ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V  < 1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
საბო
პოსტი Jul 2 2015, 21:03
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მივესალმები წამოწყებას. იმედი მაქვს, ეხლა მაინც დაადგება საშველი ამ პრობლემის მოგვარებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 2 2015, 22:51
პოსტი #12


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Chalimgela @ 2nd July 2015 - 18:28) *
მოკლედ ისეტი წინადადება შემოგვთავაზეს რომ აწი ჩვენს თავს დავაბრალოთ თუ რამე არ გამოვა,

თუ ეგრეა.. ადრეც დავწერე და ეხლაც ვიტყვი აგერ. რეალურად თუ უნდათ ბრაკონიერობასთან ბრძოლა..სერიოზული კონტროლია საჭირო. ეგრე ლოკალური მივარდნები..არანაირ ეფექტს არ მოიტანს და საქმის კეთების იმიტაციის მეტს არაფერს მოგვცემს. მერე ვიღაცას დააჯარიმებენ..მერე ვიღაცის ახლობელი აღმოჩნდება და ა..შ.. 2 კვირა თავს შეიკავებენ და ისევ დაუბრუნდებიან თავიანთ "საქმიანობას". ყველას რომ ყველგან მივუვარდეთ.. 5000 კაციან ლაშქარი დაგვჭირდება..მუდმივ მზადყოფნაში. თან იმ ვადით..სანამ ახალი თაობა არ გაიზრდება..ვინ ეგეთებს აღარ იზავს. მოკლედ....ეგ..ბევრი ვერაფრის მომცემი იქნება. ამიტომ.
სერიოზული კონტროლი..უნდა დაიწყოს აღრიცხვით.. ანუ..ვის უნდა იყოს მონადირე და მეთევზე. ყველა...ვისაც უყვარს ნადირობა-თევზაობა..უნდა გაწევრიანდეს რომელიმე კლუბში.. ან შეიკრან ჯგუფებად და დააფუძნონ თავიანთი კლუბები. ეგ მოგვცემს იმას..რომ ეგ კონკრეტული ადამიანი..პასუხისმგებელი ხდება..თავისი კლუბის წინაშე და არა მთელი სახელმწიფოსი..რომელსაც ადვილად უსხლტება ხელიდან. იმ კონკრეტულ ადამიანს.. თვითონ თავისი კლუბი მიხედავს..რომ ეგეთები აღარ იჩალიჩოს..თორემ თვითონ კლუბს მოუწევს მიკეტვა. რას ნიშნავს მიკეტილი კლუბი?.. გაფუჭებულ რეიტინგს და თუ სხვაგან ვერ გადანაწილდნენ დანარჩენები და იმათი ქსივა არ ექნებათ ..საერთოდ ვეღარ შეძლებენ თევზაობა-ნადირობას. მაკონტროლებლებს კი მარტო ის მოუწევთ..შეუმოწმონ საბუთები და ვისი ქსივაც აღმოაჩნდება ჯიბეში..იმ კლუბს გამოუგზავნონ ჯარიმა. დამრღვევს თვითონ კლუბი მიხედავს. მოკლედ..პრინციპი ეგეთია.. აფუჭებს ერთი..ისჯება რამდენიმე. მისი უახლოესი თანამეინახეები. ამიტომ..თითონ მიხედავენ. კლუბის ქსივის გარეშე კი.. ნადირობა-თევზაობის ნებართვა არავის ქწონდეს. ეგ არ ნიშნავს..ადამიანების იძულებით შერეკვას..რომელიმე კონკრეტულ კლუბში. ვისაც სად მოესურვება..იქ გაწევრიანდეს..ან ახალი დააფუძნოს. მთავარია..ვინმე კონკრეტულ პირებთან იყოს პასუხისმგბელი და არა მთელი სახელმწიფოს წინაშე. აი ეგ..გააჩერებს ბრაკონიერობას გლობალურად. მაგისი კოპნტროლი ბევრად ადვილიც არის და ნაკლებ დანახარჯებსაც მოითხოვს.

ვისაც არ ექნება კიდე არცერთი კლუბის ქსივა.. გამოცხადდეს ოფიციალურ ბრაკონიერად და რაც წერია კანონში ბაკონიერებზე..ისე მიხედონ ვისაც ევალება.

ციტატა(Chalimgela @ 2nd July 2015 - 18:28) *
ან შევეშვათ ლანძღვას

თუ ისევ ესე იქნება ყველაფერი..და კონკრეტულ ბრაკებს დავუწყებთ დევნას..ნამდვილად არაფერი არ გამოვა. ცოტახნით დავაფრთხობთ ვიღაცას..მაგრამ მალე მოეცემა ისევ გული და გააგრძელებს თავის "საქმეს". ასე რომ ლანძღვის უფლება დაგვრჩება. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
cacciatore
პოსტი Jul 3 2015, 00:59
პოსტი #13


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7
რეგისტრ.: 19-June 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



თქვენის ნებართვით გამოვთქვამ მეც ჩემ აზრს აღნიშნულთან დაკავშირებით.
მართლაც მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა, იქნებ ეხლა მაინც ეშველოს რამე ამ ,, მოუშორებელ ჭირს"

1. უნდა აიკრძალოს ბრაკონიერული საშუალებებით ვაჭრობა, გაკონტროლდეს ყველა სამონადირე მაღაზია, ბრაკონიერული საშუალებებით ვაჭრობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კონტკრეტული მაღაზია ან ფიზიკური პირი დაჯარიმდეს სოლიდური ჯარიმით.
2. აიკრძალოს ნანადირევის გაყიდვა.
3. გაკონტროლდეს ისეტი ადგილები სადაც იყიდება თევზი (ბაზრები და ა.შ) იმ სახეობის თევზის აღმოჩენის შემთხვევაში რომელზედაც თევზაობა აკრძალულია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.
4. მაქსიმალურად გაშუქდეს ტელევიზიით, ყველა ბრაკონიერული გამოვლენილი პაქტი და სამართალდამცველების რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
5. ყველა ადამიანს რომელიც დაჯარიმდება ბრაკონიერობისთვის, ჩამოერთვას ან შეუჩერდეს რამოდენიმე წლით ნადირობის უფლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 3 2015, 01:03
პოსტი #14


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



cacciatore
ეგ ყველაფერი..ბოლო 20 წელია ეგრეც არის კანონით. მაგრამ...............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
cacciatore
პოსტი Jul 3 2015, 01:16
პოსტი #15


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7
რეგისტრ.: 19-June 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 3 2015, 02:03) *
cacciatore
ეგ ყველაფერი..ბოლო 20 წელია ეგრეც არის კანონით. მაგრამ...............


კანონით გინდ ყოფილა გინდ არა, თუ არ გააკონტროლე რა აზრი აქვს. კონტროლია მთავარი.
გვპირდებიან აგერ კონტროლს და ვნახოთ რა იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 3 2015, 09:27
პოსტი #16


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბლექის აზრს ვემხრობი მეც, სხვანაირად ეფექტი მინიმალურია და ი ბრაკონიერობბოლომდე ჩაკვლა შეუძლებელია,(ბოლომდე, ყველაზე ცივილურ ქვეყნებშიც ვერ მოსპეს ბრაკონიერობა, მაგრამ აქ სხვა რამ იგულისხმება) ვთქვათ ეს ყველაფერი იმუშავებს 1 წელი, რა გარანტიაა, რომ 1 წლის მერე ვინმე არ შეიცვლება მთავრობაში და არ ჩაიფარცხება ეს ენთუზიაზმი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jul 3 2015, 09:34
პოსტი #17


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩემის აზრით, მივარდნა და ბადეების ამოღება საქმეს ვერ უშველის. ყველამ ვიცით სადაც არის ბადეები ჩადებული და სადაც ადუღებენ წყალს. სწორედ ჩასაფრებით უნდა მოხდეს, ბადის ჩამგებების დაკავება, ასევე ელკტრიკების ადგილზე დაკავება..
უნდა გაშუქდეს ყველა აღკვეთილი შემთხვევა ტელევიზიით და პრესი, ასევე სოციალური ქსელებით.დამრღვევევბს უნდა დაედოს სერიოზული სანქციები (ჯარიმა დიდი და ნადირობა -თევზაობის სამუდამო თუ არა მინ.5 წლიანი აკრძალვა.) დარწმუნებული ვარ საკმარისია თუნდა ხშირი ასეთი "პიარი"-ს გაშუქება, რომ სხვამ მიაყენოს შიშით ერთი ადგილი.
საჭიროა მინდვრებში გატარდეს რეიდები, სეზონის გახსნამდე ნადირობის აღსაკვეთად და სეზონის პერიოდში მანოკისტების მოსაჭიმად. ასევე გაკონტროლდეს, კანონით გაწერილი რაოდენობა.
დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს როგორც თანამდებობის პირების , ასევე მათი "ნაცნობები"-ს წინააღმდეგ.
ბრაკონიერული საშუალებების გამყიდველები როგორც მაღაზიებში, ასევე ინტერნეტ საიტებზე იქნეს გამოვლენილი და მოჭიმული მკაცრად.
დაჯარიმებული იქნენ არა მარტო აკრძალული მეთოდით მოპოვებული ნანადირევ ნათევზავების ბაზრებში შემტანები, არამედ მათი რეალიზატორებიც.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს თბილისიდან მოშორებით მყოფ რაიონებს, სადაც ვერ მოხერხდება თბილისიდან ოპერატიულად ჩასვლა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 3 2015, 09:37
პოსტი #18


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საბო
ლეონ-ბლექი
ხოდა წარმოიდგინეთ რომ გდი ს უფროსი ან მინისტრი ხარ და გავაკეთოთ რასაც იტყვით. ისევ იგივეს ვამბობთ ესე არ ვარგა ისე გააკეთონ

მაგიტომ დაგვიძახეს და გვითხრეს: აგერ ბურთი და აგერ მოედანიო, ჰოდა კონკრეტულად დავწეროთ რა ვქნათ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 3 2015, 09:39
პოსტი #19


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა

იმ გეგმის საჯაროდ განხილვა თუ რა მეთოდით უნდა გაკვანძო ბრაკონიერი, სულ ცოტა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 3 2015, 10:19
პოსტი #20


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus
დრო და ადგილს ნუ დავწერთ. თუ ვინმეს კონკრეტული გეგმა აქვს ცალკე შევიმუშაოთ, ან შევხვდეთ და ისე. მაგრამ მანამდე სადმე ხომ უნდა ვწეროთ რომ აზრი გავიგოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 3 2015, 10:30
პოსტი #21


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Davitus @ 3rd July 2015 - 10:39) *
იმ გეგმის საჯაროდ განხილვა თუ რა მეთოდით უნდა გაკვანძო ბრაკონიერი, სულ ცოტა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს

elementarno-vatson.gif

ნება იყოს შსს ხრიდან და რა უნდა გამოვლენას ან აღკვეთვას newsmile05.gif ყოველ კუთხეში აგენტურა ყავთ შსს , ფინანსურს და ზ დ პ -ის newsmile045.gif

1.ფინანსურმა აკონტროლოს თევზის წამომავლობა ბაზარზე(რესტორანი , დახლები ასე შემდეგ )

2.გ . დ .ს მოამზადოს კანონპროქეტი პარლამენტისთვის , სადაც ნათლად დაიწერება ყველა ის მოწყობილობა რაც გამოიყენება ბრაკონიერულ მეთოდით და დიდ ზარალს აყენებს ბუნებას აიკრძალოს მისი დამზადება გაყიდვა ნებისმეირ ადგილას !! ხო იტყვიან მანოკი დაკვირევბებითვისაც გამოიყენებაო და ვერ დაუშლიო newsmile05.gif) კარგი ... იმედია მაკონტროლებლები სანადირო აღჭურვილობას და მეცნიერულს გაარჩევენ და ისე მოიქცევიან მაგ კერძო შემთხევვაში ჯარიმა იქნება თუ ჩამორთმევა newsmile05.gif უნდა ქონდეთ სრული(და არა დათვალიერება) ჩხრეკის უფლება სადაც კი საჭვო ეკიპაჯს ნახავენ , აგრეთვე საჭიროა ზ დ პ -ეს ქონდეთ ყველა რაიონში(სათაო ოფიშებში) ლაბორატორიები სადაც დაადგენენ ჩხრეკისგან ნაპოვნ ხორცის წარმომავლობას newsmile05.gif
მოკლული ვიპოვე და წამოვიღე ეგეთი არ უნდა განიხილებოდეს სასამართლოზეც კი newsmile05.gif იპოვის დარეკოს შასაბამის ორგანოებში და გამოავლინოს ფაქტი newsmile05.gif . მოკლედ კანონში ბევრი რამ არის დასამატებელი შესასწორებელი newsmile05.gif

3. რაც შეეხება შსს ზემოთაცას დავწერე აგენტებს ავლენენ და იჭერენ და იმას ვერ გაიგებენ ვინ რითი მოიპოვებს თევზს ან ნანდირევს ??? newsmile045.gif


ნუ ფარული კამერები ძალიან კარგად მუშაობს აღკვეთილებში და უნდა გაიზარდოს მისი საკონტროლი არეალი ცხელ წერტილებში სადაც მკვეთრი სიგნალები იქნება .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 3 2015, 10:38
პოსტი #22


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Chalimgela @ 3rd July 2015 - 11:37) *
წარმოიდგინეთ რომ გდი ს უფროსი ან მინისტრი ხარ და გავაკეთოთ რასაც იტყვით.

ხოდა ხომ ვთქვი?.. ეხლა მაგისი მუხლებით და პუნქტებით მიმოხილვა გამიჭირდება..არ ვიცი მაგდენი იურიდიული კუთხით..მაგრამ მთავარი ეგ უნდა ოყოს. უბრალოდ... გადავხედოთ რეალობას. 1 სამართალდამცავზე.. ალბათ 500 ბრაკონიერი მოდის. მაგ 500-დან.. 200-ს ეგრედ წოდებული "კრიშა" ყავს. რომელიღაც მიჩქმალული ჩინოვნიკი..რომელც ხელს ითბობს იმ ბაზრებიდან იქნება თუ რესტორნებიდან. მოკლედ.. კი შეგვიძლია მივარდნა და დაწიოკება..რომელიმე კონკრეტული ბრაკონიერის. მაგრამ ეგ დიდხანს არ იმუშავებს. მაგ მეთოდით რომ გააკონტროლო ყველა.. უბრალოდ იმხელა რესურსი და ფინანსები დაჭირდება.. შანსი არ არის ეგ გამოვიდეს. ქარის წისქვილებთან ბრძოლა გამოვა. ხერხი რომ ჯობია ხონესა..ეგ კი დიდიხანია ვიცით. ჩემ ვერსიაში.. გაცილებიტ მარტივად არის საქმე. ბრაკონიერს ეკარგება ბრაკონიერობის სურვილი. უფრო სწორად აკარგინებენ ძალით. ეგ ხდება უმტკივნეულოდ. დიდი დანახარჯების გარეშე და ადვილად საკონტროლებელიც არის. ისე გაქრებიან თვითონვე..არ წავა იმისი ქექვა..ვინ რას აფუჭებდა აქამდე. სხვათაშორის..ეგ ყველ;აფერი..გადასარევია ეკონომიკის ამბავშიც. ის რესტორნები და ბაზრობები..კერძო მეურნეობებიდან იყიდიან იმ თევზს და ბრაკონიერებს აღარ დაელოდებიან. უკეთესად ამუშავდება თევზის მეურნეობებიც. ბიუჯეტშიც მეტი ფული შევა და შავი ბაზარიც შევიწროვდება მაქსიმალურად. აი მერ ომ მინისტრი ვიყო..ამას ვიზავდი რა იავიცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 3 2015, 11:00
პოსტი #23


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(zaxara @ 3rd July 2015 - 12:30) *
მოკლედ კანონში ბევრი რამ არის დასამატებელი შესასწორებელი

ზახარ..კანონში ეხლა იმდენი წერია..თუ შეძლებენ..დედას უტირებენ ბრაკებს. კანონის არ არსებობა არ არის დღეს პრობლემა. აღსრულება რომ ვერ ხერხდება..ეგ არის პრობლემა. მაგას დიდი რესურსები(ფინანსები) ჭირდება..რომელიც უბრალოდ ვერ მოიძებნება.. საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე. არ ვამბობ მაინცდამაინდ დღევანდელ მთავრობაზე..ზოგადად ვამბობ. ედიკას დროსაც ეგრე იყო..მიშას დროსაც.. ეხლაც ეგრეა და მომავალშიც ეგრე იქნება.. სანამ ქვეყანას არ გაუჩნდება სოლიდური რესურსები. ანუ.. სხვა ამაზე ბევრად რთულ პრობლემებს არ მოაგვარებს ქვეყანა და სანამ სოლიდური ბიუჯეტი არ დაიდება ამ ყველაფრის მოსაგვარებლად..ეგ ვერ გამოვა. მოკლედ..კიდე კაი ხანი ესე დარჩება რაა. სხვა რამეა მოსაფიქრებელი. მაქსიმალური ეფექტი..მინიმალური დანახარჯით. ქართული მენტალობის გათვალისწინებით და მაქსიმალურად უმტკივნეულო. აი ეგ თუ იმუშავებს.

ციტატა(levani @ 3rd July 2015 - 12:57) *
მაქსიმალური ეფექტი..მინიმალური დანახარჯით. ქართული მენტალობის გათვალისწინებით და მაქსიმალურად უმტკივნეულო.

აი ეს უნდა იყოს ამომავალი წერტილი.. თუ გვინდა რამე გამოვიდას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 3 2015, 11:01
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ალბათ არავისთვის უცხო და გასაკვირი არაა რომ უფრო ხშირად სწორედ ის ადამიანები ბრაკონიერობენ ვისაც ევალებათ ბუნების დაცვა და ბრაკონიერობის ფაქტების აღმოჩენა. ამიტომ მთლიანად მათ დავალდეს ბრაკონიერობის აღმოფხ**ა ნაკლებეფექტური იქნება ჩემი აზრით.

ეფექტური იაფი და მარტივი მგონია შეიქმნას ჯგუფი (სახელმწიფო სტრუქტურაში. სასურველია თუ იმ რაიონის მკვიდრები არ იქნებიან სადაც მათი სამუშაო ზონა იქნება) და ამ ჯგუფის ფუნქცია იყოს ფოტოხაფანგების მონტაჟი და შემდეგ ინფორმაციის მოგროვება. საკმაოდ მცირე ადამიანური რესურსით და მატერიალური დანახარჯებით შესაძლებელი იქნება დიდი საქმის გაკეთება. წარმოიდგინეთ მდინარის პირას დამონტაჟებული ფოტოხაფანგი. ერთი კვირის განმავლობაში ყველა ბრაკონიერი იქნება ფირზე თუ ვიდეოში აღბეჭდილი. გაცილებით იაფი არ დაჯდება ფოტოხაფანგი ვიდრე 24 საათიანი გარემოს დამცველების რეოდები? თან აპარატი ადამიანზე უფრო კეთილსინდისიერად ხომ შეასრულებს თავის საქმეს.
ასე მგონია რომ გარემოს დაცვის სამინისტროში პატარა ასეთი ჯგუფის შექმნით ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეიძლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 3 2015, 11:29
პოსტი #25


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 3rd July 2015 - 13:01) *
ასე მგონია რომ გარემოს დაცვის სამინისტროში პატარა ასეთი ჯგუფის შექმნით ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეიძლება.

ეგ კი არის ნამდვილად ეფექტური და კიდეც უნდა გაკეთდეს. უბრალოდ მთელ საქართველოს ვერ გაწვდება ეგ ჯგუფი. თან..მარტო მდინარეებს და ტბებს გააკონტროლებს. ისე კი..დასამონტაჟებლად არც ეგ არის ცოტა. ძალიან ბევრი ვიდეოკამერის მონტაჟი გახდება საჭირო. თუმცა..რაც მოხერხდება..კარგი იქნება რათქმაუნდა თუ ეგეც გაკეთდება. ბევრად მარტივი და იაფი იქნება მაგითი კონტროლი. აი მონადირეების კონტროლი კი მეეჭვება მაგითი მოხერხდეს. ვინ სად ჩადგავს მანოკს და ვინ რომელ მთაზე მორეკავს შველს...მაგას ვინ დაუმონტაჟებს კამერებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V  < 1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th November 2025 - 23:23