ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#131
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 37 რეგისტრ.: 28-May 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბიუროკრატიული ბარიერი კი არა... თავისუფლება..განვითარება და წინსვლაა. უბრალოდ ჩვენი მაგალითიც საკმარისია მაგის დასამტკიცებლად. როდიდან დაიძრა მთელი ეს საკითხები?.. როდიდან დაიწყო კლუბთასორის ჩემპიონატები..როდიდან დაიწყო სიტუაციის მოგვარებაზე საუბრები.. როდიდან ატყდა მანოკზე და ელექტრო აპარატებზე მთელი ამბავი. რაც კლუბები გაჩნდა და ხალხი გაერთიანდა მაგ დროიდან ხომ არა?.. მანამდე რა იყო?.. ყველას ყველაფერი ეკიდა და ელექტრო შიკოთ თევზაობა..ძალიან ბევრს.. საერთოდ ლეგალური ეგონა. მანოკზე აღარაფერს ვამბობ. კლუბები.. სწორ გზავნილებს აგზავნიან ახალი ტაობერბისთვის. ასწავლიან..რა არის სწორი და რა არასწორი. ახალგაზრდა რომ წევრიანდება კლუბში..სანდო ხელში ხვდება. აი ეგ არის კლუბი. ხოლო რაც მეტი კლუბი იარსებებს.. მით მეტი იქნრბა კონკურენცია და მანდედან გამომდინარე ხარისხიც. თაობები რომ დაიზრდებიან კლუბებში.. სწორად გაიზრდებიან და ავტომატურად მოიხსნება ტრაკზე მათრახის პრობლემა. უბრალო სიტყვითაც გაიგებენ..რომ ბრაკონიერობა ცუდია. აი მაგას უკვე..განვითარებული ქვეყანა ქვია. კლუბი ანვითარებს მაგას და არა უკლუბობა. უმაგისოდ.. რჩება სახელმწიფო..რომლის დაგოიმება კარგ ტონადაც კი ითვლება. ხოდა მაგათ ხელში.. რაც გაიხრდებიან..ეგ მეგრე გამოჩნდება. გამოჩნდება რა..ეგრე იყო ადრე და კი ჩანს დღესაც. ![]() ![]() ეგრეა ნამდვილად! კლუბები ხშირად მეტს აკეთებენ გარემოს დაცვისათვის ვიდრე გდი! ხალხის დამატება რომ სდომებოდათ გდის აქამდე დამატებდნენ! არ შეუძლია სახელმწიფოს მეტი ხალხის აყვანა სამსახურში და მეტი ტექნიკის გამოყოფა! ეს რაოდენობა, რაც არის დღეს, არი არის საკმარისი და ვერ ხერხდება რასაც კონტროლი ქვია! და ამაში თუ დაეხმარება კლუბი სახელმწიფოს აქ ცუდი რა არის? როცა კლუბის წევრობა სავალდებულო იქნება ნადირობის უფლების მოსაპოვებლად, მაშინ უკვე ბევრი დაფიქრდება სანამ მანოკს დადგამს! იმიტომ დაფიქრდება, რომ ისეთ ადგილებში სადაც გდი არ მოძრაობს, მოძრაობს სხვა მონადირე(ნამდვილი მონადირე) რომელიც საკმარისია დაინტერესდეს მხოლოდ იმით თუ რომელი კლუბის წევრია ბრაკონიერი! შემდეგ მიაწოდოს კლუბს ინფორმაცია მისი წევრის კაიკაცობის შესახებ! მე პირადად ჯერ არ შემხვედრია ბრაკები, რომლებიც აქეთ გაგვიჩახებდნენ! ყველამ იცის ამ დროს, რომ აშავებს და მტყუანია! ჰოდა ჩუმად არიან! გამონაკლის მხოლოდ "სამართალდამცავები" წარმოადგენენ! მაგათთან გდიც ვერაფერს ხდება! ბრაკები შექმნიან თავიანთ კლუბსო, იყო ნათქვამი. შექმნიან და შექმნან, რა სხვა კლუბი ვერ დაინახავს რას აკეთებენ მინდორში ისინი??? საქართველოა, ყველა ყველას იცნობს! დამალვა მეტად ძნელი გახდება ბრაკობის!! ილუზიას არ ვიქმნი, რომ არიქა და გაქრება სამუდამოდ ბრაკობა! არა, მაგრამ შემცირდებაა!! კანონს არ შეცვლის მთავრობა! ხალხს არ დაამატებს გდის(თან კვალიფიციურ და მონდომებულ ხალხს, რომელიც მხოლოდ ხელფასის გამო არ იმუშავებს!) და სულ არაფერის შეცვლას და სულ არაფერის გაკეთებას რატომ არ სჯობია ეს იდეა არ მესმის?! მე როგორც ვიცოდი, ამ შეხვედრაზე მტაცებლების გამოხშირვის საკითხიც უნდა დამდგარიყო, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმის! ე.ი. ისევ არასამთავრობო, არამკითხე, ფუტურისტი ორგანიზაციების აზრს უსმენს მთავრობა და არა მონადირებისას! მოკლედ, რელურად სჭირდება საქმეს კეთება! გულზე მჯიღის ბრაგუნის აღარც დრო გვაქვს და აღარც მორალური უფლება! არაერთი ფაქტი დავაფიქსირეთ ბრაკობის ფოტო-ვიდეო მასალით! გადავუგზავნეთ გდის და იქიდან ყველა პასუხი ასეთი იყო: "გმადლობთ ბატონო გიორგი, ამ მასალაზე უკვე მუშაობს დეპარტამენტი!" ![]() ამ სისტემის პირობებში კი გავარკვევდით რომელი კლუბის წევრები იყვნენ და კლუბს მოვთხოვდით რეაგირებას ფაქტზე! გდის არ ვართმევთ "ლუკმა-პურს"! გდიმ იმუშავოს როგორც მუშაობდა( სასურველია უკეთაც იმუშავოს) და ჩვენც ვეცდებით რაღაცა წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში! რა არის აქ ცუდი??? ვისაც რომელ კლუბში უნდა იქ გაწევრიანდეს და ვისაც უნდა ცალკე შექმნას კლუბი! კლუბები ერთმანეთთან თანამშრომლობით მოახერხებენ მონადირეების კონსოლიდაციასაც და ერთმანეთის კონტროლსაც! იქნებ რაიმე ეშველოს ცოტათი მაინც ამ ბრაკობას, თორემ ჩემთვის კლუბი იგივე ჩემი მონადირული სამეგობროა! რომელშიც ყველა ჭიჭიკია არ მოხვდება! მეტი კი არაფერია ჩემთვის კლუბი! |
|
|
![]()
პოსტი
#132
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
კლუბს რომ მოსთხოვოთ მისი წევრის დასჯა და მათაც არ მოახდინონ რეაგირება (ისევე როგორც გ.დ ი -მ) მაშინ რა მექანიზმები გაქვთ? მაინც და მაინც კლუბი და მისი წევრი უნდა გერქვას რომ ბრაკონიერობას ებრძოლო?
ახლანდელი მაგალითით ვიმსჯელოთ. ალბათ გქონიათ ასეთი შემთხვევა რომ თქვენი ახლობელი, ძმაკაცი თანაკლუბელი ნადირობს კაკაბზე, კურდღელზე და ასე შემდეგ(ხომ ვუყვებით ხომე მონადირეები ერთმანეთს ჩვენი ნადირობის ამბებს). ახლა რა რეაქცია გაქვთ და შემდგომ კლუბები აუცილებელი რომ გახდება რა რეაქცია გექნებათ. რა განმასხვავებელი ფაქტორი იმოქმედებს? მონადირეების კლუბებში სავალდებულო გაწევრიანების მომხრეებს გეკითხებით. ოღონდ არ მიოთხრათ ახლა რომ ჩვენ საახლობლოში არცერთი მსგავსი ფაქტი არ ნსმენიაო. მე გეტყვით რას მოიტანს ეგ კლუბები. სახელმწიფო ჩვენზე მოაგდებს პასუხისმგებლობას. ჩვენ კი ერთმანეთს დავერევით. მონადიერს მონადირე შესჯავრდება, მეგობარს მეგობარი. |
|
|
![]()
პოსტი
#133
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 37 რეგისტრ.: 28-May 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
. ალბათ გქონიათ ასეთი შემთხვევა რომ თქვენი ახლობელი, ძმაკაცი თანაკლუბელი ნადირობს კაკაბზე, კურდღელზე და ასე შემდეგ თქვენ თუ ნადირობთ კურდღელზე? ან ტურაზე ან მელაზე?? და რა ბრაკონიერი ხართ??? იმდენად იდიოტური კანონმდებლობა გვაქვს,რომ ყველანი "ბრაკონიერები" გამოვდივართ თუ ტურას ვესროლეთ! არადა ვინც ტურაზე დაიშურებს ტყვიას ის ნუ მეტყვის მონადირე ვარო! მეგობარო, ერთია ფარატინა ფურცელზე დაწერილი, სულელური კანონი და მეორეა მონადირის დაუწერელი კანონი! ვისაც ნაღდად მონადირე ქვია იმან იცის, რომ გაზაფხულზე არ უნდა ინადიროს, მანოკით მწყერი არ უნდა ჟუჟოს და ფარით ქათამი! მაკე კურდღელი რომ არ უნდა მოკლას და თანაც მანქანიდან, ფარის მინათებით! დენით და "პუტანკით" თევზი რომ არ უნდა გააწყოს წყალში! როცა ვამბობ ბრაკონიერს, ვგულისხმობ ამის ჩამდენ არაკაცს და არა იმას ვინც მდევრების ნადევნ კურდღელს მოინადირებს ან ტურა-მელას! 60-იანი წლების მერე რომ აიკრძალა კურდღელზე და კაკაბზე ნადირობა, მასე მერე არც არავინ დაინტერესებულა მათი პუპულაციის ბედით! და რა? რადგან მთავრობას სულ ცალფეხზე ჰკიდია, მონადირეთა თაობები ისე უნდა გადავიდნენ,რომ კურდღელზე ვერ ინადირონ??? არც ღალღა აღარ შედის სანადირო ფრინველთა სიაში! რადგან ვიღაცა ტუტუცმა გაურკვეველი მიზეზით ამოიღო ჩამონათავლიდან! და ღალღას რომ მოვინადირებ მე ბრაკონიერი ვარ? ისემც მაგ კანონის შემომღების კუბო დავდგი!! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#134
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#135
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
giohunt-1982
მართლა ამოიღეს კაცო ღალღა? წავიდნენ პროქტოლოგს გაესინჯონ |
|
|
![]()
პოსტი
#136
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 37 რეგისტრ.: 28-May 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კლუბს რომ მოსთხოვოთ მისი წევრის დასჯა და მათაც არ მოახდინონ რეაგირება (ისევე როგორც გ.დ ი -მ) მაშინ რა მექანიზმები გაქვთ? არც ეს მოხდება! რადგან მე, როგორც კლუბის ადმინისტრაციის წევრს, რომ მომთხოვენ რეაგირებას, ჩემი კლუბის წევრის "კაიკაცობაზე" და როცა მე შესაბამი რეაქცია მექნება, ისევე ვეღარ დახუჭავს თვალს სხვა კლუბის ადმინისტრაცია! ეგეც, რომ არა, თითქმის ყველა კლუბის ადმინისტრაციის წევრებს ვიცნობ და ამ ჩემს ნაცნობებში არ მეგულება ისეთი კაცი, ვინც ამაზე დახუჭავს თვალს! giohunt-1982 მართლა ამოიღეს კაცო ღალღა? წავიდნენ პროქტოლოგს გაესინჯონ მესამე სეზონი იქნება წელს რაც აღარ არის სიაში!! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#137
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
სოციალიზმი ჰქონდათ მასეთ საფუძვლებზე. აქსიომად ჰქონდათ რომ ადამიანი არის კეთილსინდისიერი , პატიოსანი და სამართლიანი, რომ მასში სიხარბე და ბოროტება არ არის. რომ ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია, ძმაკაცი, დედმამიშვილი ნათესავი თუ უბრალო თანამოქალაქე და ყველას ერთი სტანდარტით უნდა მოვექცეთ.
სავალდებულო რომ იყოს კლუბებში გაწქევრიანება რამდენიმე ათეული ათასი კლუბი შეიქმნება და მათ გამგეობებშიც ათეულათასობით ადამიანი იქნება. თუ ღმერთი დანიშნავს გამგეობის წევრებს (კონკრეტული ადამიანის შინაგანი ბუნება მხოლოდ მისთვისაა ცნობილი) მაშინ ნამდვილად გაამართლებს კლუბური მოწყობა. |
|
|
![]()
პოსტი
#138
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ახლა ვინმეს რომ არ ეგონოს რომ მხოლოდ უარყოფაა ჩემი როლი ამ ცხოვრებაში ჩემს მოსაზრებასაც დავწერ.
მკაცრი ხელი და აღმზრდელობით-იდეოლოგიური მუშაობა. ეს უშველის მხოლოდ საქმეს. მკაცრი ხელი სახელმწიფოს პრეროგატივაა. სხვა შემთხვევაში უეფექტო ან დანაშაულებრივი იქნება სადამსჯელო ღონისძიებების არასახელმწიფო სტრუქტურებიდან განხორციელება. იდეოლოგიური და აღმზრდელობითი მუშაობაში ვხედავ კლუბების როლს. აქ ნამდვილად ეფექტური იქნება ასეთი გაერთიანებების როლი. ამასთანავე ადამიანის თავისუფლების პრინციპიც არ უნდა დაირღვეს და თავისუფალი არჩენავის უფლება არ უნდა წაერთვას ადამიანს რომელ კლუბში შევა ან საერთოდ შევა თუ არა სადმე. |
|
|
![]()
პოსტი
#139
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
თქვენ თუ ნადირობთ კურდღელზე? ან ტურაზე ან მელაზე?? და რა ბრაკონიერი ხართ??? იმდენად იდიოტური კანონმდებლობა გვაქვს,რომ ყველანი "ბრაკონიერები" გამოვდივართ თუ ტურას ვესროლეთ! არადა ვინც ტურაზე დაიშურებს ტყვიას ის ნუ მეტყვის მონადირე ვარო! მეგობარო, ერთია ფარატინა ფურცელზე დაწერილი, სულელური კანონი და მეორეა მონადირის დაუწერელი კანონი! ვისაც ნაღდად მონადირე ქვია იმან იცის, რომ გაზაფხულზე არ უნდა ინადიროს, მანოკით მწყერი არ უნდა ჟუჟოს და ფარით ქათამი! მაკე კურდღელი რომ არ უნდა მოკლას და თანაც მანქანიდან, ფარის მინათებით! დენით და "პუტანკით" თევზი რომ არ უნდა გააწყოს წყალში! როცა ვამბობ ბრაკონიერს, ვგულისხმობ ამის ჩამდენ არაკაცს და არა იმას ვინც მდევრების ნადევნ კურდღელს მოინადირებს ან ტურა-მელას! 60-იანი წლების მერე რომ აიკრძალა კურდღელზე და კაკაბზე ნადირობა, მასე მერე არც არავინ დაინტერესებულა მათი პუპულაციის ბედით! და რა? რადგან მთავრობას სულ ცალფეხზე ჰკიდია, მონადირეთა თაობები ისე უნდა გადავიდნენ,რომ კურდღელზე ვერ ინადირონ??? არც ღალღა აღარ შედის სანადირო ფრინველთა სიაში! რადგან ვიღაცა ტუტუცმა გაურკვეველი მიზეზით ამოიღო ჩამონათავლიდან! და ღალღას რომ მოვინადირებ მე ბრაკონიერი ვარ? ისემც მაგ კანონის შემომღების კუბო დავდგი!! ![]() მაშ რა ვქნათ , კანონი ფეხებზე დავიკიდოთ და სინდისი გავიხადოთ კანონად ?(მე ისედაც ასე ვცხოვრობ) არ დაგავიწყდეთ რომ რამდენი ადამიანიც არის იმდენნაირი სინდისი და მსოფლმხედველობაა. ხოდა ჩემთვის თუ წელიწადში ერთი-ორი კაკბის მოკვლა არ გამოიწვევს შინაგან კომფლიქტს სინდისთან ვიღაცისთვის ირემის მოკლაც შეიძლება შინაგანად დასაშვები იყოს. კაცობრიობამ მასეთი სამართალი უკვე დიდი ხანია წარსულს ჩააბარა. ჯერ უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა, შემდეგ მათ სასიკეთოთ შეცვლაზე ვიფიქროთ. ადამიანების პირადი შედელუბებები ყოველთვის განსხვავებულია. კლუბებშიც ზუსტად მასე მოხდება. გამგეობა პირადი შეხედულებით რა თქმა უნდა დაუშვებს კანონის სხვადასხვა ხარისხით გადაცდომას. ვიღაცას მიაჩნია მტაცებლები უნდა გამოიხშიროს, ვიღავას არა. ვიღაცას მიაჩნია კურდღელზე ნადირობა მდევრით დიდი ბოროტება არაა (ვემხრობი ამ აზრს). ვიღაცა ფარით ნადირობასაც ემხრობა. ეს ყველაფერი გამოიწვევს ქაოსს და ისედაც დაულაგებელი სიტუაციის უარესად არევას. ველოსიპედი კი არ უნდა გამოვიგონოთ, სახელმწიფოს მოვთხოვოთ გარემოს დაცვა. |
|
|
![]()
პოსტი
#140
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 37 რეგისტრ.: 28-May 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სახელმწიფოს მოვთხოვოთ გარემოს დაცვა. სახელმწიფოს კიდეც ევალება და ჩვენც ვთხოვთ გარემოს დაცვას, მაგრამ ვერ ახერხებს სახელმწიფო ამას სათანადოდ, იმიტომაც ვიღებთ ყოველწლიურად უარს და უარეს სიტუაციას! ამიტომაც სთხოვეს მონადირეებს იქნებ თქვენ შემოგვთავაზოთ რაიმეო. ძამა, კაძახი(მთავრობა) ჩივა ვერ ვშობი მე მარტუაი და მიპოჭიკე შენც პატარაო! ![]() ამ თემის სათაურში კი არადა პირველ პოსტში იყო ასეთი მესიჯი: მოვიფიქროთ რამე იდეა და შევთავაზოთ მთავრობასო ხო?! ხოდა აგერ უკვე 10-ე გვერდია არაფერი მსგავსი არ დაწერილა, გარდა ზოგადი გულისტკივილისა დღევანდელ რეალობაზე! ლეონ-ბლექის იდეის გარდა! მხოლოდ ერთი იდეა იყო, რომელიც მარტო მე მომეწონა? ![]() მაშ რა ვქნათ , კანონი ფეხებზე დავიკიდოთ და სინდისი გავიხადოთ კანონად ? სულელური კანონის პირობებში სინდისი უკეთესია! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#141
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ხოდა ამისთვის არსებობს არჩევნები. და არ დაგვავიწყდეს ის ბრძნული გამონათქვამიც რომ "ყველა ხალხს ის მთავრობა ჰყავს რასაც იმსახურებს"
|
|
|
![]()
პოსტი
#142
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სახელმწიფოს მოვთხოვოთ გარემოს დაცვა. სახემწიფოს..დიდიხანია ვთხოვთ მაგას. მაგრამ რაღაც ვერ ხერხდება. რატომ?.. რამდენი ადამიანიც არის იმდენნაირი სინდისი და მსოფლმხედველობაა. ხოდა ჩემთვის თუ წელიწადში ერთი-ორი კაკბის მოკვლა არ გამოიწვევს შინაგან კომფლიქტს სინდისთან ვიღაცისთვის ირემის მოკლაც შეიძლება შინაგანად დასაშვები იყოს. კაცობრიობამ მასეთი სამართალი უკვე დიდი ხანია წარსულს ჩააბარა. ჯერ უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა, შემდეგ მათ სასიკეთოთ შეცვლაზე ვიფიქროთ. კი.. ყველაფერი კანონით უნდა იყოს განსაზღვრული. არავითარი თვითშემოქმედება. უბრალოდ.. სახემწიფო უნდა ვაიძულოთ მოგვცეს ის..რასაც ისედაც ვიღებთ და სულელურად არის დაბლოკილი. ოფიციალურად მოგვცეს. კანონის თანახმად. მაგის მერე..არაფერიც აღარ აირევა. კლუბები იმოქმედებენ კანონის თანახმად. მკაცრი ხელი სახელმწიფოს პრეროგატივაა. სხვა შემთხვევაში უეფექტო ან დანაშაულებრივი იქნება სადამსჯელო ღონისძიებების არასახელმწიფო სტრუქტურებიდან განხორციელება. მაგაში არავინ ეცილება სახემწიფოს. იმკაცრონ თუ შნო ექნებათ. მე ნამდვილად არ მეშინია..არაფრის გაფუჭებას არ ვაპირებ. ამასთანავე ადამიანის თავისუფლების პრინციპიც არ უნდა დაირღვეს და თავისუფალი არჩენავის უფლება არ უნდა წაერთვას ადამიანს რომელ კლუბში შევა ან საერთოდ შევა თუ არა სადმე. ხოდა მაგიტომ ვამბობთ ჩვენც. რომელ კლუბშიც ენდომება..იქ გაწევრიანდეს. ან თYვითონვე დააფუძნოს. კაპიკების ამბავია. მოიყენოს გვერდით 2-3 ძმაკაცი..დაიმზადოს თავისივე საბუთ... დარეგისტრირდეს მთავარ ბაზაში და ინადირო რამდენიც გაეხარდება. თვითონ იქნება თავისი ტავის უფროსიც და გამგებელიც. მეტი თავისუფლება რაღაა?.. სახელმწოფოს მიერ შექმნილ მონკავშირში რომ შეგვყრიან?.. იქნება და მე ეგ არ ნიმდა..სად გავადვიდე?.. კლუბების კი დიდი არჩევანი იქნება. ბოლობოლო ერთი კლუბიდან თუ მოუწევს ვინმეს წასვლა.. კიდე უამრავი კლუბი იქნება..სადაც გაწევრიანებას შეძლებს. ეს არის დისკრიმინაციული და ერთ ხელში ყველაფერის მოქცევა არა?.. |
|
|
![]()
პოსტი
#143
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 25 რეგისტრ.: 7-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ძალიან საინტერესო დისკუსიაა. უიარაღოს ვეთანხმები 100%. არსებობს კლუბი "ოჩოპინტრე" მას ახლაც შეუძლია მოითხოვოს რეაგირება ბრაკონიერობიოს ფაქტზე და მას შემდეგაც რაც ვთქვათ და სავალდებულო გახდება რომელიმე კლუბის წევრობა. რა სხვაობაა? ნადირობის უფლების და იარაღის ჩამორთმევას ახლაც კი ითვალისწინებს კანონი. რაც შეეხება კურდღელზე და ტურაზე ნადირობას რა თქმა უნდა ბრაკონიერობაა. ბრაკონიერობა არის იმიტომ, რომ ასე წერია კანონში. სულელური კანონია ნამდვილად მაგრამ კანონია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. სხვანაირად სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია. არ მოგვწონს კანონი? გავერთიანდეთ ყველა და მოვითხოვოთ კანონის შეცვლა. თუ ისე მივუდგებით რომ სულელური კანონია და არ უნდა დავემორჩილოთ, მაშინ ბევრი სხვა სულელური კანონიც არსებობს, მაგალითად ამანათზე 300 ლარიანი ლიმიტი. რატომ არავის მოსდის თავში აზრად ამ კანონის არ დამორჩილება? ზემოთაც ვწერდი და კიდევ გავიმეორებ: ჩვენი ერთადერთი პრობლემაა ის რომ გაერთიანება ვერ შევძელით დღემდე. ამ რამდენიმე ხნის წინ პეტიციას მოვკარი თვალი, რომელიღაც როკ ჯგუფის ჩამოყვანაზე იყო საუბარი და პირველივე დღეს 3000 (სამი ათასი) ხელმოწერა შეგროვდა. არცერთი კლუბი არ ვიცი რომლის პეტიციასაც თუნდაც 200 კაცი აწერდეს ხელს. თუმცა კლუბის წევრი გაცილებით მეტია. ისე ნუ გაიგებთ, რომ კლუბების წინააღმდეგი ვარ. პირიქით, იგივე ევროპაში ზუსტად მონადირეთა კლუბების დამსახურებაა რომ ნადირ ფრინველი მრავლად ყავთ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ სავალდებულო წევრობა საქმეს ვერ უშველის, იმიტომ რომ ბრაკონიერობის ფაქტებზე ზუსტად იგივენაირი რეაგირების მექანიზმი ექნებათ კლუბებს, როგორც ახლა აქვთ. მაგალითად თუ მას შემდეგ რაც კლუბის წევრობა გახდება სავალდებულო და ასეთი კლუბის წევრი იბრაკონიერებს მას გარიცხავენ კლუბიდან და ჩამოერთმევა ნადირობის უფლება. ახლა რა უშლის მაგალითად კლუბ "ოჩოპინტრეს" რომ ბრაკონიერობაზე შემჩნეული წევრი გარიცხოს თავისი რიგებიდან? რაც შეეხება ნადირობის უფლების ჩამორთმევას, ორივე შემთხვევაში კლუბი იძულებული იქნება მიმართოს შესაბამის ორგანოებს, რადგან ამ უფლების ჩამორთმევა სახელმწიფოს პრეროგატივაა და არა კერძო კლუბის.
|
|
|
![]()
პოსტი
#144
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სოციალიზმი ჰქონდათ მასეთ საფუძვლებზე. აქსიომად ჰქონდათ რომ ადამიანი არის კეთილსინდისიერი , პატიოსანი და სამართლიანი, რომ მასში სიხარბე და ბოროტება არ არის. რომ ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია, ძმაკაცი, დედმამიშვილი ნათესავი თუ უბრალო თანამოქალაქე და ყველას ერთი სტანდარტით უნდა მოვექცეთ. ხოდა სწორედ..მაგათმა შექმნეს "მონკავშირი" სწორედ მაგ აზროვნების გათვალისწინებით. ეს..სწორედ არ არის ეგეთი პრინციპი. კონკურენციას.. თავისულაფლი გადანაცვლების საშუალებას..განვითარებას და მაღალ სტანდარტებს მოიაზრებს. უმარტივესია ეს ყველაფერი. რომელკიმე ორგანიზაცია..მომპარავს და ვიგინდარას გვერდით იჩერებს?.. აი სულ ეგ არის. ეგ ორგანიზაციები..არც ამათრახებენ და ვერანაირ ქმედებას ვერ განახორციელებენ.. რისი უფლებაც კანონით არ აქვთ. მაგი ვისაც ევალება..იმან უნდა გააკეთოს. კანონის თანახმად. ჩვენ..მხოლოდ იმას ვიზავთ..რისი უფლებაც გვექნება.. კლუბიდან გავუშვებთ.. როგორ ბანკიდან.. ქარხნიდან და რომელიმე ოფისიდან გაუშვებდნენ ცუდ თანამშრომელს. სულელური კანონია ნამდვილად მაგრამ კანონია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. გაუქმება უნდა მოვითხსოვოთ..პატივი კი არ უნდა ვცეთ. რომ ვუყურებ..კურდღელს და კაკაბს გადაყვება საქართველოს ფლორა და ფაუნა. მაგის გამო..ყველა ერიდება წესრიგის დამყარებას. რაც გზას უხსნი ბრაკებს. |
|
|
![]()
პოსტი
#145
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 25 რეგისტრ.: 7-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
უნდა მოვითხოვოთ აუცილებლად, მაგრამ პატივს თუ არ ვცემთ (არ შევასრულებთ) გამოვალთ ბრაკონიერები.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 04:56 |