დანის დასამზადებელი მასალა, საიარაღო ფოლადი... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
დანის დასამზადებელი მასალა, საიარაღო ფოლადი... |
![]()
პოსტი
#96
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
hunter777
ცოტა არ იყოს და ცუდად ჟღერს შენი ის სიტყვები თუ რას დავარქვით ჩვენ ბულატი ![]() მოდი ის მითხარი შენ რას დაარქვი ბულატი, ბაწარეული და დამასკო და რას ითხოვ დანისგან? ![]() და ბაწარეულის და დამასკოს სხვაობაც თუ არ გაგიჭირდება იქნებ მითხრა ![]() ვერც ნახშირბადის შემცველობაზე და ვერც როკველზე ზეზუსტ პასუხს მე ვერ გაგცემთ გარკვეული მიზეზების გამო, დაახლოებით 63HRC მაგრამ შეიძლება სადღაც 66მდე აყვანაც, უბრალოდ კარგად დაფიქრდით რად გინდათ. გათლა-გამოთლას რაც სეეხება, ბარგალკის ქვების ისეთი მაგარი ტოჩკა ვიცი ნებისმიერ ფალადს გადაგიჭრით ![]() ნახშირბადის და სხვა დანარჩენის სემცველობა ცალკეულ ეგზემპლარებზეა დამოკიდებული, თვითონ თქვი დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული ბულატის ჭედვაო, მე დავამატებ რომ მარტო ჭედვა არაა, ჯერ უნდა მოხარშო, მოხარშვამდეც მთელი რიგი თავსატეხებია... ხოდა აქედან გამომდინარე სერიული წარმოების სახე არ აქვს ამ პროცესს და ვერც ექნება. ფასს რაც შეეხება ყველაფერი დამკვეთის კრიტერიუმებიდან გამომდინარეობს. ასე რომ ოსტატს დაელაპარაკეთ პირადად. ასე ლაპარაკი და ქება დიდება და თუნდაც მიწასთან გასწორება ადვილია, ასე რომ ამობრძანდით, ნახეთ, შეამოწმეთ და ისე გამოიტანეთ დასკვნა. მგონი სამართლიანია, რას იტყვით? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#97
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
კიი მართალი ხარ ვიზუალურად დ პირადი დათვალიერებით უფრო ობიექტურად შეფასდება ნივთი მააში მართალი ხარ ბალგარკას რაც შეხება მაგაში ვერ გეთანხმები ან ბალგარკა საერთოდ რა შუაშიია? და ბულატის ჭედვაზე რომ პრეტენზია აქვს კაცს მასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს. ბულატს ინდოეთში ჭდავდნენ და კიარ ჭედავდნენ უფრო სწორედ ხარშავდნნ თიხის დაგმანულ ჭურჭელში და მერე ამ მასას ჭედავდნენბულატისპირიან დანებს. ბაწარაულსა და დამასკოს შორის სხვაობა თუ გაინტრესებს კიდე ჭედვის ტექნიკაა სხვადასხვა ბაწარაული იგრიხება დამასკო კი იკეცება და ნიუანსებია კიდე რაღაც რაღაცეები .. მე მაინტერესებს მაგ ბულატის მასალად რას ხმარობთ ანუ ნედლეული რაა რისგაანც როგორც იძახი მერე ბულატი მზადდება მეტი არაფერი მაინტერესებს. დანისგან კიარა ბულატისგან ვითხოვ უჟანგაობას სიმტკიცეც მინიმუმ 68 როქველს მიკროსკოპულად ერთგვაროვან შემცველობას ფხას ( მოჭიდებას) და ბულატისათვის დამახასიათებელ ნახატს ( უზორს) და დრეკადობას.
|
|
|
![]()
პოსტი
#98
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბარგალკა იმ შუაში იყო რომ რკინის ჭრა ახსენე
![]() ![]() მაგალითად უჟანგავობა, მაღალნახშირბადული ფოლადია და დაიჟანგება კიდეც, თუმცა არსებობს უჟანგავებიც, რომელშიდაც ქრომის შემცველობა უფრო მაღალია. ჭედვის ტექნოლოგიას რაც შეეხება შენ ძალიან არასწორ გზას ადგახარ თუ გგონია რომ რაიმე სხვას ვაკეთებთ, არ ვხარშავთ და რომელიმე ფოლადისგან "ჩვენებურად დარტყმული უროთი" მიღებულ ფორმას ბულატს ვეძახით, ვხარშავთ ზუსტად იმ ტიხის ჭურჭელში რომელსაც ცნობისათვის ტიგელი ქვია, ისტორიულ წყაროებში ასეცაა მოხსენიებული ბულატი, როგორც ტიგელური ფოლადი. თვითონ ტიგელის დამზადებაც კი დიდი თავსატეხია, იმხელა ტემპერატურასთან აქვს შეხება. მოხარშვის მერე არც ეგრეა საქმე რო გააცხელე- დაუშვი ურო, ანუ კიდევ არის რაღაც პროცედურები, ჭედვასაც თავისი ნიუანსები და ასე ვთქვათ ტექნიკა აქვს. ინდოეთს რაც შეეხება, კერძოდ ხალიბური ტომები ჭედავდენ. დამასკო-ბაწარეული: აბსოლიტურად მართალი ხარ იმაში რო ერთი იკეცება, მეორე კიდე იგრიხება. ორივეს მიზანი საერთო ჯამში ერთია, გრეხვისასაც და კეცვისასაც ფენები მიიება. აი ის სხვა ნიუანსები რა არის შეგიძლია მითხრა? ერთი ვერ გავიგე: "მიკროსკოპულად ერთგვაროვანი შემცველობა" ??? ნახატის ფოტო დავდე პირველ პოსტში, ვიზუალურად ასე რაც შემეძლო გაჩვენე. დანარჩენი კი ამოდი ნახე და თვითონვე გატესტე. მეტი რაღა გითხრა? |
|
|
![]()
პოსტი
#99
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#100
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Bonehill
რა თქმა უნდა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#101
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
სუფრა კაია მაგრამ 1.52% ნახშირბადი არა მგონია ბევრი იყოს იმისათვის რომ ლითონი დაიჟანგოს და თან ბულატი ( ვუდსი) არ იჟანგება. მიკროსკოპული ერთგვაროვნებაში კი ვიგულისხმე ცემენტიტის არსებობა მეტალის ფენებს შორის და მისი ერთგვაროვნება ანუ რბილი მეტალის მტკიცე მეტალისა და ცემენტიტის შრეების ჩალაგება ერმანეთში, ნამდვილი ვუდსი იგივე ბულატი ხომ მტკიცე დრეკადი და უჟანგავია? და ერთნაითად ჭრის მკვრივ და რბილ ქსოვილებს ისე რო არ ბლაგვდება!! თორე ლურსმანს ზუბილაც ჭრის და მიდი აბა და ბუმბული გააჭრევინე!
|
|
|
![]()
პოსტი
#102
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ზუსტად მაგას მაგალითზე მოვიყვანე ბარგალკა
![]() კი ცემენტიტის მიკროსკოპული ბადე გადის, აი ნამზადსაც ანუ რომ მოიხარშება უკვე ბულატი სანამ გამოჭედავ, პატარაზე რომ მოაქლიბო გარედან დადებული ნამწვი და "მოწამლო" კარგად ეტყობა ეს ბადე. უჟანგავობის რა გითხრა, მაგაში ვერ დაგეთანხმები, 1.52% საკმარისია სავსებით ჟანგვადობისთვის, და საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ფოლადში, აი წარმოიდგინე უ6 და უ8 მაღალნახშირბადულად ითვლება და მათში მხოლოდ 0.6 და 0,8 პროცენტია ნახშირბადის. ბულატში მიახლოებით 2.0%. თუმცა ისევ ვიმეორებ არის უჟანგავი ბულატებიც, ოღონდ თანამედროვე. აი მაგალითად ერეკლე მეფის ხმალი რომელიც ნადირშაჰმა აჩუქა მას, ნამდვილად ვიცი რომ ჟანგვადია. მისი და კიდევ რამოდენიმე ექსპონატის გაწმენდვა მოხდა გოჩა ლაღიძის (მეაბჯრე) და ზაქრო ნონიკაშვილის მიერ. ის რომ ბულატი უჟანგავია მაგას არ გეწყინოს მაგრამ ვერ დამიმტკიცებ იმიტომ რომ კარგად ნახე აქაც რამდენი ლეგენდა დაიწერა, თუნდაც კოსმიურ რკინაზე. უბრალოდ ცნობებში ნახსენებია სუფთა რკინა მინარევების გარეშე რომელიც აღარ ჟანგდება, ეს სუფთა რკინა გამოიყენებოდა ბულატის მოსახარშად, მასერეოდა რამოდენიმე კომპონენტი. |
|
|
![]()
პოსტი
#103
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
კოსმოსური არ ვიც მაგრამ ნახსენებია ისტორიულ წყაროებში მეტეორიტული რკინა რომელიც არც ისე იშვიათობაა და ერთიც ნახშირბად შემცველი კი დაიჟანგება მაგრამ მოხარშვისას ხომ სტეკლო ( შუშაც) ემატება ნახშირთან ერთად ერთ ერთ კომპონენტად ბულატს და მგონი კოროზიისგან დამცავ შრეს ეგ ქმნის სილიციუმია იგივე, ელიაზარიშვილებიც ხომ ინდოეთიდან ჩამოტანილ მადანს ხმარობდნენ?!
|
|
|
![]()
პოსტი
#104
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
bardazan
ძალიან საინტერესო თემაა ჩემთვისაც..უბრალოდ კითხვები გამიჩნდა... რა განსაკუთრებული თვისებები აქვს ბულატს??.. თქვენ ალბათ მეც მეტყვით რას მოითხოვთ დანისგანო... მე პირადად მირჩევნია ჩემი დანა იყოს განსაკუთრებული სისალის(რომ არ დაბლაგვდეს)... დრეკადი(რომ არ გატყდეს) და უჟანგავი... მაგ კრიტერიუმებს ბევრი ფოლადი აკმაყოფილებს..მაგრამ საუკეთესო რომელია??? ბულატი???... მე ზემოთ.. ეგრედ წოდებული"რესორი"-ს მასალაზე მიწერია 65 გ მართალია თქვენ ცოტა დამცინავად მოიხსენიეთ... მაგრამ დამაინტერესა...მაგაზე ძლიერი არის ბულატი მაგ კომპონენტებში??.... და კიდევ რა მაინტერესებს...ვიცი თქვენი სახელოსნო ნარიყალაზე... მანდ ნამყოფი ვარ რამდენჯერმე... მე რომ მოვიდე თუ მაჩვენებთ რას როგორ აკეთებთ და რა ტექნოლოგიით???... |
|
|
![]()
პოსტი
#105
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
bardazan
hunter777 საღოლ თქვენ ![]() იკა ერთი რა მაინტერესებს, ასე ძალიან რატომ გინდა მაინცდამაინც უჟანგავი, ეხლა მე თქვენსავით ვერ ვერკვევი დეტალებში, მაგრამ რაც მომისმენია და მინახია ჟანგვადს უფრო კაგი მჭრელი მახასიათებლები აქვს და პირის ასაყვანათაც უფრო ადვილია, არ ვიცი შეიძლება კიდევ რამე ეშმაკები იმალება დეტალებში და იქნებ ეგ ამბავი განმატოთ....... და ისიც გამიგია რომ დანას თუ ყურადღებას აქცევ არ ჟანგდება საერთოდ |
|
|
![]()
პოსტი
#106
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
hunter777
ისტორიულ წყაროებში ბევრი რამ არის ნახსენები, პრაქტიკაში ცოტა არ იყოს სხვანაირადაა, ვერავინ ვეღარ გავიგებთ აწი რამდენად მართალია ის ცნობები რომელიც ჩვენ წელთ აღრიცხვამდე პერიოდს ასახავს და ფაქტები აღარაა შემორჩენილი, აქ ხომ მარტო ისტორიული ცნობები და ჟამთაღმწერლის ლაკონური სიტყვები არაა, მეცნიერულ დონეზეა ეს ყველაფერი დასაყვანი რომ შედეგი მიიღო. შუშა როგორც კომპონენტი კი არ ერევა, შუშა ფილტრის მოვალეობას ასრულებს და ბოლოში ილექება ტიგელში, ამისთვის ქვიშა გამოიყენება და მაღალ თემპერათურაზე ის უკვე შუშად იქცევა. კი ინდოეთზე მართალი თქვი, მე უბრალოდ დაგიკონკრეტე რომ კონკრეტულად ხალიბური ტომები ამზადებდენ და მათი შთამომავლები და არა მთელი ინდოეთ. მაგრამ მადანი რამდენად ჩამოქონდათ არ ვიცი, ნახსენებია ნამზადები, ანუ უკვე მოხარშული ბულატი რომელსაც "ვუცს" ეძახდენო და იყიდებოდა ასე ნამზადების სახითო. თუმცაღა არსებობს დიდი ალბათობა იმისა რომ ჩვენთანაც იხარშებოდა, არსებობს ფაქტებიც, ოღონდ იმ ფაქტებამდე მიღწევაა საჭირო, მაგალითად არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ტიგელები ან ღუმელები (ნუ მათი ნაწილები რა თქმა უნდა) რომლებიც ათასობით არის ნაპოვნი და ყურადღება არ მიუქცევიათ მაგ დონეზე, უბრალო შავ მეტალურგიაში გაუშვიათ. კიდევ რაჭის მადანი არის ისეთი სემცველობის რომელიც პირდაპირ პასუხობს რაღაც ძველი ტექნოლოგიის მოთხოვნებს. თუმცა ამაზე უფრო დაწვრილებით და კონკრეტულად სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებ. არ მაქ მაგდენი "ბაგაჟი". ლევანი განსაკუთრებული თვისება ბულატისა არის მისი სტრუქთურა. ცოტა უხეშად რომ აგიხსნა, წარმოიდგინე პრუჟინა და ამ პრუჟინაში გავლებული 10 და 100 ათასობით "პაბედიტის" მავთული, ვიღებთ არაერთგვაროვნებას, ელასტიურობას და სიმყარეს თავისთავად იმ "პაბედიტისგან". რა თქმა უნდა გაჩვენებთ ჭედვის პროცესს დასამალი რა არის ![]() რესორს რაც შეეხება, რესორზე მაღალნახშირბადულია, სიმტკიცე მეტი აქვს, ჭრა მეტი აქვს და ფხა ხო საერთოდ. და ამ ყველა კრიტერიუმს დაუმატე სიტყვა "გაცილებით". მეომარი ხმლის (ბულატის) ნახატს რომ დახედავდა იმით ხვდებოდა მის ხარისხსო, ანუ ბულატის ნახატი მისი "კონსტრუქციის" და თვისებების პირდაპირპროპორციულია. ბოდიშით თუ რამე ავურიე, არც მთლად იმ დონეზე ვარ სტატიები ვწერო და ყველაფერი 5იანზე ჩამოვაყალიბო და დავალაგო ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#107
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
bardazan
გასაგებია... საინტერესოა ძალიან...ისე კი მე..ზუსტად ჭედვის პროცესი მაინტერესებს... განსაკუთრებით წვრილმანი ნიუანსები..თუ გამიზიარებთ გამოცდილებას..დიდად მადლობელი ვიქნები.. |
|
|
![]()
პოსტი
#108
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ლევანი
მობრძანდით, რა კითხვაც გაგიჩნდება არ დავმალავთ არაფერს ![]() ჩვენ გრავირება გვაინტერესებს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#109
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ეგ ვიცი რომ ხალიბები ჭედავდნენ ბულატს და გიორგი სააკაზის სიტყვებია ,,,ხალიბის რკინამ ცის გახელება,, -ო ვიტო უჟანგავი მეტალი და უჟანგავი ბულატი სხვადასხვა რამეა კაცო მე ბულატზე მაქ საუბარი რომ არსებობს უჟანგავი ბულატი რომელიც გაცილებით კეთილშობილური თვისებებით გამოირჩევა, ფხაც უმაგრესი აქვს არც იჟანგება მოჭიდებაც იდეალური და სიმტკიცე ფენოომენალური ჩვენს პლანეტაზე ყველაზე მკვრივი მინერალი არის ალმასი მისი სიმტკიცე როქველის შკალით არის 70 როქველი ბულატისა კი 65 68-69 და ზოგჯერ უტოლდება ალმასის სიმტკიცეს!. და უჟაანგავი ფოლადის და ჟანგავათდი რესორის რკინის შედარება არც არასდროს მიფიქრია მართალი ხარ თუ მოუვლი არცერთი დანა არ დაიჟანგება!!.. პიორბითად ნახშირბადჩემცველი ჯანგვადი მეტალები კარგი ჭრისა და სიმტკიცის მახსიათებლებით გამოირჩევა ინსტრუმენტალური ფოლადიც ძალიან კარგი მჭრელია მაგრამ მყიფეა და სადანედ თუ გინდა უნდა ,,მოუშვა,, დაარბილო ალესვის თავისებურებებიც გასათვალისწინებელია თუ არ იცი ისე აილესება რომ გაჭრის მაგრამ ფხა საერთოდ არ ექნება და აქედან გამომდინარე მოჭიდებაც ალბათ მაგას გულისხმობ ხო?
|
|
|
![]()
პოსტი
#110
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
hunter777
69hrc ბულატი ან ნებისმიერი რაც ჩამოთვალე, შენ პირადად თუ გინახავს და შეგიმოცმებია მისი სიმყარე და თუ კი როგორ, და რომელი ოსტატის იყო? ამ ყველაფერთან ერთად თუ იყო ელასტიური? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th September 2025 - 14:05 |