ედა, ციმბირული ჰასკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ედა, ციმბირული ჰასკი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ რომ ვთქვა, 2011 წლის მერე ქალბატონი ჩელსის გარდაცვალების შემდეგ, არც კი გამიხედავს ძაღლისკენ. ძალიან დიდი ტკივილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი მყავდა. აღარ ვაპირებდი ძაღლის აყვანას და გაზრდას. მაგრამ ისევ მეუღლის დიდი სურვილის და დაჟინებული ზუზუნის გათვალისწინებით, ავიყვანე ისევ ციმბირული ჰასკი და ისევ მეუღლის დაბადების დღეზე სიურპრიზად მივართვი.
![]() მაშ ასე, გაიცანით ![]() ![]() ლეკვის წარმოშობა: საგვარეულო ნომერი: FCG-1000 სქესი- ძუ სახელი- ედა შეფერილობა: შავ-თეთრი დაბადების თარიღი- 20.02.2015 დაბადების ადგილი- ბორჯომი მამა- ბუფი FCG-0590 დედა- დეზი FCG-0617 მოყვანის დღიდან მოუსვენარი, ხანდახან თავხედი და მაიმუნი. ჭამს ყველაფერს რაც იღეჭება. არ აქვს მნიშვნელობა რა არის: ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ა.შ. ძირითადად კი მისი საჭმელი როიალ კანინის MEDIUM JUNIOR. დილაობით 0%-იანი ხაჭო. 2 დღეში ერთხელ მოხარშული თევზი- მოივა. ასევე 2 დღეში ერთხელ ქათმის ფილე მოხარშული. თევზს და ქათამს მონაცვლეობით ვაჭმევ. ვაპირებ დავუმატო საქონლის ხორცი რა თქმა უნდა მოხარშული. დამუშავებულია ჭიებზე და აცრილია ცოფზე 23.06.2015 (ეს ისე, ჩემთვის ![]() მოკლედ რაღა დავამატო და შემოგთავაზებთ ფოტო-ვიდეო მასალას ქალბატონი ედას მოყვანის დღიდან კაცმა არ იცის როდამდე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასეთი არეულობა ბევრჯერ დამხვედრია მისი წყალობით ![]() ![]() ![]() ![]() პირველი ბანაობა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სტუმრად ვიტოს ცხოველებთან: დეგისთან და ტარასთან... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() фото хостинг ისე კი დიდი გეგმები მაქვს ამ ძაღლთან დაკავშირებით. ბევრს გაგეცინებათ დარწმუნებული ვარ და იფიქრებთ ამას აკლია-ო. ნუ ამას ზრდილობიანად ![]() ![]() ინსტიქტები აქვს ძალიან კარგად განვითარებული. რაც კი მოძრაობს ყველაფერს დასდევს. რამდენიმე კუ უკვე მომითრია სახლში მეხობლის ეზოდან. ასევე ზღარბები იპოვნა და არ მოეშვა სანამ მე არ მივედი და არ გამოვიყვანე. მფრინავ ხოჭოებს იჭერს, აი მარტორქასავით ხოჭოები რომ არის იმათ და ჭრიჭინებს კიდევ. ზოგიერთს გავახარებ და გეტყვით, რომ პეპლებსაც დასდევს ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ ძალიან მინდა, რომ მწყერზე მაინც ქნას რამე, რომ მეც მომემატოს ჟინი და იქნებ მეც დავიწყო ნადირობა ![]() ![]() ![]() თავისი მოთრეული კუ მეზობლის ეზოდან ![]() ![]() ასე ძინავს ხოლმე ![]() ![]() ![]() ![]() хостинг фото პრობლემები: ხასიათი- ძალიან ჯიუტი. თუ ხასიათზე არ არის, ზედაც არ შემოგხედავს. ისე პატრონმა მითხრა, დედამისიც მასე იყოო. იმედი მაქვს ასაკის მატებასთან ერთად გამოსწორდება. 1. პირველი და დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ მკბენს. რა თქმა უნდა ბოროტად არა, თამაშში. როგორ შეიძლება გადავაჩვიო კბენას. 2. სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიე. ღამით კარი კი მაქვს ღია, რომ გავიდეს და მოისაქმოს, მაგრამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ამიტომ რამენაირად უნდა გადავაჩვიო. 3. თუ ეზოს გაცდა, რაც არ უნდა ეძახო არ მაქცევს ყურადღებას. იქნებ აქაც მირჩიოთ რამე. 4. რას მირჩევთ, აპორტირება თოკით ვასწავლო? 5. მტრედი თუ ფერმის მწყერი?... თან მეშინია მერე ქათმებზე არ გაიწიოს და არ დამღუპოს ![]() 6. ჩემ გვერდით სიარული როგორ ვასწავლო. ესეც თოკით ალბათ ![]() ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას... ედამ ბოყაყი გაიცნო ედა და ზღნარბი ვიდეოებს ეტაპობრივად დავამატებ.... |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 527 რეგისტრ.: 14-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ძაან მაგარი ტიპია
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
კარგი გოგოა სასახელო გაგეზარდოს
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გაიხარეთ. ვეცდები სასახელო გავზარდო....
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 452 რეგისტრ.: 3-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Rustavi ![]() |
მაგარი ტიპია ძაან წარმატებები ჩელე შენც და ედასაც
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თუ ასწავლი ინადირებს, ლაბრადორი მყავს ნანახი პრაფესორა იყო, პუდელიც მყავს ნანახი, ცოტა თავისებურად უსტოიკებდა მაგრამ, ნადირობდა რა. ჰასკი არ მყავს ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია სწავლა, ყნოსვა არა აქვს სეტერ-პოინტერ-კურცჰარივით, მაგრამ არც ნაკლები აქვს.
ერთი ეგაა რომ, როგორც კი მზე ამოვა, მაგრა გაჩერდება, მინდორში სიცხეს, ეგ კიარა, ბევრი მოკლე ბეწვიანი ვერ იტანს. |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
ჩელე
ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას... ზუსტად მაგიტომ ვერ მომყავს ჯერ ძაღლი.. მესამე შვილის დრო და ნერვები არ მაქვს ჯერ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Davitus
თუ ასწავლი ინადირებს, ლაბრადორი მყავს ნანახი პრაფესორა იყო, პუდელიც მყავს ნანახი, ცოტა თავისებურად უსტოიკებდა მაგრამ, ნადირობდა რა. ჰასკი არ მყავს ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია სწავლა, ყნოსვა არა აქვს სეტერ-პოინტერ-კურცჰარივით, მაგრამ არც ნაკლები აქვს. ერთი ეგაა რომ, როგორც კი მზე ამოვა, მაგრა გაჩერდება, მინდორში სიცხეს, ეგ კიარა, ბევრი მოკლე ბეწვიანი ვერ იტანს. აი ჯიგარი ხარ ძია კაკო რააა.... აბა ოლეგას რომ ვუთხარი ეგ ამბავი, ზაგესში ესმოდათ მაგის კივილი.... ![]() ![]() ![]() არა ვიცი რომ პოინტერივით, კურცხაარივით და ა.შ ვერ ინადირებს, მაგრამ რაღაცას ხომ იზამს არა? არც მე ვარ მონადირე, მაგრამ ფრინველი რომ ფრინდება ვცდილობ ჩახმახს მაინც გამოვკრა ![]() ![]() Ellimyst ხოოო, შენ ჩემზე რთულად გქონია საქმე. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
ჩელე
თან მეექვსე სართულზე ) |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 14-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მაგარი ტიპიაა)) მეც მყავს ჰასკი. მამალი 1 წლის) საერთოდ ვფიქრობ რო ეს ჯიში არ არის საქართველოს კლიმატისთვის ზოგადად, მაგრამ ნუუ თუ შეუქმნი პირობებს შეიძლება რო კარგად იგრძნოს თავი. მადირობით ჩემიც პატარაობიდან სულ რაღაცას ეძებს და დასდევს)) მარა მე მგონია რო უფრო დიდ ცხოველებზე უფრო კარგად ინადირებს ანუ ლაიკას ნაირად რაა. ის რო იხვი გამოიტანოს ტბიდან დიდი ხალისით ეგ არამგონია) რაც შეეხება ხასიათს, უჯიუტესი ძაღლია! სისხლი გამიშრო მარა ჯერ ლეკვია და შევძელი უკვე რო გარეთ გაშვებული დამყავს და რო ვეძახი მორბის ჩემთან) ჯერ მაინც ცანცარაა მარა რო მოემატება ასაკი წესით უფრო დამჯერი უნდა გახდეს. ყველას ვურჩევ თუ დარწმუნებული არ ხართ რო დაუთმობთ დიდ დროს და ენერგიას, მაშინ ჰასკი არ აიყვანოთ, იმიტო რო ძაალიან რთული გასაწვრთნელია! მით უმეტეს პირველ ძაღლად ჰასკის არავის არ ვურჩევ! არ არის პატრონზე ზედმეტად დამოკიდებული ძაღლი. ძალიან უყვარს თავისუფლება, მარა მიუხედავად ყველაფრისა მაინც შეიძლება რო შენ ჭკუაზე მოიყვანო) უბრალოდ პატარაობიდან მაქსიმალურად ყოველდღე კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეს, ოღონდ ისე რო თან უხაროდეს და აინტერესებდეს შენთან კონტაქტი და ურთიერთობა, თორე ზედმეტად სიმკაცრემ და ვარჯიშებმა შეილება უკურეაქციაც გამოიწვიოს! უნდა აინტერესებდეს შენ რას გააკეთებ, საით წახვალ წამოხვალ რო დაგელოდოს და მერე მიიღოს თვითონ გადაწყვეტილება, ამის მიღწევა არ არის ადვილი ჰასკის შემთხვევაში, მაგრამ შეუძლებელიც არ არის))
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
lupus
ძალიან კარგია, რომ გამოჩნდა ადამიანი რომელსაც ჰასკი ყავს და თან ფორუმზეა ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
ისე კარგი ლეკვი რა ღირს დაახლოებით? საბუთებით და ამბებით...
mymarket-ზე რომ გადავხედე, ძალიან განსხვავებული ფასებია... |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
ისა და...
ჰასკისა და ლაიკას შორის რა სხვაობაა? |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
MORGAN
მე პირადად 350$ მივეცი. თუმცა მანამდე 400-450$ გაყიდა ამის დაძმები ამის ყოფილმა პატრონმა. ასევე ძალიან განსხვავებული ფასები აქვთ. ვერ გაიგებ. 1200-იც ღირს, 800-იც, 600-იც და 300-იც... არის ასევე 2 კლასის: მუშა და საგამოფენო. საგამოფენო უფრო ძვირი ღირს... მოკლედ დიდი ბალამუტია რა... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga ![]() |
|
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 06:55 |