გამოცდები სანადირო იარაღის ტარებისთვის!!! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
![]() ![]() |
გამოცდები სანადირო იარაღის ტარებისთვის!!! |
Nov 4 2015, 17:23
პოსტი
#261
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Nov 4 2015, 18:08
პოსტი
#262
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ამდენი ხანია შორიდან ვათვალიერებ ამ თემას, მგონი არაფერი დამიწერია...
ერთი რამ ნათელია, კანონი რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს, ყველას მოსაწონი ვერ იქნება, რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია, მგრამ კანონი არის კანონი და კეთილი ინებოს ყველამ და დაემორჩილოს! გადავიკითხე, მეც ბევრი რამე არ მომეწონა, მაგრამ დავემორჩილები, იმიტომ რომ კანონია.... თქვენ კიდე, ბევრისგან განსხვავებით საშუალება გაქვთ პუნქტი, რომელიც არ მოგწონთ, გაუკეთოთ არგუმენტირებული კორექცია, მოგვაწოდოთ და ამ ახალი (არასრულყოფილი) რეგულაციების შემდეგ განხილვაზე წარვადგინოთ... კიდევ ვამბობ, აქამდე ზოგიერთი ჩინოვნიკის სიზარმაცის ( ან შეიძლება სხვა რამის) გამო, კანონი ნადირობის შესახებ არ არსებობდა, ჰაერში იყო გამოკიდებული, ეხლა კი ეს ყინული დაიძრა და შეგვიძლია ამ კანონის შექმნაში, გასალაშინებაში, დახვეწაში და სრულყოფილებამდე მიყვანაში ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, არა იმ მეთოდებით რასაც აქ ვხედავ, ისტერიკული პესიმიზმით, ერთმანეთისადმი ირონიული დამოკიდებულებით, ზედმეტად თვითდაჯერებულობით და ერთმანეთის უაზრო კრიტიკით. ამ თემას ბევრი სტუმარი კითხულობს და ნუ შექმნით ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს დაინგრა ქვეყანა და ეგაა... ვერაფერი რთული და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი ვერ დავინახე იმ ბილეთებში, (კიდე ვიმეორებ, ხარვეზიც ბევრია) მაგრამ თუ ადამიანს გინდა იყო მონადირე და ცეცხლსასროლ იარაღს ფლობდე, ამისთვის ცოტა ინტელექტიც უნდა გქონდეს, ტვინიც უნდა გაანძრიო და თავიც უნდა შეიწუხო... დიდი ხნის წინ ვამბობდი და ეხლაც ვიმეორებ, არ შეიძლება ადამიანი მიდიოდეს მაღაზიაში, ყიდულობდეს იარაღს და პირდაპირ გარბოდეს სანადიროდ, რამე შემაფერხებელი და დამაფიქრებელი უნდა არსებობდეს, თუნდაც ეს არასრულყოფილი საგამოცდო ბილეთები, რომელიც დროთაგანმავლობაში დაიხვეწება და ყველა თუ არა უმეტესი მონდირეთათვის მოსაწონი გახდება... პ.ს. გისურვებთ ყველას ახალი იარაღების შეძენას და არცთუისე ძნელი გამოცდების ჩაბარებას... |
|
|
|
Nov 4 2015, 19:33
პოსტი
#263
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ნუკრიMax
მაგ შემთხვევაში..ჩემო ნუკრი.. თუ ხალხს ეკითხებიან და მონადირის აზრი აინტერესებთ. ფართოდ უნდა მიდიოდეს კანონის მიმოხილვა. დაიდოს ჩვენთანაც. დაეგზავნოთ სხვა კლუბებსაც და მოხდეს აზრების გაცვლა-გამოცვლა. ხოდა ის კითხვარი კი არ უნდა დაიდოს. ჩვენ კანონს ვიღებთ გამოცდების შესახებ და რა კითხვებს ინებებთ. საერთოდ იქედან უნდა დაიწყოს..გვინდა თუ არა გამოცდების არსებობა. მაგაზე რომ ჩატარებულიყო გამოკითხვა.. ეს გამოცდები არ იარსებებდა.იმიტომ..რომ ქვეყნის მონადირეების დიდ უმრავლესობას არ უნდა კი არა..გინებიტ და ფურთხებიტ იკლლებდნენ იქაურობას.(სადაც მე ვნახე) აი თქვენ ამბობთ..გამოცდები უნდა იყოს..მოგწონთ თუ არა ეს. მე ვამბობ..არ უნდა იყოს..მოგწონთ თუ არა ეს. რომელი მეტი ვართ?... ან ვინ წყვეტს მაგას?.. |
|
|
|
Nov 4 2015, 19:45
პოსტი
#264
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გააკეთონ საიტი და გამოაცხადონ ტელევიზიებიტ ინტერნეტ მისამართი. ჩაატარონ გამოკითხვა და გაიგებენ..რა უნდა ხალხს. აი ეგ იქნენა ხალხზე კითხვა. და დაიწყონ კითხვით.. საჭიროა თუ არა გამოცდები.
თქვენ კიდე, ბევრისგან განსხვავებით საშუალება გაქვთ პუნქტი, რომელიც არ მოგწონთ, გაუკეთოთ არგუმენტირებული კორექცია, მოგვაწოდოთ და ამ ახალი (არასრულყოფილი) რეგულაციების შემდეგ განხილვაზე წარვადგინოთ... არასდროს არ მივიღებ მაგაში მონაწილეობას. მაგისი უფლება არავის მოუცია ჩემთვის.. ქვეყანას კანონი დავუწერო და ჩემი აზრი გავატარო კანონში იმიტომ..რომ მაგისი სასუალება მეძლევა სხვებისგან განსხვავებით. რატომ ვერ უნდა ჩააბაროს ?? იმიტომ..რომ ბავშვობიდან არ ევასებოდა იურისპრუდენცია და ვერ ერკვევა ტერმინოლოგიაში. თუმცა კარგი მონადირეა..იცის თოფი რომ არავის არ უნდა მიუშვიროს და ყველა წესი..რაც ნადირობისას მოეთხოვება. |
|
|
|
Nov 4 2015, 20:26
პოსტი
#265
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ბლექ-ხასან
მოდი ეხლა ერთ ამბავს მოგიყვები... ერთერთ შეხვედრაზე, სადაც საკმაოდ ცნობილი მონადირეებიც ესწრებოდნენ და სადაც განიხილებოდა სამინისტროსთან ურთიერთობები, კანონში შესატანი ცვლილებები და რეკომენდაციები, ერთერთმა მონდირემ წაოაყენა წინადადება, კაკაბზე ლიცენზიის გაყიდვა შემოეღოთ... ბევრმა ამ ინიციატივას მხარი დუჭირა- ”გვინდა კაკაბი, გვინდა კაკაბი” პირადათ მე გამოვედი სიტყვით და ცოტა გადავამლაშე კიდეც: დავსვი კითხვა, რამდენი უნდა ღირდეს ლიცენზია? ზოგმა 15 ლარი თითო კაკაბიო, ზოგმა 50 ლარი წლიურადო, ზოგმა ისიც დაიძახა 10 ლარიან მოსაკებელში ჩავასმევინოთო.... ეხლა გეკითხები, ის მონადირეები რომ მიუშვა, კაკაბს დატოვებენ ბუნებაში? ვინ ხარ და რა უფლება გაქვს, კაკაბი რომლის სტატისტიკური დათვლა არ მომხდარა და არც შესაძლებელია ამ ეტაპზე, ითხოვ ნადირობის უფლებას და თან ისეთი ფორმით, რომ შენი კაიფი გაიპრავო და საკმაოდ იაფად... იგვეა გამოცდებზე, გინდა გახდე მონადირე მხოლოდ თოფის ღირებულების ფასად, სადაც საჭირო არ იქნება ინტელექტი, ელემენტარული დამცავი მექანიზმი და კანონი, რომლის დაცვაც არ იქნებ საჭირო.... რასაკვირველია, ყველა ვითომ მონადირე იტყვის არ გვინდა გამოცდა, პირდპირ შეგვიშვით მინდორში, რაც არის გავჟლიტავთ და უკან გამარჯვებულები დავბრუნდებითო... მე თუ მკითხავ, ძალიან ბევრი კითხვაა დასამატებელი საგამოცდო კითხვარში, თუნდაც საქრთველოს ფლორის და ფაუნის შესახებ, წითელი წიგნის ნუსხაზე, ელექტრომანოკის უარყოფით თვისებებზე, ელექტროშოკის მავნებლობაზე, ბრაკონიერობაზე და ცოტათი მაინც საკუთარი ქვეყნის სიყვარულზე... ადამიანი, რომელიც 18 წლის ბავშვს, რომელსაც ჯერ ცნობიერება ჩამოყალიბებულიც არ აქვს, აძლევ თოფს და ეუბნები მონადირე ხარო, იმ ბავშვის მტერი ხარ და მეტი არაფერი... კიდევ ვიმეორებ, რომ არა ეს კლუბი, ბევრი მონადირე ჯერ კიდევ ბრაკონიერი იქნებოდა, ბევრი ჯერ კიდევ ”დრათხალის” და ”კურცხალის” ნაჯვარით ინადირებდა, მდინარეებს ელექტროშოკით დაადუღებდა და ვერც მიხვდებოდა რა ზიანი მოაქვს იხტიოფაუნისთვის და იმასაც ვერ გაიგებდა, რომ შველი რომ იზრდება, ირემიად არ გადაიქცევა... 2009 წლის მერე, რაც ეს კლუბი არსებობს, ათასი ვითომ მონადირის და ვითომ მეთევზის საგინებელი გავხდით, იმიტომ რომ ჩვენი დაწერილი კანონები გვაქვს, რომელსაც ყველა კლუბელი ემორჩილება, მიუხედავად იმისა მოწონს თუ არ მოწონს, მაგრამ იცის რომ 6 წლის მანძილზე ეს კლუბმა შექმნა, დახვეწა და ჯერ კიდევ ბლომდე ვერ მიიყვანა... ასე რომ, ყვლასთვის მოსაწონი კანონი ჯერ არ დაწერილა და ვერც დაიწერება, მაგრამ შენი მონადირული ვალია იაზროვნო არა მჟლეტავის და მომპოვებლის პოზიციიდან, არამედ....... (დანარჩენი შენ თვითონ მიხვდი) |
|
|
|
Nov 4 2015, 20:33
პოსტი
#266
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ნუკრიMax
ყველა სიტყვაში გეთანხმები.. |
|
|
|
Nov 4 2015, 21:01
პოსტი
#267
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
იმედია ამ კანონს სულმალე გააუქმებენ. და ულიბერალურესი კანონმდებლობა გვექნება.... !!!!!!!!!!!!!
|
|
|
|
Nov 4 2015, 21:02
პოსტი
#268
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
ერთი კითხვა მაქვს ბიჭებო ამ კანონს ყველა აბარებს? ანუ პოლიციის თანამშრომელი პარლამენტარი გარემოს დაცვის ინპექტორი და ა.შ
თუ მარტო უბრალო ხალხს გვიწევს? |
|
|
|
Nov 4 2015, 21:07
პოსტი
#269
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
assassin29
არავინ არ დგას კანონზე მაღლა |
|
|
|
Nov 4 2015, 21:11
პოსტი
#270
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
kardinal84
|
|
|
|
Nov 4 2015, 22:02
პოსტი
#271
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ნუკრიMax
დედას გაფიცებ გვითხარი რა, ვეფხისტყაოსანი და ხმელი წიფელიც შენი დაწერილია ხომ? |
|
|
|
Nov 4 2015, 22:16
პოსტი
#272
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
იმიტომ..რომ ბავშვობიდან არ ევასებოდა იურისპრუდენცია და ვერ ერკვევა ტერმინოლოგიაში. თუმცა კარგი მონადირეა..იცის თოფი რომ არავის არ უნდა მიუშვიროს და ყველა წესი..რაც ნადირობისას მოეთხოვება. განაბებზე ნამდვალად არდამიწერია არაფერი თუმცა კარგი მონადირეა..იცის თოფი რომ არავის არ უნდა მიუშვიროს და ყველა წესი..რაც ნადირობისას მოეთხოვება. ცუდი მონადარევარო , ადამიანს რომელი მხრიდან მივუშვირო თოფი ნადირობისას და არანაირი წესი არვიციო რაც ნადირობას მოეთხოვებაო , ეგეთს რამდენს იცნობ ვინც მაგას აღიარებს ??? |
|
|
|
Nov 4 2015, 22:24
პოსტი
#273
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ნუკრიMax
რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოს..სწორედ ჩემ აზრს იზიარებ..მაგრამ რატომღაც მოწინააღმდეგედ მიგაჩნია თავი. ერთერთმა მონდირემ წაოაყენა წინადადება, კაკაბზე ლიცენზიის გაყიდვა შემოეღოთ... სწორედ მაგას ვამბობ..ერთმა კლუბმა არ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის კაკონში რა ეწეროს. მითუმეტეს.. მაგისი უფლება ცვენთვის არავის მოუცია და არც ბიოლოგი მეცნიერებით ვარ დაკომპლეტებულები. როგორც მაგ მინადირეს არ ქონდა მაგისი უფლება..ისე არ გაქვს ჩვენც. ზოგმა 15 ლარი თითო კაკაბიო, ზოგმა 50 ლარი წლიურადო, ზოგმა ისიც დაიძახა 10 ლარიან მოსაკებელში ჩავასმევინოთო.... ეხლა გეკითხები, ის მონადირეები რომ მიუშვა, კაკაბს დატოვებენ ბუნებაში? არა რათქმაუნდა. ეგ საკითხი.. პროფესიონალემბა ინდა გადაწყვიტონ.. ყველა გათვლის გატვალისწინებით. ანუ..ბიოლოგმა მეცნიერებმა და არა კაი მონადირეებმა. ვინ ხარ და რა უფლება გაქვს, კაკაბი რომლის სტატისტიკური დათვლა არ მომხდარა და არც შესაძლებელია ამ ეტაპზე, ითხოვ ნადირობის უფლებას და თან ისეთი ფორმით, რომ შენი კაიფი გაიპრავო და საკმაოდ იაფად.. ასე მგონია მე ვლაპარაკობ. იგვეა გამოცდებზე, გინდა გახდე მონადირე მხოლოდ თოფის ღირებულების ფასად, სადაც საჭირო არ იქნება ინტელექტი, ელემენტარული დამცავი მექანიზმი და კანონი, რომლის დაცვაც არ იქნებ საჭირო.... კი..მეც მაგას ვაბობ. უნდა იყოს კონტროლი. ტანაც ეგეთი მშრალი კიარა..ადამიანი რომ დაიზეპირებს..გამოცდას გაივლის და მერე კაცმა არ იცის რას იზავს. ნამდვილი კონტროლი ინდა იყოს.. რაც..მხოლოდ კლუბებს შეუზლიათ. ანუ..ხვდები რასაც ვგულისხმობ. მე თუ მკითხავ, ძალიან ბევრი კითხვაა დასამატებელი საგამოცდო კითხვარში, თუნდაც საქრთველოს ფლორის და ფაუნის შესახებ, წითელი წიგნის ნუსხაზე, ელექტრომანოკის უარყოფით თვისებებზე, ელექტროშოკის მავნებლობაზე, ბრაკონიერობაზე დასმატებელი კი არა..საერთოდ შესაცვლელია. იმ ტესტებში..ყველაფერია მაგის გარდა. მონადირული უნდა იყოს გამოცდა და არა პოლიციური. კომუნისტების დროინდელი ”მონადირის მინიმუმი” მაინც აიღონ იქ..მართლა მაგ ყველაფერზეა საუბარი. ადამიანი, რომელიც 18 წლის ბავშვს, რომელსაც ჯერ ცნობიერება ჩამოყალიბებულიც არ აქვს, აძლევ თოფს და ეუბნები მონადირე ხარო, იმ ბავშვის მტერი ხარ და მეტი არაფერი... მაგიტომ უნდა გაამწესონ რომელიმე კლუბში. კლუბი აღზრდის კარგ და წესიერ მონადირედ. ეგ გამოცდა მაგას ვერ უზრუნვეყოფს. მესამე თვეს აღარ ემახსოვრება ეგ ყველაფდერი.(ისევ კლუბური სისტემა) კიდევ ვიმეორებ, რომ არა ეს კლუბი, ბევრი მონადირე ჯერ კიდევ ბრაკონიერი იქნებოდა, ბევრი ჯერ კიდევ ”დრათხალის” და ”კურცხალის” ნაჯვარით ინადირებდა, მდინარეებს ელექტროშოკით დაადუღებდა და ვერც მიხვდებოდა რა ზიანი მოაქვს იხტიოფაუნისთვის და იმასაც ვერ გაიგებდა, რომ შველი რომ იზრდება, ირემიად არ გადაიქცევა... გეთანხმები და ვამაყობ..რომ მაგისი მონაწილე ვარ. თანაც სულ თავიდანვე. სწორედ ეგ მინდა დანარჩენი საქარტველოსთვისაც. 2009 წლის მერე, რაც ეს კლუბი არსებობს, ათასი ვითომ მონადირის და ვითომ მეთევზის საგინებელი გავხდით, იმიტომ რომ ჩვენი დაწერილი კანონები გვაქვს, რომელსაც ყველა კლუბელი ემორჩილება, მიუხედავად იმისა მოწონს თუ არ მოწონს, მაგრამ იცის რომ 6 წლის მანძილზე ეს კლუბმა შექმნა, დახვეწა და ჯერ კიდევ ბლომდე ვერ მიიყვანა... მაგას მე მიხსნი?.. ეგ კანონები რომ მიგვეღო..9 კაცთან ვხმალაობდი და იაღოველის სტატუსიც ავირტყი.(ფაქტები წინა წლების არქივშია) ასე რომ, ყვლასთვის მოსაწონი კანონი ჯერ არ დაწერილა და ვერც დაიწერება, მაგრამ შენი მონადირული ვალია იაზროვნო არა მჟლეტავის და მომპოვებლის პოზიციიდან, არამედ.... აი სწორედ მანდ მაქვს ყველაზე მატი პრობლემა. ჩემი ვალი რომ არის..მაგიტომ მინდა კლუბური სისტემა განვითარდეს. რომელიც მართლა დაიცავს მაგ ყველაფერს და არა ის...სახელმწიფოს ჩაბარდეს კონტროლი..რომელიც ყველაზე ადვილი გასაცურებელია. |
|
|
|
Nov 4 2015, 22:33
პოსტი
#274
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
იმიტომ რომ ჩვენი დაწერილი კანონები გვაქვს, რომელსაც ყველა კლუბელი ემორჩილება, მიუხედავად იმისა მოწონს თუ არ მოწონს ეგ ჩვენი კლუბის კანონებია ნუკრი. ჩვენ ვქმნიტ მაგას..იმიტომ..რომ ჩვენია ეს კლუბი და გვაქვს მაგისი უფლება. ეხლა..მთელი ქვეყნის კანონზეა საუბარი. მაგას ქვეყნის პარლამენტი წყვეტს. თუმცა..გვაქვს უფლება ინიციატივით შესვლის. |
|
|
|
Nov 4 2015, 23:14
პოსტი
#275
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ბლექ-ხასან
ებრაელმა იცი რა თქვა? ნეტა ჩემმა შვილმა, სხვის შეცდომებზე ისწავლოსო.... ეგრე არ ხდება, რაღაცით თუ არ დაიწყე და მუდმივად იდეალურის მოლოდინში იყავი, წინ ვერ წახვალ... კიდევ გიმეორებ, გაუნათლებელი და უინტელექტო ადამიანის ხელში იარაღი იგივე ბომბია ნელი მოქმედების. მეტყვი, ჩვენი პაპის პაპებს სად ქონდა განათლებაო? ნეტა იმათ რომ განათლებაც ქონდათ, დაუწერელი კანონების მორჩილებაც და ჯუნგლების კანონით არ მოქმედებდნენ. შენც კარგად იცი, რომ კლუბურ სისტემაზე გადასვლის პირველი მომხრე მე ვარ, მაგრამ არცერთი კლუბი დღეს მაგისთვის მზად არაა, ფინანსებია მაგისთვის საჭირო... ისიც იცი, რომ ტვინს ვიჭყლიტავდი კლუბის ფინანსურად გასაძლიერებლად, მაგრამ ათას სირთულეს წავაწყდი. არც ისე იოლია შეუთავსო კლუბის და ოჯახის კეთილდღეობა ერთმანეთს, მაშინ ყველაფერზე ხელი უნდა აიღო და თავი გადადო ამ საქმისთვის, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.... აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი რჩება სახელმწიფო ბალანსზე და ჩვენ, ჩვენი მხრიდან უნდა ვეცადოთ თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დარგის განვითარებაში, რასაც დამიჯერე ასე თუ ისე ვახერხებთ.... ხოდა დამიჯერე, მუშტების ქნევას, ვიღაცეების ლანძღვას და ბოიკოტის გამოცხადებას, იმაზე ფიქრი სჯობს როგორ და რა გზით შევცვალოთ ის ჩვენთვის მიუღებელი პუნქტები არა თოფიანი ადამიანების, არამედ მონადირეთა სასარგებლოდ... ხომ მიხვდი საით მიმყავს საუბარი? სჯობს ჩვენმა შვილებმა ჩვენ შეცდომებზე ისწავლონ!!! პ.ს. იქნებ იმათი თაობა მაინც მოესწროს სრულყოფილ კანონს?! (შენ რომ მოგეწონება ისეთს) |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 17:38 |