გერმანული იაგდტერიერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

86 გვერდი V  « < 15 16 17 18 19 > »   
Reply to this topicStart new topic
გერმანული იაგდტერიერი
beberi iagi
პოსტი Aug 18 2010, 22:45
პოსტი #231


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 422
რეგისტრ.: 8-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



პირდაპირ ვიტყვი საქართველოში 99% იაგდები საშინელი პსიქიკისანი არიან და არ შეიძლება ამ ძაღლებიდან გამომდინარე მთლიანად იაგდების ფსიქიკაზე ვისაუბროთ.... თანამედროვე იაგდები ძალიან გაწონასწორებულები არიან და არავითარი პრობლემა არ აქვთ ძაღლებთან... მე პირადად მაქვს ნანახი ლევან კედელაშვილის ძაღლი კირკიტა მდევართან ერთად დასდევდა მელას, რომელიც თვითონ გამოაგდო ტრუბიდან.... რუსეთი და უკრაინა აიგეთ ყელსაბამის გარესჰე დაყავთ ძაღლები გამოFენაზე იმ დგეს უყურე ერთ მეგობარს ქონდა გადაღებული ტელეფონით.. 'ერთი იაგდი მყავს კიდე ვაპირებ ნოემბრისრთვის ვ ევროპიდან ჩამოყვანას და იმედი მაკვს ბევრსი აზრს შევცლი ამ ძაღლებთან დაკავშირებით,,, ისე ლევანის კირკიტა შესანიშნავი მაგალითია იმისა თუ როგორი უნდა იყოს იაგდი, გაწონასწორებული და ძალიან აზარტული ნადირობისას.!!... კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმედი მაქვს არავის ეწყინება დგეს საქართველოში იაგდების ხარისხი უსაშინლესიააა!!!!!!! vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 19 2010, 09:20
პოსტი #232


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



ზაზა
ჩემო ზაზა, ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, იაგებში ფაქტიურად არ არიან მშიშრები, მაგრამ რაც შეეხებათ აგრესიულებს და შედარებით გაწონასწორებულებს ნამდვილად არსებობს. სანამ იაგს ავიყვანდი 2 თვის განმავლობაში ამ ჯიშის შესახებ თუ რამე ლიტერატურა და ფორუმი იყო ინტერნეტში თითქმის ყველაფერი წავიკითხე და მაგიტომ ვამტკიცებ ამას დაბეჯითებით, ასევე გავეცანი ძალიან ბევრ ლიტერატურას ძაღლების ფსიქოლოგიაზე. ყველგან საუბარია იმაზე, რომ არაა საურველი იაგი იყოს ძალზე აგრესიული, ჯობია იყოს ფრთხილი და გაწონასწორებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ მან მხოლოდ რამოდენიმე სეზონში დაასრულოს თავის მოღვაწეობა(პრინციპში ძალიან იშვიათია იაგი თავისი სიკვდილით მოკვდეს), განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სოროებში და ტახზე ნადირობენ. აგრსიის ჩახშობაც აღზრდის საქმეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 19 2010, 09:35
პოსტი #233


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



.ზაზა
რაც შეეხება ჩემ ბაქსისვთვლი, რომ არის ნორმალური, ჯერჯერობით არ გამოუმჯღავნებია ზედმეტი აგრესია, კი იცი სადაც იზრდება, მაგრამ ჯერ არც ძაღლთან უჩხუბია და არც ვინმე შეუჭამია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 19 2010, 10:06
პოსტი #234


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კაი,გავაგრძელებ,როკო ამ დილით ვნახე,ფეხზე ძლივს იდგა,ყური მოგლეჯილი,სულ სისხლში,დილით დაუგლეჯიათ დვარნიაჟკებს და ეს უკვე მერამდენედ,ნორმალური ფსიქიკის ძაღლს ერთხელ რომ ეგ დაემართება,იმ ხროვას მეორედ მაინც უნდა გაერიდოს,მაგრამ სადაა ინტელექტი...
უცხოეთში არჩევენ სოროში შესაშვებს,რომელიც თითქმის განწირულია,მათ სპეციალურად გეშავენ ამისთვის და არის სხვა ხაზი ,რომლებსაც ხელოვნურ სოროებში უშვებენ,შეჯიბრებებზე.
მეც,ისევე როგორ თქვენ ამ ინფოებს ინტ-დან,ტელევიზიებიდან და სხვა წაყაროებიდან ვიღებ.
ალექს,ნამდვილად ვისურვებ ბაქსი ლაბრადორივით გონიერი გამოვიდეს,მაგრამ ის მაშინ იაგდი არ იქნება.
ნამდვილი იაგდი გიჟია და 2-5 თვის მერე თავად აღიარებ ამას.
რაც შეეხება იაგდებით და გონჩებით ნადირობას,კი ბატონო,ჩემი თვალით მინახია,როკო გონჩებთან ერთად ტყეში მუშაობდა,მაგრამ მორჩებოდა დევნა და იწყებოდა ომი.

ვერ დაგარწმუნეთ და ამას ჯობია,ერთხელ ერთად გავიდეთ ,მაგრამ მე ჩემს პოინტერს სახლში დავტოვებ,მაინც მოვარიდებ newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 19 2010, 10:25
პოსტი #235


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



aragveli
რაც შეეხება იაგის უპირატესობას გონჩთან, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ბუნებრივ პირობებზე, თუ სად გიწევს ნადირობა ან მისი აღზრდა, ქალაქის პირობებში(კორპუსში ან ბინაში) წარმოუდგენლად მიმაჩნია გონჩის გაზრდა, ასევე მნიშვნელოვანია სად გიწევს ნადირობა. იქ სადაც მე ვნადირობ ძირითადად მიწევს ფრინველზე ნადირობა, ძალიან შეზღუდული რაოდენობით არის კურდღელი და მელა. ასე რომ ასეთ პირობებში საუკეთესო ვარიანტია გყავდეს იაგი, რომელიც მეტ–ნაკლები წარმატებით ნადირობს ყველა სახის სანადირო ობიექტზე. ფაქტია, რომ მწყერზე პოინტერზე, სეტერზე და დრათხარზე უკეთესად ვერ ინადირებს, მაგრამ წყლის ფრინველებზე ნადირობისას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მათ. ასევე საკმაო წარმატებით ნადირობს კურღელზე , მელაზე და შესაბამისი დაგეშვის პირობებში შეუძლია ინადიროს ჩლიქოსნებზეც. ზემოთ როგორც მახსოვს დავა იყო ღორზე ნადირობისას გონჩისა და იაგის უპირატესობებზე და ვიტყვი, რომ იაგის ერთ–ერთი უპირატესობა არის ის რომ ის არის ტანად პატარა, ღორს მისი არ ეშინია და ებმება მათთან ორთაბრძოლაში, ამ შემთხვევაში მონადირესათვის ადვილია ამ ადგილთან შეუმჩნევლად მიახლოეება. ეს არის იაგებით(საურველია 2 მაინც გაწონასწორებული ერთმანეთთან შეგუებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ერთმანეთსაც დაუწყონ ჩხუბი) ღორზე ნადირობის კლასიკური მეთოდი. გონჩივით რომ იაგი ვერ გამოედევნება ღორს ეგ მე მგონი საკამათო თემა ნამდვილად არაა. იაგზე ასევე მაქვს წაკითხული ერთ–ერთ ლიტერატურაში, რომ მას სიხლის კვალი შეუძლია აიღოს 48 საათის შემდეგაც კი, ანუ ეს მეტყველებს იმაზე, რომ დაჭრილ ცხოველზე და ფრინველზე იაგი არის შეუდარებელი.

ზაზა
შენი როკიც წამოიყვანე, ნუ გეშინია, ჩემი ბაქსი არის ჭკვიანი და დამჯერე, დღეს გავატარე სამ მონადირე ძაღლთან ერთად მწყერზე, არც უჩხუბია და ისე მემორჩილებოდა და და ისე კარგად ამოყავდა მწყერი, რომ გაოცებული დავრჩი. ჯერ ჯერობით სიმართლე გითხრა შეწყვილებულად არ ვანადირებ, არა ჩხუბის შიშის გამო, უბრალოდ ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს სასწავლი და მირჩევნია ეს წელი ცალკე ვანადირო. ისე რო იცოდე მანქანის საბარგულით ერთად დამყავს დრათხარი და იაგი სანადიროდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
beberi iagi
პოსტი Aug 19 2010, 10:39
პოსტი #236


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 422
რეგისტრ.: 8-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ზაზა
კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩემო კარგო არ შეიძლება ამ ჯიშის ფსიქიკის გაკრიტიკება საქართველოში არსებული იაგდებიდან გამომდინარე,, ჩვენთან არის ქვის ხანა ამ ჯიშთან მიმართებაში და რო არა ლევან კედელაშვილი ისიც არ იქნებოდა... მისი ძაღლი კირკიტა არის ძალიან გაწონასწორებული უკრაინიდან იმპორტირებული, სუფთა გერმანული წარმომავლობის,, ძაღლებთან შესანიშნავად გრძნღობს თავს ნოლი აქვს აგრესია, სანადიროდ კი ძალიან აზარტული... ესეთი ძაღლები უნდა შემოვიყვანოთ ტუ გვინდა ეს ჯიში თავის რეალურ სახეს მივამსგავსოთ და ფუნქცია მივცეთ.. დღეს უმარავი იაგდის მფლობები ერთობა იმით რომ, მისი ძაღლი პატარაა და მაგრად ჩხუბობს,, ეს კატასტროფააა...!!!!!!!! იაგდი მონადირე ძაღლია და ძაღლებთან ჩხუბი მისთვის უდიდესი ნაკლია ესეთ ძაღლებს უცხოეთში არ აჯვარებენ და ზოგგან გამოფენაზეც არ უშვებენ....! ჩემი აზრით ჩვენ ოდნავ მაინც თუ მივმსგავსებით ამ ყველაფერს საერთოდ სხვა იაგდებს მივიგებთ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 19 2010, 11:30
პოსტი #237


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



beberi iagi
+1000
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 19 2010, 12:39
პოსტი #238


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ალექს,
ბაქსის ლეკვის რიგში მეც ვარ რო იცოდე და თუ გაწონასწორებული იქნება და ა.შ. მაგას რა ჯობია.უბრალოდ რაც დილით ვნახე,რა ჭირს როკოს...ძლივს დადის საწყალი.რაც მაგას მოვლა აქვს.პატრონს ჩვეულებრივი მეძებარივით უჯერებს,მაგრამ ქუჩის ძაღლებზე აგრესია აქვს,თავს შეაკლავს.

თქვენც აღიარებთ,რომ აქაურები აგრესიულებიაო,რაც ვნახეთ იქიდან ვაკეთებთ ჩვენც დასკვნებს.წამოიყვანეთ თქვენები საერთო გასვლებში და მერე გავაგრძელოთ.
ალექს,როკის სურათს გაგიგზავნი,ბაქსის აჩვენე და მიეჩვიოს იქნება,თორე მაინც ვერ ვენდობი მაგას newsmile090.gif newsmile035.gif newsmile01.gif

ერთი კითხვა მაქვს ორივესთან:
ის ევროპული გაწონასწორებული,კი ბატონო ძაღლებს არ შეაკლავს თავს,მაგრამ ნადირთა ხროვასთან როგორ მოიქცევა?ან სოროში რო ჩავა,თუ მასზე დიდი დახვდა,უკან დაიხევს?

მე მგონია ამ ძაღლების უშიშარ,შეუპოვარ ხასიათზე ვწერ...თქვენ ვერ გამიგეთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
beberi iagi
პოსტი Aug 19 2010, 14:35
პოსტი #239


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 422
რეგისტრ.: 8-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ზაზა ჩემს ძაღლსაც აქვს რაგაც პრობლემები ძაღლების ამბავში თუმცა მცირე მაგრამ მაინც... და არ შეიძლება რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში იქიდან გამოვიტანოთ დასკვნა იაგდების ფსიქიკის ავკარგიანობაზე...
იაგდი ნადირთან აგრესიული უნდა იყოს, არიან იაგდები რომლებიც სოროში ჩავლებით მუშაობენ ზოგი კი უბრალოდ უტევს და უყეფს,, ეს ინდივიდუალურია... რაც შეეხება ნადირთა ხროვასთან მოქცევას აქ ცოტა შენი შეკითხვა ვერ გავიგე.. რა უნდა ქნას ძაღლმა მოკრძალებულად უნდა უყეფოს და შორს დაიწიროს თავი?? დარწმუნებული ვარ ხროვის დანახვაზე მდევარსაც და იაგდსაც ერთნაირი რეაქცია ექნებათ, მთელი აგრესიით გამოედევნებიან მათ... და ესე რო არ მოიქცნენ ჩემი აზრით დიდი ნაკლი იქნება.... იაგდების ერთადერთი მინუსი ძაღლებისადმი აგრესიაა, რაც ევროპაში 98% გამოსწორებულია, თუ ჩვენთანაც გამოსწორდება,რც მხოლოდ ახალი სისხლების შემოყვანით არის შესაძლებელი, ძალიან უნივერსალი, პრაქტიკული და გაწონაწორებული მონადირე ძაღლები გვეყოლება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Aug 19 2010, 15:48
პოსტი #240


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



ზაზა
ეს ჯიში იმისთვისაა გამოყვენილი, რომ ნადირის, ხროვის და სოროში ჩასვლის რომ არ ეშინოდეს, მაგრამ პატრონმა აქაოდა იაგი მყავსო და წავიდეს და ეგრევე სორში შეაგდოს ან ღორზე მიუშვას ძალიან დიდი შეცდომა იქნება. სანამ რომელიმე ობიექტზე დაიწყებ ნადირობას აუცილებელია ძაღლი დაგეშო, რომ მას მცირედი წარმოდგენა მაინც ქონდეს რაზე მიდის. ეხლა მე რომ ბაქსი სოროში ჩაუშვა და იქ მაჩვი დახვდეს დიდი შანსია, რომ იქედან ცოცხალი ვერ ამოვა, ასევეა ღორზეც. ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება, რომ თავს შეაკლავს. ამიტომ სანამ სანადიროდ წავიყვან მე მაგალითად ყოველთვის ვეცდები შეძლებისდაგვარად გავარკვიო არის თუ არა იმ ტერიტორიაზე სოროები, იცის თუ არა მაჩვი და ასე შემდეგ და ვიქნები უფრო ყურადგებით რომ სადმე სოროში არ ჩამასწროს. სახლში კურდღლები მყავს გალიაში, რომ მიუშვებ ცდილობს სეტკა კბილებით დაღეჭოს, მაგრამ ბაქსის აქვს ერთი კარგი თვისება რომ ვეტყვი ბაქსი შეეშვი(შეიძლება პირველივეზე არა მაგრამ) დაანებებს თავს და გამომყვება. დღეს მაგალითად ღალღას კვალზე დაადგა დიდხანს დევნიდა, მაღალი ბალახი იყო თან გაუვალი, ის იმის ამომფრენი იქედან არ იყო, ერთი ხუთი წუთი ვუყურე, მერე ვუთხარი შეშვი წავედითქო(ხმამაღლა დაძახებაც არ დამჭირვებია) წამოვიდა მშვიდად გამომყვა და გავაგრძელეთ ნადირობა. მეტი რა უნდა ქნას ლაპარაკს ნამდვილად ვერ ვასწავლი.

და კიდევ, რაც შეეხება ერთობლივ ნადირობებს, მომავალ სეზონზე სადაც გინდა იქ წამოვიყვან და გარანტიას გაძლევ არავის არაფერს დაუშავებს. მანამდე პავადოკით წამოვიყვან და თან ვასწავლი როგორ მოიქცეს, რომ მომავალში თავი არ მომჭრას რაიონული მასშტაბით ამხანაგო ღინტუ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 20 2010, 10:51
პოსტი #241


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ორივეს იაგდები გყავთ და ჩემზე მეტი იცით რა თქმა უნდა.ვსიო,არ გედავებით.

მაგრამ...

ერთობლივამდე მაინც ნუ ჩათვლით,რომ მაჯობეთ... newsmile035.gif

მართლა მიხარია,რომ ამ ჯიშის პოპულარობას ხელს უწყობთ და თუ ევროპული სისხლების ჩამოყვანა მოხერხდა,ამას რა ჯობია.

წარმატებულ სეზონს გისურვებთ იგდისტებო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Aug 20 2010, 14:22
პოსტი #242


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზაზა
მე პირადად დიდი სურვილი მაქვს ვინადირო ამ საოცარ ძაღლებთან ერთად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 24 2010, 16:03
პოსტი #243


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Bonehill @ Aug 20 2010, 15:22) *
ზაზა
მე პირადად დიდი სურვილი მაქვს ვინადირო ამ საოცარ ძაღლებთან ერთად.



სურვილი რომ გაქვს კარგია,თან ძუ პოინტერი გყავს,მაგას არ დაუშავებენ არაფერს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Aug 24 2010, 16:37
პოსტი #244


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



იაგი აგრესიულია ამბობს ბატონი ზაზა ,, მე ირნანდიური სეტერი მყავს მიჯერებს ყველაფერში ნახავს უცხო დვარნიაშკას და მირბის საჩხუბრად და არ მიჯერებს მერე,, და იაგზე რა გასაკვირია ცჰხუბი რო უყვარს ... მე რაც მაქ წაკითხული ამ ძაღლზე ისაა რომ აღზრდაში მიზერულ შეცდომას არ გპატიობს.. უნდა ხანგდზლივი ფიზიკური დატვირთვა...


ყავს ჩემ ნაცნობს რო წამოიზარდა და არავინ არაფერი არ ასწავლა გახდა უზრდელი მერე დააბეს მიიგეს უარესი სჰედეგი ახლა დაბმულია სულ .. აუშვებენ სახლს დაარტყამს ერთ 20 კრუგს სირბილით გადახტება მეზობლების ეზოში შეჭამს ქათმებს და ასე შემდეგ .. ყველაფერი ამის მერე მე მაინც არ ვიტყვი რო დებილი ძაღლია და სულელი.. და რატომ ??
ერთხელაც დაასჰავა სერიოზულად newsmile035.gif კარგად გაროზგეს და სახლიდანაც გააგდეს ქუჩაში ძაღლს ფეხი არ მოუცვლია დაჯდა კარებთან და არსად არ წასულა როცა მანამდე რო კარს გაუგებდი 10 სააატი უნდა გედზება ქუჩებში .. მაგის მერე ვერ იცნობდი წყნარი გაწონასწორებული მაგრამ არავინ არ უტმობს მაგ ძაღლის აღზრდას დროს და ისევ მიაბეს ჯაჭვით,,, ყველა ძაღლი ჭკვიანია და დამჯერე და გაწონასწორებული თუ სწორად აღზრდი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giigi
პოსტი Aug 24 2010, 19:49
პოსტი #245


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 11-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეც ჩემი პატარა გამოცდილებიდან გეტყვით, მყავს 10 თვის ქართული მთის ძაღლი და ახლახანს მოვიყვანე 4 თვის იაგი და მინდა გითხრათ რომ მასთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნოა ვიდრე დიდთან. ჯერ ერთი სულ ჩემთან ახლოს უნდა ყოფნა და წავა-წამოვა ჩემთან მოდის. მეორე ცოტახნით როცა გავალ და ვბრუნდები დიდ სიხარულს გამოხატავს. კიდევ ის რომ სახლში ჩემს გარდა ყველას შეიძლება დაუღრინოს და მაგ ასაკისთვის ბევრად უფრო დამჯერია ვიდრე მეცხვარე იყო 4 თვის. და ეს ყველაფერი მოყვანიდან 1 კვირაში. გავარდება-გამოვარდება, ხან რას უყეფს მოკლედ არ მოგაწყენს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

86 გვერდი V  « < 15 16 17 18 19 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 11:24