ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
ნოსო
პოსტი Jul 6 2015, 16:57
პოსტი #66


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



სისტემა რო კორუმპირებულია ეს ამთავრობიდან არდაწყებულა, ეს ბოლო ოცი წელია ასეა. საქმე იმაშია რომ, თუ წინახელისუფლების დრო სხვა სფეროში წინსვლა იყო, მომღერალი მინისტრი მხოლოდ ინსტრუმენტებზე დაკვრით იყო დაკავებული, ახლა ზემოთ როგორც აღინიშნა სისტემა არარსებობს და ასაწყობია, აი ამ სისტემის გამართულ მუშაობაში ჩვენი როლი დიდი უნდა იყოს.
ვინადიდან ის მაგალითი რომ რემენი ყველკამ გაიკეთა არგამოდგება. სანამ პატრული ჩამოყალიბდა და ფეხზე დადგა ეს სისტემა, მანამ 100 კაცზე მეტი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა, ამიტომ მთლად ყველა ბრაკონიერის შესაშინებლად 1 კაცის სიკვდილიც კი არღირს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია, ჩვენი მითეუმეტეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 6 2015, 18:08
პოსტი #67


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 4 2015, 11:53) *
giohunt-1982
ზოგადად მისასალმებელია ენთუზიაზმი და უანგაროდ მხარში დგომა კეთილი საქმისადმი.. თუმცა..მე ვფიქრობ..მაგ შემთხვევაში სულ სხანაირად წავა საქმე. ეგ რომ მართლა მოხდეს.. საკმოდ ზუსტად შემიძლია ვიწინასწარმეტყველო..როგორ განვითარდება მოვლენებბი. დავუშვათ და მართლა შეიქმნა ეგეთი ენთუზიასტების ჯგუფები მთელ საქთველოში. ყველა თავის რაიონს მიხედავს.. თუმცა მანდ იწყება ყველაფერი. ის ბრაკები..რათქმაუნდა იმავე რაიონიდან იქნებიან..ანუ სანაცნობო. ან თვალის დახუჭვა მოუწევს სახალხო ეგერს..ან დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება. თუ თვალს დახუჭავს..გასაგებია რა შედეგიც დადგება. თუ ბრძოლას გამოაცხადებს.. მერე იქნება მთელი ამბავი. რათქმაუნდა იმ ბრაკებს..თავი მონადირეებად მიაჩნიათ და არა ბრაკებად. წავა ისეთი ტალახის სროლა.. მტრისას. გამოიყენებენ სიტყვენს "მთავრობის ვაზელინი" და ა.შ.. მოკლედ..ტალახის სროლაში ქართველბს ბადალი არ გვყავს. გურიაში არ ვიცი და კახეთში.. ეგრედ წოდებულ "თოფის დაცემამდეც" მივა საქმე..ეჭვი არ მეპარება. ეხერხებათ იქ ეგეთები. მოკლედ..ძალიან მალე მივა საქმე იქამდე..რომ აქეთ გაანადგურებენ ენთუზიასტებს. თან სამუდამოდ გაუფუჭებენ სახელს.(თუ საერტოდ ცოცხალი დატოვეს) მაგისი მთელი უბედურება კი იმაშია..რომ მაგისი დამფასებელი..არავინ აღმოჩნდება არასდროს. იმ ხელისუფლებაშიც შეიცვლება რაღაცეები და ისინიც აქეთ მოაწმინდავენ ხელს მაგ ენთუზიასტებს. "თქვენი იდეა იყოო" იმაზე აღარაფერს ვამბობ..რომ ეგ მეთოდი.. წარმატებით გამიოყენებოდა სტალინის დროს და ტროიკებს ეძახდნენ. რასახელიც დატოვეს..კი გეცოდინებათ.
ნამდვილად კარგია იდეების მიმოხილვა. ყველა ვერსიის გავლა. თუმცა მე ვფიქრობ..ეს ვერსია უბრალოდ ვერ გაამართლებს. არც ქართული მენტალიტეტია განსაზღვრული და არც უმტკივნეულობა. უბრალოდ ვერ იმუშავებს რეალურად.






ჰოდა, ზუსტად მაგიტომ ვამბობ, რომ გარკვეული სტატუსი უნდა ქონდეს იმ ხალხს! კი ბატონო, მურტალი სიტუაცია შეიქმნება, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა!
აგერ ვართ ძამა ჩვენ და აგერაა გერმანიაც newsmile05.gif მოვა ეს სეზონიც და თუ რაიმე ცვლილება იქნება უკეთესობისაკენ მაგასაც ხომ დავინახავთ?! მე მგონი, რომ არც არაფერი შეიცვლება! წელსაც ვეცდებით, რომ ფოტო-ვიდეო მასალით დავაფიქსიროთ ბრაკობა და წელს ისევ გადავუგზავნით გდის ამ მასალას, იმ იმედით, რომ იქნებ წელს მოახდინონ რეაგირება!
აქ იმდენი ადგილია სადაც ბრაკობა ბიბინებს და სადაც გდის ფეხიც არ დაუდგამს, რო რავიცი.....
ძალიან ბევრ ადგილის ელემენტარულად არსებობაც კი არ იცის გდიმ და შესაბამისად, კონტროლი არც არასდროს მოუხდენიათ ასეთ ადგილებში!
კარგით რა, დასავლეთ საქართველოს უდიდეს ნაწილს სულ 5-6 მანქანა აკონტროლებს და ასეთი მაშტაბის ტერიტორია როგორ უნდა გააკონტროლოს 6 მანქანამ????
ცნობისათვის: ეგ ჯიგრები ტალახში არ ისვრიან ფეხს და უმეტესად მანქანიდან არც კი გადმოდიან!!! მანქანა სადაც მიუდგება იქ ამოწმებენ ხალხს!
ჩემი თვალით ვუყურე როგორ ეძახოდა გდი მონადირეს მანქანიდან რუპორით " შეწყვიტე ნადირობა და საბუთები გვაჩვენეო". მონადირემ მინდვრიდან გამოსძახა: "ქუთაისიდან დამიძახე, ქუთაისიდან და მაშინ მოგიტან საბუთებსო!". ეს უპასუხა და მშვიდად გააგრძელა ნადირობა! გდის რეაქცია ნოლი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 6 2015, 18:14
პოსტი #68


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



პს: "უმტკივნეულოდ"- ეს მეთოდი რისი მომცემია???
შარშან სეზონამდე პატარა რეიდივით მოაწყვეს და სამი მანოკი ამოიღეს! დაუწერეს "უმტკივნეულო" გაფრთხილება და მორჩა! არანაირი ჯარიმა და ფინანსური სანქცია!
მეორე დღეს, ბრაკებმა ინტერნეტიდან გადმოწერეს მწყრის ხმა, გადაიტანეს ფლეშკაზე, იყიდეს 10 ლარიანი "რადიო" რომელსაც ფლეშკა უერთდება და მთელი სეზონის განმავლობაში ყოველ ღამე ისმოდა მანოკის ჭიკჭიკი!
ეს არის შედეგი მეთოდისა "უმტკივნეულოდ"!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 6 2015, 20:01
პოსტი #69


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giohunt-1982 @ 6th July 2015 - 20:08) *
ჰოდა, ზუსტად მაგიტომ ვამბობ, რომ გარკვეული სტატუსი უნდა ქონდეს იმ ხალხს!

შინაურ მღვდელსშენდობა არ აქვსო. რა სტატუსი შეაშინებს სამეზობლოს. დაიწყებენ ქართულად საქმის მოგვარებას. ჯერ ჯიგრულად(ჩვენიანი ხარ თუ დათვისიანი)... მეორედ ტალახის სროლით(ეს ვინ ყოფილა..აღარ იცის საიდან შეეტენოს მთავრობას..ალბათ კაი პოსტს პირდებიან) მესამედ მუქარით და თუ მეოთხემდეც მივიდა საქმე..იმ მუქარის ასრულებითაც კი. აი რეალურად ეგრე იქნება. სამწუხაროა..მაგრამ ეს საქართველოა. აი ყველაფერს იფიქრებენ იმის გარდა..რომ მართლა გული შეგტკივა და ბუნებას იცავ ბრაკონიერებისგან.
ციტატა(giohunt-1982 @ 6th July 2015 - 20:08) *
მოვა ეს სეზონიც და თუ რაიმე ცვლილება იქნება უკეთესობისაკენ მაგასაც ხომ დავინახავთ?! მე მგონი, რომ არც არაფერი შეიცვლება!

კი..ნამდვილად ეგრე იქნება. newsmile05.gif
ციტატა(giohunt-1982 @ 6th July 2015 - 20:08) *
ძალიან ბევრ ადგილის ელემენტარულად არსებობაც კი არ იცის გდიმ და შესაბამისად, კონტროლი არც არასდროს მოუხდენიათ ასეთ ადგილებში!

რათქმაუნდა ეგრეა. ამიტომ ბევრად მეტი თანამშრომლები უნდა ყავდეთ და მეტი არეალი მოიცვან. უბრალოდ..რომ დავწერე..კლუბურ სისტემაზე გადასვლა უკეთეს ეფექტს მოგვცემსთქო..მაგას ვგულისხმობდი..რომ როდესაც ეგ თანამშომელი ვიღაცას შეამოწმებს და რამეს გამოუვლენს.. ჯარიმასთან ერთად..იმ კლუბს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია..ვისი წევრებიც აღმოჩნდებიან. პასუხისმგებლობა უახლოვეს..ანუ გვერდში მყოფი კოლექტივის წინაშე..სწორედ ის შემაკავებალია..მეორედ რომ აღარ გააკეთებინებს ადამიანს სისულელეს. აი მაგას ქვია უმტკივნეულოდ. თვითონ უნდა მიხვდეს..რომ ვიღაცეების წინაშე ჩაიჭრა. სხვა შემთხვევაში..სახელმწიფო კიდიათ. მაგრამ გვერდში მდგომებს ვერც დაიკიდებს და ვერც დაემალება. ვერც მოატყუებს მეორედ მაინც.
ციტატა(giohunt-1982 @ 6th July 2015 - 20:14) *
შარშან სეზონამდე პატარა რეიდივით მოაწყვეს და სამი მანოკი ამოიღეს! დაუწერეს "უმტკივნეულო" გაფრთხილება და მორჩა! არანაირი ჯარიმა და ფინანსური სანქცია!

შარშან სეზონამდე.. ჩვენებმაც მოაწყვეს რამდენიმე "რეიდი" ჩმორვის თანხლებით. მანოკებიც აართეს რამდენიმე ჯგუფს.. მუშტიც მიადეს ცხვირზე...მაგრამ შედეგი?.. მოკლედ.. თვითშემოქმედება და მოხალისეობა..დიდხანს არ მუშაობს. საჭირო მომენტში.. პატიოსნად დახმარება..მართლა კეთილშობილური საქმეა..მაგრამ მაგის იმედად ყოფნა ძალიან მეეჭვება რამის მომტანი იყოს. სავარაუდოდ მხოლოდ ცუდს თუ მოიტანს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 6 2015, 20:07
პოსტი #70


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giorgixomeriki @ 6th July 2015 - 18:57) *
ახლა ზემოთ როგორც აღინიშნა სისტემა არარსებობს და ასაწყობია,

რა სისტემა?.. აი მე შემოვთავაზე კლუბური სისტემა. შენ რას თავაზობ?.. ის..რომ კანონები შეიცვალოს..მანოკები მაღაზიებშივე ამოიღონ და რამე ქნან კიდო?.. ძველზე გადაბრალებით რომ საქმე ეწყობოდეს.. ფარნავაზამდე გადავაბრალებდი ყველაფერს ყველას. რამე სისტემა შემოგვთავაზე. ანუ რა სისტემა გააჩერებს ბრაკებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 6 2015, 20:12
პოსტი #71


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თუ მთლიანად შემოგვთავაზებ..როგორი იყოს საქართველოში ნადირობა-თევზაობის სამომავლო მოწყობა.. ჩემზე დიდი თაყვანისმცემელი არ გეყოლება. D.gif ეგეთი რაღაცეების დახვეწა-დალაგებას. მეცნიერი ზოოლოგები და ექსპერტები..წლობით უნდებიან.. ბევრი დაგნარის და დისკუსიების მერე.. რომ მიიღონ რამე გამართული სისტემა. შენ თუ მაგის მონახაზს მაინ ჩაგვაწვდი.. შენი ფანი ვიქნები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jul 6 2015, 20:24
პოსტი #72


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ლეონ-ბლექი
კაცო, მაგ სისტემაზე დიდხანს უნდა ვისაუბროთ, მე ენა კი არმექვაება, უბრალოდ მორალური და იდეოლოგიური ჩართულობა აუცილებელია, ეგ 1 კლასიდან უნდა დაიწყოს და 10 წლის მერე ექნება შედეგიnewsmile045.gif ყველას გახსოვთ ბავსვები პატრულის ფორმი და ხშირშემთხვევაში რას სამარცხვინო იყო ხალხში ადრე, ახლა სიამაღით შეიცვალა და პირიქით. სანამ ეს საქმე წამლის გაყიდვას არგაუტოლდება მანამ სულ ეგ პრობლემა იქნება. სიტემა ასაწყობია და მოსაგვარებელი, ველოსიპედის გამოგონება არარი საჭირო არის ევროპული, ამერიკული და დაჯე რუსული მოდელიც, თუმცა იდეოლოგიური ცვლილება უნდა ამას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Doc
პოსტი Jul 6 2015, 20:50
პოსტი #73


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 188
რეგისტრ.: 27-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 6 2015, 21:12) *
თუ მთლიანად შემოგვთავაზებ..როგორი იყოს საქართველოში ნადირობა-თევზაობის სამომავლო მოწყობა.. ჩემზე დიდი თაყვანისმცემელი არ გეყოლება. D.gif ეგეთი რაღაცეების დახვეწა-დალაგებას. მეცნიერი ზოოლოგები და ექსპერტები..წლობით უნდებიან.. ბევრი დაგნარის და დისკუსიების მერე.. რომ მიიღონ რამე გამართული სისტემა. შენ თუ მაგის მონახაზს მაინ ჩაგვაწვდი.. შენი ფანი ვიქნები.




მე ამ საკითხის მოგვარება ესე მესახება:

შეიქმნას კლუბი რომელიმე სტრუქტურულ დონეზე სადაც გაწევრიანება სავალდებულო იქნება, დაწესდეს სიმბოლური გადასახადი(სახელმწიფო დაინტერესება) კლუბის-ე.წ მონკავშირის წევრობის ან "ბილეთის" არმქონ პირს ეკრძალებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე თევზაობა და ნადირობა.

თუ სურვილი გექნებათ გავშლი ამ თემასnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 6 2015, 23:52
პოსტი #74


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Doc
ეგ ნოსოს პოსტებისგან განსხვავებით.. შემოთავაზებული ვერსიაა. თუმცა მე ვფიქრობ..ეგ უკვე იყო საბჭოთა კავშირის დროს და სწორედ მანდ აღმოცენდა ბრაკონიერობა. ეგ ნიშნავს დარგის მონოპოლიზებას. ყველაფერი ისევ სახელმწიფოს ხელში გადადის.. ადამიანებს აიძულებენ გაწევრიანდნენ იმ კონკრეტულ კლუბში..რომელიც შეიძლება სულაც არ უნდოდეს და რაც მთავარია. ბრაკონიერს..ისევ სახელმწიფოს ხელიდან მოუწევს დასხლტომა..თუნდაც კლუბი ერქვას მაგას. მაგას კი ადვილად ახერხებენ. მითუმეტეს მაგ დარგშივე შედის სამონადირეო მეურნეობები..რომელიც ბიზნესს წარმოადგენს. კაპიტალისტური მოწყობის ქვეყნებში კი..სახელმწიფოს არაფერი ესაქმება ბიზნესთან. ეკრძალებათ მაგათი გზის გადაკვეთა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 6 2015, 23:56
პოსტი #75


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giorgixomeriki @ 6th July 2015 - 22:24) *
კაცო, მაგ სისტემაზე დიდხანს უნდა ვისაუბროთ, მე ენა კი არმექვაება,

რა არის იცი ნოსო?.. აი კაიხანი გიყურებ და არაფერი არ მოგწონს.. მითუმეტეს წინა მთავრობის დროს გაკეთებული. უბრალოდ მართლა დამაინტერესა.. როგორია შენეული ხედვა.. ამ ყველაფერის მოწყობის. ანუ..შენ რომ იყო მინისტრი..როგორ მოაგვარებდი ამ ყველაფერს?.. newsmile05.gif შენეული ვერსია დაგავახე ერთი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jul 7 2015, 07:46
პოსტი #76


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ლეონ-ბლექი
სამონადირეო მეურნეობების ჩამოყალიბება კერძო სექტორშიც შეიძლება, ასე რომ მონ კავშირ არდაემსგავსება ეგ, ყველა სამონადირეო კლუბს მისტვის საჭირო ტერიტორიას და ტბებს გამოვყოფდი, ხოლოდ სახელმწიფო მონიტორინგს გაუწევდა მხოლოდ სპეციალური სამასურით რათა მათი განვიტარება შეუქცევადი გამხდარიყო.

შესაბამისად არავის არაფერს ვაიძულებთ, იქნება ნებართვა და ნებართვა რო აიღო კლუბის წევრი უნდა იყოს. ახლა ეგ იგივეა მართვის მოწმობა რო არგინდოდეს newsmile05.gif და თუ სპეც ნებართვა გინდა კიდევ აუცილებლად სპორტცმენი უნდა იყოს ავტორბოლის ხომასეა?newsmile05.gif შესაბამისად შენი მოყვანილი არგუმენტი ამსიტუაციაში არგამოდგება და გზა არის. ახლა დაფინანსებაზე მკითხავ და იასნა ევროპისგან ეგ ფული არუნდა აიღო თორემ უარესი მოხდება საბერძნეთზე, საქართველოში მაგის რესურსი არსებობს მონდომების საკითხია თუარა newsmile05.gif


ესარი ჩემიკომენტარი.



პ.ს როგორ უნდა მომწონდეს ის რაც უარგისი იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Doc
პოსტი Jul 7 2015, 09:56
პოსტი #77


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 188
რეგისტრ.: 27-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Jul 7 2015, 00:52) *
Doc
ეგ ნოსოს პოსტებისგან განსხვავებით.. შემოთავაზებული ვერსიაა. თუმცა მე ვფიქრობ..ეგ უკვე იყო საბჭოთა კავშირის დროს და სწორედ მანდ აღმოცენდა ბრაკონიერობა. ეგ ნიშნავს დარგის მონოპოლიზებას. ყველაფერი ისევ სახელმწიფოს ხელში გადადის.. ადამიანებს აიძულებენ გაწევრიანდნენ იმ კონკრეტულ კლუბში..რომელიც შეიძლება სულაც არ უნდოდეს და რაც მთავარია. ბრაკონიერს..ისევ სახელმწიფოს ხელიდან მოუწევს დასხლტომა..თუნდაც კლუბი ერქვას მაგას. მაგას კი ადვილად ახერხებენ. მითუმეტეს მაგ დარგშივე შედის სამონადირეო მეურნეობები..რომელიც ბიზნესს წარმოადგენს. კაპიტალისტური მოწყობის ქვეყნებში კი..სახელმწიფოს არაფერი ესაქმება ბიზნესთან. ეკრძალებათ მაგათი გზის გადაკვეთა.



ადვილად შესაძლებელია მაგ საკითხის მოგვარება, დაახლოებით ესე წარმომიდგენია , ერთი "მონ კავშირი" და ქვესტრუქტურები "კლუბები" , ანუ ამა თუ იმ კლუბში გაწევრიანებული ადამინი ავტომატურად წევრიანდება "მონკავშირში> მონკავშირს დადებითი მხარეებიც აქვს , მაგ: კონტროლი, აღრიცვა, ქსელი, და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jul 7 2015, 10:11
პოსტი #78


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს საქმეე კომპიუტერთან წერით არ გამოვა. თუ უშვალოდ არ მოხდა რეიდების განხორციელება. ხალხის გატელევიზორება და ჯარიმები.გინდა მონკავშირი გაიხნას და გინდა კლუბებს გადასცენ. ჩვენც შეუწყობთ ხელს რაც შეგვეძლება.ერთს რომ დააჯარიმებენ და აკიდებენ დიდი ჯარიმას,მეორე აღარ იზავს.მოხდეს მანოკების და დენის აპარატების ამოღება ყველა საიტიდან და მაღაზიიდან. თვითონ ყიდიდა სახელმწიფო აუქციონზე დენის აპარატს თავისი დახეული ნავით და სხვას რა უნდა უთხრან. აი ესაა პრობლემაა.აგარ დაიწყებენ ეხლა ნადირობა და ვნახავთ ვის დაიჭერენ და ვის დაუწერენ ჯარიმას..

სანამ კანონი არ იკანონებს ყველასთვის მანამდე არაფერი გვეშეველება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 7 2015, 10:19
პოსტი #79


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით, ძალიან კარგია რომ ეს თემა აქტიურია. უპირველეს ყოვლისა ცოტა დამაბნია სიტყვა "მემორანდუმმა". ვერ ვხვდები კონკრეტულად რაზეა საუბარი - მოქმედ კანონმდებლობაში შედის მნიშვნელოვანი ცვლილებები თუ ფორმდება სამინისტროთაშორისი თანამშრომლობის აქტი? არ მაქვს წვდომა ზუსტ ინფორმაციაზე პირველწყაროდან და ამიტომ ვკითხულობ. ძიღითადად ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებაში რა იგეგმება ეგ თემა მაინტერესებს. უკვე მერამდენე წელია აქტიურად ვაწვდი სამინისტროს მოსაზრებებს, მქონდა რამდენიმე შეხვედრა როგორც ხელმძღვანელობასთან (არა ახალ მინისტრთან) ისე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. თითქოს ყველაფერში თანხმობას გამოხატავენ, იმასაც ხაზს უსვავენ, რომ არაერთი კლუბი და გაერთიანება მიმართავს მათ ამ საკითხებზე, მაგრამ....
მოკლედ თქვენთანაც დავდებ ჩემს მოსაზრებას, განსაკუთრებით იურისტების აზრი მაინტერესებს

სამწუხაროდ ბრაკონიერობის და ზოგადად გარემოს დაცვის კუთხით ჩვენი მკაცრი კანონები "კომპენსირდება" მათი არ/ვერ შესრულებით. მეტიც, ზოგი უმკაცრესი რეგულაცია საერთოდ ვერ სრულდება იმის გამო, რომ თვითონ ეს კანონი შეიცავს ისეთ დებულებებს, რომელიც მის შესრულებას ფაქტიურად შეუძლებელს ხდის. მაგალითად:

ყველამ ვიცით დენით თევზაობა რამხელა ჯარიმას ითვალისწინებს, წითელ ნუსხაში შესულ სახეობებზე დენით თევზაობა კი საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ კანონით, თუ ნადავლთან ერთად არ დაიჭირეს დამთავრებულია საქმე. რომ ავიღოთ მაგალითად ბელორუსიის კანონმდებლობა იქ თევზის დენით მოპოვება კი არა წყალსატევთან თუ სწორად მახსოვს მანძილი 300 მეტრზე ახლო ყოფნა აკრძალული მოწყობილობით უკვე დასჯადია. არაერთხელ დავაყენე საკითხი, რომ აკრძალულიყო დენის აპარატის ყიდვა, გაყიდვა, დამზადება, ტრანსპორტირება. მაგრამ შეხვედრაზე ერთერთი ფედერაციის ხელმძღვანელმა კონტრარგუმენტად ის მოიყვანა, რომ ამით ზარალდებოდა თევზის მეურნეობის (ტბორების) ის მესაკუთრენი, რომლებიც თევზის გასაყიდად მოსაპოვებლად საკუთარ ტბორებში იყენებდნენ დენის აპარატებს. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ?

მხოლოდ გასულ წელს რამდენიმე ათეულჯერ გამოვიძახე გარემოს დაცვა ორთაჭალაში ელექტრიკების დასაკავებლად. თვითოეულ გამოძახებაზე პირადად დავხვდი, შედგა ოქმი, გადაეცა ინფორმაცია სხვა ეკიპაჟს. რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და გამნმიმარტეს, რომ სამწუხაროდ ბრაკების დაკავება ვერ მოხერხდა. კი ბატონო, შემიძლია გავიგო ის, რომ არ ყოფნით თანამშრომლები, მაგრამ ასევე არაერთხელ მივაწოდე ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ბრაკები ღიად ყიდიან თევზს ორთაჭალის ავტოსადგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. რეაგირება არ მომხდარა, მერე პირადად მივედი სამინისტროში იმ არგუმენტით, რომ გარე ვაჭრობა აკრძალულია. ამაზეც არანაირი რეაგირება. რა უშლით ხელს, რომ ბრაკონიერობის ფაქტზე თუ არა რეალიზაციის გამო მაინც დააჯარიმონ? კანონი ხომ აძლევს ამის საშუალებას? ჯერ ერთი გარე ვაჭრობა აკრძალულია, მეორეც თევზს არ აქვს ვეტერინალური ცნობა, რომ საკვებად ვარგისია, მერე ის, რომ გაყიდვა საშინელ ანტისანიტარიაში ხდება. რატომ არ არის ამაზე რეაგირება? იქნებ კლუბის ხელმძღვანელობამ ეს საკითხიც დააყენოს.

რაც შეეხება სამინისტროთა შორის თანამშრომლობას. ისევ თევზის რეალიზაციის თემას რომ დავუბრუნდეთ. გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრეს სამინისტროში, ვერ დავადგენთ, რომ დენით არის მოკლულიო, ექსპერტიზისათვის სამხარაულის ბიურო 5000 ლარს ითხოვსო. რა თქმა უნდა აქაც შეიძლება მხოლოდ უკანონო ვაჭრობის ფაქტზე დაჯარიმება, მაგრამ თვითონ ექსპერტიზის ფასიც არარეალურად მაღალია. ბოლოს რაც ტელევიზიით ვნახე 60 კილოზე მეტი ხრამულით დააკავეს ბრაკები. ტიპები ფაქტიურად სამეწარმეო საქმიანობს ეწევიან, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ოჯახის გამოკვებაზე (მაგათაც ახლა გარემოს დაცვის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები არ დაზარდონ ოჯახებში, დაზრდიან თავისნაირი პირუტყვების ნორჩ თაობას) ანუ რა ხდება, ჯერ ერთი ბუნებას ანადგურებენ, მერე ფაქტიურად ხომ არც არანაირ გადასახადს არ იხდიან, რითაც ბიუჯეტი ზარალდება. ყველა წაგებაშია, მხოლოდ ბრაკები არიან მოგებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 7 2015, 11:59
პოსტი #80


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



NickAdams
ძალიან სასიამოვნოა.რომ გამოეხმაურეთ ამ თემას. ძალიან სწორი აქცენტები გაქვთ საკითხისადმი. newsmile05.gif
ციტატა(Nick Zurabishvili @ 7th July 2015 - 12:19) *
ავიღოთ მაგალითად ბელორუსიის კანონმდებლობა იქ თევზის დენით მოპოვება კი არა წყალსატევთან თუ სწორად მახსოვს მანძილი 300 მეტრზე ახლო ყოფნა აკრძალული მოწყობილობით უკვე დასჯადია.

თუ მაინცდამაინც კანონების შეცვლაზე მიდგა საქმე.. აი ეს კანონი შეცვალონ. როგორც ბელორუსიაში ყოფილა. ეგ კანონი..უკვე გამორიცხავს ყოველგვარ საბუთომანიას..ექსპერტიზებს და თავის მართლების საშუალებას. სინამდვილეში რაც ხდება..ხომ ყველას გვესმის. როდესაც ბევრი მიზეზია "ვერ დასაკავებლად" გადასარევად იყენებენ ვისაც მაგისი საშუალება ეძლევა.
ციტატა(Nick Zurabishvili @ 7th July 2015 - 12:19) *
მაგრამ შეხვედრაზე ერთერთი ფედერაციის ხელმძღვანელმა კონტრარგუმენტად ის მოიყვანა, რომ ამით ზარალდებოდა თევზის მეურნეობის (ტბორების) ის მესაკუთრენი, რომლებიც თევზის გასაყიდად მოსაპოვებლად საკუთარ ტბორებში იყენებდნენ დენის აპარატებს. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ?

ამაზე რა უნდა ვთქვა არც კი ვიცი. რასქვია "საკუთარ ტბორში" იყენებენ?.. დენის გაშვება რას ანადგურებს არ იცის?.. ეგ წყლის რესურსი..სულაც არ არის მაგათი საკუთრება. დენი კი ყველაფერს სპობს...რითაც თევზი იკვებება ბუნებრივ პირობებში. მაგ აღიარების გამო.. უკვე დასაჯარიმებელი ყოფილა.
ციტატა(Nick Zurabishvili @ 7th July 2015 - 12:19) *
რაც შეეხება სამინისტროთა შორის თანამშრომლობას. ისევ თევზის რეალიზაციის თემას რომ დავუბრუნდეთ. გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრეს სამინისტროში, ვერ დავადგენთ, რომ დენით არის მოკლულიო, ექსპერტიზისათვის სამხარაულის ბიურო 5000 ლარს ითხოვსო.

მაგაზე არსებობს ერთი ქართული ანდაზა. "მიზეზ მიზეზ..დოს მარილი აკლიაო" ეგრე აწობთ და იმისი ბრალია ეგ ყველაფერი. ამიტომ უნდა გაძლიერდეს კლუბები და გააქტიურდნენ ამ ყველაფრის მოწესრიგების მომხრე ადამიანები. რაც შეიძლება მეტმა ამოვიღოტ ხმა.. და სხვანაირად თუ არ უნდათ..მივადგეთ ერთ მშვენიერ დღეს ყველა ერთად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2025 - 02:59