ნადირობის სეზონის გახსნა, წალკა, 16 აგვისტო, 2014 წელი. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ნადირობის სეზონის გახსნა, წალკა, 16 აგვისტო, 2014 წელი. |
Aug 17 2014, 17:32
პოსტი
#61
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებით
პირველ რიგში გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას. შედეგიანი წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის. როგორც იცით, 16 აგვისტოს გაიხნა ნადირობის სეზონი რასაც რა თქმა უნდა მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ''ოჩოპინტრე''-ს წევრები და არა მარტო დიდი ხანია ელოდნენ. იყო მანამდე ძაღლების გეშვა, გამოცდა და რა თქმა უნდა ოჩოპინტრეს ტრადიციული შეჯიბრი, რომელიც წინ უძღვოდა ნადირობის სეზონის გახსნას. ''ოჩოპინტრეზე'' დიდი ხანი იგეგმებოდა ნადირობის სეზონის გახსნის საკითხები. ყველას თავისი აზრი ჰქონდა თუ სად უნდა გაეხსნა კლუბს სეზონი და ბოლოს შევჯერდით წალკაზე და მინდა ვთქვა, რომ არც შევმცდარვართ. როგორც იქნა მოვიდა ნანატრი 16 აგვისტო და შეკრების ადგილზე ნაადრევად მისული კლუბის წევრებს ერთი სული ჰქონდათ როდის დავიძვრებოდით წალკისკენ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() და აი როგორც იქნა დავიძარით დათქმულ დროს. ვიყავით საკმაოდ დიდი კოლონა, დაახლოვებით 12 მანქანა, გზაზე რა თქმა უნდა იყო პატარ-პატარა სიურპრიზები, ზოგს თოფი დარჩა სადარბაზოში მე ვინაიდან თოფი არ მქონდა და ჭალიმგელამ მათხოვა, აღმოვჩნდი ჭალიმგელას, ზახარას, ჩავლეს, ნუკრას, ჯოლას, გურგენას და გენო ძიას ეკიპაჟში. ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ.... კიდევ ვიარეთ, ვიარეთ და ბოლოს მივაგენით მინდვრებს, სადაც ჭალიმგელას აზრით უნდა ყოფილიყო ბეეევრი ბწყერი...... და იყო კიდეც.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ კაი ხანი ვიარეთ. მწყერი ვნახეთ კარგი რაოდენობით, როგორც თქვეს კარგად არის მწყერიო, თორე აბა მე რა მაგისი მამიდა ვიყავი? პირველად ვიყავი მწყერზე სანადიროდ მორჩა პირველი შეტევა და ჩვენც დავბრუნდით მანქანებთან. ყველა გახარებული იყო, ნასიამოვნები ნადირობითაც და ძაღლების მუშაობითაც. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები, ცოტა დავისვენეთ და შევუდექით მეორე შეტევას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რაც შეეხება ჩემს ნადირობას და ნანადირებს. შთაბეჭდილებები კარგია. პირველად ვიყავი მწყერზე სანადიროდ და მინდა ვთქვა, არც ისეთი უსაქმური საქმე ყოფილა როგორც მეგონა. |
|
|
|
ჩელე ნადირობის სეზონის გახსნა Aug 17 2014, 17:32
dima71 სალამი ბატონებო! á... Aug 19 2014, 10:17
general მადდლობა ყველას ვი... Aug 21 2014, 01:06
ზახარა სურათები ყველამ და... Aug 21 2014, 12:45
იაშკა სულ პოზიტიური განწ... Aug 21 2014, 21:01
ლეონ-ბლექი იაშკა
მადლობა. შენá... Aug 21 2014, 21:07
ძამა ყველას გილოცავთ სე... Aug 22 2014, 01:15
T A M P L I E R RE: ნადირობის სეზონის გახსნა Aug 22 2014, 10:17
საბო ციტატა( T A M P L I E R @ Aug 22 ... Aug 22 2014, 22:00
ჩელე დაყარეთ ფოტოები ხა... Aug 22 2014, 10:19
დ-NT საღოლ გაიხარეთ ყვე... Aug 22 2014, 20:13
თაზო კაი დროს კი ვწერ, მა... Sep 23 2014, 11:11
თაზო ჰა, თუარა გადავიფოáƒ... Sep 23 2014, 18:02
ალთაზარ თაზო
თუ არ გამოჩნდá... Sep 23 2014, 21:03
ნუკრიMax რაც იქ იყო დატოვებáƒ... Sep 23 2014, 21:55![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th November 2026 - 12:28 |