ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 11:33
პოსტი #156


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giohunt-1982 @ 10th July 2015 - 13:25) *
მაგრამ რომელმა მინისტრმა გაითვალისწინა მონადირეების(ვისაც ჭკუა ეკითხება) აზრი, არასამთავრობო "ცხოველთა დამცველი" ორგანიზაციების აზრის საპირისწონედ?!

აქამდე არცერთმა..მაგრამ ეხლა ხომ ამბობენ..რომ გვითხარით თქვენი აზრიო. ხოდა ვეუბნებით აგერ. მაგატ ექსპერტებთან შეხვედრა იმიტომ არის საინტყერესო..ერთი კარგად გავიგოთ რა არგუმენტი აქვთ ეგეთი..რომ არასამთავრობოებს უჯერებენ და სხვა არავის. მარტო გრანტები?..

ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 13:28) *
ისე ევროპაში ისიც აპრობირებულია, რომ ზუსტად მონადირეთა კლუბებს აკისრიათ ვალდებულება საკუთარი ხარჯებით იზრუნონ სანადირო ობიექტების სიმრავლეზე. ჩვენთან ეს განუხორციელებლა მიმაჩნია სამწუხაროდ.

ჯერ ნამდვილად ეგრეა. აქ..სხვა რეალობაა. ამიტომ ის მაინც გაკეთდეს..რაც გამოვა. ეგ..ძალიან შორი პერსპექტივაა. თუ იასრებებენ მდიდარი კლუბები..რატომაც არა.
ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 13:28) *
ბიჭებთან ერთად მივიღე მცირე ფინანსური მონაწილეობა ცისარტყელა კალმახის გაშვების აქციაში თბილისის ზღვაზე. ერთ კვირაში მუცლები ამოიყორეს ადგილობრივებმა თითის ხელა კალმახით. აღარანაირი სურვილი აღარ დამრჩა ამის შემდეგ მსგავს აქტოვობაში მონაწილეობის. ძალიან რთულადაა ჩვენთან ეს ყველაფერი. მენტალიტეტი, უაზრო კანონმდებლობა, კანონის არ/ვერ შესრულება ყველაფერი ერთმანეთშია არეული

ჯერი იქნება ამას შებრძოლებოდით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 11:38
პოსტი #157


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 12:28) *
არადა ის კანონმდებლობა რაც გვაქვს, თუნდაც არასრულყოფილი, ზედმიწევნით რომ სრულდებოდეს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

როგორ კაცო როგორ??? არ ვინადირებ კურდღელზე(კურდღელი პირობითად) მე! მაგრამ პოპულაციის გონივრულ ზღვარს გადაცილებული მტაცებელი დღეს თუ ხვალ არ მოსპობს კურდღელს?!
ჩამორთმეული ელექტრო აპარატი, რომ აუქციონზე გასაყიდად ედო მთავრობას, მის მიერ მიღებული კანონმდებლობით, ეს რას შეცვლის უკეთესობისაკენ??.
მარტო მანოკი და ფარი სპობს მწყერს?. ყვავი და კაჭკაჭი, რომ ასე სასტიკად არის დაცული ჩვენთან, საფრანგეთში, ეგერს რამდენი აქვს სეზონური, სავალდებულო ნორმა მოპოვების იცით?


ციტატა(levani @ 10th July 2015 - 12:33) *
მარტო გრანტები?..

გრანტებთან ერთად ევროპელი ძიები რომ არ გაუბრაზდნენ! newsmile05.gif

ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 12:28) *
ძალიან რთულადაა ჩვენთან ეს ყველაფერი. მენტალიტეტი, უაზრო კანონმდებლობა

აქ გეთანხმებით რა თქმა უნდა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 11:41
პოსტი #158


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giohunt-1982 @ 10th July 2015 - 13:38) *
გრანტებთან ერთად ევროპელი ძიები რომ არ გაუბრაზდნენ!

რაღაც არ მგონია ევროპელები გონივრულ რეგულაციებზე უარს ეუბნებოდნენ. თვითონ ყველაფერი დაირეგულირეს დაა.. სავარაუდოდ მეტი ფული რჩება..თუ მაგათაც დასაცავ ობიექტებში მიაწერენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 11:42
პოსტი #159


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



giohunt-1982 რატომაც არა? იგივე ელექტრიკებს და ელექტრომანოკებს რეალურად რომ მიეხედოს არ იქნება გაცილებით უკეთესი მდგომარეობა? ეგ აპარატი ხომ ამოიღეს მას შემდეგ რაც ერთიო ამბავი ავტეხეთ ფეისბუქზე? აი ზუსტად მაგას ვგულისხმობ ერთად დგომის მაგალითსი, ეგრე ერთად რომ ვიყოთ ვერც სახელმწიფო და ვერც ბრაკი ვერ გაბედავს იმის მეასედსაც რასაც ახლა ბედავენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 11:45
პოსტი #160


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 12:42) *
ეგ აპარატი ხომ ამოიღეს მას შემდეგ რაც ერთიო ამბავი ავტეხეთ ფეისბუქზე?

მართალი ხართ! ამოიღეს მას შემდეგ რაც ჩვენ ავტეხეთ ერთი ამბავი! მე იმას ვამბობ, რომ საერთოდ რო დადეს გასაყიდად მაგიზა ვართ გლახა დღეში! newsmile05.gif
თორემ რაც კარგს გააკეთებენ მაგას რა სჯობია?!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 11:51
პოსტი #161


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(levani @ 10th July 2015 - 12:41) *
თვითონ ყველაფერი დაირეგულირეს დაა.. სავარაუდოდ მეტი ფული რჩება..თუ მაგათაც დასაცავ ობიექტებში მიაწერენ.

ზუსტად მანდ უნდა იყოს ძაღლის თავი დამარხული! newsmile05.gif აბა დავფიქრდეთ, თვითონ მინიმუმამდე ყავთ დაყვანილი და ჩვენთან ამრავლებენ! მგლების აცრებზე გამოყვეს ტიპებმა გრანტები, რომლებიც ქართველმა ფუტურისტებმა წარმატებით აითვისეს! მონადირეები ხართ და ვინმეს გინახავთ, რომ ეგენი ველურ ბუნებაში სიტუაციას სწავლობდნენ, ან მტაცებელს აღრიცხავდნენ ან საერთოდ რაიმეს აკეთებდნენ ნაკრძალებს გარეთ?? მე არ მინახავს! არადა ტურასავით ტყე-ღრესა და მინდორში ვაგდივარ! newsmile05.gif მეტი ფულიც რომ დარჩებათ ეგეც მართალია!
ჟურნალ ნადირობაში იყო დაბეჭდილი რამოდენიმე წლის წინ, გიგი ხორნაულის სტატია "ვინ ამრავლებს მგლებსა და ქვეყნის ჭირს". აქ აღარ ჩამოვთვლი ვინც ამრავლებს! newsmile05.gif თან რა იდეებით! newsmile05.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია giohunt-1982: Jul 10 2015, 11:51
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 12:12
პოსტი #162


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giohunt-1982 @ 10th July 2015 - 13:51) *
ჟურნალ ნადირობაში იყო დაბეჭდილი რამოდენიმე წლის წინ, გიგი ხორნაულის სტატია "ვინ ამრავლებს მგლებსა და ქვეყნის ჭირს".

ხოდა ყველაზე სწორი ის იქნებოდა.. მონადირეებს წარგვეგზავნა მცოდნე..ღვაწლმოსილი და კომპეტენტური ადამიანებს ჯგუფი..მაგათ ექსპერტებთან სალაპარაკოდ. დროა ცოტა მივაწვეთ..თორემ ეგენი არასდროს არ შეცვლიან არაფერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 10 2015, 12:14
პოსტი #163


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 10 2015, 12:12) *
და ოჩოპინტრეს რიგებში..ვინ გეგულება ბრაკონიერი?.. გვითხარი და გარანტიას გაძლევ წასვლა მოუწევს. ოღონ კურდღელი და კაკაბი არ გვიხსენო. მაგაზე მეც სიამოვნებით გავინადირებდი. ელექტრიკი თუ იცი ვინმე.. ან მსგავსი მავნებლობის ჩამდენი?..


კარგად მესმის თქვენი და მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ კანონისთვის ყველანაირი გადაცდომა დარღვევაა. არ გამოვა კანონის სხვადასხვა ხარისხით დარღვევა რომ დავუშვათ იმიტომ რომ როგორც დავწერე ადამიანების შინაგანი ბუნება განსხვავდება და ყველასთვის სხვადასხვა ხარისხით დარღვევაა დასაშვები. სხვადასხვა კლუბებში (სადაც ათასი შეხედულების ადამიანი იქნება) სხვადასხვა კანონდარღვევას მიჩნევენ ისეთად რომელიც ზნეობრივ კანონს არ არღვევს. შემდეგ ეს გახდება ერთმანეთზე წამოსაძახებელი და თითის გასაშვერი. შენ რომ დენით თევზაობაზე ამხელ ის წამოგაძახებს შენ რომ კაკაბი მოკალიო. შენ რომ იაგით მაჩვი მოინადირე სოროშიო. ერთმანეთს გადაეკიდებიან კლუბები და ადამიანები. მე ამ საფრთხეს ვხედავ ამაში. მიხედოს გარემოს დაცვამ სამართალდარღვევებს. ჩვენ კი ვიაქტუროთ რომ გარემოს დაცვამ შეასრულოს თავისზე დაკისრებული მოვალეობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 10 2015, 12:15
პოსტი #164


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უბრალოდ..მაგ უაზრო კანონებმა რაც გამოიწვია..აგერ დევს ლანგარზე. დაბლოკეს ისეთი რამეებიც..რაც არ უნდა დაბლოკილიყო. მაგის გამო..ყველა ავტომატურად გამოვდივათ ბრაკონიერები. ისევ მაგის გამო..ჩვენ თვითონვე გვიჭირრს ხმის ამოღება. გრიმიტობენ ნამდვილი ბრაკონიერები. აი აქ იკეტება წრე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 12:25
პოსტი #165


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეც ზუსტად მანდ ვარ, რომ პირველ რიგში კანონია შესაცვლელი, თუ ელექტრიკი თვალწინ გადაგიყრის ნადავლს და ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ იმის გამო, რომ პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია თევზი თან ქონდეს რაღა აზრი აქვს მინმესთვის რამე უფლების გადაცემას ან არ გადაცემას. თავიდანვე მკვდარი კანონებია მოსაშორებელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 12:32
პოსტი #166


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



იგივე კურდღელი რომ ავიღოთ, არ არის შეტანილი ვთქვათ კალმახისგან განსხვავებით წითელ ნუსხაში და მასზე ნადირობის დაშვებას არანაირი რთული საკანონმდებლო პროცედურები არ ჭირდება, ძალიან მარტივად შეიძლება მასზე ნადირობის უფლების დაშვება ფარატინა ლიცენზიაში ერთი ხაზის ჩამატებით და რაოდენობის მითითებით. ესაა და ეს. ამას ჭირდება მხოლოდ კანონმდებლის ნება და მეტი არაფერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 12:33
პოსტი #167


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(uiaragho @ 10th July 2015 - 13:14) *
შემდეგ ეს გახდება ერთმანეთზე წამოსაძახებელი და თითის გასაშვერი. შენ რომ დენით თევზაობაზე ამხელ ის წამოგაძახებს შენ რომ კაკაბი მოკალიო. შენ რომ იაგით მაჩვი მოინადირე სოროშიო. ერთმანეთს გადაეკიდებიან კლუბები და ადამიანები.

მთავრობასთან თუ მივაღწევთ კონსენსუნს, მონადირეებს ანუ კლუბებს რაღა დაგემართება ისეთი, რომ ვერ შევთანხმდეთ და ჩვენი წესდება ვერ მივიღოთ, რა იქნება ჩვენთვის დასაშვები და რა არა?!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 12:37
პოსტი #168


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Nick Zurabishvili @ 10th July 2015 - 13:32) *
იგივე კურდღელი რომ ავიღოთ, არ არის შეტანილი ვთქვათ კალმახისგან განსხვავებით წითელ ნუსხაში და მასზე ნადირობის დაშვებას არანაირი რთული საკანონმდებლო პროცედურები არ ჭირდება, ძალიან მარტივად შეიძლება მასზე ნადირობის უფლების დაშვება ფარატინა ლიცენზიაში ერთი ხაზის ჩამატებით და რაოდენობის მითითებით. ესაა და ეს. ამას ჭირდება მხოლოდ კანონმდებლის ნება და მეტი არაფერი.

მართალია! მხოლოდ ნებაა საჭირო, მაგრამ მანამდე სიტუაცია უნდა შეისწავლოს შესაბამისმა სამსახურმა და დადოს ცნობა იმის შესახებ, რომ ნადირობის დაშვებით ზიანი არ მიადგება კურდღლის პოპულაციას, ასევე დაადგინოს კვოტები! აი, ამ საქმის სპეცები რომ არ ყავთ იმიტომაც არის ეს ამბავი თვითდინებაზე მიშვებული!
გრანტიჭამიები გააფთრებით უკიჟინებენ სამინისტროს, რომ საერთოდ აიკრძალოს "ბარბაროსობა" ანუ ნადირობა! წარმოიდგინეთ ნადირობის საერთოდ აკრძალვაზე ჩალიჩობენ ტიპები და ეგენი კურდღელზე ნადირობის დაშვებას დაეთანხმებიან??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 10 2015, 12:42
პოსტი #169


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giohunt-1982 @ Jul 10 2015, 13:37) *
მართალია! მხოლოდ ნებაა საჭირო, მაგრამ მანამდე სიტუაცია უნდა შეისწავლოს შესაბამისმა სამსახურმა და დადოს ცნობა იმის შესახებ, რომ ნადირობის დაშვებით ზიანი არ მიადგება კურდღლის პოპულაციას, ასევე დაადგინოს კვოტები! აი, ამ საქმის სპეცები რომ არ ყავთ იმიტომაც არის ეს ამბავი თვითდინებაზე მიშვებული!
გრანტიჭამიები გააფთრებით უკიჟინებენ სამინისტროს, რომ საერთოდ აიკრძალოს "ბარბაროსობა" ანუ ნადირობა! წარმოიდგინეთ ნადირობის საერთოდ აკრძალვაზე ჩალიჩობენ ტიპები და ეგენი კურდღელზე ნადირობის დაშვებას დაეთანხმებიან??



ზუსტად ეგაა პრობლემა, რომ "ეგენი" არიან უმრავლესობაში და ჩვენ უმცირესობაში, მაგათ ბუნების დაცვა მარტო აკრძალვა გონიათ. ააკრძალინებენ რამეს, მერე "მამა მარჩენალს" ტელეგრამას გაუგზავნიან და ეგაა, წამოვიდა მონადირეების და მეთევზეების საწინააღმდეგო მორიგი გრანტი. რომ ვეკამათები და ევროპის მაგალითი მომყავს არგუმენტები აღარ აქვთ ხოლმე.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია NickAdams: Jul 10 2015, 12:42
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 10 2015, 13:09
პოსტი #170


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მტაცებლებზე ნადირობის არ დაშვება ჭკუას მოკლებულია საქართველოს პირობებში !!!
მარგამ მე იმას არ ვამბობ რომ წლის ნებისმიერ დროს აიღო თოფი და ბოლო ინდივიდამდე ამოწყვიტო რასაც ქვია .. ყველაფერს აქვს თავისი ეთიკა , წესი და პატივისცემა !!
გვიანშემოდგომა-ზამთრის პერიოდში უნდა იყოს აუცილბლად დაშვებული სარეწაო ნადირობა(ტურა , მგელი) სამწუხაროდ მელიის პოპულაცია შემცირებულად მეჩვენება ეს ბოლო წლებია newsmile045.gif
ჩემი აზრით ტურის კატასრტოფული გამრავლების ბრალი უნდა იყოს newsmile045.gif
ნუ გადაშენების პირას მყოფ მტაცებლებს რათქმა უნდა არ ეხება ეს ამბავი newsmile05.gif

ძალიან მაინტერესებს რომელ ქვეყანაშია აკრძალული მტაცებლებზე სეზონური ნადირობები სადაც პოპულაცია დარეგულირებულია ?? ანუ არც კატასროფული რაოდენობაა რაც ჩვენთან ხდება და არც შემცირებული newsmile05.gif იცით რამე ინფორმაცია ??

მე რაც ვიცი და გამიგია ტრადიციული ნადირობებია ყველგან ბეწვეულზე და არ მგონია ჩვენთან რაც ხდება(სახლებში შევარდნები) ესე ხშირი იყოს იმ მოწესრიგებულ ქვეყნებში newsmile05.gif

ძნელია და დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული მტაცებლების ზიანის გამოვლენა ჩვენ ქვეყანაში რადგან რაც შუქდება და ვიგებთ ეგ მხოლოდ 1-3 % იყოს ჩემი აზრით newsmile05.gif ძირითადათ მასმედიაში რასაც აშუქებენ დიდ რაოდენობას რომ ამოწყვიტავენ ეგ არის მხოლოდ newsmile05.gif აბა მოვთვალოთ რადმენი ოჯახი კარგავს თითო ფეხს საქონელს რომელიც რეაგირების გარეშე რჩება ??
ყველა ფაქტზე რომ რეაგირება მოხდეს რასაც ქვია მთელი ქვეყნის მაშტაბით კატასტროფულ მდგომარეობას მივიღებთ(რაც რეალობაა ამჯამად) , ხო ნუ იქიტა მხარე იტყვის როცა ამხელა ინფოს დაუდებ წინ რომ მონადირეების ბრალია(ვერ არჩევენ მონადირე -ბრაკონიერს) ტყეში კურდღელი გაწყვიტეთ და საჭმელი აღარ აქვს მტაცებელსო newsmile05.gif))))))) ბერჯერ გვსმენია ამდაგვარი არგუმენტები newsmile05.gif
თუ საჭმელი არ აქვთ და მონადირეებიც უმაწყალოდ ხოცავენ ყველაფერს მტაცებლების ჩათვლით საიდან მრავლდება ესე სწრაფად ??? newsmile05.gif
კაი დაუშვათ დაიხოცა და ამოწყვიტეს 90-იანებში ყველაფერი(ნაწილობრივ ვეთანხმები ამ პერიოდის განუკითხაობას) უნდა ვიდგეთ და ეს არგუმენტები ვისმინოთ ? ახალს რას იტყვიან ეგ მაინტერესებს რა სარგებლობა მოაქვს ამდენ მტაცებელს რომელსაც საკვები აღარ აქვს და მოსახლეობას იძულებით აზარალებს newsmile05.gif


რაც შეეხება სამინისტოსთვის იდეის შეთავაზება მე მხოლოდ ერთს ვხედავ დღევანდელ რეალობაში newsmile05.gif

უნდა გაშუქდეს ყველა გამოვლენილი ფაქტი ტელევიზიით დართული უნდა იყოს კონკრეტულ დანაშაულზე გამოვლენილ დარღვევის ჯარიმის ოდენობის გამოცხადებაც(სასამართლო შემდგში გაარკვევს მტყუან მართალს) .

გაკეთდეს ვიდეო რგოლები სადაც ნათლად იქნება გამიჯნული მონადირის მცნება , ბრაკონიერობის და ბუნებაზე ზიანის მიყენების .

შ.ს.ს სამინისტროს არ უნდა გაუჭირდეს აგენტურით ინფორამაციის მიღება ვინ რას აფუჭებს ნებისმიერ კუთხეში newsmile045.gif გადაეცეს ეს ინფო გ.დ.ი და ერთობლივად ჩატარდეს ერთობლივი სპეც- ოპერაციები მედენეები იქნებიან თუ სხვა ვანდალები ვინც ბუნებას ძირკვავენ !!
ფინანსურ პოლიციაც უპრობლემოდ დაადგენს ნებისმიერ ადგილას თევზის წამომავლობის ისტორიას , რადგან არსებობს დოკუნტაცია საიდან რა არის მოპოვებული და ამოღებული ლეგალურად newsmile045.gif

ამ ყველაფერს რაც დავწერე ჭირდება კეთილი ნება , ნაცნობია და თვალის დახუჭვის მენტალობის დავიწყება , ქვეყნის და ბუნების სიყვარული ....


ლევანის იდეას ევროპული მოდელის ჩვენთან მორგებას მივესალმები მაგრამ ჩემი აზრით ჯერ ხალხი არ არის მზად ამ ყველაფერისთვის .. ცოტა მენტალობას უნდა შეცვლა და "რემნის გადაჭერა " რასაც ქვია კანონის და სახელმწიფოს მხრიდან !!! თორემ რომ დავფიქრდეთ იქ თუ მოშაობს ეგ სისტემა და ყველაფერი მოწესრიგებულია აქ რატომ დაანგრევს დედაბუნებას თუ ყველანი ერთად დადგებიან და რასაც ქვია საქმეს გააკეთებენ ???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 02:07