შეჯიბრი საახალწლოდ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შეჯიბრი საახალწლოდ |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
შეჯიბრი სახელწოდებით "პირველი თოვლი" გაიმართება ამა წლის 15 დეკემბერს თბილისის სასროლეთზე.
მოყვარულ მონადირეთა შორის კომპაკ სპორტინგში. მითითებულ რიცხვში , თბილისის ახლად გარემონტებულ სასროლეთზე გაიმართება შეჯიბრი კომპაკ სპორტინგში , ოფიციალური წესებით, ოფიციალურ საერთაშორისო სტანდარტის მოედანზე ! შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომლის ასაკი 18 წელზე მეტია, ასევე სუსტი სქესის წარმომადგენლებს. მაშ ასე იმედია არავითარი ექსცესები არ იქნება - პირველ ყოვლისა უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული ! წ ე ს ე ბ ი 1. თოფებს ვკეტავთ, სასროლად, მხოლოდ ნომერზე გასვლისას. 2. მრავალვაზნიანი - ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე ივლიან თბილისის სასროლეთის ტერიტორიაზე ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ. 3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად არ შეიძლება !!! 4. ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ნასროლი თიხის თეფშებზე, ასეთი ადამიანის მონაწილეობა შეჯიბრზე არ არის სასურველი 5. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე. მონაწილეებისგან და მაყურებლისგანაც ! 6. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრებაც ! 7. სასურველია სმენის დამცავებისა და აუცილებელია მხედველობის დამცავების ქონა მსროლელთათვის. 8. არ არის სასურველი მოქმედი სამხედრო ან სხვა ძალოვანი სტრუქტურებისათვის გათვლილი კამუფლირებული ტანისამოსით სპეც ტანისამოსით შემოსვა. 9. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, სპორტის გულშემატკივრები, ნებისმიერი დაინტერესებული პიროვნება - მაყურებლის ქცევის წესების დაცვით. 10. თოფი სიცოცხლისათვის საშიში იარაღია. ყურადღებით ! ! ! 11.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ თოფის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე ნომერზე არ გავა. კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია. 12.ვაზნა თოფში ჩაიდება ნომერზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ 13. ყველა მონაწილე ისვრის ორ ლულიანი ან ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი გლუვლუალიანი თოფიდან, რომელიც არ იქნება 66 სმ ზე მოკლე და 12 კალიბრზე დიდი კალიბრის. 14. ყველა , ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩასახრახნ ჩოკებიანი თოფებით, უნდა ჩაახრახნოს მათთვის სასურველი ნებისმიერი შევიწროვება , გაგანიერების ჩათვლით. ცალობით თეფშზე შესაძლებელია 2 ვაზნის სროლა. ქულა ითვლება: თუ თეფში დაიმტვრევა, ან თუ თეფშს მოცილდება ხილული ნაწილაკი. ამას წყვიტავს მთავარი მსაჯი და ორი გვერდითი მსაჯი საჭიროების შემთხვევაში. სადაო მომენტი გადაწყდება სამივე მსაჯის ერთობლივი თათბირის საფუძველზე. თუ ვაზნა რიგი მიზეზთა გამო არ გავარდა: შემოწმდება ფისტონი, თუ ნემსას კვალი აღინიშნება, მოხდება ამ ვაზნის გადასროლა, თუ ისევ არ გავარდა, მოხდება გადასროლა სხვა ვაზნით. თუ სროლა არ დაფიქსირდა: ძირითადად არ გავრდნა ხდება თოფებზე, მცველის დაბლოკილ მდგომარეობაში დარჩენის გამო. ამ მიზეზით ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა ნახევრად ავტომატებში, ნებისმიერი მიზეზით ვერ გადატენვა და შესაბამისად მეორე ვაზნის ვერ გასროლა ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა დ თითო მონაწილე შეჯიბრზე მიიღებს 1სერიას - 25 თეფშს. ფინალი შედგება 10 თეფშისგან. ფინალისთვის ან გადასროლისთვის ვაზნებს შეიძენთ ადგილზე. ვაზნის მარაგის შესავსებად არაუმეტესე 5 წუთი. შეჯიბრისთვის ვაზნა გადმოგეცემათ ადგილზე, 24 გრამიანი ვაზნები - 9 ან 7,5 ნომერი საფანტით, სურვილის მიხედვით. 5 მონაწილის შემთხვევაში დაჯილდოვდება მხოლოდ პირველ ადგილოსანი (თუ საჭიროა გადასროლით) 10 მდე მონაწილის შემთხვევაში, პირდაპირ მოხდება პირველი სამეულის გამოვლინება (თუ საჭიროა გადასროლით) 15 მდე და მეტი მონაწილის შემთხვევაში 6 კაცა ფინალი, ქულების საერთო ჯამით. (თუ საჭიროა გადასროლით) შეჯიბრის დასაწყისი 15 დეკემბერს 10:00 საათზე. მონაწილეობის საფასური 25 ლარი. ამ ფასში შედის 25 ვაზნა და 25 თეფში |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 19:04 |