Slug ტყვია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
Slug ტყვია |
![]()
პოსტი
#41
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 206 რეგისტრ.: 24-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflisi :D ![]() |
არა ძამიკო არანაირად http://forum.ochopintre.ge/index.php?showt...t=0&start=0 ეს ნახე და გადაიკიტხე გამოგადგება გაიხარე ჰანტერ, ეგ წაკითხული კი მქონდა, უბრალოდ ლულის შევიწროებასთან რომ შევადარე ეს ჩემი ნაყიდი ტყვიები საკმაოდ განიერი იყო ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#42
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
hunter777
cz80 თქვენ გაიხარეთ ლომებო ეს ჩემი ნაყიდი ტყვიები საკმაოდ განიერი იყო ეგრეც იქნება, გარეთა ღარები რაცააქვს ლულაში მოძრაობის დროს დაიჭყლიტება, ამიტომ აიღე ტყვია და ლულის ბოლოში დაატოლე თვითონ ტყვიის კორპუსი . მგონი ცოტა გაუგებრად დავწერე ![]() hunter777 ხო იცი ხალხი ბევრ დენთს უშვება, გონიათ ჩვეულებრივი ტყვიაა და მაგრად "წაიღებს" ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#43
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#44
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 206 რეგისტრ.: 24-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflisi :D ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#45
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
hunter777
ამ სურათზე რაც ტყვიებია,რომელია ყველა ზუსტი და რომელია ყველაზე არაზუსტი |
|
|
![]()
პოსტი
#46
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
cz80
სიმართლე გითხრა არ ვიცი, უფრო სწორად ძალიან მარტივია, ეგრევე იდება დენთზე ყოველგვარი დამატებითი პიჟების გარეშე. ტყვიას ზედვე აქვს ყველაფერი. ერთი გარემოება გაითვალისწინე, გუალანდი არ იტენება "სოკოლზე" |
|
|
![]()
პოსტი
#47
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
hunter777 ამ სურათზე რაც ტყვიებია,რომელია ყველა ზუსტი და რომელია ყველაზე არაზუსტი ყველაზე ზუსტებია საშუალო მანძილზე 4) პოლევა, 2) კიროვჩანკა 1)ბლონდო. 9) მაიერის ორმაგტურბინული ტყვია თუ ავტორის მიხედვითაა დატენილი. არაზუსტებია 11) სპუტნიკი, 12) ვიატკა, 5) ბურთულთავიანი, დანარჩენები საშუალო და საკმაოდ არასტაბილური მოხვედრის მაჩვენებლით გამოირჩევა თუმცა 11, 12, 5 ს აშკარად ჯობნიან სიზუსტეში P.S. ეს ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ ყოველგვარი მიუკერძოების გარეშე. გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ზემოთ მოცემულ ტყვიებს ყველას თავისებური დატენვის წესი აქვს სადაც დენთის ოდენობა და ტიპი საცობების თანმიმდევრობა და სისქე კაფსულის ტიპია გასათვალისწინებელი ეფექტური ნასროლისა და უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით. |
|
|
![]()
პოსტი
#48
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
"სევესტრა" Sauvestre ქვეკალიბრული ტყვიების კატეგორიას განეკუთვნება.
![]() გამოიგონა და დააპატენტა ფრანგმა კონსტრუქტორმა და სამხედრო ინჟინერმა სოვესტრმა (Jean-Claude Sauvestre) 1987. გამოდის მხოლოდ 12, 16, 20 კალიბრებში ტყვია უნიკალური კონსტრუქციისაა თავის ანალოგებთან შედარებით შესაშური მონაცემები გააჩნია. მისი სროლა შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ჩოკური შევიწროების ლულებიდან. "სევესტრას" ტყვიის სტაბილური , ზუსტი ბალისტიკა შედეგია შემდეგი გარემოებებისა: ისრის მსგავსი ტყვია შუაში შეიცავს 2 ფოლადის გულას, რომელსაც გარედან აკრავს 1 ტყვიის სქელი გარსი. ეს ყველაფერი მოთავსებული ორ ნაწილიან კონტეინერში რომელიც გასროლის დროს სცილდება ტყვიას. ეს უკანასკნელი საჭიროა ჭურვის, ლულის შიდა კედელთან მჭიდრო კონტაქტისთვის მოძრაობისას. აეროდინამიული ფრთები კი 3 სტაბილური ფრენის ტრაექტორიისთვისაა აუცილებელი. 4 იშვიათად ტყვიის კორპუსი მოვარაყებულია პლუმბუმთან შედარებით მკვრივი მეტალებით. ![]() ქვედა სურათზე ტყვიის (PL)და თითბერის კორპუსით. ![]() ![]() ზოგადი ბალისტიკა: 12/ 70 საწყისი სიჩქარე აქვს 500 მ/წ 100 მეტრზე ინარჩუნებს სიჩქარეს 377 მ/წ 100 მეტრზე ენერგია თითქმის 2 000 ჯოული. 12/76 საწყისი სიჩქარე აქვს 580 მ/წ 100 მეტრზე ინარჩუნებს სიჩქარეს 435 მ/წ 100 მეტრზე ენერგია 2 450 ჯოული ტყვიის წონა 21-26 გრამამდე მერყეობს. ტყვია კონტეინერით გვერდხედი ![]() "სევესტრას" გაფანტვის მაჩვენებლი არ ცილდება 18 სმ- ი დიამეტრის წრეს - 100 მეტრზე ! შემდეგ როგორღაც რუსებმა დააკოპირეს ეს ტყვია და შეარქვეს მას "ზენიტი" იგივე მოქმედებისაა, სულ ოდნავ ჩამორჩება მის ფრანგ ორიგინალს. |
|
|
![]()
პოსტი
#49
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მაკ ელვინი
![]() გამოიგონა და გამოსცადა და შემდეგ დააპატენტა მაკ ელვინმა 1968. მაკ ელვინი ქვეკალიბრული ტყვიების კატეგორიას განეკუთვნება. იგი ისრისებრი მოყვანილობისაა. მისი დამზადებისას მეტად საყურადღებოა მაფიქსირებელი კონტეინერის მასალის სიმყარე. კეძოდ კი: ზედმეტად მყარი კონტეინერის შემთქვევაში , ტყვია ჩოკიდან გამოსვლის დროს , მის ყველაზე ვიწრო ადგილში ზიანდება, ზოგჯერ საერთოდ წყდება. ზედმეტად რბილი კონტეინერის შემთხვევაში ტყვია ლულაშივე განიცდის დეფორმაციას. ![]() წონა 28 დან 35 გრამამდე შეიძლება მერყეობდეს. საინტერესოა ერთი გარემოებაც: "მაკ ელვინი" კონკრეტული ტყვია , შესაძლეებელია გამყენებულ იქნას სამ კალიბრში ! 12 16 და 20. ტყვიის კორპუსის დიამტერი იძლევა ამის საშუალებას, რათქმაუნდა ეს ყოველივე კონტეინერის სისქის და მიხევით. "მაკ ელვინი" გამოიყენება საშუალო ზომის ცხოველზე სანადიროდ. "მაკ ელვინი" -ის გაფანტვის მაჩვენებელი არ ცილდება 8 სანტიმეტრს 50 მეტრში ! "მაკ ელვინის" რუსული ანალოგი(კიროვჩანკი) დამზადების სირთულიდან გამომდინარე დაბალი ბალისტიკური ღირსებისაა. |
|
|
![]()
პოსტი
#50
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
+100 ბონეს! გაიხარე
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#51
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ფოსტერი (A.Foster)
![]() ამერიკელმა კონსტრუქტორმა და მონადირემ ალბერტ ფოსტერმა, სპეციალურად თეთრკუდა ირემზე სანადიროდ გამოიგონა და შემდეგ დააპატენტა , საკუთარი სახელის მატარებელი გლუვი ტყვია. ტყვია კონუსური მოყვანილობისაა წვერის მხარეს მეტი სიგლუვით და გვერდებზე ღრმა ირიბი ჩანაჭდევებით. ტყვიის მასა სულ რაღაც 28 გრამია, ირმისთვის მეტი არც იყო საჭირო. პატარა წონა ტყვიის ძირიდან მის კორპუსში 1/3 ნაწილის სიცარიელემ გამოიწვია(სურ. 3). ტყვის ზედაპირზე ირიბი ჩანაჭრევები (სურ. 2), ფრენის დროს უმნიშვნელო ტრიალს ანიჭებს მას, თავზე კი მეტი დეფორმაციის თვალსაზრისით მცირედი ჩაღრმავება გააჩნია(სურ.1) . ![]() ფოსტერმა საკმაოდ სასარგებლოდ გამოიყენა ტყვიის(PL-ის) როგორც რბილი მეტალის თვისება. ფოსტერის ტყვია კალიბრულია ! მისი დიამეტრი 17,5 მმ-ია, მაგრამ ჩოკში გასვლის დროისთვის , ტყვიის კორპუსი იმდენად ფართოვდება რომ ლულის ნომინალურ დიამეტრს უტოლდება. თავისმხრივ ტყვიის კორპუსში სიცარიელე მას აბსოლუტურად უსაფრთხოს ხდის ნებისმიერი ჩოკიდან სასროლად, მათ შორის გაძლიერებული ჩოკიდანაც კი ეს კი კალიბრულ ტყვიებში საკმაოდ იშვიათია ! დატვენვის თავისებურებებს რაც შეეხება; აუცილებელია საშუალო სიმკვრივის1, და ამორტიზირებადი 1 პიჟის გამოყენება. რადგან ტყვიას უკანა მხარე ამოღებული აქვს შესაძლებელია ზედმეტად მყარი პიჟების შეტენვა , რაც უზუსტობის გარანტია. ![]() თეთრკუდა ირემზე აშშ-ი მოგეხსენებათ(და არა მარტო თეთრკუდაზე) , მეტწილად ჩასაფრებით ნადირობენ, ამ შემთხვევაში საროლი მანძილი როგორც ასეთი 50მეტრს არ სცილდება. შესაბამისად ტყვიას ამ მანძილზე მოეთხოვება სტაბილური "კონა". ![]() ფოსტერის ყველა ტყვია 35 მეტრზე - 10 სმ-ი დიამეტრის წრეში ეტევა 50 მეტრზე კი - 15 სმ-ი დიამეტრის წრეში. 50 მეტრზე მეტ მანძილზე ტყვიის სროლა არაა რეკომენდირებული. |
|
|
![]()
პოსტი
#52
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 215 რეგისტრ.: 24-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საქართველო ![]() |
Bonehill
ცოცხალი ენციკლოპედია ხარ ნიკა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#53
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მწარმოებელი FEDERAL PREMIUM amunition
![]() განეკუთვნება ტურბინული მოქმედების კალიბრულ ტყვიაბეს. მოყვანილობით წააგავს ფოსტერს მაგრამ მისგან განსხვავებით კორპუსი მონოლითურია, არ აქვს სიცარიელეები, გვერდითი ირიბი ნაჭდევები კი გაცილებით ღრმაა. ტყვიის სროლა არაა რეკომედირებული 0,25მმ-ზე ძლიერი შევიწროებიდან ტყვია მზადდება 12 , 16 , 20 , 410 კალიბრებში. ტყვიის მასა 28 გრამიდან 35 გრამამდეა 12/ 70 კალიბრში ( სხვა კალიბრში სხვა მასა აქვს) ![]() როგორც ფოსტერს ამ უკანასკნელსაც შეიძლება ქონდეს ტყვიის წინა ნაწილისკენ ჩანაჭდევი, ან იყოს მის გარშე. ![]() ტყვიას არ გააჩნია მიერთებული პიჟ - სტაბილიზატორი, მაგრამ შორ მანძილებზე სასროლად საკმაოდ ეფექტურად რჩება. FEDERAL PREMIUM -ის ამ კონკრეტულ ტყვიას უაზარმაზარი შემაჩერებელი მოქმედება გააჩნია, მას აქვს უნარი ძლიერ დეფორმირდეს. ტყვიის საწყისი ენერგია 2518 ჯოულია ტყვიის ენერგია 100 მეტრზე კი 1109 ჯოული. ბალისტიკურ გელში ![]() მწარმოებლების განმარტებით ტყვია გამოსადეგია, 80 -100 მეტრზე საშუალო ან მსხვილ ნადირზე სასროლად, როგორც ენერგიის ასევე სიზუსტის გათვალისწინებით. ![]() P.S. პირადად ვარ შემსწრე თუ როგორ გაარტყა მცირე ზომის რიყის ქვას ერთმა ჩვენიანმა მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე . (წარმოიდგინეთ მტკვრის კალაპოტის სიფართე მეტრებში) |
|
|
![]()
პოსტი
#54
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
"სევესტრა" Sauvestre ქვეკალიბრული ტყვიების კატეგორიას განეკუთვნება. ![]() გამოიგონა და დააპატენტა ფრანგმა კონსტრუქტორმა და სამხედრო ინჟინერმა სოვესტრმა (Jean-Claude Sauvestre) 1987. გამოდის მხოლოდ 12, 16, 20 კალიბრებში ტყვია უნიკალური კონსტრუქციისაა თავის ანალოგებთან შედარებით შესაშური მონაცემები გააჩნია. მისი სროლა შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ჩოკური შევიწროების ლულებიდან. "სევესტრას" ტყვიის სტაბილური , ზუსტი ბალისტიკა შედეგია შემდეგი გარემოებებისა: ისრის მსგავსი ტყვია შუაში შეიცავს 2 ფოლადის გულას, რომელსაც გარედან აკრავს 1 ტყვიის სქელი გარსი. ეს ყველაფერი მოთავსებული ორ ნაწილიან კონტეინერში რომელიც გასროლის დროს სცილდება ტყვიას. ეს უკანასკნელი საჭიროა ჭურვის, ლულის შიდა კედელთან მჭიდრო კონტაქტისთვის მოძრაობისას. აეროდინამიული ფრთები კი 3 სტაბილური ფრენის ტრაექტორიისთვისაა აუცილებელი. 4 იშვიათად ტყვიის კორპუსი მოვარაყებულია პლუმბუმთან შედარებით მკვრივი მეტალებით. ![]() ქვედა სურათზე ტყვიის (PL)და თითბერის კორპუსით. ![]() ![]() ზოგადი ბალისტიკა: 12/ 70 საწყისი სიჩქარე აქვს 500 მ/წ 100 მეტრზე ინარჩუნებს სიჩქარეს 377 მ/წ 100 მეტრზე ენერგია თითქმის 2 000 ჯოული. 12/76 საწყისი სიჩქარე აქვს 580 მ/წ 100 მეტრზე ინარჩუნებს სიჩქარეს 435 მ/წ 100 მეტრზე ენერგია 2 450 ჯოული ტყვიის წონა 21-26 გრამამდე მერყეობს. ტყვია კონტეინერით გვერდხედი ![]() "სევესტრას" გაფანტვის მაჩვენებლი არ ცილდება 18 სმ- ი დიამეტრის წრეს - 100 მეტრზე ! შემდეგ როგორღაც რუსებმა დააკოპირეს ეს ტყვია და შეარქვეს მას "ზენიტი" იგივე მოქმედებისაა, სულ ოდნავ ჩამორჩება მის ფრანგ ორიგინალს. ეს აქ იყიდება სადმე? მე ეს ტყვიები თუ არ ვცდები აქ არ მინახია |
|
|
![]()
პოსტი
#55
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გრიზლი
სევესტრა არ იყიდება, მაგრამ სხვა ქვეკალიბრულები ბლომად არის, მაგალითად იგივე "გუალანდი" 2.50 ლარი ღირს, იგივე "ბრენეკე" ეს ცოტა ძვირია 4.00 ლარი, "პოლევა"ც იყო თუ მეხსიერება არ მღალატობს "ზენიტი" მეეჭვება დაგჭირდეს ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th September 2025 - 20:19 |