IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2020-2021 წლის ნადირობის სეზონის ერთობლივი დახურვა,, ნადირობის სეზონის დახურვა გორელოვკაში
ჩელე
პოსტი Feb 28 2021, 22:41
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



2021 წლის 27 თებერვალი. 2020-2021 წლის ნადირობის სეზონის მორიგი დახურვა კლუბ ოჩოპინტრეს კლუბის წევრთათვის.

გუშინდელ დღეზედ მინდა ოცდაათიოდე სიტყვა ვთქვა.

მიუხედავად მცირედი ნერვიულობისა გუშინდელი დღე იყო კარგი. არა, ძალიან კარგი. საუკეთესო ივენთი ამ ბოლო ორწლეულში.
მშვენიერი ოფროუდიც გამოგვივიდა. მშვენიერი ტალახი იყო. მე კმაყოფილი ვარ. ნადირობა დიდებული რამ იყო. არაჩვეულებრივი გუნდური მუშაობა. ბიჭების კოორდინირებულობა. პროფესიონალიზმი, დამაჯერებლობა, ბატონი მამუკა შილაკაძის ხელმძღვანელობა და საუკეთესო შედეგიც სახეზე იყო. უფრო კიდევ დიდებული პურიჭამა. ჩემი უმი მწვადი, ჯერ ჯოლას, შემდეგ კი კლუბის არაჩვეულებრივი ღვინო. ბატონი მამუკას სუპერ-უგემრიელეს-უმაგრეს-ზებუნებრივი ქმნილება ტაფაზე და ჯოლას იდეალური თამადობა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ქართულ-მონადირული სუფრის ძალა და მადლი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეგვიძლია ძველებურად, გემრიელად და მხიარულად გავერთოთ, ვისიამოვნოთ და 9 საათამდე მოვასწროთ ყველაფერი ამ დედანაქაჩ კორონას გამო.

დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ივენთში მიიღო მონაწილეობა.

ყველას, ვინც ითავა ეს არაჩვეულებრივი ივენთი.

მადლობა ყველას, ვინც ასე გემრიელად გაგვატარებინა ეს არაჩვეულებრივი დღე.

დიდი მადლობა ამინდს. ძალიან გვაცალა.

განსაკუთრებული მადლობა ორგანიზატორებს. ჭალიმგელას, ზახარას, ოთო

დიდი მადლობა ბატონ მამუკას ზებრწყინვალე კერძისთვის.

დიდი მადლობა ჯოლას, სუფრის არაჩვეულებრივად გაძღოლისთვის.

ნიკოს მადლობა, რომ მათრია აქათ-იქათ. უბრალოდ, სნიკერსი არ ჩამომიტანა და გული დამწყვიტა. ეგ არაფერი, მიპატიებია ჩემო მხედარო.

გრიზლი, არ გამიბლატავდე. რაც იყო, იყო. გუშინ დაიწყო და გუშინვე დამთავრდა. სადაც დაიწყო, იქ დამთავრდა. ვიცით მხოლოდ სამმა კაცმა. მე, შენ და ნიკომ. არ გაბაზრდეს იცოდე ????

დიდი მადლობა დავითუსს და კუდიგორელს რომ ვიდეოს გადაღებაში შემენაცვლნენ.

დიდი მადლობა ჯურჯენას, რომ დამითმო ე.წ. ფაუერ ბანკი და დამატენინა წვერსაპარსი გადამღები, თორე დარჩნებოდნენ კუდიგორელი და დავითუსა მადლობის გარეშე.

დიდი მადლობა მეც, რომ ასეთი ლამაზი, კოხტა და ბუთხუზი ვარ.

გენაცვალეთ, ჯიგრები ხართ

გკოცნით და გეხვევით, თქვენი: ნიკო კეცხოველი

♥️♥️♥️















































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 21:33