გეშავს. სისწრაფე თურმე არაფერში გვჭირდება - ეს აქსიომაა. რა თქმა უნდა, აქსიომაა ისიც, რომ სტილი საერთოდ არ გვაინტერესებს. აგერ ახალგაზრდები დაარწმუნეთ უკვე, რომ ჩვენ მოძუნძულე, მიწაში ცხვირჩარგული პოინტერები და სეტერები გვირჩევნია, ასეთი ძაღლები გვყავს დღეს და ადრეც სულ ასეთები გვყავდა. აქედან კი უკვე შორი კი აღარაა კონოვალოვის რჩევამდე, აქაური ძაღლები ყველა ხეებზეა ჩამოსაკიდიო. ლოგიკას თუ გაყვები - ეგრეა. მეორე კიდე - არასწორი ტერმინების დამკვიდრების თემა. მაგ. ამბობთ "ევროპული სანადირო ძაღლები" და გულისხმობთ საფილდტრაილერო, საშეჯიბრო ძაღლებს, რომლებიც გინდა დიდი ძებნა თქვი და გინდა სანადირო ძებნა, ევროპაში არსებული მონადირე ძაღლების 1%-საც კი არ შეადგენს. სინამდვილეში ევროპელი მონადირეების უმრავლესობას შეხება არასოდეს ქონიათ ფილდ-ტრაილერებთან და მშვენივრად გრძნობენ თავს, ნადირობენ "ჩვეულებრივი" სამომხმარებლო ძაღლებით, კაის კლავენ, კაის ჭამენ და კაის სვამენ. ![]() ჯიშთან შესაბამისობის თემაზე აღარაფერს ვიტყვი. გენოფონდის 99% ასე უპრაგონოდ სანაგვეზე გადასაყრელად რომ იმეტებთ და იმ ყბადაღებულ "საველე სტანდარტის" იდეალურად ვერსშესრულების, ოდნავ გადახვევის შემთხვევაში, იმას კი არ ამბობთ, საფილდტრაილეროდ, საშეჯიბროდ არ გამოდგებიანო, არა - საერთოდ არა გახლავან ესენი პოინტერები და სეტერები, უჯიშო დვარნიაშკები არიანო. ამას საყმაწვილო სენი აღარ ქვია. |
|
|
![]()
პოსტი
#38
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვაგრძელებ თემას: ასეთივე ჩვენც შეგვიძლია ჩავატაროთ. ახლა ყველგან მწყერია, 1 საათი მიეცეს ორ ძაღლს და ამ დროის მანძილზე ვისი მფლობელიც მეტ მწყერს ესვრის მისი ნაბულიდან ის იყოს გამარჯვებული, მიუხედავად მოკლული მწყრის რაოდენობისა, მთავარი ხომ ძაღლის მუშაობაა
|
|
|
![]()
პოსტი
#39
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი ![]() |
ზაზა
მშვენიერი იქნებოდა ნამდვილად და მგონი აქაც ბევრი რამე გახდებოდა ნათელი... მოკლედ +1 მაგ აზრს |
|
|
![]()
პოსტი
#40
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
+1
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 21:39 |