Auguste Francotte , ოგიუსტ ფრანკოტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Auguste Francotte , ოგიუსტ ფრანკოტი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სიტყვამ მოიტანა მეზობელ თემაში და მგონი არ მიწყენთ თუკი ამ ბრწყინვალე იარაღის დამამზადებელს და მის იარაღს მივუძღვნი ცალკე თემას.
აუგუსტ ფრანკოტი არის ერთ-ერთი გამონაკლისი სანადირო იარაღის წარმოების ისტორიაში, რომელმაც შეძლო ლონდონურ გიგანტებს შეჯიბრებოდა და ბოლომდე დაეცვა საკუთარი პრესტიჟი. ფრანკოტმა დადაამტკიცა, რომ ბელგიელებს და შესაბამისად კონტინენტური ევროპის შვილებს შეუძლიათ ამაყად იდგნენ ამ საქმეში ბრიტანელების გვერდით. მსოფლიო აღიარება ფრანკოტმა XIX საუკუნის ბოლოს მოიპოვა. ამ პერიოდში, სახელოსნომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იარაღის წარმოების ხარისხზე. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, იარაღი სერიული წარმოებისთვის იყო განკუთვნილი თუ ინდ.შეკვეთით მზადდებოდა. ფრანკოტის ოსტატები თანაბარი რუდუნებით ამზადებდნენ ყველა ტიპის იარაღს. ამან კი უდიდესი შედეგები გამოიღო ფირმისთვის - ჭრასა და მიტანაში ფრანკოტს მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი მეიარაღეები თუ უწევდნენ კონკურენციას! ფრანკოტის სახლს ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს - იგი სათავეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან, კერძოდ, 1799 წლიდან იღებს. 1799-1805 წლების პერიოდში ჟოზეფ ფრანკოტმა იარაღის წარმოებით განთქმულ ქალაქ ლიეჟში (ბელგია), წმ. მარტინის გორაკზე ააშენა "პორტატიული იარაღის ფაბრიკა". წარმოება დაიწყო 1805 წელს, ამიტომ ფირმის დაარსების ოფიციალურ თარიღადაც ეს წელია მიჩნეული. თავდაპირველად, არსებული ისტორიული რეალობიდან გამომდინარე (ნაპოლეონის ომები), ჟოზეფ ფრანკოტი სამხედრო იარაღს აწარმოებდა. მხოლოდ XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო გლუვლულიანი სანადირო თოფების დამზადება და სწორედ ამ პერიოდიდან მიიღო ფირმამ დღემდე არსებული სახელი - Auguste Francotte. სახელს - აუგუსტი ამ გვარის მრავალი წარმომადგენელი ატარებდა, შესაბამისად, როდესაც ახსენებენ აუგუსტ ფრანკოტს, თავისთავად გულისხმობენ არა რომელიმე მეიარაღეს, არამედ, თავად სახელოსნოს, ფირმას. უკანასკნელი აუგუსტი (1901-1984) ფრანკოტების საგვარეულოდან, რომელიც ფირმას სათავეში 1944 წელს ჩაუდგა და 1972 წლამდე ეკავა ეს პოზიცია. იგი იყო არა მარტო დიდი მეიარაღე, არამედ უაღრესად განათლებული ადამიანი და სწორედ მისი დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით გადაურჩა ფირმა "დიდი დეპრესიის" პერიოდში არსებულ კრიზისს. ფრაკოტისთვის დამახასიათებელია ერთი მნიშვნელოვანი რამ: იგი არასოდეს იჩენს ნოვატორობას იარაღის წარმოების განვითარების სფეროში, მაგრამ მისი სტილია სხვათა გამოგონებების დახვეწა იმ დონემდე, რომ დაჩრდილოს თავად გამომგონებელთა სახელი! XX საუკუნის დასაწყისში ფრანკოტმა დაიწყო შიდაჩახმახიანი სანადირო თოფების წარმოება. ამ წარმოებას I მსოფლიო ომამდე ჰქონდა სერიული სახე. ამ პერიოდში გამოშვებული ფრანკოტის თოფები იყო შემდეგი მახასიათებლებით: ყალიბი: 12, 16 და 20 წონა: 2,5-დან 3,1 კგ-მდე საკეტი: ენსონ დილეის+სამმაგი ჩამკეტი: პერდეს ჩარჩო გრინერის ჭანჭიკით. აღნიშნულ თოფები აღჭურვილნი იყვნენ ეჟექტორებით ან ექსტრაქტორებით. მაგრამ მთელი ხიბლი იყო ამ თოფების ლულებში, რომელთაც ჰქონდათ მეტად საინტერესო, ე.წ. "ორსაფეხურიანი ჩოკი", რაც ბალისტიკურად იძლეოდა ფანტასტიურ შედეგებს! თუმცა ასეთ გაბურღულობას ჰქონდა ის ნაკლი, რომ ეს თოფები საჭიროებდნენ ნორმალურზე ნაკლები დოზის დენთს და საფანტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა საფანტის ძლიერ დეფორმაციას და ძლიერ უკუცემას, რაც უარყოფითად აისახებოდა ჭრასა და მიტანაზე. მიუხედავად ამ მცირე ხარვეზისა, სათანადო დოზების დადგენის პირობებში, ამ პერიოდის ფრანკოტს მიტანაში და სროლის სიშორეში, ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავდა თუ არ ჩავთვლით "ლიეჟის მანუფაქტურა"-ს და შვედურ ფირმას "გუსკვარნა". სერიული წარმოების თოფების პარარელურად, ამავე პერიოდში, ფრანკოტი აწარმოებდა თოფებს ინდ.შეკვეთით. ეს იყო ძირითადად 12 ყალიბის თოფები, წონით 3,1-3,3 კგ. ლულებისთვის გამოიყენებოდა ჯოზეფ ვიტვორტის განთქმული ინგლისური ფოლადი. (ეს ლევანს დააინტერესებს!) უკვე XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან ფირმამ შეცვალა პოლიტიკა, კერძოდ, შედარებით იაფფასიანი სერიული წარმოებიდან ძვირადღირებულ ინდივიდუალურ წარმოებაზე გადავიდა. ამ პოლიტიკას მიჰყვება ფრანკოტი დღევანდელობამდეც. თანამდროვე პერიოდში ფრანკოტი ინდ. შეკვეთებით ამზადებს როგორც ხრახნილლულიან ისე გლუვლულიან სანადირო თოფებს, ასევე კარაბინებს. გლუვლულიანი თოფები მზადდება შემდეგი მახასიათებლებით: ყალიბი: 12, 16, 20 და 28 ლულის გაბურღულობა და სიგრძე: სხვადასხვანაირი შეკვეთის შესაბამისად სასხლეტების რაოდენობა: ერთსასხლეტიანი ან ორსასხლეტიანი ეჟექტორები: შემკვეთის სურვილის მიხედვით დამცემი მექანიზმი: ძირითადად განლაგებულია დაფებზე საკეტი: საკეტი დაფებზე ან ენსონ დილეის მოდიფიცირებული საკეტი არსებობს ფრანკოტის ერთი უნიკალური მოდელი - ბოკფლინტი "სუპერბრიტი" (Superbritte). თოფს სახელწოდება მიენიჭა მისი გამომგონებლის თეოფილე ბრიტის (Theophile Britte) პატივსაცემად. თოფი დაპატენტებულია 1931 წელს. თოფის თავისებურება იმაშია, რომ მას გააჩნია ვერტიკალური შარნირის ბოლტი, რომლის წყალობითაც თოფის გადახსნის დროს ლულების სავაზნეების გადაწევა ხდება გვერდით, მარჯვნივ. მას გააჩნია ასევე ყველაზე დაბალი კოლოფი (კალაპოტი) მსოფლიოში ცნობილ ბოკფლინტებს შორის. თოფი აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით. მისი ჩამკეტი მექანიზმი იმგვარადაა შექმნილი რომ უზრუნველყოფს როგორც აბსოლუტურ უსაფრთხოებას, აგრეთვე მექანიზმის ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას. 12 ყალიბის სუპერბრიტი ითვლება ზემსუბუქ სანადირო თოფად. იგი გამოირჩევა საუკეთესო ბალანსირებით და შემკვეთს თავად შეუძლია მისი დამზადების პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რათა ზედმიწევნით ზუსტად მოერგოს მომავალი რჩეული იარაღი... "შინაარსი განსაზღვრავს ფორმას" - ასეთია ფრანკოტის დევიზი! აჰა, თქვენ ფოტოებიც! ფრანკოტი 20 ყალ. ![]() ფრანკოტი შტუცერი ![]() ![]() ფრანკოტი 12 ყალ. "De Luxe" ![]() ![]() ესეც ის სახელგანთქმული სუპერბრიტი "Superbritte" ![]() ![]() ![]() დააკვირდით, რა უცნაურად იხსნება ![]() http://www.littlegun.be/ http://www.hunter.ru ეს კი თავად თეოფილ ბრიტი! ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 00:00 |