გერმანული იაგდტერიერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

86 გვერდი V  « < 14 15 16 17 18 > »   
Reply to this topicStart new topic
გერმანული იაგდტერიერი
aragveli
პოსტი Aug 17 2010, 14:49
პოსტი #221


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მორჩილებაშიც ბევრად ჩამორჩება მეძებარს მაგარი ხისთავაა რაც მე მიყურებია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 17 2010, 15:14
პოსტი #222


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



დიდი მადლობა, გაიხარეთ, მე წელს ვაპირებ პირველად იაგით ნადირობას, ვიწყებ მწყერით. შედეგებს აუცილებლად მოგახსენებთ

საბედნიეროდ ჩემი ასე თუ ისე მემორჩილება და მაგის პრობლემა არ მაქვს

ციტატა(qarqashadze @ 17th August 2010 - 15:44) *
ასევე რთულია იაგდით ნადირობა იმ ადგილებში სადაც ჭარბად არის ტურა-მელა.კვალი თუ იყნოსა,დამთავრებულია შენი ნადირობა

+1000, მაგას დავამტებ ასევე თუ სადმე ახლომახლო წყალი და ჭაობიანი ადგილია ეგრევე თავით ერჭობა და სანამ არ იჯერებს კარგად გულს ვერ ამოიყვან. მაგის ეს თვისება იმედია იხვზე ნადირობისას გამომადგება newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 17 2010, 15:15
პოსტი #223


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Jager_Man
მთავარია დაამუღამე იმის გარჩევა ნადირის კვალს რომ დაადგება და იმწუთას მოხსენი.
ამას თუ შეძლებ,პრობლემა არ გექნება,მითუმეტეს თუ მორჩილი და დამჯერეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
beberi iagi
პოსტი Aug 18 2010, 11:37
პოსტი #224


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 422
რეგისტრ.: 8-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(aleksandre @ 17th August 2010 - 15:49) *
მორჩილებაშიც ბევრად ჩამორჩება მეძებარს მაგარი ხისთავაა რაც მე მიყურებია.

მეძებარს თუ მინდორში მორჩილებაში ჩამორჩება ეგ არ ნიშნავს იმას რო ხისთავაა,, ის კონკრეტული ძაღლი იყო ხისთავა ვისთან ერთადაც მოგიწია ნადირობა ან არ იყო სათანადოდ აღზრდილი..... იაგდი ძალიან ჭკვიანი ძაღლია და უსწრაფესად ითვისებს და ასრულებს ბრძანებებს... !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 18 2010, 15:08
პოსტი #225


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



beberi iagi
სრულიად გეთანხმები და არაგველის საყურადრებოდ დავამატებ, რომ ხისთავიანი ძაღლები საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. ნებისმიერი ჯიშის ძაგლებში განარჩევენ 3 ტიპის ძაღლებს 1. ძლიერ აზარტულები და აგრესიულები, 2. შედარებით წყნარები და მშვიდები, და ბოლოს 3.მშიშრები. ამის გარჩევა ლეკვობაშივე შეიძლება, აქ მაგაზე საუბარს არ დავიწყებ. ამის ცოდნა თავშივე მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესაბამისი აღზრდაა საჭირო. ასევე ძაღლის აღზრდის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძაღლის ფსიქოლოგიის ცოდნა. ნებისმიერი ძაღლი ცხოვრობს ხროვის პრინციპით და ის ყოველთვის ცდილობს იმ გარემოში სადაც ის იზრდება იყოს ლიდერი. სწორედ მაშინ როცა ძაღლი გრძნობს, რომ ის არის ლიდერი და ყველა მის ჩკუაზე დადის მაშინ ხდება ის ხისთავიანი და დაუმორჩილებელი. იმისათვის რომ მან იგრძნოს, რომ თქვენ ხართ ლიდერი და არა ის, არსებობს სამი მთავარი, ძალიან მარტივი მომენტი, რომელსაც პატრონმა ყოველთვის ყურადრება უნდა მიაქციოს:
1. ძაღლი არასდროს არ უნდა გაუშვათ თქვენზე წინ ნებისმიერ გასასვლელში(კარებში, ორღობეში, ლიფტში და ასე შემდეგ);
2. ძაღლმა ყოველთვის უნდა ჭამოს პატრონის შემდეგ(ეს იქნება სახლში, ნადირობისას თუ ნებისმიერ ადგილზე სადაც ერთად ჭამა გვიწევს)
3. არასდროს არ გადააბიჯო წამოწოლილ ძაღლს(მან ყოველთვის კეთილი უნდა ინებოს როცა პატრონი მოდის წამოდგეს და გაატაროს)
ამას გარდა არსებობს კიდევ ძალიან ბევრი ნიუანსი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ძაღლის აღზრდის დროს თუ გინდათ, რომ ის დაგემორჩილოთ და იგრძნოს, რომ თქვენ ხართ ლიდერი და არა ის.
ამდენი წერა მომიწია იმიტომ, რომ (ვიცი, რომ ეს ყველაფერი სხვა თემაში უნდა იყოს), იაგებზე არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ ისინი არიან ძალიან ძნელად გასაზრდელები, დაუმორჩილებლები, ავები და ხისთავიანები.
ჩემი იაგი (წლის და 2 თვის) ყველა ბრძანებას ასრულებს ხელის მოძრაობაზე, მათ შორის ყეფს კიდეც გარკვეული ნიშნის მიცემის დროს, თუმცა ამას ყველაფერს მას ჯერჯერობით ვერ მოთხოვ საველე პირობებში, რაზეც ალბათ კიდევ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მომიწევს მუშაობა, მთავარია დრო იყოს.
ასე, რომ ნუ გავლანძღავთ ჩვენს ერგთგულ ოთფეხა მეგობრებს, თუ ისინი რამეს აშავებენ მხოლოდ და მხოლოდ მათი პატრონების ბრალია(საუბარია ნებისმიერი ჯიშის ძაღლზე).
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 18 2010, 15:20
პოსტი #226


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



კარგი ბატონო იყოს მასე იმედია მოგვიწევს ერთად ნადირობა თქვენი დამჯერი იაგებით ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 18 2010, 17:12
პოსტი #227


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



aragveli
ღმერთმა გისმინოს, დიდი სიამოვნებით ვინადირებ შენთან ერთად. ალეკო მე გონჩიც მყავდა ანგლო რუსი, ის მართლა გენიოსი იყო, ვინც ნახულობდა ყველა აღიარებდა, წყნეთიდან მყავდა წამოყვანილი. ასე რომ გონჩების გემოც ვიცი და დიდი სიამოვნებაც მიმიღია მაგ ძაღლებით ნადირობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 18 2010, 19:18
პოსტი #228


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მერე და რატომ ხართ უძაღლოთ ,გონჩით მოწამლულები როგორც წესი გონჩის გარეშე ვეღარ ძლებენ ხოლმე d778bc34f693c93907196ff195628213.gif . რამ გაიძულათ იაგზე გადასვლა/?ისეთი პროფესია გვაქვს ვინადირებთ ერთად newsmile045.gif newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 18 2010, 21:16
პოსტი #229


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხო,ხო,ხო,რა დისკუსიაა ბიჭო.

იაგდი უშიშარი მეომარია,ჯარიასკაციაო,ასე ეძახიან მას.პატივს ვცემ ამ ჯიშს და აქვე ჩემს აზრსაც გეტყვით იაგდისტებო:

ალექს,იმ სამი ტიპის ძაღლებიდან შენი ბაქსი რომელს განეკუთვნება?მე მგონი ძლიერ აზარტულს.შედარებით მშვიდი ჩანს ჩვენი ფორუმელის safgio-ს როკო,მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით.ქუჩის ძაღლებთან ჩხუბის დროს დაზიანების გამო გაკეთებული სამი ოპერაცია რაზე მეტყველებს?მშვიდებში და გაწონასწორებულებში ჩავწეროთ როკო თუ აგრესიულ-აზარტულებში?
მე მგონი ამ ძაღლებზე ხაზგასმით ვერავინ იტყვის ასეთი ხასიათი აქვს და ა.შ.მათ მიმიკაზე ვერ მიხვდები რას აპირებს.თავს შეაკლავს სოროში ან სხვა ადგილას ნებისმიერ მასზე ძლიერ ნადირს ანუ ფსიქიკა მთლად დალაგებული არ აქვს,უკან არ იხევს,შემართული მოჩხუბარია.
არ ვლანძღავ მათ,იმას ვწერ რაც მინახია,გამიგია და წამიკითხავს.

მშიშარა,რასაც ალექს შენ ამბობ,თავიდანვე ბრაკია და მასზე არ შევჩერდები.რაც შეეხება შედარებით წყნარს და მშვიდს,ესეც საკამათოა იაგდის შემთხვევაში,რადგან მხოლოდ აზარტული და აგრესიული იაგდია ჯიშის თვისებების მატარებელი,მათი ნადირობის შემდგომი სურათები ხო ვნახეთ ამ ფორუმზე,სოროდან კოხტად გამოსული იაგდი არ არსებობს,ის ყოველთვის სისხლიანი და ტრავმირებულია.

აბა,გამაკრიტიკეთ ახლა... newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Aug 18 2010, 21:51
პოსტი #230


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზაზა
გალელი სელივანოვი ხარ რააა, მაგაარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
beberi iagi
პოსტი Aug 18 2010, 22:45
პოსტი #231


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 422
რეგისტრ.: 8-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



პირდაპირ ვიტყვი საქართველოში 99% იაგდები საშინელი პსიქიკისანი არიან და არ შეიძლება ამ ძაღლებიდან გამომდინარე მთლიანად იაგდების ფსიქიკაზე ვისაუბროთ.... თანამედროვე იაგდები ძალიან გაწონასწორებულები არიან და არავითარი პრობლემა არ აქვთ ძაღლებთან... მე პირადად მაქვს ნანახი ლევან კედელაშვილის ძაღლი კირკიტა მდევართან ერთად დასდევდა მელას, რომელიც თვითონ გამოაგდო ტრუბიდან.... რუსეთი და უკრაინა აიგეთ ყელსაბამის გარესჰე დაყავთ ძაღლები გამოFენაზე იმ დგეს უყურე ერთ მეგობარს ქონდა გადაღებული ტელეფონით.. 'ერთი იაგდი მყავს კიდე ვაპირებ ნოემბრისრთვის ვ ევროპიდან ჩამოყვანას და იმედი მაკვს ბევრსი აზრს შევცლი ამ ძაღლებთან დაკავშირებით,,, ისე ლევანის კირკიტა შესანიშნავი მაგალითია იმისა თუ როგორი უნდა იყოს იაგდი, გაწონასწორებული და ძალიან აზარტული ნადირობისას.!!... კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმედი მაქვს არავის ეწყინება დგეს საქართველოში იაგდების ხარისხი უსაშინლესიააა!!!!!!! vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 19 2010, 09:20
პოსტი #232


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



ზაზა
ჩემო ზაზა, ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, იაგებში ფაქტიურად არ არიან მშიშრები, მაგრამ რაც შეეხებათ აგრესიულებს და შედარებით გაწონასწორებულებს ნამდვილად არსებობს. სანამ იაგს ავიყვანდი 2 თვის განმავლობაში ამ ჯიშის შესახებ თუ რამე ლიტერატურა და ფორუმი იყო ინტერნეტში თითქმის ყველაფერი წავიკითხე და მაგიტომ ვამტკიცებ ამას დაბეჯითებით, ასევე გავეცანი ძალიან ბევრ ლიტერატურას ძაღლების ფსიქოლოგიაზე. ყველგან საუბარია იმაზე, რომ არაა საურველი იაგი იყოს ძალზე აგრესიული, ჯობია იყოს ფრთხილი და გაწონასწორებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ მან მხოლოდ რამოდენიმე სეზონში დაასრულოს თავის მოღვაწეობა(პრინციპში ძალიან იშვიათია იაგი თავისი სიკვდილით მოკვდეს), განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სოროებში და ტახზე ნადირობენ. აგრსიის ჩახშობაც აღზრდის საქმეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 19 2010, 09:35
პოსტი #233


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



.ზაზა
რაც შეეხება ჩემ ბაქსისვთვლი, რომ არის ნორმალური, ჯერჯერობით არ გამოუმჯღავნებია ზედმეტი აგრესია, კი იცი სადაც იზრდება, მაგრამ ჯერ არც ძაღლთან უჩხუბია და არც ვინმე შეუჭამია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 19 2010, 10:06
პოსტი #234


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კაი,გავაგრძელებ,როკო ამ დილით ვნახე,ფეხზე ძლივს იდგა,ყური მოგლეჯილი,სულ სისხლში,დილით დაუგლეჯიათ დვარნიაჟკებს და ეს უკვე მერამდენედ,ნორმალური ფსიქიკის ძაღლს ერთხელ რომ ეგ დაემართება,იმ ხროვას მეორედ მაინც უნდა გაერიდოს,მაგრამ სადაა ინტელექტი...
უცხოეთში არჩევენ სოროში შესაშვებს,რომელიც თითქმის განწირულია,მათ სპეციალურად გეშავენ ამისთვის და არის სხვა ხაზი ,რომლებსაც ხელოვნურ სოროებში უშვებენ,შეჯიბრებებზე.
მეც,ისევე როგორ თქვენ ამ ინფოებს ინტ-დან,ტელევიზიებიდან და სხვა წაყაროებიდან ვიღებ.
ალექს,ნამდვილად ვისურვებ ბაქსი ლაბრადორივით გონიერი გამოვიდეს,მაგრამ ის მაშინ იაგდი არ იქნება.
ნამდვილი იაგდი გიჟია და 2-5 თვის მერე თავად აღიარებ ამას.
რაც შეეხება იაგდებით და გონჩებით ნადირობას,კი ბატონო,ჩემი თვალით მინახია,როკო გონჩებთან ერთად ტყეში მუშაობდა,მაგრამ მორჩებოდა დევნა და იწყებოდა ომი.

ვერ დაგარწმუნეთ და ამას ჯობია,ერთხელ ერთად გავიდეთ ,მაგრამ მე ჩემს პოინტერს სახლში დავტოვებ,მაინც მოვარიდებ newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 19 2010, 10:25
პოსტი #235


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



aragveli
რაც შეეხება იაგის უპირატესობას გონჩთან, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ბუნებრივ პირობებზე, თუ სად გიწევს ნადირობა ან მისი აღზრდა, ქალაქის პირობებში(კორპუსში ან ბინაში) წარმოუდგენლად მიმაჩნია გონჩის გაზრდა, ასევე მნიშვნელოვანია სად გიწევს ნადირობა. იქ სადაც მე ვნადირობ ძირითადად მიწევს ფრინველზე ნადირობა, ძალიან შეზღუდული რაოდენობით არის კურდღელი და მელა. ასე რომ ასეთ პირობებში საუკეთესო ვარიანტია გყავდეს იაგი, რომელიც მეტ–ნაკლები წარმატებით ნადირობს ყველა სახის სანადირო ობიექტზე. ფაქტია, რომ მწყერზე პოინტერზე, სეტერზე და დრათხარზე უკეთესად ვერ ინადირებს, მაგრამ წყლის ფრინველებზე ნადირობისას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მათ. ასევე საკმაო წარმატებით ნადირობს კურღელზე , მელაზე და შესაბამისი დაგეშვის პირობებში შეუძლია ინადიროს ჩლიქოსნებზეც. ზემოთ როგორც მახსოვს დავა იყო ღორზე ნადირობისას გონჩისა და იაგის უპირატესობებზე და ვიტყვი, რომ იაგის ერთ–ერთი უპირატესობა არის ის რომ ის არის ტანად პატარა, ღორს მისი არ ეშინია და ებმება მათთან ორთაბრძოლაში, ამ შემთხვევაში მონადირესათვის ადვილია ამ ადგილთან შეუმჩნევლად მიახლოეება. ეს არის იაგებით(საურველია 2 მაინც გაწონასწორებული ერთმანეთთან შეგუებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ერთმანეთსაც დაუწყონ ჩხუბი) ღორზე ნადირობის კლასიკური მეთოდი. გონჩივით რომ იაგი ვერ გამოედევნება ღორს ეგ მე მგონი საკამათო თემა ნამდვილად არაა. იაგზე ასევე მაქვს წაკითხული ერთ–ერთ ლიტერატურაში, რომ მას სიხლის კვალი შეუძლია აიღოს 48 საათის შემდეგაც კი, ანუ ეს მეტყველებს იმაზე, რომ დაჭრილ ცხოველზე და ფრინველზე იაგი არის შეუდარებელი.

ზაზა
შენი როკიც წამოიყვანე, ნუ გეშინია, ჩემი ბაქსი არის ჭკვიანი და დამჯერე, დღეს გავატარე სამ მონადირე ძაღლთან ერთად მწყერზე, არც უჩხუბია და ისე მემორჩილებოდა და და ისე კარგად ამოყავდა მწყერი, რომ გაოცებული დავრჩი. ჯერ ჯერობით სიმართლე გითხრა შეწყვილებულად არ ვანადირებ, არა ჩხუბის შიშის გამო, უბრალოდ ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს სასწავლი და მირჩევნია ეს წელი ცალკე ვანადირო. ისე რო იცოდე მანქანის საბარგულით ერთად დამყავს დრათხარი და იაგი სანადიროდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

86 გვერდი V  « < 14 15 16 17 18 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2025 - 00:27