ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
უიარაღო
პოსტი Jul 10 2015, 10:50
პოსტი #141


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ხოდა ამისთვის არსებობს არჩევნები. და არ დაგვავიწყდეს ის ბრძნული გამონათქვამიც რომ "ყველა ხალხს ის მთავრობა ჰყავს რასაც იმსახურებს"

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 10:52
პოსტი #142


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 12:11) *
სახელმწიფოს მოვთხოვოთ გარემოს დაცვა.

სახემწიფოს..დიდიხანია ვთხოვთ მაგას. მაგრამ რაღაც ვერ ხერხდება. რატომ?..
ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 12:11) *
რამდენი ადამიანიც არის იმდენნაირი სინდისი და მსოფლმხედველობაა. ხოდა ჩემთვის თუ წელიწადში ერთი-ორი კაკბის მოკვლა არ გამოიწვევს შინაგან კომფლიქტს სინდისთან ვიღაცისთვის ირემის მოკლაც შეიძლება შინაგანად დასაშვები იყოს. კაცობრიობამ მასეთი სამართალი უკვე დიდი ხანია წარსულს ჩააბარა. ჯერ უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა, შემდეგ მათ სასიკეთოთ შეცვლაზე ვიფიქროთ.

კი.. ყველაფერი კანონით უნდა იყოს განსაზღვრული. არავითარი თვითშემოქმედება. უბრალოდ.. სახემწიფო უნდა ვაიძულოთ მოგვცეს ის..რასაც ისედაც ვიღებთ და სულელურად არის დაბლოკილი. ოფიციალურად მოგვცეს. კანონის თანახმად. მაგის მერე..არაფერიც აღარ აირევა. კლუბები იმოქმედებენ კანონის თანახმად.
ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 11:49) *
მკაცრი ხელი სახელმწიფოს პრეროგატივაა. სხვა შემთხვევაში უეფექტო ან დანაშაულებრივი იქნება სადამსჯელო ღონისძიებების არასახელმწიფო სტრუქტურებიდან განხორციელება.

მაგაში არავინ ეცილება სახემწიფოს. იმკაცრონ თუ შნო ექნებათ. მე ნამდვილად არ მეშინია..არაფრის გაფუჭებას არ ვაპირებ.
ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 11:49) *
ამასთანავე ადამიანის თავისუფლების პრინციპიც არ უნდა დაირღვეს და თავისუფალი არჩენავის უფლება არ უნდა წაერთვას ადამიანს რომელ კლუბში შევა ან საერთოდ შევა თუ არა სადმე.

ხოდა მაგიტომ ვამბობთ ჩვენც. რომელ კლუბშიც ენდომება..იქ გაწევრიანდეს. ან თYვითონვე დააფუძნოს. კაპიკების ამბავია. მოიყენოს გვერდით 2-3 ძმაკაცი..დაიმზადოს თავისივე საბუთ... დარეგისტრირდეს მთავარ ბაზაში და ინადირო რამდენიც გაეხარდება. თვითონ იქნება თავისი ტავის უფროსიც და გამგებელიც. მეტი თავისუფლება რაღაა?.. სახელმწოფოს მიერ შექმნილ მონკავშირში რომ შეგვყრიან?.. იქნება და მე ეგ არ ნიმდა..სად გავადვიდე?.. კლუბების კი დიდი არჩევანი იქნება. ბოლობოლო ერთი კლუბიდან თუ მოუწევს ვინმეს წასვლა.. კიდე უამრავი კლუბი იქნება..სადაც გაწევრიანებას შეძლებს. ეს არის დისკრიმინაციული და ერთ ხელში ყველაფერის მოქცევა არა?..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 10:52
პოსტი #143


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ძალიან საინტერესო დისკუსიაა. უიარაღოს ვეთანხმები 100%. არსებობს კლუბი "ოჩოპინტრე" მას ახლაც შეუძლია მოითხოვოს რეაგირება ბრაკონიერობიოს ფაქტზე და მას შემდეგაც რაც ვთქვათ და სავალდებულო გახდება რომელიმე კლუბის წევრობა. რა სხვაობაა? ნადირობის უფლების და იარაღის ჩამორთმევას ახლაც კი ითვალისწინებს კანონი. რაც შეეხება კურდღელზე და ტურაზე ნადირობას რა თქმა უნდა ბრაკონიერობაა. ბრაკონიერობა არის იმიტომ, რომ ასე წერია კანონში. სულელური კანონია ნამდვილად მაგრამ კანონია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. სხვანაირად სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია. არ მოგვწონს კანონი? გავერთიანდეთ ყველა და მოვითხოვოთ კანონის შეცვლა. თუ ისე მივუდგებით რომ სულელური კანონია და არ უნდა დავემორჩილოთ, მაშინ ბევრი სხვა სულელური კანონიც არსებობს, მაგალითად ამანათზე 300 ლარიანი ლიმიტი. რატომ არავის მოსდის თავში აზრად ამ კანონის არ დამორჩილება? ზემოთაც ვწერდი და კიდევ გავიმეორებ: ჩვენი ერთადერთი პრობლემაა ის რომ გაერთიანება ვერ შევძელით დღემდე. ამ რამდენიმე ხნის წინ პეტიციას მოვკარი თვალი, რომელიღაც როკ ჯგუფის ჩამოყვანაზე იყო საუბარი და პირველივე დღეს 3000 (სამი ათასი) ხელმოწერა შეგროვდა. არცერთი კლუბი არ ვიცი რომლის პეტიციასაც თუნდაც 200 კაცი აწერდეს ხელს. თუმცა კლუბის წევრი გაცილებით მეტია. ისე ნუ გაიგებთ, რომ კლუბების წინააღმდეგი ვარ. პირიქით, იგივე ევროპაში ზუსტად მონადირეთა კლუბების დამსახურებაა რომ ნადირ ფრინველი მრავლად ყავთ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ სავალდებულო წევრობა საქმეს ვერ უშველის, იმიტომ რომ ბრაკონიერობის ფაქტებზე ზუსტად იგივენაირი რეაგირების მექანიზმი ექნებათ კლუბებს, როგორც ახლა აქვთ. მაგალითად თუ მას შემდეგ რაც კლუბის წევრობა გახდება სავალდებულო და ასეთი კლუბის წევრი იბრაკონიერებს მას გარიცხავენ კლუბიდან და ჩამოერთმევა ნადირობის უფლება. ახლა რა უშლის მაგალითად კლუბ "ოჩოპინტრეს" რომ ბრაკონიერობაზე შემჩნეული წევრი გარიცხოს თავისი რიგებიდან? რაც შეეხება ნადირობის უფლების ჩამორთმევას, ორივე შემთხვევაში კლუბი იძულებული იქნება მიმართოს შესაბამის ორგანოებს, რადგან ამ უფლების ჩამორთმევა სახელმწიფოს პრეროგატივაა და არა კერძო კლუბის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 11:07
პოსტი #144


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 11:45) *
სოციალიზმი ჰქონდათ მასეთ საფუძვლებზე. აქსიომად ჰქონდათ რომ ადამიანი არის კეთილსინდისიერი , პატიოსანი და სამართლიანი, რომ მასში სიხარბე და ბოროტება არ არის. რომ ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია, ძმაკაცი, დედმამიშვილი ნათესავი თუ უბრალო თანამოქალაქე და ყველას ერთი სტანდარტით უნდა მოვექცეთ.

ხოდა სწორედ..მაგათმა შექმნეს "მონკავშირი" სწორედ მაგ აზროვნების გათვალისწინებით. ეს..სწორედ არ არის ეგეთი პრინციპი. კონკურენციას.. თავისულაფლი გადანაცვლების საშუალებას..განვითარებას და მაღალ სტანდარტებს მოიაზრებს.
უმარტივესია ეს ყველაფერი. რომელკიმე ორგანიზაცია..მომპარავს და ვიგინდარას გვერდით იჩერებს?.. აი სულ ეგ არის. ეგ ორგანიზაციები..არც ამათრახებენ და ვერანაირ ქმედებას ვერ განახორციელებენ.. რისი უფლებაც კანონით არ აქვთ. მაგი ვისაც ევალება..იმან უნდა გააკეთოს. კანონის თანახმად. ჩვენ..მხოლოდ იმას ვიზავთ..რისი უფლებაც გვექნება.. კლუბიდან გავუშვებთ.. როგორ ბანკიდან.. ქარხნიდან და რომელიმე ოფისიდან გაუშვებდნენ ცუდ თანამშრომელს.

ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 12:52) *
სულელური კანონია ნამდვილად მაგრამ კანონია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ.

გაუქმება უნდა მოვითხსოვოთ..პატივი კი არ უნდა ვცეთ. რომ ვუყურებ..კურდღელს და კაკაბს გადაყვება საქართველოს ფლორა და ფაუნა. მაგის გამო..ყველა ერიდება წესრიგის დამყარებას. რაც გზას უხსნი ბრაკებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 11:09
პოსტი #145


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უნდა მოვითხოვოთ აუცილებლად, მაგრამ პატივს თუ არ ვცემთ (არ შევასრულებთ) გამოვალთ ბრაკონიერები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 11:12
პოსტი #146


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 12:52) *
ახლა რა უშლის მაგალითად კლუბ "ოჩოპინტრეს" რომ ბრაკონიერობაზე შემჩნეული წევრი გარიცხოს თავისი რიგებიდან?

და ოჩოპინტრეს რიგებში..ვინ გეგულება ბრაკონიერი?.. გვითხარი და გარანტიას გაძლევ წასვლა მოუწევს. ოღონ კურდღელი და კაკაბი არ გვიხსენო. მაგაზე მეც სიამოვნებით გავინადირებდი. ელექტრიკი თუ იცი ვინმე.. ან მსგავსი მავნებლობის ჩამდენი?..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 11:13
პოსტი #147


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თუ არ გავერთიანდით და გათითოკავეცულები ვივლით იგივე სამინისტროებში შეხვედრაზე, უფრო მარტივად მოახერხებენ აუტკივარი თავის არ ატკივებას, თან იმასაც იტყვიან აი ხომ ხედავთ რამდენ შეხვედრას ვმართავთო. სანამ გაერთიანებული საზოგადოების ძალას არ ნახავენ მანამდე არა მგონია საქმემ იოტისოდენითაც კი წაიწიოს წინ. განსაკუთრებით რეალურმა საქმემ და არა ფარატინა ქაღალდზე დაწერილმა უმკაცრესმა კანონმა, რომელიც არ სრულდება.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია NickAdams: Jul 10 2015, 11:14
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 11:14
პოსტი #148


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 13:09) *
მაგრამ პატივს თუ არ ვცემთ (არ შევასრულებთ) გამოვალთ ბრაკონიერები.

არ ვასრულებ და ფეხებიც მომჭამონ. თუმცა თუ დამიჭირეს..მომიწევს ჯარიმის გადახდა. გამოდის რომ რაღაც პატივისცემა მქონია. მაგის გამო..არამგონია კლუბიდან გამრიცხონ. ვაიძულებთ ეგ იდიოტური კანონი შეიცვალოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 11:16
პოსტი #149


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 10 2015, 12:12) *
და ოჩოპინტრეს რიგებში..ვინ გეგულება ბრაკონიერი?.. გვითხარი და გარანტიას გაძლევ წასვლა მოუწევს. ოღონ კურდღელი და კაკაბი არ გვიხსენო. მაგაზე მეც სიამოვნებით გავინადირებდი. ელექტრიკი თუ იცი ვინმე.. ან მსგავსი მავნებლობის ჩამდენი?..


მაგალითად მოვიყვანე, ნებისმიერი კლუბი, ფორუმი, თუ ფედერაცია მყავს მხედველობაში


ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 10 2015, 12:14) *
არ ვასრულებ და ფეხებიც მომჭამონ. თუმცა თუ დამიჭირეს..მომიწევს ჯარიმის გადახდა. გამოდის რომ რაღაც პატივისცემა მქონია. მაგის გამო..არამგონია კლუბიდან გამრიცხონ. ვაიძულებთ ეგ იდიოტური კანონი შეიცვალოს.


ხოდა მაგ იძულებას ჭირდება გაერთიანება, სხვანაირად არ გამოდის ხომ ვხედავთ უკვე რამდენი ხანია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 11:16
პოსტი #150


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 11:52) *
სულელური კანონია ნამდვილად მაგრამ კანონია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. სხვანაირად სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია.

სახელმწიფოს აშენებისა რა გითხრა მეგობარო, მაგრამ ამ კანონის პირნათლად დაცვის შემთხვევაში, რომ კურდღელს ერთ ათეულ წელიწადში, რომ ყოფა ეტირება ფაქტია! ასეთივე ბედს გაიზიარებს სხვა სასარგებლო ნადირ-ფრინველი უაზროდ გამრავლებული მტაცებლის პირობებში! მე ნაკლებად მჯერა,რომ ოდესმე დაშვებული იქნება მტაცებლებზე თავისუფალი ნადირობა! ეს მთელი პოლიტიკაა, "ევროპული ამბებია" აქ და ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს!
ჰო, კიდევ ერთი, "სასარგებლო ნადირ-ფრინველი", ზუსტად ასე "ახარისხებს" ევროპაც და გნებავთ აშშც! მე არ მომიგონია! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 11:16
პოსტი #151


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 13:13) *
თუ არ გავერთიანდით და გათითოკავეცულები ვივლით იგივე სამინისტროებში შეხვედრაზე, უფრო მარტივად მოახერხებენ აუტკივარი თავის არ ატკივებას,

კიბატონო..მაგრამ სამინისტროსთან შეხვედრა კი არ არის მთავარი. რას ვეუბნებით და რას ვითხოვთ..ეგ არის საინტრესო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 11:20
პოსტი #152


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 12:13) *
თუ არ გავერთიანდით და გათითოკავეცულები ვივლით იგივე სამინისტროებში შეხვედრაზე,

ზუსტად გაერთიანებას და ერთობლივი ძალებით ბრძოლას ბრაკონიერობასთან ითვალისწინებს, ლეონ-ბლექის იდეა!
კლუბებში სავალდებულო გაწევრიანება და ასევე ამ კლუბების ერთობლივი, შეთანხმებული და კორდინირებული მუშაობა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 11:22
პოსტი #153


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 13:16) *
ხოდა მაგ იძულებას ჭირდება გაერთიანება, სხვანაირად არ გამოდის ხომ ვხედავთ უკვე რამდენი ხანია.

კიბატონო.. გაერთიანებას რა ჯობია. უბრალოდ.. არგუმენტებით და სწორი მიდგომით თუ შევაცვლევინებთ მაგას. ძალით..მიტინგებით და ყაყანით არ გამოვა ეგ ამბავი. მაგათ ექსპერტებთან არის შეხვედრა საჭირო და მნაგათი არგუმენტების მოსმენა. მაგათი დასკვნის გარეშე.. სამინისტრო არაფერსაც არ შეცვლის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 11:25
პოსტი #154


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(levani @ 10th July 2015 - 12:22) *
მაგათ ექსპერტებთან არის შეხვედრა საჭირო და მნაგათი არგუმენტების მოსმენა. მაგათი დასკვნის გარეშე.. სამინისტრო არაფერსაც არ შეცვლის.

რა თქმა უნდა! მაგრამ რომელმა მინისტრმა გაითვალისწინა მონადირეების(ვისაც ჭკუა ეკითხება) აზრი, არასამთავრობო "ცხოველთა დამცველი" ორგანიზაციების აზრის საპირისწონედ?!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 11:28
პოსტი #155


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giohunt-1982 @ Jul 10 2015, 12:16) *
სახელმწიფოს აშენებისა რა გითხრა მეგობარო, მაგრამ ამ კანონის პირნათლად დაცვის შემთხვევაში, რომ კურდღელს ერთ ათეულ წელიწადში, რომ ყოფა ეტირება ფაქტია! ასეთივე ბედს გაიზიარებს სხვა სასარგებლო ნადირ-ფრინველი უაზროდ გამრავლებული მტაცებლის პირობებში! მე ნაკლებად მჯერა,რომ ოდესმე დაშვებული იქნება მტაცებლებზე თავისუფალი ნადირობა! ეს მთელი პოლიტიკაა, "ევროპული ამბებია" აქ და ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს!
ჰო, კიდევ ერთი, "სასარგებლო ნადირ-ფრინველი", ზუსტად ასე "ახარისხებს" ევროპაც და გნებავთ აშშც! მე არ მომიგონია! newsmile05.gif



მაგაზე არც ვდაობთ, უბრალოდ თუ ეს უაზრო კანონი არ შესრულდა, იგივე სამინისტროში ყოველთვის ექნებათ წამოსაძახებლად თქვენ თვითონ არღვევთ კანონს და რა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთო. ისე ევროპაში ისიც აპრობირებულია, რომ ზუსტად მონადირეთა კლუბებს აკისრიათ ვალდებულება საკუთარი ხარჯებით იზრუნონ სანადირო ობიექტების სიმრავლეზე. ჩვენთან ეს განუხორციელებლა მიმაჩნია სამწუხაროდ. იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი კლუბების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ისეთივე მექანიზმი, როგორც ევროპაშია. მაგალითს მოგიყვან. Club-monadire.ge - ს ბიჭებთან ერთად მივიღე მცირე ფინანსური მონაწილეობა ცისარტყელა კალმახის გაშვების აქციაში თბილისის ზღვაზე. ერთ კვირაში მუცლები ამოიყორეს ადგილობრივებმა თითის ხელა კალმახით. აღარანაირი სურვილი აღარ დამრჩა ამის შემდეგ მსგავს აქტოვობაში მონაწილეობის. ძალიან რთულადაა ჩვენთან ეს ყველაფერი. მენტალიტეტი, უაზრო კანონმდებლობა, კანონის არ/ვერ შესრულება ყველაფერი ერთმანეთშია არეული. არადა ის კანონმდებლობა რაც გვაქვს, თუნდაც არასრულყოფილი, ზედმიწევნით რომ სრულდებოდეს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 02:07