ჩაქირა, .... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ჩაქირა, .... |
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ნამდვილად არაფერი განსაკუთრებული არ მგონია არც მე. უბრალოდ რამდენიმე მოხალისეა საჭირო..ვინც აყავანას მოინდომებს და მიხედავს. მოვძებნოთ რამოდენიმე ხაზი და ჩამოყვანაში დავეხმაროთ.
|
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რაღაც ერთგვარი აზარტი გამიჩნდა.. კარგი იქნება თუ დავაბრუნებთ ფართო ასპარეზზე. ისე საინტერესოა კინოლოგების აზრი. რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე სპეციალისტები. ვთქვათ და მოვიძიეთ...მოვამრავლეთ.. წლების მერე რაღაცასაც დავამსგავსეთ. მაგ დარგის მამათავრები აღიარებენ როგორც ქართულ მონადირეს?...
რუსული სპანიელის ბედს ხომ არ გაიზიარებს?.. |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 31-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ყველაზე ცუდი ისა რომ კიდია იმას ვისაც არ უნდა ეკიდოს.ჩვენ დავილაპარაკოთ მოვილაპარაკოთ გნებავთ აქ გნებავთ სხვა ადგილზე გავერკვეთ ვიკითხოთ პროპესიონალ ხალხშიც.ჩამოვყალიბდეთ და შევჯერდეთ ერთ აზზრზე და თუ შეილება რო ჩვენი ნაციონალური ჯიში გადავრჩინოთ მაშინ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდით და გავაკეთოთ ეს საქმე.
|
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
რამე ისეთს აკეთებს რასაც სხვა ჯიშები უკეთესად ვერ შეძლებენ ? ეს მცდელობა რასაც თქვენ ამბობთ არის ჯიშის ახლიდან შექმნა ფაქტიურად. ამას ჭირდება ათეული წლები და ფინანსები და რისთვის? რამე განსაკუთრებულს რომ აკეთებდეს კიდევ ჯანდაბას. მერე რა რომ ქართულია, რაღაცას რომ ქმნი ღირებული ხომ უნდა იყოს? მარტო ქართულიათი არ გამოვა არაფერი.
|
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 31-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ახალის შექმნას და გამოგონილი ველოსიპეტის გამოგონებას არ ვაპირებ.თუ ძველი ჯიაშია ქართული და ნაციონალურია და იკარგება არ დავკარგოთ.თორე განსაკუთრებულზე არაა მშვენიერი მონაცემების ძაღლია რაც წავიკითხე მის გენტიკაში და ფსიქიკაში საკმაოდ მებრძოლია ხასიათია და არ ჩამოუარდება სხვა ჯიშებს. თუა სადმე გადარჩენილი ის მოვიძიოთ და გავამრავლოთ თორე ახლიდან შევქმნათ და ახალი ძაღლი გამოვიგონოთ თქო არც მითქვამს და არც მიფიქრია.nik@a
|
|
|
![]()
პოსტი
#31
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რამე ისეთს აკეთებს რასაც სხვა ჯიშები უკეთესად ვერ შეძლებენ ? გერმანელები ეხლაც რომ მუშაობენ კურცჰაარის დახვეწაზე..სხვა ძაღლები ვერ გააკეთებენ იგივე საქმეს?.. დაანებონ მაშინ თავი..რაღას წვალობენ. ან რუსებმა რომ გამოიყვანეს რუსული სპანიელი.. ინგლისური კოკერი ვერ აკეთებდა იგივეს?..სეტერებზე აღარაფერს ვამბობ. ან რა საჭირო იყო გორდონი..ლავერაკი ხომ არსებობდა..ან ირლანდიელებს რაღად უნდოდათ კიდევ 1 სეტერი რომ გამოყავდათ..2 სეტერი არ ეყოფოდა მსოფლიოს?.. მოკლედ..ყველა ცდილობს თავისი ჯიში ყავდეს და ჩვენ რა დავაშავეთ?.. ან ეს მეცხვარე რაღად გვინდოდა მაშინ. სხვა მეცხვარეები ჩამოგვეყვანა და მორჩა. ის კიდევ..რომ "ჩაქირა რომ კარგი ძაღლი ყოფილიყო..არ გადაშენდებოდა" მაგარი სუსტი არგუმენტია. უბრალოდ ვინც მაგას ამბობს..ყველას ავიწყდება..რომ საქართველო ადრე რუსეთის გუბერნია იყო.. რუსეთი კი ყველაფერი ქართულის გადაგვარებაზე მუშაობდა. სამაგიეროდ ყველაფერ რუსულს ამკვიდრებდა ცეცხლით და მახვილით. ეკლესიის ფრესკებიც კი გადაღებეს თეთრად. ხოდა მაგათი ლაიკა უკეთეს ბიჭად ჩაითვლებოდა რათქმაუნდა. მაშინ რომ ემუშავათ ჩვენებს ჩაქირაზე... ეხლა ნამდვილად არ იქნებოდა ხელწამოსაკრავი ძაღლების სიაში. |
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მერე რა რომ ქართულია, ![]() ![]() ![]() ![]() მერე რა და ეგ არის მთელი მუღამი. ამდენიხანია ვსწავლობ და ვმუშაობ იმაზე..რომ ქართული თოფი დავამზადო..იცი რატომ?..ქართული თოფიც რომ არსებობდეს მაგიტომ..თორემ თოფი იმდენნაირი არსებობს და იმდენი ქვეყანა ამზადებს.. კაცი ვერ მოთვლის. მაგათ ნამდვილად ვერ გავუწევ კონკურენციას და აზრიც არ აქვს ბიზნესის თვალსაზრისით. ეგრე ვთქვათ სრული სისულელეა. უბრალოდ მე მაინც მინდა გავაკეთო. იმის მიუხედავად..რომ წლებით ჭირდება სწავლა...უამრავის საბუთი და ნებართვაა საჭირო და ა..შ... |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ხალხნო თქვენ მგონი სწორად არ გესმით რაღაც , თქვენ რა გეჩვენებათ ადვილად არ ვიცი მარა, ჩაქირა როგორც ჯიში გადაშენების პირას კი არა გადაშენებულია და ლაპარაკია არა ჯიშის გადარჩენაზე არამედ ახლიდან შექმნაზე. თქვენ ეს ფოტოებში მოძიებული ძაღლები ჩაქირები გგონიათ?? რადგან ფიზიკურად წააგავსსს??? მასე დღესაც იბადებიან, მდევრის ლეკვები მარმარილოსფერი შეფერილობით და ღია ფერის თვალით მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ არლეკინი არსებობს. მეც ვიცი რომ ჩვენია ქართულია და არ უნდა დაკარგულიყო, მარა რას იზავ. მიუხწეველი არაფერია შეიძლება ჯიშის აღდგენა და სტანდარტის შექმნა რომელსაც ადრე თუ გვიან აღიარებენ . მარა აქ რამხელა შრომა, ენთუზიაზმი და ფინანსებია საჭირო არცერთ თქვენთაგანს წარმოდგენა არ გაქვთ და რაც მთავარია ამას შეიძლება 50 წელიც დასჭირდეს.
|
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კოლეგებო ერთერთ გამოფენაზე დაახლოებით 30 წლის წინათ ჩოხატაურის გუნდს ჩამოყვანილი ჰყავდა ჩაქირა არც შესახედავათ ანუ ექსტერიერით არც სანადირო თვისებებით არ გამოირჩეოდა.როგორც პატრონი ამბობდა იყო ჩვეულებრივი მეკვერნე.მოგეხსენებათ ყველა კულტურულ ჯიშს აქვს თავისი სტანდარტი რომლის შექმნაზეც მუშაობდნენ მეცნიერები და რომელსაც როგორც ჯიშს საბოლოოდ ამტკიცებდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო.აქედან იწყებოდა საგვარეულო ნუსხის წარმოებაც.არასვითარი საგვარელო იმ ჩაქირეს არ ჰქონდა და არც შეიძლება ჰქონოდა.ამიტომ სათანადო გენოფონდის არ ქონისა და უსისტემო შეჯვარების გამო ჯიშად ვერ ჩამოყალიბდა და დღეისათვის თითქმის გადაშენებულია.არ გეგონოთ რომ ამ ძაღლის მოყვარულებს ჭკუას ვარიგებ და განზრახვაზე ხელის აღებას ურჩევ.კი ბატონო ეცადეთ და ეძიეთ მაგრამ მეკვერნე ჯიშის გამოყვანისთვის ღირს ამდენი შრომის და სახსრების დახარჯვა მაშინ როცა ველოსიპედი უკვე გამოგონებულია.დღესდღეობით ჩაქირა ისევე მოძველებული თემაა როგორც რაჭული ან იმერული მდევარი.
|
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 31-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ვიდეო დადო აგერ მეგობარმა თურქეთში არის მგონი გადაღებული და ძალიან გავს იმ ჯიშ და ძველ ფოტოებზე აღბეჭდილ ძაღლებს რომელსაც ჩარირას უწოდებდნენ.მე არ ვამბობ რომ მოვიგონოთ ახალი ჯიში და შევქმნათ თქო.მე ვამბობ თუა საზღვრებს გარეთ ეს ჯიში გაყვანილი და დღემდე კიდევ არსებობს ჩამოვიყვანოთ ლეკვები რამოდენიმე და გავამრავლოთ ერთმანეთში ვინც მოუვლის ლეკვებს მივცეთ და ათ თხუთმეტ წელში საკმაოდ ბევრი ძაღლი გვეყოლება.აი ამას ვამბობ მე და თუ გადაშენდა და ერთიცალიც აღარარი და ეზოს ძაღლებს ჩაქირობას აბრალებენ მაგი ამბავი სხვაა და არც მითქვამს მე რო ახლიდან შევქმნათ ჩაქირა ჯისი.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩაქირა როგორც ჯიში გადაშენების პირას კი არა გადაშენებულია ეგ ვინ დაასკვნა?.. ის ძაღლები რაც გამოჩნდა..იქნება და ის ჩაქირაა.. ეგ ვინ უნდა გამოიკვლიოს და დაასკვნას იქნებ ეგ გაგვერკვია ჯერ. თუ არანაირი კავშირი არ აქვს მითიურ ჩაქირასთან მაშინ გადაშენებულან და ეგ არის. ხოლო თუ იმ ჩაქირას ფესვები შენარჩუნებულია..მაგრამ ცოტათი შერეულ-შემორეულია რაღაცეები..მაშინ ალბათ ღირს გაკეთილშობილებაზე ფიქრი. მარა აქ რამხელა შრომა, ენთუზიაზმი და ფინანსებია საჭირო არცერთ თქვენთაგანს წარმოდგენა არ გაქვთ მაინც რამხელა ფინანსებია საჭირო იქნებ გეთქვა. და რა დრიოს განმავლობაში. იქნება და მოძიებას ვახერხებთ ჰაა.. რაც მთავარია ამას შეიძლება 50 წელიც დასჭირდეს. დიდი ამბავი... დაჭირდეს და ჭირდეს რაო.. 50 წლის მერე ხომ იქნება?.. ფილმი "ნერგები" არ გინახავს?.. |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 31-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ლეონ-ბლექი
გენაცვალე ჯიგარშ ![]() ეს ძაღლი ძალიან გავს პოტოებზე გამოსახულ ჩაქირას,თან ჩაქირაო იძახიან რავი ამათი ენა არ მესმის მარა ჩაქირაო იძახის ვინც იღებს. |
|
|
![]()
პოსტი
#38
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ეგ ვინ დაასკვნა?.. ის ძაღლები რაც გამოჩნდა..იქნება და ის ჩაქირაა.. ეგ ვინ უნდა გამოიკვლიოს და დაასკვნას იქნებ ეგ გაგვერკვია ჯერ. თუ არანაირი კავშირი არ აქვს მითიურ ჩაქირასთან მაშინ გადაშენებულან და ეგ არის. ხოლო თუ იმ ჩაქირას ფესვები შენარჩუნებულია..მაგრამ ცოტათი შერეულ-შემორეულია რაღაცეები..მაშინ ალბათ ღირს გაკეთილშობილებაზე ფიქრი. მაინც რამხელა ფინანსებია საჭირო იქნებ გეთქვა. და რა დრიოს განმავლობაში. იქნება და მოძიებას ვახერხებთ ჰაა.. დიდი ამბავი... დაჭირდეს და ჭირდეს რაო.. 50 წლის მერე ხომ იქნება?.. ფილმი "ნერგები" არ გინახავს?.. დასკვნილიც არის ლევან ყველაფერი და ნათელიც, ხომ იყვნენ ბიჭები ჩასულები გურიაში თოიძესთან, რატომ არ მოხერხდა მაშინ ეს საქმეე, გადაიკითხეთ ის ძველი თემები და მიხვდებით ეხლა ახლიდან ვერ დავწერ. სახსრები და ფინანსებს რაც შეეხება , დამიჯერე ჩვენი ჩაქირასთვის შეიძლება სულ რამოდენიმე კაცმა გაიმეტოს , რაღაც გარკვეული თანხა, დანარჩენებს სულ ჰკიდიათ. არა და წლების განმავლობაში ათეულობით ძაღლის შენახვა და სელექციის წარმართვა , ძაღლი თავადაც გყავს და რა ჯდება თავადაც მიხვდები, ეგ აზრი დაივიწყეთ რომ ლეკვებს აქა იქ გააჩუქებთ და მერე მათგან მწარმოებლებს ამოარჩევთ. ამ ყველაფერს უნდა ჩაუდგეს ერთი მცოდნე ამ საქმის ფანატიკოსი ადამიანი, რომელსაც ექნება თავისუფალი დრო, ენერგია, პირობები, ვოლიერები და შესაბამისი ადგილი, რაც მთავარია შენახვის სახსრები. ასეთი ადამიანი ვინმეს სადმე გეგულებათ? |
|
|
![]()
პოსტი
#39
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 35 რეგისტრ.: 20-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi ![]() |
ბათუმში ფაღავას ყავს ეგ ძაღლები
|
|
|
![]()
პოსტი
#40
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 11:37 |