ოჩოს რთველი 2015 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ოჩოს რთველი 2015 |
Oct 1 2015, 19:12
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
პროლოგი
ამბავში აღწერილი სუჟეტი აღებულია რეალური ამბავიდან. სუსტი გულის და ფსიქიკის ადამიანებმა თავი შეიკავეთ წაკითხვისაგან!!! იყო და არა იყო რა, რთველზე უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი კლუბი, სახელად "ოჩოპინტრე", რომელსაც ტრადიციად ჰქონდა 2 წელიწადში ერთხელ ყურძნის დაწურვა და მერე კარგ ამბებში, საერთო სუფრებზე ამ ღვინით ქეიფი! რადგანაც წინა რთველზე დაწურული ღვინის მარაგი უკვე იწურებოდა, დღის წესრიგში დადგა საკითხი მისი შევსებისა. უმფროსმა ერთი გადმოგვხედა წარბაწეულმა აბა ლომებო წავედითო, მაგრამ გულში ფიქრობდა: აი სად დაგვერხაო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ცოტა ვიარეთ თუ ბევრი ვიარეთ, მივადექით ბრძოლის ველს, სადაც სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გველოდა. ![]() ![]() მისალმებისა და მოკითხის შემდეგ ტრადიციულად ცოტა წავიხემსეთ ბრძოლის წინ მასპინძლებთან ერთად, დავლოცეთ ერთმანეთი, მომყვანიცა და დამკრეფიც. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() და დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა)))) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() უცაბედად, ჩოჩქოლის და ყიჟინის ხმა შემოგვესმა. ყველას გაგვიხარდა, დამხმარე ძალა გვეგონა მოგვიახლოვდა, მაგრამ ავაჰმე, მეზობელ ვენახში შევიდნენ და იქ დაცხეს მარა რა დაცხეს))) ![]() ![]() ნელ ნელა დაღლამაც იმატა, თან ალბათ შეამჩნევდით ჭალიმგელა წელზე შემოხვეული კორსეტით მუშაობდა. ჩავლეს სიცხემ აუწია და ცოტა ხნით მიგვატოვა. ნუკრის ბოლოსკენ წელი გაუკავდა და დიდი ბოდიშებით გავიყვანეთ ვენახიდან. სულ თავისუფლად შეიძლებოდა ჭალოს მინივენისთვის AMBULANCE და წითელი ჯვარი მიგვეხატა))))) შევრჩით მე და ზახარა ბოლოს ერთმანეთს და ერთმანეთის გამხნევებით მივბობღდით ბოლომდე. ბიჭებმაც რაც შეეძლოთ გვამხნევეს, მიდით ჩვენებმა ტონგას მოუგეს, მეტი რაღა სტიმული გინდათო))) ასე იყო თუ ისე, დავტვირთეთ მანქანა და გავუდექით გზას მასპინძლის სახლისაკენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დიდხანს ეხვეწა ჩავლე მამუკას, მე ვიქნები თამადაო, მაგრამ მამუკამ თავისი გაიტანა და შეუდგა საქმეს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესაც კიდე ყოველი სემთხვევისათვის იმათ, ვინც ვერ წამოვიდა. ნახონ რა გამაზეს და იქნება გაისად მაინც გავავსოთ ჭალოს მინივენი ![]() დიდხანს არ გავჩერდით, დავასვენეთ გადაღლილი მასპინძლები, დავემშვიდობეთ, მადლობა მოვუხადეთ და გამოვეშურეთ თბილისისაკენ. მხიარულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე დავბრუნდით სახლებში. მადლობა ყველას,ბიჭებს, მასპინძლებს, იქაურ მეზობლებს რომ წელს კიდევ გვექნება უგემრიელესი ოჩოს ღვინო პროლოგი: ჭირი იქა, რთველი აქა. ქატო იქა, ღვინო აქა. გენაცვალეთ ყველასა))) და ხო კიდე, ძალა ერთობაშია!!! პატივისცემით, თქვენი მონა მორჩილი თაზო))) |
|
|
|
![]() |
Oct 26 2015, 12:48
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga |
|
|
|
|
თაზო ოჩოს რთველი 2015 Oct 1 2015, 19:12
kardinal84 ეს ამბავი დაიწყო 1678 ... Oct 1 2015, 19:20
kardinal84 ამ დროს თურმე გარე... Oct 1 2015, 19:26
kardinal84 უცებ გაისმა ხმა სა... Oct 2 2015, 06:39
kardinal84 გადავინაცვლეთ სუფ... Oct 2 2015, 06:47
ნუკრიMax კარგი რთველი გამოვ... Oct 3 2015, 12:05
ნუკრიMax განსაკუთრებული მა... Oct 3 2015, 12:46
ზახარა ღვინის დაბინავები... Oct 25 2015, 14:56
ზახარა how do you print screen Oct 25 2015, 15:02
ზახარა image host Oct 25 2015, 15:12
kardinal84 დეგუსტაცია თუ ჩაუტ... Oct 25 2015, 17:37
თაზო ღვინო მშვენიერი გა... Oct 25 2015, 17:46
MORGAN 1-2 გადაღებაც მოუხდე... Oct 26 2015, 11:59
უიარაღო სანამ ყნვებს არ გა... Oct 26 2015, 12:19![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd October 2025 - 16:21 |