ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V  « < 14 15 16 17 18 >  
Reply to this topicStart new topic
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
NickAdams
პოსტი Jul 11 2015, 20:08
პოსტი #216


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(assassin29 @ Jul 10 2015, 20:58) *
იმიტომ რომ საქართველოა

ამ გეგმას არ ვაჟღერებთ ამდენი ხანია? შინაგან საქმეთა სამინსიტრო გამოცდის საფუძველზე გასცემს ნებართვას, გარემოს დაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსტან ერთად ახორციელებს მონიტორინგს (მარტო გარემო ამას ვერ გასწვდება)

დამეღვევს გააჩნია სიმძიმეს დარღვევის დაეკისრება ჯარიმა ან შეუჩერდება გარკვეული ვადით ან სამუდამოდ ლიცენზია
ამ ლიცენზიის არ მქონე ვერ იფორმებს და შესაბამისად ვერ ყიდულობს სანადირო სარეწაო სპორტულ იარაღს (პერსონალური თავდაცვის არაღი მაგ. პისტოლეტი არ შედის ამ სიაში)
ამ ვადის განმავლობაში ხდება დამნაშავე პირის სხვა სანადირო სარეწაო სპორტულია იარაღების ამოღება და კონფიკაცია (თუკი ასეთი არსებობს)

ამ ვადის გასვლის შემდეგ პირს ექნება უფლება გავიდეს გამოცდაზე და დაიბრუნოს ლიცენზია

ნებისმიერი გამოვლენილი ფაქტი გაშუქდეს ქართული მასმედიის საუკეთესო ტრადიციებში


ეგ ახლაც ეგრეა, ბრაკონიერობის ფაქტზე ხდება ნადირობის უფლების და იარაღის ჩამორთმევა (გააჩნია კონკრეტულად რა და როგორი ხარისხით დაირღვა) რასაც თქვენ წერთ, მაგის უფლება ახლაც აქვს არათუ კლუბს, არამედ ნებისმიერ ფიზიკურ პირს. გარდა ამისა, ვთქვათ გახდა სავალდებულო კლუბის წევრობა: ალბათ ყველასთვის სასიხარულოდ საქართველოში არსებობენ მონადირეები და მეთევზეები,რომლებიც ამ ჰობის მისდევენ იმაზე მეტი ხნის განმავლობაში რაც რომელიმე ქართული კლუბი, ფორუმი, ფედერაცია და ა.შ. არსებობს. და წარმოვიდგინოთ, რომ ამ ადამიანებს არ უნდათ არანაირი კლუბის შექმნა. წარმოვიდგინოთ კი არა ფატია, პირადად ვიცნობ მონადირებს და მეთევზეებს ცხოვრებაში პოსტი დაუწერიათ კი არა საერთოდ ფორუმი რას ნიშნავს ეგ არ უნახიათ და არც აინტერესებთ. ხოდა წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი ადამიანი ვალდებული გავხადეთ გაწევრიანდეს რომელიმე კლუბში. დაწერა ამ ადამიანმა განცხადება, მაგრამ კლუბმა დაუწესა გამოსადელი ვადა, რაც სავსებით გასაგებია, რადგან კლუბს არ უნდა უცხო ადამიანზე პასუხისმგებლობის აღება. და რა გამოდის? ამ გამოსადელი ვადის განმავლობაში ამ პატიოსან ადამიანს არ აქვს უფლება ითევზაოს ან ინადიროს? ეს კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე, რაც შეეხება კლუბის სავალდებულოობის ვარიანტის იურიდიულად შეუძლებლობას, ზევით დავწერე უკვე. ერთადერთი რაც სახელმწიფომ შეიძლება თეორიულად ანდოს რომელიმე კლუბს ეს არის ადგილზე ჯარიმის გამოწერის უფლება. რაც შეეხება ბრაკონიერის ფიზიკურად დაკავების უფლებას, ეს უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს დღეს მოქმედი კანონმდებობით. ადმინისტრაციული დაკავება ქვია ამ უფლებას და გულისხმობს ნებისმიერი ჩვენთაგანის უფლებას დააკავოს ბრაკონიერი (შეუზღუდოს თავისუფლება) შესაბამისი ორგანოების გამოცხადებამდე. ერთადერთი ისაა, რომ დაკავებისთანავე უნდა შევატყობინოთ შსს- ს ან გდი-ს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც ჩვენი გადასახადებით საზრდოობს აქეთ ჩვენ გვეკითხება რა ვქნათო. ბნელა,მაგრად ბნელა. ისე სხვათაშორის ბრაკების დაჯარიმების შედეგად შემოსული თანხა სამინისტროს ბიუჯეტში არ ირიცხება, ცენტრალურში მიდის, და იქიდან..... არადა რაც მარტო მე გამიგია ელექტრიკობაზე დაჯარიმების ფაქტები, ეგ ფული მიზნობრივად იქტიოფაუნის აღდგენაზე რომ მიდიოდეს.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 11 2015, 21:19
პოსტი #217


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 11th July 2015 - 22:08) *
ხოდა წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი ადამიანი ვალდებული გავხადეთ გაწევრიანდეს რომელიმე კლუბში. დაწერა ამ ადამიანმა განცხადება, მაგრამ კლუბმა დაუწესა გამოსადელი ვადა,

და რატომ დაუწესა?.. პირდაპირ რომ გაეცნონს რა ვალდებულებას იღებს კლუბის წინაშე..მოაწეროს ხელი..მიიღოს საბუთი და გააგრძელოს ბედნიერად ცხოვრება..ვერა?.. რატ უნდა მაგად იურიდიული ამბები. იქნება და პირდაპირ ვენდობით.
ციტატა(Nick Zurabishvili @ 11th July 2015 - 22:08) *
საქართველოში არსებობენ მონადირეები და მეთევზეები,რომლებიც ამ ჰობის მისდევენ იმაზე მეტი ხნის განმავლობაში რაც რომელიმე ქართული კლუბი, ფორუმი, ფედერაცია და ა.შ. არსებობს.

ეგენი..ყველა იყვნენ(მეც მათ შორის) ერთი კლუბის წევრი და არანაირი პრეტენზია არ ქნონიათ არტასდროს. მეტიც..ძალიან ბევრს..ეხლაც ენატრება ის კლუბი.
ბოლობოლო... სულ ნუ გაწევრიანდებიან ნურსად. ინადირონთ თავის გემოზე. უბრალოდ..ინდივიდუალურად დაფიქსირდნენ საერთო ბაზაში. ეგეც არ მოსულა?.. უბრალოდ თუ მოხვდნენ შავ სიაში.. ლიშენია [b]გარკვეული პერიოდით. მეორე შემთხვავეაზე კიდე უფრო დიდი ხნით. მესამეზე კიდე უფრო და ა..შ.. მაგისი უფლება ხომ აქვს სახელმწიფოს?.[/b]. იურიდიულად გამართუილი. ანუ ხომ შეუძლიათ ეგ კანონი ჩადონ ამ საქმეში?.. ბუსუსებიან პრეზერვატივზე აქტუალუირი აღარ არის გარემოს დაცვა?..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 12 2015, 12:19
პოსტი #218


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(levani @ 11th July 2015 - 22:19) *
ინდივიდუალურად დაფიქსირდნენ საერთო ბაზაში. ეგეც არ მოსულა?

ესეც უნდა იყოს ზუსტად.
ეხლა წარმოვიდგინოთ 1 ნებისმიერი ნადირობის მაიებელი. ადამიანი რომელსაც უნდა ნადირობა,
იწყებს კლუბის ძებნას სადაც გაწევრიანდება ან დაიწყებს პროცედურებს თავისი კლუბის შესაქმნელად რაც უფრო ჯოშმარია რადგან კლუბის შექმნა საიტზე დარეგისტრირება არარის ბევრი პროცედურაა გასავლელი

წევრიანდება კლუბში. კლუბი მას აძლევს ქსივას რო ის წევრია კონკრეტული კლუბის, პარარელურად გზავნის ამის მონაცემებს შსს ში რომ გაიგოს ეს ადამიანი ადრე ხო არარის ბრაკონიერობის ფაქტზე დაჭერიი და შეჩერებული ხო არააქვს ნებართვა. ხომ არიყო ადრე სხვა კლუბის წევრი და გამოგდებული ხოარარი იქიდან ბრაკონიერობის გამო. მოდის შსს დან დადებითი პასუხი და ეს პიროვნება ხდება წევრი კლუბი და იწყებს ნადირობას.

დავუშვათ გარემოს დაცვამ დაიჭირა ეს პიროვნება პაქტზე. ის უგზავნის მონაცემებს ამის კლუბს რომელშიც შეიძლება სულ 2 კაცია და აძლევს მას დირექტივებს შეუჩეროს კლუბის ბარათი შესაბამისად ის ვეღარ ინადირებს. მერე ეს კლუბი გზავნის მონაცემებს შსს-ში რომ მის კონკრეტულ წევრს ბრაკონიერობის გამო შეჩერდა ლიცენზია და შსს-მაც თავის ბაზაში უნდდა გააწითლოს იგი

რამდენი პროცედურა და უნედურებაა ხომ წარმოგიდგენიათ
giohunt-1982
ლევანი ოჩოდან და გიორგი თუ არ ვცდები ბაზიერიდან ხომ? რა საჭიროა ამდენი პროცედურა? თქვენთვის შედარებით მარტივია ალბად რადგან აწყობილი და გამართულია ორივე კლუბი და ნულიდან რო დაიწყებს ადამიანი თავის კლუბის შექმნას რამდენი წვალება მოუწევს ხო, იქ კლუბის რეგისტრაცია იქ მონაცემთა ბაზიშ შექნა, ფურცელზე ხომ არ ჩამოწერს თავის კლუბის წევრებს. იქ "ქსივის" დაბეჭვდა და კაროჩე რა

არარის გაცილებით მარტივი არარის სახელმწუფომ გასცეს ნებართვა და სახელწიფომ წაართვას? მესმით ყიყვართ თქვენ თქვენი კლუბები მაგრამ მარტო თქვენ არ ხართ. მონადირეები საქართველოში ათეულობით ათასია და უბრძანო მათ შექმნან კლუბები და მიანდო მათ მათი მენეჯმენტი არის აბსურდი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 12 2015, 13:18
პოსტი #219


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



assassin29
საქმე იცი რაშია... არ არის აუცილებელი..ცემა-ტყეპით შეიყარონ ადამიანები კლუბებში. სულ თავისუფლად შეიძლება გამოცხადდეს წინასწარ..რომ მომავალი სეზონიდან ეგრე იქნება და 1 წელი ექნებათ სადმე გასაწევრიანებლად..ან დასარეგისტრირებლად. აი როგორც ტელევიზებზე ქნეს. აიღეს და გათიშეს. რატომ?.. რა ძველი ვერ აჩვენებდა?.. მაგრამ მოუნდათ და ქნეს. ევროპა ითხოვსო. აქ.. გარემო ითხოვს. ბოლობოლო ოდესმე ხომ უნდა მოექცეს ნადირობა-თევზაობის სფერო რაღაც მოწესრიგებულ არეალში?.. სახლმწიფომ მიხედოსო?.. ჯერესერთ სულაც არ ეკუთვნის ნადირობა სახელმწიფოს. მერე კიდე.. თუ რამის მიმხედავი იყო..90 წელია გასული და აქამდე მიეხედათ..რაც მაგათ ხელშია. თან..მარტო იმაზე არ არის საქმე.. დღეს დაიჭირო და ჯარიმებით ამოძეძგო. ეგ არ შველის..აქამდე უშველიდა რომ ემუშავ ა მაგას. რა..ცოტა ყავთ დაჭერილი?.. მაგრამ უ8კანვე გარბიან აპარატით ხელში. იმ ჯარიმის ფულს..დღეში აკეთებენ ხანდახან. მოკლედ..ეგ..არ მუშაობს და ფაქტი ჯიუტია. სხვა რამეა მოსაფიქრებელი. დიდი და მასშტაბური..კომპლექსური.. რომელიც თაობებს გაზრდის სწორად. ნელნელა საერთოდ შეცვლის სიტუაცია და აღარ ვიტყვით..ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება..ქართველები ვართ და ტრაკზე მათრახი თუ გვიშველისო. სულაც არ ვთვლი..რომ ნორვეგიელებიო..ფინელები და შვედები..შვენზე მაგარი ტიპები არიან. უბრალოდ..იმათ ჭკუა უკვე იხმარეს და გაგვისწრეს. სულ ეგ არის. ამიტომ..თუ არამე ეგეთი იცით..გამოუშვით. დავიჭიროთ..დავმარხოთ..ჩავწიხლ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 12 2015, 16:07
პოსტი #220


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ლეონ-ბლექი
ძველ ტელევიზორებსაც უყურებდა ხალხი მშვენივრად მაუთის გასაჭრელი ხერხა ეგ ევროპა არა ფეხები. მაგრამ ეს სხვა თემაა

აქ არის რმდენად ეფექტურად იმოქმედებს ეს სიტემა

ლეონ-ბლექი

სანამ თაობები გაიზრდება მინდორში ტურის მეტი აღარაფერ დარჩება და მდინარეებში წყლის
დაუყოვნებელი და რადიკალური ქმედებებია საჭირო
ციტატა(levani @ 12th July 2015 - 14:18) *
ცოტა ყავთ დაჭერილი?.. მაგრამ უ8კანვე გარბიან აპარატით ხელში. იმ ჯარიმის ფულს..დღეში აკეთებენ ხანდახან. მოკლედ

აბა მიეცათ 5 წელი ციხე ეჩვენებინათ ტელევიზორში და მორე დღეს ბრაკს ვეღარ ნახავდით მდინარეზე
ციტატა(levani @ 12th July 2015 - 14:18) *
ქართველები ვართ და ტრაკზე მათრახი თუ გვიშველისო

ეგრეა
მოდი გავაუქმოთ მაშინ საპატრულო სამსახური და დავდგეთ ჩვენი მოქალაქეების შეგნების იმედათ რომ მთვრალი აღარ დასხდებიან და დაველოდოთ სანამ თაობები შეიგნებენ ამას

ფაქტი ისაა რო არასოდეს ვყოფილვართ კანონმორჩილები არც ვართ და არც ვიქნებით

1 შეკითხვაც როგორ უნდა გაატარებინო ყველა კლუბს ანტიბრაკონიერული პროპაგანდა, კი შეიძლება დიდმა კლუბებმა მოახერხონ თავის შიდა სამზარეულოში ამის მოგვარება მაგრამ 90% კლუბში რომელიც იმიტომ შეიქმნება რომ ლიცენზია აიღოს მსგავსი არაფერი არ მოხდება



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 12 2015, 16:20
პოსტი #221


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(levani mgebrishvili @ 12th July 2015 - 18:07) *
სანამ თაობები გაიზრდება მინდორში ტურის მეტი აღარაფერ დარჩება და მდინარეებში წყლის
დაუყოვნებელი და რადიკალური ქმედებებია საჭირო

მერე..მიხედონ. მე გავაგდენინე ხელიდან მართვის ბერკეტი თუ რაშია საქმე?. D.gif პირიქით რითაც შევძლებთ დავეხმარებით აგერ.
ციტატა(levani mgebrishvili @ 12th July 2015 - 18:07) *
აბა მიეცათ 5 წელი ციხე ეჩვენებინათ ტელევიზორში და მორე დღეს ბრაკს ვეღარ ნახავდით მდინარეზე

როგორ ვერ ვნახავდით..ოღონდ ცოტა მოგვიანებით. მანამდე ბუნტს ვნახავდით სამინისტროსთან. D.gif არაადექვატური სასჯელის გაპროტესტების გამო.
ციტატა(levani mgebrishvili @ 12th July 2015 - 18:07) *
მოდი გავაუქმოთ მაშინ საპატრულო სამსახური და დავდგეთ ჩვენი მოქალაქეების შეგნების იმედათ რომ მთვრალი აღარ დასხდებიან და დაველოდოთ სანამ თაობები შეიგნებენ ამას

ეხლა ეგ რომ არასწორი შედარება.. ძალიან რთული დასანახია?.. მე მითქვამს სადმე..რომ გდი გავაუქმოთ და დაველოდოთ ახალი თაობის აღზრდას?.. რაც არის..იმის პარალელუყრად უნდა დაიწყოს(უფრო სწორდა დაწყებულიც გვაქვს კლუბებს) და წლების მერე აღარ გახდება საჭირო. თუ არ დაიწყო მოწესრიგება..არასდროს არ დადგება მოწესრიგებული მდგომარეობა.
და საერთოდ..სულ ტყიულად ვიშლით ნერვებს. ამ ყველაფერს მაინც არავინ გაითვალისწინებს. მაინც ისე იქნება..როგორც თვითონ მოაწყობთ და კლუბები საკუთარი ენთუზიაზმით გავაგრძელებთ ჩვენ საქმეს.. ვისაც უნდა შემოგვიერთდეს..ვისაც არა.. იყოს უკლუბოდ და ნუ შეიტანს წვლილს ნადირობა-თევზაობის მოწესრიგების საქმეში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 12 2015, 16:26
პოსტი #222


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(levani mgebrishvili @ 12th July 2015 - 18:07) *
1 შეკითხვაც როგორ უნდა გაატარებინო ყველა კლუბს ანტიბრაკონიერული პროპაგანდა,

არავის არაფერს არ გავატარებინებდი. ბევრი ბრაკონიერული კლუბიც კი შეიქმნება..მაგრამ მაგათ..ყველას მიკეტვა მოუწევთ დროთა განმავლობაში. მერე იჭყლიტონ ტვინი..სად გადანაწილდებიან.. მიიღებენ თუ არა სხვა კლუბები და საერთოდ..უღირთ თუ არა ბრაკონიერობა..ყველაფრის დაკარგვად. ეგ სისტემა..თვითონ აიძულებთ ჭკვიანა დმოქცევას..ოღონ ნელნელა და დროთა განმავლობაში. მძიმე ჩარევების.. ძველი ცოდვების ამოყრის.." სამართლიანობის აღდგენის" და მკაცრი მეთოდების გარეშე. უბრალოდ წყნარად მოაწესრიგებს სიტუაციას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 12 2015, 17:05
პოსტი #223


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(levani @ 12th July 2015 - 17:20) *
მერე..მიხედონ. მე გავაგდენინე ხელიდან მართვის ბერკეტი თუ რაშია საქმე?. პირიქით რითაც შევძლებთ დავეხმარებით აგერ.

მაგათ თანამშრობლები პირველი ბრაკონიერები არიან, ამაზე ვიდარდოთ რო მანკიერი სისტემა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში
ციტატა(levani @ 12th July 2015 - 17:20) *
არაადექვატური სასჯელის გაპროტესტების გამო.

ძაანაც ადეკვატურია რამდენიმე წელი ამაზე უნდა ახეხინო პირველ რიგში და არა მსხვილფეხაზე ნადირობაზე
თან რამე რო უთხრა ელექტრიკს შეიძლება აქეთ ვალი დაგადონ შენ შემინახავ მერე ოჯახსო?
ნაეხვარი საქართველო თოხით და ბარით რო ვინახავთ ოჯახებს ვისზე ნაკლებები ვართ ბლიად



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 13 2015, 00:09
პოსტი #224


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(levani mgebrishvili @ 12th July 2015 - 19:05) *
ამაზე ვიდარდოთ რო მანკიერი სისტემა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში

ეჰ..მაგაზე ვიდარდე უკვე და არ უშველა. D.gif მაგის შეცვლას..მართლა წლები ჭირდება..თან ბევრი. მთელი თაობის ცვლა. თანაც ისე..რომ ახალი თაობა სწორად გაიზარდოს და მაგათ არ აყვეს.
ციტატა(levani mgebrishvili @ 12th July 2015 - 19:05) *
ძაანაც ადეკვატურია რამდენიმე წელი ამაზე უნდა ახეხინო

მე კი ვეთანხმები მკაცრ სასჯელ..რადგან არაფრის გაფუჭებას არ ვაპირებ ისედაც. თუმცა..მასე იფიქრა ერთ დროს მიშამ და გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა. საქმეს კი უშველა მაგან..თუმცა ეხლა უკრაინის მართვა უწევს მაგის გამო. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Jul 13 2015, 08:55
პოსტი #225


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



giohunt-1982
ციტატა(giohunt-1982 @ 10th July 2015 - 22:04) *
პოლიციის ერთერთი სამართველოს უფროსის მოადგილემ ასეთი რამ მითხრა საუბრისას: "მე კრიმინალებს ვსდიო თუ ბრაკონიერებსო? მაგის შემომღების დედაც ვატირეოო"

შენა და ეგეც კრიმინალი როა, არაუშავს-თქო? )

ციტატა(levani mgebrishvili @ 10th July 2015 - 22:15) *
როცა მაღლიდან მიაწვებიან გაამართლებს
თუ ნახსენებ ორ სამინისტროში არ შეიცვლება არაფერი სურვილი არიქნება ამის, დანარჩენი რაცარუნდა შეიცვალოს არაფერი გვეშველება

ანუ რამდენც არუნდა ვილაპარაკოთ თუ ხალში დასჯის შიში არიქნება არაფერი არ გამოვა, მთავარია ხალხი ხედავდეს რომ დანაშაულს სასჯელი მოსდევს.

ეგრეა....
assassin29
ციტატა(levani mgebrishvili @ 11th July 2015 - 01:08) *
ასევე ყველას არ ეკუთვნის რომ მონადირის სტატუსს ატარებდეს რადგან ის საშიშია ბუნებისთვის

სამწუხაროდ მეც ბევრს ვიცნობ ეგეთს.. .

ლეონ-ბლექი
ციტატა(levani @ 11th July 2015 - 01:46) *
სამაგიეროდ მე არ მომწონს საბჭოური მეთოდები. სახელმწიფოს ხელში მონოპოლიზირებული და რეპრესიული.

ჩემი აზრით საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს შეუძლიათ მაგის გაკონტროლება.




ჩემი აზრით გამოსავალი მდგომარეობს იმაში რომ სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს კონდროლი და გედებმა თავიანთი საქმე მართლა აკეთონ!
რაც შეეხება კლუბების მონაწილეობას ამაში, ჩემი აზრით არის ის რომ არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც შეატყობინებენ ბრაკონიერობის ფაქტებს. ამ ცხელი ხაზიდან კი შესაბამისად უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება შესაბამისის რეგიონების სამსახურებთან. უნდა გაიგზავნოს "ეკიპაჟი" და მოახდინონ რეაგირება... რადგანაც გარემოს დამცველები ბევრად ნაკლები არიან .ვიდრე "მონადირეები", მსგავსი ზარები ხელს შეუწყობს მათი მუშაობის ეფექტურობის ზრდას. უნდა გაიზარდოს ჯარიმები და გაკაცრდეს სანქციები. ვიღაცას შეიძლება ქონდეს ფინანსური საშუალება რომ იხადოს ჯარომებიდ აა გრძელებდეს ბკაკონიერობას, ასეთ შემთხვევაში, ანუ დარღვევის განმეორების შემთხვევაში აღნიშნულ პიროვნებას უნდა აეკრძალოს იარაღით გადაადგილება ( შენახვის უფლების აკრძალვას ქონდეს, ბაზარი არა newsmile05.gif ) და ტყეში რომ გავა თოფ-გადაკიდებული, ჩაეთვალოს იარაღის უკანონო ტარება და ამ შემთხვევაში არსესობს შესაბამისი კოდექსი...

ნუ რამე მსგავსი რომ მოხდეს საქართველოში, იმედია ჩვენს შვილიშვილებს კარგი სამონადიროე ქვეყანა ექნებათ ალბათ.

PS ისე, რომ ვკითხულობ ძველ წიგნებს ან ასაკოვანი მონადირეების მოთხრობებს და ვადარებ დღEვანდელ რეალობას, გული მწყდება ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 13 2015, 10:14
პოსტი #226


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Ellimyst @ 13th July 2015 - 10:55) *
რაც შეეხება კლუბების მონაწილეობას ამაში, ჩემი აზრით არის ის რომ არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც შეატყობინებენ ბრაკონიერობის ფაქტებს. ამ ცხელი ხაზიდან კი შესაბამისად უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება შესაბამისის რეგიონების სამსახურებთან. უნდა გაიგზავნოს "ეკიპაჟი" და მოახდინონ რეაგირება.

მაგაზე საუბარ არ არის რათქმაუნდა. და საერთოდ.. სულაც ვერ მივხვდი..რატომ დგას ამისი ახსნის საჭიროება. ამ ფორუმის დაარსებიდან..მაგას ვწერთ სუყველა..რომ უბრალოდ დარეკონ. ეგეთი პოსტი..მიწერია 2009 წელს. და მერეც. მე სულ სხვა რაღაცა ვთქვი და რატომღაც..ყველაფერი სხვანაირად მოითარგნმა. არ ვრევ კლუბებს სახემწიფოს საქმეში. არც არაფერს ვაკისრებ მაგათ მაგივრად. იმათმა ისევ ისე და უკეთესადაც უნდა აკეთონ ის..რასაც აქამდე აკეთებდნენ. რაც შეეხება კლუბს. ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ.. სიტყვაზე....რატომ ვერ იბრაკონიერებს ოჩოპინტრელი..როდესაც იგივე ადამიანს.. სულაც არ გაუჭირდება ბრაკონიერობა..როდესაც კლუბის წევრი აღარ იქნება?... ხომ ყველა აღიარებთ იმას.. რომც იყოს ადამიანი ბრაკი.. ჩვენთნ მოხვედრის შემთხვევაში..ვეღარ იბრაკონიერებს. აი რა არის ეგ შემაკავებალი და რა ქვია მაგას?... აი სულ ეგ არის კლუბის მისია. მეტი არაფერი. არც კანონში ჩარევა და არც არავის მაგივრად არაფრის კეთება. ვერ იქნება კლუბის საქმე.

და გეხვეწებით..აღარ დააბრალოთ მეტი ჩემ ვერსია არაფერი რა.. უკვე 700-ჯერ ავხსენი. წინა გვერდებზე წერია ზუსტად..რაც მიწერია. რაც ვთქი..ეგ ვთქი და მეტი არაფერი. არ არის აუცილებელი მაგ ყველაფრის აპოკალიფსში გადაყვანა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 13 2015, 10:38
პოსტი #227


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Ellimyst @ 13th July 2015 - 10:55) *
ჩემი აზრით საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს შეუძლიათ მაგის გაკონტროლება.

Ellimyst
სახემლწიფოს...გარემოსი და იარაღის კონტროლი შეუძლია. ნადირობის არა. გარემოს დაცვის სამინისტრო..არ არის ჩვენი უფროსი. მაგათ..გარემოს დაცვა ევალებათ და არა ნადირობის მოწესრიგება. ეგენი უბრალოდ გვაძლევენ მონადირეები იმის უფლებას..რაზეც ნადირობა შეიძლება. და გვეუბნებიან..რა არის დაშვებული და არა არა. მეტი..მაგათი საქმე აღარ არის არაფერი. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ევალებატ იარაღის კონტროლი და დარღვევის აღკვეთა. მეტი არაფერი. აი სანადირო საკითხებს რაც შეეხება.. როგორი ეთიკური სტანდარტები ჩამოყალიბდეს..ნადირობა-თევზაობის დარგში.. ეგ მაგათი საქმე აღარ არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Jul 13 2015, 11:02
პოსტი #228


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



ლეონ-ბლექი
ციტატა(levani @ 13th July 2015 - 11:14) *
ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ.. სიტყვაზე....რატომ ვერ იბრაკონიერებს ოჩოპინტრელი..როდესაც იგივე ადამიანს.. სულაც არ გაუჭირდება ბრაკონიერობა..როდესაც კლუბის წევრი აღარ იქნება?... ხომ ყველა აღიარებთ იმას.. რომც იყოს ადამიანი ბრაკი.. ჩვენთნ მოხვედრის შემთხვევაში..ვეღარ იბრაკონიერებს. აი რა არის ეგ შემაკავებალი და რა ქვია მაგას?... აი სულ ეგ არის კლუბის მისია. მეტი არაფერი. არც კანონში ჩარევა და არც არავის მაგივრად არაფრის კეთება. ვერ იქნება კლუბის საქმე.

რაღაცა აკრძალვაზე მეტად, შინაგანი მომენტი უნდა იყოს...
თორემ ეგრე მიდგა საქმე, ნებისმიერი ჩვნეთანაგანი გავა და იბრაკონიერიებს, ისე რომ სხვები ვერ გავიგებთ.


ციტატა(levani @ 13th July 2015 - 11:38) *
სახემლწიფოს...გარემოსი და იარაღის კონტროლი შეუძლია. ნადირობის არა. გარემოს დაცვის სამინისტრო..არ არის ჩვენი უფროსი. მაგათ..გარემოს დაცვა ევალებათ და არა ნადირობის მოწესრიგება. ეგენი უბრალოდ გვაძლევენ მონადირეები იმის უფლებას..რაზეც ნადირობა შეიძლება. და გვეუბნებიან..რა არის დაშვებული და არა არა. მეტი..მაგათი საქმე აღარ არის არაფერი. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ევალებატ იარაღის კონტროლი და დარღვევის აღკვეთა. მეტი არაფერი. აი სანადირო საკითხებს რაც შეეხება.. როგორი ეთიკური სტანდარტები ჩამოყალიბდეს..ნადირობა-თევზაობის დარგში.. ეგ მაგათი საქმე აღარ არის.


ხო არსებობს კანონმდებლობა, რითაც გვენიჭება მონადირეებს რაღAცის უფლება ან გვეკკძალება? ეგ უნდა აკონდროლოს სახელმწიფომ რომ დავიცვათ ეგ უფლება-მოვალეობანი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 13 2015, 11:21
პოსტი #229


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



გარემოს დაცვის სამინისტრო სანადირო ობიექტების ნუსხას გვიდგენს. რაოდენობას და მათი მოპოვების წესებს (ფარით ნადირობა , სტიქიური უბედურების დროს დადევნებით ნადირობა და აშშ), ასევე ვადებს. შემდეგ ამ ყველაფერს აკონტროლებს (უნდა აკონტროლებდეს). ახლა მეტი როგორღა ჩაერიოს ნადირობაში საფანტის ნომერს ხომ ვერ შემირჩევს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Jul 13 2015, 11:27
პოსტი #230


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



უიარაღო
ციტატა(uiaragho @ 13th July 2015 - 12:21) *
(უნდა აკონტროლებდეს)

მაგს ვამბობ მეც )
ეგ რომ გამკაცრდეს და დაიხვეწოს, მოგვარდება ეგ პრობლემა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V  « < 14 15 16 17 18 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 12:28