ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V  « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 21:04
პოსტი #201


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(levani mgebrishvili @ 10th July 2015 - 20:58) *
შინაგან საქმეთა სამინსიტრო გამოცდის საფუძველზე გასცემს ნებართვას, გარემოს დაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსტან ერთად ახორციელებს მონიტორინგს (მარტო გარემო ამას ვერ გასწვდება)

ეგ ამბავი არახალია! ადრეც დაევალა შსს-ს ბრაკების დევნა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია არაფერი განსაკუთრებული!
პოლიციის ერთერთი სამართველოს უფროსის მოადგილემ ასეთი რამ მითხრა საუბრისას: "მე კრიმინალებს ვსდიო თუ ბრაკონიერებსო? მაგის შემომღების დედაც ვატირეოო"
ასე, რომ ჩემო ლევან ეგ ამბავი ნაცადია უკვე, რომელმაც ერთხელ ვერ გაამართლა და ახლა გაამართლებს??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 10 2015, 21:15
პოსტი #202


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




giohunt-1982
როცა მაღლიდან მიაწვებიან გაამართლებს
თუ ნახსენებ ორ სამინისტროში არ შეიცვლება არაფერი სურვილი არიქნება ამის, დანარჩენი რაცარუნდა შეიცვალოს არაფერი გვეშველება

ანუ რამდენც არუნდა ვილაპარაკოთ თუ ხალში დასჯის შიში არიქნება არაფერი არ გამოვა, მთავარია ხალხი ხედავდეს რომ დანაშაულს სასჯელი მოსდევს.

აბა ერთხელ რო იბრაკონიერებს კაცი ორჯერ სამჯერ მეოთხეთ დაიჭერენ მაგრამ ზარი ახლობელთან გადაარჩენს გაიჯეჯილებს აბა რას იზამს

რაღა შორს წავიდეთ ნასვამზე სიარული ავიღოთ, ერთ წაართვეს პრავა ორს სამს და ეხლა დადის ვინმე? თითქმის არავინ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 10 2015, 21:37
პოსტი #203


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ციტატა(giohunt-1982 @ Jul 10 2015, 20:40) *
კლუბს მხოლოდ გარიცხვა დაევალება! მხოლოდ გარიცხვაა! newsmile05.gif რა თქმა უნდა იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია თუ კლუბი თუ რაც გინდა, სასამართლოს ფუნქციებს ვერ შეითავსებს! ამას არ ვამბობ კაცო! newsmile05.gif



assassin29
NickAdams
უკეთესი გეგმის მონახაზი შემოგვთავაზეთ. იდეა მაინც.


და მერე ამ გარიცხულებმა თავიანთი კლუბი რომ შექმნან ვერა? თუ სამუდამოდ აეკრძალებათ ნადირობა.

მე შემოგთავაზებთ უკეთეს გეგმას. მონარქიას დავუბრუნდეთ, დავისვათ მეფე თავისი თავად აზნაურებით, ვუხადოთ ხარკი (ოღონდ კლუბის საწევროზე დიდი თანხა ნუ იქნება). თუ რომელიმე მათი ქვეშევრდომი (ჩვენ) აკრძალულ ადგილზე ინადირებს ან მათ წესებს დაარღვევს, ან თვალში არ მოუვათ ნება ჰქონდეთ გაროზგვის, გაჩუქების ან ძაღლზე გადაცვლის. რას იტყვით გაამართლებს ასეთი მოწყობის მოდელი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 22:28
პოსტი #204


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



უიარაღო
ისე, ერთი რაღაცაა newsmile05.gif ამ მოდელის მოწინააღმდეგების "სტატუსი" ფორუმის წევრია! ანუ არცერთი არ ხართ კლუბის წევრი! newsmile05.gif ისა და რამ შეგაძულათ ასე?? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 10 2015, 22:35
პოსტი #205


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



xval davtser ratom.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 10 2015, 22:47
პოსტი #206


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




giohunt-1982
და მომხრის კლუბის წევრი არ მეშლება?
ამ ფორუმზე 2 წელია დარეგისტრირებული ვარ, მოლოდ აქ ვპოსტავ, ძალიან ბევრი კარგი რამ ვისწავლე აქ
კლუბის წევრებსაც ვინობ რამდენიმეს და არც მათი და არც კლუბის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქ.
პირიქით დიდ პატივს ვცემ და ოჩოპინტრეს საწინააღმდეგო ცხოვერაში არაფერი არ მეექნება.

ასე რომ თქვენი ნათქვამი რო ეს კლუბი მძულს სრული აბსურდია, დარწმუნებული ვარ არც უიარაღოს ეძულება ოჩოპინტრე
წინააღმდეგ შემთხვევაში რა შემიშლიდა ხელს გამეუქმებინა ექაუნთი და ფეხი აღარ შემოგვედგა აქ?

მე უბრალოდ არ ვემხრობი ბლექის(ერთერთი საუკეთესო იარაღმცოდნის) იდეას საქართველოში კლუბური სისტემის ჩამოყალიბების შესახებ
რადგან ვტვლი რომ ეს მოდელი არ იქნება ეფექტური ჩვენი ქვეყნისთვის და თუ გადახედავთ არცერთი ჩემი აზრი არ დამიწერია არაკორექტულად რომ დაკვნა გამოგეტანათ რომ აქაურობა ან ვინმე აქაური მძულს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 10 2015, 23:14
პოსტი #207


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



assassin29
ციტატა(levani mgebrishvili @ 10th July 2015 - 23:47) *
და მომხრის კლუბის წევრი არ მეშლება?

ეს სიმართლე გითხრა ვერ გავიგე! შეგაძულათ პირობითად არის ნათქვამი, თორმე მართლა რომ არ გძულთ აქაურობა მაი მეც ქე ვიცი შე კაცო! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 11 2015, 00:04
პოსტი #208


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




giohunt-1982
მე არ მომწონს ეგ იდეა მამაჩემს რომ ეთქვა მაინც წინააღმდეგი ვიქნებოდი newsmile05.gif

იმიტომ რომ ჩვენი ბედკრული ქვეყანა არარი მზად ამისთვის და ვერც იქნება/ პრობლემა თვითონ მონადირეებში არარის მხოლოდ. დარწმუნებული ვარ რომ სგავსი არაეფექტური გარემოს დაცვა რომ ყოლოდა ნებსმიერ ქვეყანას სადაც ეხლა ნადირობა ყვავის, იქნებოდა იგივე სიტუაცია და იგივე პრობლემა იქნებოდა იქაც

ამიტომ ერთადერთი გმოსავალი არის ძალის დემონსტრირება და კონტროლის გამკაცრება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 11 2015, 00:08
პოსტი #209


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




მე ძალიან მიყვარს იარაღი და ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას როგორც იარაღის მფლობელი, მაგრამ არ ვემხრობი იარაღის თავისუფლად ტარების დაშვებას, რადგან ჩემს გარშემო ვხედავ ადამიანებს რომლებიც ამ კანონით მინიჭებული ამ უფლებით საშიშნი გახდებიან სხვებისთვის

ასევე ყველას არ ეკუთვნის რომ მონადირის სტატუსს ატარებდეს რადგან ის საშიშია ბუნებისთვის

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 11 2015, 00:46
პოსტი #210


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(levani mgebrishvili @ 11th July 2015 - 02:04) *
ამიტომ ერთადერთი გმოსავალი არის ძალის დემონსტრირება და კონტროლის გამკაცრება

აი სწორედ ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა. რატომ არის ერთადერთი გამოსავალი?..და საერთოდ..რატომ გვაქვს გამჯდარი გონებაში..რომ თუ არ გვირტყეს..ისე არაფერს გავაკეთებთ. არ მჭირდება ბატონო მათრახი.. ისედაც კარგად ვიცი..რა შეიძლება და რა არა.. სხვებმაც ეგ უნდა გაიაზრონ..დამწყებებმა ისწავლონ. საზოგადოებას ჭირდება გაზრდა და არა ცემა. დაისაჯოს.. ჩამოერთვას.. კონფისკაცია ყველაფერზე..აეკრძალოს ანკესის ყიდვაც კი.. ერთი პანჩურის მოყოლებაღა აკლია და დახ**ეტა. D.gif პოლიციამ ჩაგვიტაროს გამოცდები და მაგათმა მოგვცენ ნადირობის ნებართვა. კი..მაგრამ რა დვავაშავეთ ასეთი..გამოცდები რომ უნდა ვაბაროთ და სამომავლოდ ქრთამებიც ვიხადოთ მაგ ყველაფერში?.. ძლივს მოვიშორეთ ეგ ჭირი და თავიდან რატომ ვიკიდებთ?.. უტვინოები ვეღარ მოხვდებიან მინდორშიო არა?.. როგორ ვერ მოხვდებიან..უბრალოდ მაღარიჩს იკისრებენ მანამდე. ერთი ადრე ვერ ხვდებოდნენ და აწი ვეღარ მოხვდებიან კიდე. მოკლედ.. საზოგადოების განვბითარება კი არა..დეგრადირებაა..მარტო მაგის განხორციელება. საზოგადოებას არ ხიბლავს ზედმეტი რეგულაციეიბ. გამოცდები..ტვინის ტყ...ბი. მითუმეტეს ძალოვანების ხელში. საბოლოო ჯამში..ეგ წარმოადგენს რეპრესიულ მანქანას. ხოდა ვინც მაგას შეეწინააღმდეგება მომავალში..შეიძლება ჯიბეში აღმოაჩნდეს კურდღელი ან კაკაბი. მერე კი მთელი ეგ მანქანა ამუშავდება.

ციტატა(levani mgebrishvili @ 11th July 2015 - 02:04) *
მე არ მომწონს ეგ იდეა მამაჩემს რომ ეთქვა მაინც წინააღმდეგი ვიქნებოდი

ეგ შენი უფლებაა. გასაგებია რომ არ მოგწონს. მე მომწონს სამაგიეროდ და სხვებსაც მოეწონათ. სამაგიეროდ მე არ მომწონს საბჭოური მეთოდები. სახელმწიფოს ხელში მონოპოლიზირებული და რეპრესიული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 11 2015, 06:28
პოსტი #211


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



assassin29
ლევან, სამწუხაროდ არის სასტავი რომელიც აქტიურად ჩალიჩობს, რომ „მონკავშირის„ მსგავსი სისტემა შექმნას და მერე მონოპოლისტიც გახდეს ამ სფეროში! აი ეგ თუ მოახერხეს, ე, ზუსტად მაშინ მოგვახვევენ თავს თავიანთ ინტერესებს, იმიტომ რომ ეგენი არავის არაფერს შეეკითხებიან! მხოლოდ თავის ბიზნესინტერესებს დაიცავენ უბრალო მონადირის ინტერესების საწინააღმდეგოდ! და მერე დიდი ალბათობით საქართველოში ნადირობა მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში იარსებებს! თუ ეს ასე მოხდა პირადად მე აღარ მოვკიდებ ხელს თოფს, რადგან ორგანულად ვერ ვიტან მოღობილში „ნადირობას"!
როგორც წინა „მონკავშირმა„ გაამართლა ახალიც ისე იზამს! ძალიან ცუდი სისტემაა ეგ და მანკიერი სიმახინჯის მეტს არაფერს მოიტანს! იძულება და თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა სწორედ ეგ სისტემაა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 11 2015, 10:36
პოსტი #212


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giohunt-1982 @ 11th July 2015 - 08:28) *
ძალიან ცუდი სისტემაა ეგ და მანკიერი სიმახინჯის მეტს არაფერს მოიტანს! იძულება და თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა სწორედ ეგ სისტემაა!

100% ეგრეა. უბრალოდ.. ვერ გადავეჩვიეთ იმას..რასაც მიგვაჩვიეს. ოღონდ რაც მაგ სიგლახეს მოყვება..ყოველთვის სხვისი ბრალია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 11 2015, 12:23
პოსტი #213


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(levani @ 11th July 2015 - 01:46) *
რატომ გვაქვს გამჯდარი გონებაში..რომ თუ არ გვირტყეს..ისე არაფერს გავაკეთებთ

იმიტომ რომ ქართველები ვართ, ღვედსაც არავინიკრავდა სანამ შოლტით არ დაადგნენდ და ხალხი რომ საკუთარ ჯანმრთელობას არ უბრთხილდება მიტუმეტეს ბუნება სულ ახატია მას

ციტატა(levani @ 11th July 2015 - 01:46) *
პოლიციამ ჩაგვიტაროს გამოცდები და მაგათმა მოგვცენ ნადირობის ნებართვა

ზუსტადაც, მართვის მოწმობას პოლიცია გასცემს და არა ავტო კლუბები

ციტატა(levani @ 11th July 2015 - 01:46) *
ქრთამებიც ვიხადოთ მაგ ყველაფერში?


პრავაში იხდის ქრთამს ვინმე? ალბად მილიონში 2-3 კაცი

ციტატა(levani @ 11th July 2015 - 01:46) *
საზოგადოებას ჭირდება გაზრდა

ნამდვილად სჭირდება, მაგრამ ამას მინიმუთ ათწლეული დასჭირდება, აი ის გრუზინები თავი სამყაროც ცენტრი რო გონიათ და საკუთარი დამპალი ეგოს დაკმაყოფილების მეტი არაეფრი ადარდებთ, სანამ არ გადაბარგდებიან იმქვყეყნად არაფერი გვეშველება
მანამდე კიდე დედა აღარ ეყოლება არც მდინარეებს და არც ველ-მინდვრებს.
ციტატა(giohunt-1982 @ 11th July 2015 - 07:28) *
ლევან, სამწუხაროდ არის სასტავი რომელიც აქტიურად ჩალიჩობს, რომ „მონკავშირის„ მსგავსი სისტემა შექმნას და მერე მონოპოლისტიც გახდეს ამ სფეროში

მონოპოლია არა მაგრამ ბიზნეს ინტერესები აუცილებელია. წინააღმდეგ შემთვევაში ბუნება უბრალოდ ვერ გაუძლებს, რესურსი არ ეყოფა.
საკენკზე გაზრდილზე ნადირობა არც მე მიზიდავს მაგრამ საკმაოდ დამკვიდრებული და გამართლებული პრაქტიკაა, მათ შორის იმ ევროპაში, რომლისკენაც ასე მივილტვით.

ბიჭებო კონტროლის გარეშე შეუძლებელი როა გარემოს დაცვა კი ვთანხმდებით ყველა, მაგრამ ამ კონტტროლის ეფექტურად განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია
ელა კორუფცია ნეპოტიზმი და დარეკვები კიდე ყველგანაა კი იცით და ვერც ეს სფერო იქნება აისგან თავისუფალი
სამწუხაროდ ასეა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 11 2015, 13:52
პოსტი #214


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ჯერ პირველ რიგში მიდა ჩემი პატივისცემა და კეთილგანწყობა გამოვხატო კლუბ ოჩოპინტრეს და ამ ფორუმის მიმართ. ასევე პატივს სვცემ ყველას აზრს და თავისუფლებას იქამდე სანამ მათი სურვილები და მოქმედებები არ დაარღვევს ჩემს უფლებებს და ინტერესებს. არანაირი წიანააღმდეგი არ ვარ კლუბების (ამ ოციოდე წლის წინ მეც მქონდა ჩემი კლუბი და წევრებიც ნებაყოფილობით იყვნენ იქ გაერთიანებული) მაგრამ სხვას თავს მოახვიო შენი აზრი , იდეა და მისწრაფებები არა მგონია სწორედ, მით უმეტეს ჯერ არ ვიცით უმეტესობა ემხრობა ამ აზრს თუ არა, და თუნდაც უმეტესობა ემხრობოდეს იმ დარჩენილი უმცირესობის უფლელები მაინც არ უნდა უგულვებელყოთ.
ვერ დავინახე რა განსხავებაა კლუბი სავალდებულო იქნება თუ არასავალდებულო. ხომ არის და კიდევაც შექმენით კლუბები და ებძოლეთ ბრაკონიერობას , ვინმე უშლის კლუბებს ამას? პირიქით მივესალმებით. მაინც და მაინც კოლექტივივით ძალით რატომ უნდა შეგვყაროთ ამ კლუბებში. და თუ კლუბის მოწმობა ექნებათ სინდისი გაუსპეტაკდებათ ბრაკონიერებს ან თუ კლუბიდან გარიცხავენ სხვა კლუბში ვეღარ შევლენ, თუ სტალინური კანონები უნდა დამყარდეს და დახ**ეტა შემოვიღოთ ბრაკონიერებისათვის? სახელმწიფომ დაადგინა სასჯელის ფორმა და ოდენობა მათთვის და არანაირ კლუბს არ შეუძლია შეცვალოს კანონი ისე რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს.
და საერთოდ საქმის გართულება არც ერთ საქმეში არ ვარგა და არც აქ ივარგებს. ადამიანი არის თავისუფალი ინდივიდი და ისე უნდა იცხოვროს, კანონის ფარგლებში, როგორც მას სურს.
სანადირო ადგილები ზოგი ეკუთვნით კერძო პირებს, რომელიც უნდა შეგიშვებს თავის ტერიტორიაზე უნდა არა (შარშან მწყერზე ვნადირობდით და გამოგვიშვეს, ეს ჩემი მიწაა და მე უნდა ვინადიროო, ეტყვი რამეს თუ რა, კანონით მართალია), ზოგიც სახელმწიფოს. ადექი და ინადირე იქ სადაც გენადირება და განადირებენ. ძნელია? ნუ დაარღვევ კანონს სასჯელი განსაზღვრულია რად უნდა ამას კლუბი.
რას მოგვცემს კლუბი: უნდა ვიხადო საწევრო , რომელიც რა მიზნით დაიხარჯება ადმინისტრაციაში მყოფი ადამიანების სინდისით განისაზღვრება. ახლა ვიცი რომ აქ ყველა პატიოსანი ადამიანია მაგრამ ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას საქართველოს მაშტაბით, მით უმეტეს რომ (ღმერთმა დაგვიფაროს) თუ კლუბური მოწყობა სავალდებულო გახდა სადღაც 10 000 კლუბამდე (ჩემი გათვლით)დარეგისტრირდება ქვეყანაში.
მეორე მომენტია კლუბის ადმინისტრაცია როგორ გარიცხავს რომელიმე წევრს როცა საქართველოში თითქმის (თითქმის) ყველა მონადირე ბრაკონიერია. რა ეტყვის შენი ბრაკონიერობა უფრო მეტად ბრაკონიერობაა ვიდრე ჩემი ან ჩემი ძმაკაცისო?
არანაირო გართულება და ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. ქვეყანაში არის კლუბებიც და ისეთი მონადირეებიც რომლებიც კლუბებში არ გაწევრიანდებიან. კანონი ყველასთვის ერთია. ეს არანაირი არც ხელის შემშლელი და არც ხელის შემწყობი ფარქტორი არ არის ბრაკონიერების წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველამ თავის საქმეს მიხედოს კეთილსინდისიერად და ქვეყანას ეშველება. კლუბიდან გარიცხული ბრაკონიერი ისევ რომ გააგრძელებს ბრაკონიერობას მერე რაღა უნდა ქნათ. მაინც და მაინც ჯერ კლუბში უნდა შეიყვანო, შემდეგ გამოაგდო და ისე დასაჯო ბრაკონიერი. პირდაპირ ვერვ სჯით იმიტომ რომ ჯერ კლუბიდან გამოგდებული არ არის?
კლუბები უნდა იყოს ქვეყანაში. და მათი წევრობა უნდა იყოს ნებაყოფილებითი. ასეთია ჩემი აზრი. ხალხი რომ დაინახავს რომ კლუბში გაწევრიანება უფრო ხელსაყრელია თავისი ნებით შემოვლენ მანდ. ვისაც უნდა რა თქმა უნდა.
დრო არ მაქვს მაგდენი თორემ მეც გავხდებოდი რომელიმე კლუბის წევრი.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Jul 11 2015, 13:55
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 11 2015, 17:42
პოსტი #215


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ხო..რავიცი რა. მე სულ სხვა რამე დავწერე..მაგრამ თუ ეგრე გაწყობთ..ეგრე იყოს. აღარ მაინტერესებს. ჩემ შემოთავაზებაში..არც დახ**ეტა..არც წამება და რაც არავის შევიწრობება არ არის. უბრალოდ.. კონკრეტული ადამიანის..უშუალოდ გვერდში მდგომები არ არიან დაინტერესებული..იმ ადამიანმა რამე გააფუჭოს. მეტი არაფერი. ეგრე ბანკებშიც. თავდებში რომ აყენებენ იმის საახლობლოს. მაგაში არც ტირანიაა და არც ადამიანის წამება. საკმარისია პატიოსნად ნადირობა და არანაიორი პრობლემა არ იქნება. რა ხოცვა..სისხლი..წამება და შემოწყობიული გვამები. არ არის ეგ მართალი.
ციტატა(levani mgebrishvili @ 11th July 2015 - 14:23) *
იმიტომ რომ ქართველები ვართ,

ხო..ევროპა რომ ხეზე ცხოვრობდა.. ჩვენ ვეფხისტყალოსანს რომ ვწერდით ის ერი. D.gif
ევროპელები მაშინ ვართ..მარიხუანას დეკრიმინალიზაცია რომ გვჭირდება..ბრაკონიერობის დროს..აზიატი ქართველები ვხდებით. D.gif

მოკლედ..ჩემი აზრები გამოვთქვი..ეხლა უნდა გაითვალისწინოს სამინისტრომ..უნდა ნუ გაითვალისწინებს..მე არ მეწყინება კლიანუს მინისტრომ. უნდა ძველებურად დიომ ბრაკებს და შეინარჩუნონ სტატისქვო.. უნდა ახალი მოიფიქრონ რამე. თუ კარგს მოიფიქრებენ..პატივი და დიდება მაგათ. თუ ცუდს..არჩევნებზე ვკითხავთ რატომ ქნეს ეგ. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V  « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 16:33