თქვენი რჩევა მჭირდება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

თქვენი რჩევა მჭირდება
tavadi baratashv...
პოსტი Apr 6 2014, 11:14
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ ასეთი დილემის გადაჭრის წინაშე ვდგავარ, მსურს ვიყიდო ნახევრად ავტომატური თოფი, არჩევანი დიდია და უკვე ტვინი ამიდუღდა ამდენი რევიუების, ვიდეოების და კომენტარების კითხვით ფორუმებზე იუთუბზე და საიტებზე. ამიტომ გადავწყვიტე უშუალოდ მფლობელთათვის მეკითხა რჩევა, რეკლამის ნდობა არაფრით რომ არ შეიძლება და მითუმეტეს იქ სადაც მევარ ამაში არაერთხელ დავრწმუნდი, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ მირჩიოთ თქვენი გამოცდილებიდან რამე, არჩევანი მაქვს ასეთი ან ვიყიდო იაფასიანი ფირმების მოდელები ისეთები როგორიცაა ჩეზე, მოსბერგი, შტოგერი, და სხვა იაფიანი ამერიკული ფირმების წარმოებული მოდელები, რაზეც თავს ვიკავებ გასაგები მიზეზების გამო, ან ხარისხიანი ბრენდის წარმოებული მოდელები, აი აქ უკვე წავაწყდი სერიოზულ არეულობას newsmile05.gif))) ვეღარ გავიგე რომელი ავირჩიო იმდენი კარგი ბრენდი და მოდელია თვალები ამიჭრელდა. ზოგადად არჩევანი მაქვს remington versa max-ს, ბენელის მოდელებს, beretta a400 xtreme unico-ს, browning maxus-ს და XLR5 Velocity-ს შორის, ვნახე ძალიან ბევრი ვიდეო იუთუბზე, როგორც რეკლამა ისე რევიუები და ტესტები, გადავქექე ამერიკული და ქართული ფორუმები, უამრავი აზრია და შეხედულება, ძირითადად სუბიექტურები. საბოლოოდ ფასი-ხარისხის და საიმედოობის ხრივ უფრო beretta a400 xtreme unico-მ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ბენელი მომწონს, მაღაზიასიც ვნახე და მოვირგე რამდენიმე მოდელი, ზალიან მსუბუქები და ერგონომიულებია მარა აი ეს სიმსუბუქე მაფიქრებს, დიდ დოზიანი ვაზნების სროლისას მსუბუქი თოფი ძალიან დიდ უკუცემას და ვიბრაციას განიცდის და მითუმეტეს პლასტიკის კონდახით, თან ინერცია. ვიცნობ ერთ ადამიანს რომელიც ბენელის ემდუროდა დიდი უკუცემის გამო, არიან კმაყოფილი მფლობელებიც მარა მაინც არ მინდა ინერციაში ამხელა ფულის გადახდა, გასაგებია რომ ინოვაციები ბევრი აქვს ბენელის მარა არამგონია ბერეტა და ბრაუნინგი რამით ჩამოუვარდებოდეს, ბრაუნინგს დიდად არ არეკლამებენ და ეს მაფიქრებს, თან ბერეტაზე და ბენელზე იაფია, მაგალითად ბრაუნინგ მაქსუსი თუ ღირს 1200 დან 1300 დოლარამდე ბერეტას ზემოთ მოყვანილი მოდელის ფასი 1500 დან 1600 დოლარამდე მერყეობს ნუ ამას ემატება შტატის გადასახადი, აი რაც შეეხება ბენელის მოდელების მიხედვით ფასი იწყება 1900 დან და 2000 დოლარს ცდება. ამხელა ფასი და პოპულარობა ბენელისა დასაფიქრებელია მარა ჩემი აზრით ამხელა თანხა არ ღირს მარტო იმიტომ რომ ბენელია. რაც შეეხება ფაბარმს უაზროდ ძვირია 2500 დოლარამდე ურტყავს ფასი ზემოთ ხსენებული მოდელისა. ამიტომ ჩემი აზრით არ მინდა გადავიხადო 1000 დოლარით მეტი მარტო იმის გამო რომ სახელშია განსხვავება. ჩემი სიმპატიები მაინც ბერეტასკენ იხრება და იქნებ მირჩიოთ რამე მათ ვისაც ამ ბრენდების მოდელები გაქვთ. მფლობელის თვალით დანახული აგრეგატი მაინც სხვაა, ოღონდ ერთი თხოვნა მექნება თეორიულ ვარაუდებს და მსჯელობას უშუალოდ პრაქტიკული მონაცემები გამიზიაროთ, თქვენს მფლობელობაში არსებული თოფის მინუსები და პლიუსები, წინასწარ დიდი მადლობა თქვენი აზრი მაგრად დამეხმარება არჩევანის გაკეთებაში tema-wamoweulia.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  « < 2 3 4  
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 48)
assassin29
პოსტი May 30 2015, 12:49
პოსტი #46


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




digmeli
ციტატა(MINIMAL @ 30th May 2015 - 12:13) *
არაუშავდას ვენდო? ღირს ყიდვა თუ არა

ფასს გააჩნია მეგობარო თუ ეხლა 10000 აფასებს მე გირჩევ ჰოლანდი იყიდო
არ ვხუმრობ ამასწინ ზუსტად ამ ფასად იყიდებოდა ტოზ 34 ვაიმარკეტზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
digmeli
პოსტი May 30 2015, 13:00
პოსტი #47


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 12-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(levani mgebrishvili @ 30th May 2015 - 13:49) *
ფასს გააჩნია მეგობარო თუ ეხლა 10000 აფასებს მე გირჩევ ჰოლანდი იყიდო
არ ვხუმრობ ამასწინ ზუსტად ამ ფასად იყიდებოდა ტოზ 34 ვაიმარკეტზე

რას ამბობ სად მაქ ჰოლანდის ფული, 450$-ს აფასებს გაფორმებიანად, ხე კაკალია, რაკოვინებიასა და შატკის გარეშე.
პ.ს. მაგ 34-ს მეც წავაწყდი იმდღეს newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jun 18 2015, 09:28
პოსტი #48


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მეორე გლუვლულიანის ყიდვას ვაპირებ. იყიდება ტოზ34-28. რას მირჩევთ 28 კალიბრით ღირს ფრინველზე ნადირობა? ან რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს 28 კალიბრს. უნდა მოგახსენოთ რომ 12 კალიბრის ნახევარავტომატი მაქვს უკე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 18 2015, 18:13
პოსტი #49


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(MINIMAL @ 30th May 2015 - 13:13) *
არაუშავდას ვენდო? ღირს ყიდვა თუ არა

მაგი..ესე ზეპირად როგორ გითხრა.. თვითონ კომუნისტების დროსაც.. თოფის ყიდვა რომ უნდოდა ვინმეს.. 3 დამკვირვებელი მცოდნე მიყავდა..ბრაკი რომ არ შეეტენათ მაღაზიაში. ამოწმებდნენ და ისე ყიდულობდნენ. ასე რომ უნახავად..ვერაფერსაც ვერ გირჩევ. "ძველი კომუნისტური" მაინცდამაინც გადასარევს არ ნიშნავს. ბრტაკებიც ოხრად ქონდათ. მაშინაც ქარხანა შტამპავდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th December 2025 - 05:36