ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#71
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არა ძმაო მართლა მაგარ ლექსებს წერ!!!
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#72
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 733 რეგისტრ.: 13-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
aragveli
მალდეც ძმაო ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#73
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli გაიხარე ძმაო,კარგი კაცი ხარ შენ.მშვენიერი ლექსია
|
|
|
![]()
პოსტი
#74
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 31-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
გადასარევია წერე ძამიკო წერე მიეცი ნიჭსა გზა ფართო.შეგძლებია და ნუ დააყოვნებ
|
|
|
![]()
პოსტი
#75
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#76
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვეღარ მოვქაჩე, თავ -აწყვეტილ გრძნობებს სადავე,
მივყევი ზვირთებს მაგრამ თურმე , თურმე სადამდე. თურმე სუყველა რაღაც ზღვრამდე , უნდა გიყვარდეს და თუ დაკარგე გულს არც, ისე უნდა გიწვავდეს. მე უკუღმართმა დავივიწყე ყოველი ზღვარი და ჩემი გული ნაფეხურზე გელოლიავა. ამ სიყვარულმა გაგზარდა და ისე გატარა, რომ ცამდე ასულს, თვითონ ღმერთი გეპატარავა. ******************* აბა სიკვდილით ვინ შეგაშინებს, თუ კი საფლავად ზეცას გითხრიან. აბა სიცოცხლე რა სათქმელია, როცა პარაკლისს მკვდრები გიხდიან. სიკვდილი მხოლოთ მაშინ იღვიძებს, როცა მშობლისთვის გოდორს დაწნიან. როცა არ იცი სამშობლოს ფასი, და უფალს შენი ხელით დაჭრიან. სიკვდილი მხოლოდ მაშინ გამარცხებს როცა სიძულვილს თავზე გაცრიან. როცა არ იცი თეთრი და შავი და ჩოხის ნაცვლად, მტრობა გაცვია. როცა სიყვარულს ანდერძს აუგებ და კაცის მოკვლას აღარ გაცდიან. მაშინ სიკვდილით მართლა მოკვდები და შენს სახელსაც წლები წაშლიან. |
|
|
![]()
პოსტი
#77
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მონადირის ჩანახატი
არ ვიცი ამას ტკბილ მოგონებას რამდენად დაარქმევთ, მე უბრალოდ მომინდა მეწერა, მარამ ერთიცაა ყველაზე მეტი ტკბილად მოსაგონარი ამ ქვეყნად ალბათ სწორეთ, მონადირეებს გვაქვს, ჩვენ ხომ თვითვეული ლამაზი მომენტი, ძაღლის ლამაზი ნაბული, მისი ლამაზი მუშაობა, ლამაზი ნასროლი და დაცდენაც კი ცხოვრების ბოლომდის გვამახსოვრდება. სულ რომ ყველაფერი წაგვიშალონ და მეხსიერების დაკარგვა დაგვემართოს, ყველაზე უწინ სწორეთ ეს კადრები ამოგვიტივტივდება ალბათ თავში. ჩვენთვის თვითვეული ტყეში გასვლა, იმის იმედით იწყება რომ ეს დღეც აუცილებლად მიემატება ,წარსულის სხვა ლამაზ დღეებს. სწორეთ ეს იმედი მიგვარბენინებს ტყე-ღრეში სახეტიალოდ , იმედი იმისა რომ წუთის სოფელს ,ლამაზ წამებს გამოვტყუებთ. საშინლად არ მიყვარს ზაფხული, არც ზამთარი, შემოქმედს რომ ჩემთვის ეკითხა, მხოლოთ გაზაფხულს და შემოდგომას დავტოვებდი, ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ სიცოცხლის დაბადებას(გაზაფხულს) ,ზედვე გარდაცვალებას რატომ მოაყოლებო(შემოდგომას) . მართალიც იქნებით, მაგრამ რა ვუყო ეს ორი პერიოდია ზუსტად, როცა ჩემი სხეული და სული ბუნებას ბოლომდის განიცდის, ზაფხულის სიცხეც და ზამთრის სითეთრე და ყივვა ბუნებას ერთფეროვანს ჰქმნის, იქ ახალს ვერაფერს აღმოაჩენ, აი სულ სხვაა გაზაფხული , სისხლი გიდუღს, გული ბუნებისკენ თავისით იწევს, ბუნების ჰანგები და ჩიტების გალობა თავისკენ გიზიდავს, პირველი კომპოზიტორი და მუსიკის შექმნის იდეაც უთუოდ ბუნებაში დაებადა, ჩიტების საამურ გალობას რომ უსმენდა, ადამიანს. თანაც უთუოდ გაზაფხულზე და უთუოდ მონადირე იყო. დგები დილით ჩიტებს ჯერ არ გაუღვიძიათ, მაგრამ მამალმა იყივლა უკვე, ფეხაკრეფით მოძრაობ რომ ოჯახის სხვა წევრებს ძილი არ დაუფრთხო, მაგრამ დედას ღვიძავს, არაფერს ამბობს , საყვედურს მის თვალებში ვკითხულობ. საყვედური კი ისაა რომ უნდა მოვიშალო ეს ჩემი ახირება და დრო ასე უქმად არ უნდა დავკარგო. სახლიდან გასვლის წინ მაინც მივდივარ და თმებზე ვკოცნი, ამით თითქოს ჩემს დანაშაულს ვისყიდი. ჩემს განზრახვას პირველი ძაღლი ხვდება და დილით სინათლე თუ ანთო ჩემს ოთახში ,მერე მას ვერაფერი გააჩერებს, ყეფს და წკმუტუნებს, ჩემზე მეტად მას ეჩქარება, რადგან ჩემგან განსხვავებით ის უსაქმური არ არის. სოფელს ჩუმად სწრაფი ნაბიჯით ვცდები, ძაღლსაც კი ვერ ვამჩნევ თითქოს, ისე ვარ ფიქრებში გართული და მხოლოთ მაშინ ვფხიზლდები როცა გაზაფხულის ხასხასა ბალახზე დაძინებული ნამი, ფეხსაცმელში ატანს. ვიღაცისთვის ეს ალბათ დიდ დისკომფორტს წარმოადგენს, ჩემში კი პირიქით კმაყოფილებას იწვევს, ცვარი კარგად აქვს, მაშასადამე მდევრის უკეთესი კონცერტი მელის. ფეხის დასველებას კი რა უშავს, ამოიწვერება მზე და გამაშრობს, ცვარსაც ააციმციმებს, აუჟუჟუნებს თვალებს და თავისთან წაიყვანს. საეჭვო ადგილას ძაღლს საყელოს ვხსნი და გარემოს მყუდროებას ჩემი გამამხნევებელი შეძახილი არღვევს, აბა ნახე "გოგო" . ეს სიტყვები ძაღლზე ჯადოსასნურად მოქმედებს, მაშინვე ენერგიული კუდის ქიცინით, მსუბუქი ნავარდით ტყეს შეერევა. შენ კი ისევ ფიქრებთან რჩები, მაგრამ ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, ტყეს როდის შეაზანზარებს ხმები, რომელიც ვიღაცისთვის უბრალო ძაღლის ყეფაა და ვიღაცისთვის მუსიკის უმაღლესი მწვერვალი. ჩამოჯდები და აკვირდები ახლად გაფურჩქნილ ყვავილებს, ამდროს ნატრობ ხატვის ნიჭიც მოეცა უფალს რომ, ეს ყოველივე უკვდავებად გექცია და ტილოზე გადაგეტანა. ყეფა იგვიანებს და შენც ნერვიულობ, ვაი თუ მუსიკოსმა , ბარაბანი ვერ აღმოაჩინა რომელზეც უნდა დაუკრას. ადგილს ინაცვლებ და აი უცებ, ნანატრი ბგერები, ჩერდები აღარ ინძრევი, ცდილობ არცერთი ბგერა არ გამოგრჩეს. ვცდილობ ისეთი ადგილი აღმოვაჩინო, საიდანაც მთელ დევნას ხელის გულივით დავინახავ და არაფერი გამომრჩება. აღმოსავლეთი წითლდება, გავარვარებული ბურთი ნელ-ნელა მოცურავს უკიდეგანო სივრცეში და აცხუნებს. დევნაც წყდება, დროა სახლში წამოსვლის, საყვირს იმარჯვებ და მდევარს უხმობ. მდევარი კი უხალისოთ მოდის და მის თვალებში საყვედურს კითხულობ რომ, თვითონ გაისარჯა, შენ კი არ მოინადირე. ამ დროს მინდა მას ჩემი ესმოდეს და ვუთხრა : დღეს გაზაფხულია , ახლა სიცოცხლეს მხოლოთ თუ აჩუქებ ვინმეს, თორემ წართმევა ,ჯოჯოხეტისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია. სახლში ბრუნდები, სულიერად დამშვიდებული და ამაღლებული, რადგან გაზაფხული განიცადე. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითაო. ვაჟას უთქვამს და ძნელია გენიოსს არ დაეთანხმო. სიკვდილიც შეიზლება ალბათ ლამაზად, იმდენად ლამაზად რომ აღაზას, ზვიადაური შეაყვაროს. დგახარ შემოდგომის, 100 წლოვან მუხნარში ან და თუნდაც ალპურში მთის წვერზე და საკუთარი თვალით ხდები მოწმე, ბუნების მიძინების. მიძინების რომელიც ისევ სიცოცხლედ იფეთქებს გაზაფხულზე. გიყვარს ეს მიძინება, იმიტომ რომ ლამაზად ხდება, აქ ზედმეტ სიცოცხლეს და უკვდავებას არავინ ითხოვს, მხოლოთ ნაძვი და ფიჭვი დგას მარადმწვანეთ. ყველაფერი შეგუებულია თავის ბედს და შენ მათ თანაუგძნობ, ალბათ ამიტომაც შეიმოსება ხოლმე ნისლის სუდარით მთები შემოდგომით. ვხვდები რომ ჩემი ბედნიერება, რომელსაც ყველა მთელი ცხოვრება ვეძებთ, ამის გარეშე სრულყოფილი არასოდეს იქნება. ტკბილი მოსაგონებელი ზოგისთვის ალბათ ის დღეა როდესაც ბევრი ფული იშოვა, ახალი ავტომობილი შეიძინა, ჩემთვის კი ბუნებაში გატარებული ლამაზი წუთები, წუთები რომელმაც სიცოცხლე შემაყვარა. |
|
|
![]()
პოსტი
#78
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 1-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეხლა ვნახე ეს თემა.არაგველი ყოჩაღ ძმაო შენ, მაგარი ლექსები და ჩანახატები გაქ. რამდენიმე მათგანზე ჟრუანტელმა დამიარა
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#79
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ისევ წვიმები, ეს ბოლო წვეთი,
თითქოს ჩემს დაღლილ, სხეულზე ფეთქავს. უნდა გავიდე ვიხეტიალო , ვერ მიმაჩვევენ დაბმას და ყეფას. უნდა გავიდე გადავეფარო, თორემ ეს ქარი გვირილებს პენტავს. გვირილებს პენტავს და ზეცას უკვე, თითქოს ყვავილის ფურცლები ფერავს. უნდა გავიდე გადავეფარო, უენოებსაც სჭირდებათ შველა. უსულო აბა როგორ ვუწოდო, როცა ბავშვივით ტიროდა ყველა. მერე რა თუკი გიჟათ შემრიცხავთ, ღობის შიგნიდან დაიწყებთ ყეფას. ეს ქარავანი ზეცამდე მიდის, ძაღლი სამადლო სალაფავს თქვლეფავს. |
|
|
![]()
პოსტი
#80
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვუყურებ წარსულში,
ჩემს აღთქმულ სამყაროს და უკვე დაღრუბლულ, დანისნულ ჩემს თვალებს, ნათელი ფერები მგელივით მოშივდა. დედის მოყოლილი გმირების ზღაპარი, როცა სასთუმალთან დილამდე რჩებოდა. როცა ცისარტყელა ღრუბლებში ნაბანი, ბოლო წვეთებისგან ზეცაზე შრებოდა. ცხრა თავა დევს ენთო სიკეთის ლამპარი და უსიყვარულოდ არავინ კვდებოდა. როცა უანგარო იმ პირველ სიყვარულს, თითქოს ღვთიშობელის თვალები შვენოდა. ახლა კი წლებისგან ჯურღმულში ჩავარდნილს, ის წლები მშიერი მგელივით მშიოდა. ფანჯრიდან მოჩანდა ხოჯა და შამანი, მოლა კი შორიდან სულში ჩამკიოდა. სატანა მოადგა ხმელეთზე ზღვის ნაპირს და ყველა წამსვლელი მის ნავში ჯდებოდა. ქვეყნად სიყვარულის უკვე უკვდავება, სამყაროს კი არა, მეც აღარ მჯეროდა. წლებმა შეგვიჭამა ნათელი ფერები, სულმა ბავშობიდან ზურგით რომ ეზიდა და უკვე ეშმაკის ნალოკი რწმენისგან, სული იმედებზე წრიაპით ეკიდა. |
|
|
![]()
პოსტი
#81
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ალექს, გამომცემლობაში სადმე არ მიგიტანია?
|
|
|
![]()
პოსტი
#82
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
არა ნუკრი არსად, პოეზიის საღამოს ჩავატარებ სავარაუდოთ უახლოეს მომავალში. სრულიად უცნობი ადამიანი დამიკავშირდა ქალბატონი ირინე ექვთიმიშვილი, არტ-კაფე თიფლისი ბრუნჩის მენეჯერი. გავეცანი შემოქმედებას და გვინდა სრულიად უსასყიდლოდ დაგითმოთ დრო და ადგილი, თქვენი პოეზიის ჩასატარებლადო და სავარაუდოდ გამოვიყენებ, ამ შემოთავაზებას. კი ვფიქრობდი რომ ჯერ ადრე იყო, მარა ვნახოთ რა გამოვა.
|
|
|
![]()
პოსტი
#83
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
არა ნუკრი არსად, პოეზიის საღამოს ჩავატარებ სავარაუდოთ უახლოეს მომავალში. სრულიად უცნობი ადამიანი დამიკავშირდა ქალბატონი ირინე ექვთიმიშვილი, არტ-კაფე თიფლისი ბრუნჩის მენეჯერი. გავეცანი შემოქმედებას და გვინდა სრულიად უსასყიდლოდ დაგითმოთ დრო და ადგილი, თქვენი პოეზიის ჩასატარებლადო და სავარაუდოდ გამოვიყენებ, ამ შემოთავაზებას. კი ვფიქრობდი რომ ჯერ ადრე იყო, მარა ვნახოთ რა გამოვა. ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#84
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
დედამიწა სამყაროს ვინა სთქვა რომ გულია?
სოდომს, გომორს დავარქმევ, შემედავო რთულია. ცაშიც ასე ფიქრობენ, რომ ეშმაკი გვწყურია. თურმე ადამიანი, დედამიწის წყლულია. აპოკალიფს ჩვენ თვითონ, მოვისწრაფებთ სრულიად, სიბნელეში ნათელი, ჩვენთვის მხოლოდ ფულია. აზრს ვერ შემაცვლევინებს, რომ მედავოს დუნია. თხაზე უწინ გავყიდეთ, საკუთარი რჯულია. ჯოჯოხეთი გაშინებთ? ჯოჯოხეთი რთულია? რა გაშინებთ ეს მიწა ჯოჯოხეთის გულია. ვინც სამოთხეს დატოვებს, თურმე აქა ხვდებიან. სამოთხიდან პირდაპირ, ჩვენს ხომალდში ჯდებიან. ჩვენს საშველად ვინ მოვა, საზღვრად კუპრის ზღვებია. რაც ჩვენ უფალს დავმართეთ, დაივიწყეს გგონია? კიდობანი ააგოს ნოე ვნახოთ სჯობია, ნოეს ნაცვლად დღეს უფრო დემონები გვყოლია. ნათელ ფერებს დაეძებ და იპოვი გგონია>? აღმოაჩენ რომ მხოლოდ, ბავშვის ნახატს ჰქონია. სიყვარული გვიშველის ეგ ხომ ძველი ჭორია, როცა უფლის გულამდე ისევ შორზე, შორია. ჩვენი სულიც დღეს უკვე, სხეულივით მძორია. ზოგს სამყარო არ ჰყოფნის, მგლების წინამძღოლია. ავიწყდება ბეჩავს რომ დრომ გაფატრა ტოტია. სამოთხეს ელოდებით? სადმე წახვალთ გგონიათ? ჩვენი სულის ადგილი, ჯურღმულებში მგონია. |
|
|
![]()
პოსტი
#85
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2025 - 06:57 |