ჩაქირა, .... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ჩაქირა, .... |
![]()
პოსტი
#86
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 834 რეგისტრ.: 18-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
giiigi
დავრეკავ და მოვიძიებ |
|
|
![]()
პოსტი
#87
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 155 რეგისტრ.: 29-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლეონ-ბლექი მოგესალმები.კარგი საქმის გაკეთება გინდათ და ეს სასიხარულოა. გეტყვით რომ ამ საქმეში ალბათ უკვე დავაგვიანეთ , როგორც ბევრ სხვა რამეში. შარშან დავიწყე ამ კუთხით მოძრაობა და აღმოჩნდა რომ თურქები ცდილობენ სახელმწიფოს დონეზე(კინოლოგიური ფედერაცია მაქვს მხედველობაში) , რომ ეს ჯიში დაარეგისტრირონ როგორც აბორიგენული ჯიში. ანუ გამოდიან იქიდან რომ ძირძველი ქართული მიწები მოქცეულიადღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე.სამწუხაროდ როგორც რუსეთმა დააფიქსირა ქართული ნაგაზის შამშობლო ჩრდილოეთ კავკასია (რუსეთი) ასეთივე გზით მიდიან თურქებიც. მეზობლებში გაგვიმართლა, ვერაფერს იტყვი.ბათუმში არის პატარა ჯგუფი რომელიც პარტიზანულად აწარმოებს რაღაც საქმიანობებს ამ კუთხით ,სამწუხაროდ ჩემი არაერთი მცდელობისა ამ ჯგუფთან კონტაქტზე ვერ გავედი.(იქნებ თქვენ მოახერხოთ და ერთგვარი კოორდინირებული მოქმედება დაგეგმოთ).ასევე ვიცი რომ უკრაინული მხარე გეგმავდა თურქეთში ჩასვლას და საკითხში ჩვენს სასარგებლოდ ჩართვას..... მოკლედ მიუხედავად ყველაფრისა მიგულეთ თქვენს გვერდით ამ ქართულ საქმეში. თუ რამეში შემიჯლია რომ მხარში ამოგიდგეთ მეც მიგულეთ თქვენს გვერდით.
პატივისცემით კახა!!! |
|
|
![]()
პოსტი
#88
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 31-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
tuesa
პირველ რიგში უღმესი მადლობა რომ გვერძე დადგომა შეგიზლიათ და არა ზოგიერთებივით განზე.ამ ჯიშის შესახებ რამოდენიმე წლის უკან შევიტყვე ,ძველ წიგნში ამოვიკითხე ჩაქირას შესახებ.უბრალოდ აქ საუბრის დროს პატარა იმედი გამიჩნდა იმის რომ შეილება გადავარჩინოთ და დავიბრუნოთ ჩვენი ძაღლი.რაც შეხება თურქეთის ამბავს დარწმუნებული ვიყავი რომ მასეც მოხდებოდა და მოინდონებდნენ საკუთარ აბორიგენულ ჯიშათ ჩამოყალიბებას და დარეგისტრირებას,ამაში 1000%ვიყავი დარწმუნებული და თქვენც ახსენეთ რომ ასეა.პირველ რიგსი ერთ მუშტად უნდაშევიკრად ერთ აზრს ქვეშ გავერთიანდეთ და დავიწყოთ ამ ჯიშიშ ჩვენში გამრავლება და შემდგომში აღირაება და დარეგისთრირება როგორც ქართული აბორიგენი. |
|
|
![]()
პოსტი
#89
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 31-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
აუცილებლად უნდა გაირკვეს ის რომ რამდენად არის ეს ძაღლი ქართული და არა თურქული,იქნება მართლა ჩვენ შემოვიყვანეთ თურქეთიდან ?რატომ ქვია ძაღლს ჩაქირა და რას ნიშმავს ეს სიტყვა ქართულად.იქნებ თურქული სახელია ეს ჩაქირა.თუ ქართულია თუტქული სახელი რატომ აქვს?მოკლედ ბევრ დეტალებს ჭირდება ჩაღმავება დაზუსტება და გასუფთავება რადგენ ეს ყველაფერი იმოქმედებს შემდეგ დადებითათ ჩვენს საქმეში.თურქები ასე ადვილად არ დათმობენ ამ ძაღლს და არგუმენტებიც ექნებათ თუ რატოა თურქული ეს ძაღლი.იმედია გამიგეთ რის თქმაც მინდა ამით.
|
|
|
![]()
პოსტი
#90
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
თურქებს ეს ჯიში ყავთ დარეგისტრირებული როგორც ,,ზერდავა,, ძირითადად ყავთ ლაზებით დასახლებულ რაიონებში
|
|
|
![]()
პოსტი
#91
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბიჭებო ისე არ გამიგოთ რომ თქვენ მონდომებას ჩაქირას გადარჩენაზე პატივს არ ვცემდე პირიქით მივესალმები კიდეც მაგრამ რაღაცრაღაცეები უნდა გაითვალისწინოთ.ჩაქირა ამ ერთი 25 წლის წინათ რესპუბლიკურ გამოფენაზე ჰყავდათ ჩამოყვანილი რა თქმა უნდა ყოველგვარი წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე.მას ასევე ეძახდნენ მეკვერნეს და ძირითადათ მარტო კვერნაზე ანადირებდნენ.შესახედაობითაც სუფთა დვარნიაშკა იყო და როგორც ცნობილია გადაშენდა ახლო ნათესაური დართვების და სიავის გამო რაც მასზე დიდ ძაღლებთან ჩხუბში გამოიხატებოდა.რამდენადაც ვიცი ახალი ჯიშის გამოყვანაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ მეცნიერები და მათ სტანდარტს საბოლოოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებდა.თუ ვინმეს გაქვთ სათანადო გამოცდილება და სახსრებიც ღმერთმა ხელი მოგიმართოთ .ჩემი აზრით ჩაქირას როგორც ცალკე ჯიშის აღორძინება ისევე ფუჭი შრომაა როგორ მტკიცება იმერული ან რაჭული მდევრის არსებობაზე/
|
|
|
![]()
პოსტი
#92
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
gagrinski
თურქებს ეს ჯიში ყავთ დარეგისტრირებული როგორც ,,ზერდავა,, ძირითადად ყავთ ლაზებით დასახლებულ რაიონებში თუ თურქებს უკვე დარეგისტრირებული ყავთ,ჩვენ რაღას ვაღორძინებთ? აქ მემგონი კავკასიური ნაგაზის ისტორია მეორდება,რუსებმა რომ დაარეგისტრირეს რუსულ ჯიშად. giuli ჩემი აზრით ჩაქირას როგორც ცალკე ჯიშის აღორძინება ისევე ფუჭი შრომაა როგორ მტკიცება იმერული ან რაჭული მდევრის არსებობაზე/ ჩემი აზრითაც ასეა! ისე ,ერთიც არის,კარგი და კონკურენტუნარიანი ჯიში რომ ყოფილიყო ალბათ არც გადაშენდებოდა! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#93
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
giuli
ბაბუ +1 ვინც საქმეში ჩახედული არ არის, იმას გონია რომ მარტივად არის საქმე... ჩაქირას ციებ-ცხელება რომ იყო ჩვენს ფორუმზე, გასული წელბის წინ, ერთ რუს სელექციონერთან გავიარე კონსულტაციები და იმის მერე მე ჩემთვის ჩქირა განწირულია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#94
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 20 რეგისტრ.: 23-July 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
giuli
ბაბუ Davitus ჩვენ კი არ ვაღორძინებთ რაც აფსურდია არამედ უკვე არსებულის თურქეთში, საქართველოში მომრავლებას უნდა შევუწყოთ ხელი. ახლა მეორე,თურქებმა რომ დაარეგისტრირონ სადმე არც ეგაა პრობლემა, იმიტომ რომ მსოფლიო კინოლოგიაში რამდენიმე ფედერაციაა,ვიღაცა აღიარებს ვიღაცა არა მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა.რომელიღაცაში მაინც დაარეგისტრირებ როგორც ქართულს,მაგრამ მთავარი ხომ ეგ არაა,მთავარია ჩვენ გვყავდეს და ჩვენ დავაფასოთ და მოვუაროთ. |
|
|
![]()
პოსტი
#95
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 20 რეგისტრ.: 23-July 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Davitus თუ განწირულია და მასეთი არაფერი არ არსებობს მაშინ თურქები რაღას არეგისტრირებენ?
|
|
|
![]()
პოსტი
#96
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 31-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
მე ერთ რამეს მივხვდი ასეთი საუბრით არა, კი, არა, კი, არა, კით შორს ვერ წავალთ თუ ჩვენშია აზრი გახლეჩილი ამ საქმეს მართლაც არ აქვს აზრი.ცვენ ერმთმანეთში ვერ გაგვირკვევია რა ხდება და სხვასთან რა საქმე უნდა გვქონდეს?თუ ვინმემ იცის ამ ძაღლზე რომ ნამდვილათ ქართულია და არსებობს სადმე გთხოვთ დაწეროთ.
|
|
|
![]()
პოსტი
#97
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
თუ განწირულია და მასეთი არაფერი არ არსებობს მაშინ თურქები რაღას არეგისტრირებენ? ![]() ![]() სიავის გამო რაც მასზე დიდ ძაღლებთან ჩხუბში გამოიხატებოდა. კაი ვაჟკაცი ყოფილა... ეგ მგონი მართლა გამოდგება ღორზე და დათვზე. სხვათაშორის არ რუსული ლაიკაა ბულკი და შაქარყინული. ისიც კაი ქოფაკია. ჯარში შორეულ ციმბირში ვმსახურობდი. პატარა სოფელში. მთელ სოფელს ისეთი ლაიკები ყავდათ..ეგეთი არც მინახავს იმის მერე. რამდენჯერმე ვარ გადარჩენილი(თავიანთი პატრონების წყალობით) მაგარ დაგლეჯვას. ძალიან ავი ძაღლები არიან. |
|
|
![]()
პოსტი
#98
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე ერთი ბაქოელი მეგობარი მყავს მულტი მილიონერია ის ვინც ამერიკიდან რამოდენიმე ათასი ევრო გადაიხადა და კუნჰაუნდები ჩამოიყვანა.აი იმ გამიდა გაჯიევს მოსკოვიდან ჩამოყვანილი ჰყავს კინოლოგი დუხანინი რომელსაც მგლებზე მადევარი 30 მდე რუსული ჭრელი მდევადი ჰყავდა და საბოლო ჯამში ეს ჯოგი დაეშალა.ცოტა ხნის წინად ერთი ჩვენი მეგობრის ოჯახში მე და რამაზი მათიაშვილი იმ დუხანინს შევხვდით.ბაქოელს უნდა კუნჰაუნდების და რუსული ლაიკების შეჯვარებით ნადირზე მონადირე ახალი ჯიში აზერბაიჯანული მდევარი გამოიყვანოს.იმ ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობარს სათნადო სახსრებიც აქვს და მონდომებაც თავისი სურვილის განხორციელებისთვის მაგრამ დუხანინმა მე და რამაზის გაგვიმხილა აქედან არაფერი გამოვაო.ცოტას წავიმარიაჟებ და ვიტყვი დუხანინმა ისიც განაცხადა რომ ყველაფერს ვიფიქრე ბდი და იმას კი ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ საქართველოში მდევრების საკითხში ასე თუ ერკვეოდნენო მაშინ ჩვენც შევახსენეთ რომ თანამედროვე რუსული მდევრის და მწევრის ჩამოყალიბებაში ლომის წილი მიუძღვით პეტრე მაჭავარიანსა\მაჩევარიანოვ\ და ვინმე ფანჩულიძეს.ისე რომ ჩაქირას ახლად დარეგისტრირება როგორც ჯიში იოლად ნუ წარმოგიდგენიათ.
|
|
|
![]()
პოსტი
#99
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() მეკვერნე ქართული მყეფარა ანუ,როგორც მას ჩვენში ეძახიან მეკვერნე,მყეფარათა საერთო ჯიშს უნდა მივაკუთვნოთ,თუმცა გარეგნულად მათ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ქართული მეკვერნე ძაღლების სამშობლოდ დასავლეთი საქართველო უნდა იქნას აღიარებული,განსაკუთრებით აჭარა და გურია. აღსანიშნავია მეკვერნე ძაღლის ზიგიერთი დამხასიათებელი ჩვევები.დაგეშილი ძაღლი ზამთარში, როცა კვერნაზე ნადირობის სეზონია,განუწყვეტლივ ყეფს და მოითხოვს სანადიროდ წაყვანას.იგი მონადირეს ან დამწყვდეული ან ჯაჭვით დაბმული ყავს.ამის გამო იგი იმდენად ავია რომ პატრონის გარდა არავის იკარებს.თუ თავისუფლად გაუშვით,სხვა ძაღლებს ებრძვის და რადგან ტანად შედარებით პატარაა და სუსტი ღონისაა,მსხვერპლი ხდება ეზოს ან ჯოგის ძაღლებისა,ეს ცუდი ზნე,რასაკვირველია,ცუდი აღზრდა–მოვლის და გეშვის არასწორი მეთოდების შედეგია. მეკვერნე ძაღლები თითქმის ყველა ერთი ტიპისანი არიან,განსხვავება მხოლოდ ფერშია.თავი ტურის მსგავსი აქვს. თვალები– ცბიერი გამომეტყველებით ,ავი. ხშირად ფერის სიწითლე დაკრავს რაც სიავის ნიშანია.ყურები– ზემოდან ჩამჯდარი,ბუნებრივად ლამაზად აცქვეტილი.კისერი–მოკლე და მკვრივი.ფეხები–წინა პირდაპირი,უკანა კი სახსარში მოხრილი.ბალანი–მოკლე უხეში(ჯაგარისებური).კუდი მოკლეა,მისი ბოლო თეთრია.ფერი–წაბლისფერი ,მკერდი და ფეხები თეთრი წინწკლებით.დამახასიათებელია კისერზე თეთრი საყელოს მსგავსი ზოლი. პაჭუ ჟორდანია 1954 წელი |
|
|
![]()
პოსტი
#100
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემს ოჯახში ადრე ყოლიათ ჩაქირა, ბებია ჩიათურის 4 სკოლის დირექტორი იყო და ხშირად დადიოდა ლაშქრობრბზე ჰოდა ერთერთი ლაშქრობის დროს ჩამოუყვანია მეცხვარეების ნაჩუქარი ჩაქირა. მისი სურათები ახლაც ინახება ჩვენს ოჯახში. როგორც ბებია და ბაბუა ამბობენ კატების მტერი იყო სოფლის კატები გაანადგურა თურმე საათები ელოდებოდა ხეზე ასულ კატას თან უყეფდა. 2 მელა ეზოსთან ყანაში დაუჭერია და მოუკლავს ამ პატარა ძაღლს და კიდევ არვიცი რამდენად დამიჯერებთ მაგრამ ბავშვები სასეირნოდ ყოპილან თან ჩაქირაც ყოპილა მათთან და ბუჩქში კურდღელი დაუჭერია ამ ფაქტის რამოდენიმე მოწმე არსებობს. ჩვენი ჩაქირა ძუ იყო თურმე მისი ლეკვები რომლებიც პატარები გამოვიდნენ ყველანი ძაღლებთან ჩხუბში დალიეს სული, ხოლო რომლებიც დიდი ტანის გამოვიდნენ მათზე დღესაც საინტერესო ისტორიებს ყვებიან სოფელში, რათქმაუნდა მე საუბარიმაქვს მეტისზე. ჩვენს ჩაქირას მხოლოდ ეზოს ძაღლის სტატუსი ჰქონდა მას არავინ არ ანადირებდა მაგრამ ფაქტები სახეზეა..
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 12:37 |