ტყის ქათამი 2015-16 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

12 გვერდი V  « < 9 10 11 12 >  
Reply to this topicStart new topic
ტყის ქათამი 2015-16, მიმოხილვა...
Aslan Memishishi
პოსტი Dec 10 2015, 10:53
პოსტი #146


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 119
რეგისტრ.: 15-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უიარაღო
საღოლ შენ newsmile05.gif
მეც დროის პრობლემა მაქვს newsmile05.gif + მანქანა გავყიდე და დრო როცა მაქვს მანქანის შოვნა არ გამომდის ხოლმე D.gif

მოკლედ რომ იარო სისტეამტურად მართლა ისიამოვნებ ქათამზე newsmile05.gif

ჩემთვის ერთერთი საუკეთესო სანადირო ობიექტია newsmile05.gif მუხლში ძალაა საჭირო და სწრაფი სროლა newsmile05.gif ისეთ ადგილებში ფრინდება ფაქტიურად წამები გაქვს სასროლად რა და ეს გაცილებით აზარტულია ვიდრე ფრინველზე ნადირობა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 12:03
პოსტი #147


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მომავალი შაბათ-კვირები დაკავებული ვარ და სანადიროდ ვეღარ მოვიცლიდი, ამიტომ გუშინ , ავიღე 1 დღიანი შვებულება (დეი ოფი) და გავწიე სანადიროდ ნაცნობ ადგილებში. მონადირის ეთიკა როგორც გვკარნახობს, შევეხმიანე ყველას ვისთან ერთადაც მქონდა ამ ადგილებში წინა გასვლა. 6 კაციდან 4-ს ეცალა. იმ დილით კი მეოთხესაც საქმე გამოუჩნდა და წავედით სამი კაცი სამი ძაღლით. 2 პოინტერი და ერთი ჩემი დასაგეში დრათხაარი. ადგილზე რომ მივედით 11 იყო დაწყებული. ძაღლები ჩამოვსვით და დავიწყეთ იარაღის შალითიდან ამოღება, პატრონტაშების შემორტყმა და ასე შემდეგ. ამასობაში ძაღლებმა კიდეც ამოაფრინეს 1 ქათამი, რამაც იმედით აგვავსო. დავიწყეთ ნადირობა. პირველი ამჯერადაც მე შემხვდა. პოინტერმა როგორც კი დაიწყო "პაწიაშკები" ესევე მარჯვნივ გავვარდი, რათა ბუჩქებს გვერდიდან დავდგომოდი და სროლის შანსი მომცემოდა, მაგრამ ქათამი არ დამელოდა, აფრენილა და უკვე სამშვიდობოს გადიოდა თვალი რომ მოვკარი. მანძილი საკმაოდ დიდი იყო მაგრამ მაინც ვესროლე, ერთი- შეტორტმანდა ჰაერში მაგრამ მაინც გააგრძელა ფრენა, მეორე და ფრთა მოსტყდა. დაჭრილი ჩემმა დრათხაარმა დაიჭირა და მომირბენინა. ამჯერად ოზკუსანის ვაზნებით ვნადირობდი, უკონტეინერო, 28 გრამიანი 9-10 ნომერი. მიუხედავად იმისა რომ წვრილი სფანტია და თან ნაკლებ წონიანი საკმაოდ შთამბეჭდავ მანძილზე ავიღე პირველი ქათამი. გავაგრძელეთ ნადირობა და მეორე უკვე ჩემმა ძაღლმა ამოიყვანა, შევიდა ბალახიან ბუჩქნარში და არ ამოფრთხიალდა ეს ნისკარტდალოცვილი. ერთი სროლა და ესეც მეორე ჩემს მიერ მოპოვებული ქათამი. საუცხოო ხასიათზე დავდექი. 1 საათში უკვე ლიმიტს ერთიღა მეკლდა ამოვიღე ტელეფონი სურათების გადასაღებად. დაჭაობებულ ადგილებს მშრალი ბუჩქნარი შეენაცვლა და მეგობრის თოფის გრიალიც გაისმა. მესამე ქათამი მეგობარმა აიღო. ასაღებად რომ მივიდა ასე ორიოდე მეტრიდან კიდევ აუფრინდა მაგრამ სროლა ვეღარ მოასწრო. რაც მთავარია გავიგეთ რომ აქ ქათამი ისევ კარგად იყო. ათიოდ წუთი იქნებოდა გასული რომ მინაფრენ ქათამს მოვკარი თვალი, სროლას აზრი არ ჰქონდა , საკმაოდ შორს იყო და დავიძახე "გაგვივიდა ქათამი" რომ ჩემს წინ არ დაიფრთხიალა მეორემ. მაგარი დიდი ქათამი იყო და ბუჩქების "ფანჯარაში " აპირებდა გაფრენას რომ ჩემი საფანტიც მიეწია და აეშალა ბუმბული, მეორე ინსტიქტურად მივაყოლე, თუმცა სროლის აუცილებლობა აღარ იყო. სადღაც საათნახევარში ლიმიტი შევასრულე. მაგარ ხასიათზე დავდექი, თან თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი მესამეს რომ ჯერ არ ჰყავდა არაფერი მონადირებული.
ამის შემდეგ მეორე მეგობარს ამოუფრინდა კიდევ რამოდენიმე (2-3) და გამაზა. ეს პირველი რაუნდის სურათები









აქ დასრულდა პირველი რაუნდი, პატარა შევისვენეთ, წავიპურიჭამეთ და გადავინაცვლეთ სხვა ადგილას მეორე რაუნდისათვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 12:28
პოსტი #148


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მეორე რაუნდი .
ჩემთვის ვფიქრობდი რომ თუშესაძლებელი იქნებოდა მე აღარ მესროლა და მეგობრებისთვის მიმეცა სროლის საშუალება, რათა მათაც მოეკლად ჟილკა. მოკლედ მეორე რაუნდში უფრო მეტი სიარული მოგვიწია და უფრო ნაკლები ქათამი ვნახეთ. რამოდენიმე ნახვა არასასროლზე, ერთი ორი აცდენა და უცებ ჩემს თავზე წამოვიდა ქათამი, 4 ვაზნა "გავატანე " და ვერ ავიღე მაგრამ დავინახე რომ უკან, ჩვენს ნატარზე ჩაჯდა. მეორე მეგობარს რომელიც ჩემთან ახლოს იყო, დავუძახე და ვუთხარი რომ დავინახე სადაც დაჯდა და შევუტრიალდეთ მეთქი. მართლაც არ დაგვეზარა და მოვუტრიალდით. ძაღლები დაწინაურდნენ და დადგა კიდეც მესამე ძმაკაცის პოინტერი ნაბულზე. გადავნაწილდით სასროლად მე და ვანო და ბრძანებაზე "ეცი" მიეტანა კიდეც ჯუნა (მესამე ძმაკაცის პოინტერი, უმაგრესია) ამოფრინდა და რა ამოფრინდა.. ესროლა ვანომ და აღარ გადაუტენა (თურქული ვალტერი აქვს) მეორე სროლაზე მოვხსენი და დაიფრთხიალი მეორე ქათამმაც, ესეც მეორე სროლით მოვიპოვე. ფაქტიურად დუპლეტი გამომივიდა. ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია. 5 ქათამი ჩემთვის რეკორდია. 3 კაცს 6 ქათამი უკვე გვქონდა და გამოვწიეთ მანქანისაკენ. ტყის ბოლოში კიდევ ერთი აფრინდა და მესამე ძმაკაცმაც გატეხა ნავსი , მანაც მოიპოვა 1 ქათამი. ნადირობა ხომ გამართლებაა. იმ დღეს მაინც და მაინც მე შემხვდა ამდენი ქათამი. მაგარი კმაყოფილი დავრჩი ამ დღის. 3 კაცზე 7 ქათამი ძალიან მაგარი შედეგი მგონია.





მესამე რაუნდიც იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 13:07
პოსტი #149


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მესამე რაუნდი სუფრასთან.
აქ სასაუბრო ბევრი არაფერია. ასეთი მშვენიერი დღის შემდეგ ასეთი ამაღლებული განწყობით საკითხავიც არაა რა დროს გავატარებდით. შევეხმიანეთ მეგობრებს, ვინც ვერ მოახერხა სანადიროდ წამოსვლა და შევიკრიბეთ. კულინარობა ჩემზე ავიღე. შეიწვა კალმახა სოკო რომელიც მეორე გასვლაზეც ვიპოვეთ. ქათმები დავყავი ოთხ ნაწილად, მკერდები დავბრაწე ტაფაში ღვინის სოსუთან. ფრთები და ბარკლები კი ჩავხოხბე ბლომა ხახვში, კარაქში და პომიდორში. ცოტა მწვადი, წნილი, ყველი, ცივ-ცივი კახური და ტკბილი მუსაიფები შეშის ღუმელის სითბოსა და ტკაცუნის თანხლებით. ერთი 20 დღის სიცოცხლე მაინც მომემატა.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 10 2015, 13:10
პოსტი #150


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მალადეც ძმაო !!! ძალიან მაგარი რეპორტია სუფრითურთ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif გუდ ჯობ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Aslan Memishishi
პოსტი Dec 10 2015, 13:18
პოსტი #151


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 119
რეგისტრ.: 15-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უიარაღო
ისე გემრიელად გადმოსცემ ადამიანს ეგრევე თოფის აღება და გასვლა მოუნდება
small3d018.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Aslan Memishishi: Dec 10 2015, 13:19
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 13:39
პოსტი #152


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



P.s. სანადირო ადგილებში ხომ ძირითადად მაგარი წყაროებია ხოლმე. ხოდა იქ წყალსვ ვიღებ ბოთლით, მანქანაში მიდევს და დროდადრო (რამდენი დღეც მეყოფა) მივირთმევ. პირდაპირ ნადირობის გემო აქვს D.gif , თან ისეთი მოგონებეი იცის... თითქოს პირდაპირ ნადირობ და ეს-ესაა ცოტა ხნით შეისვენი წყლის დასალევად newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Dec 10 2015, 14:14
პოსტი #153


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უიარაღო

რა გინდა, რას გვერჩი, რად გვხოცავ შე კაცო ა????????? newsmile068.gif ilcry.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Dec 10 2015, 14:47
პოსტი #154


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ცალკე რეპორტი რატომ არ დადე? მშვენიერი რეპორტია და აქ ჩაიკარგება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 15:07
პოსტი #155


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ჭალიმგელა აქ მირჩევნია იყოს. როცა მომინდება წარსულის მოგონებებში გადავეშვა შემოვალ 2015-2016 წლის ქათამზე ნადირობაში და გადავათვალიერებ ჩემ და სხვების ნადირობებს. სხვა წლებში და სხვა ობიექტებზე ვინადირებ იმათაც შესაბამის გახსნილ თემებში დავდებ. მგონია რომ ასე უფრო ადვილად ვიპოვი ჩემ პოსტებს. მადლობა რჩევისათვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Dec 10 2015, 18:02
პოსტი #156


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



დააკონსერვეთ ეხლა ეს თემა და ვინმემ აღარ დადოს 1 ცალი ქათამის ფოტო!!!! D.gif D.gif D.gif
საღოლ ძმაო მე პირადად მარტო ამის წაკითხვაზე მომემატა 10 წლის სიცოცხლე, ღმერთმა გაგიმარჯოს!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 20:00
პოსტი #157


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



შოთა.03 ვერ დაგეთანხმები 1 ქათმის მონადირების თაობაზე. შეიძლება ერთადერთი ქათამი მოინადირო ისე ლამაზად და აზარტულად რომ ერთ დღეს ათი ქათმის მინადირებაზე მეტს უდრიდეს. ნადირობა პირველ რიგში ხომ სპორტია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Dec 10 2015, 20:27
პოსტი #158


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



უიარაღო
ციტატა(uiaragho @ 10th December 2015 - 21:00) *
ვერ დაგეთანხმები 1 ქათმის მონადირების თაობაზე. შეიძლება ერთადერთი ქათამი მოინადირო ისე ლამაზად და აზარტულად რომ ერთ დღეს ათი ქათმის მინადირებაზე მეტს უდრიდეს. ნადირობა პირველ რიგში ხომ სპორტია

ვიცი მეგობარო, უბრალოდ ძალიან კარგი რეპორტი იყო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 10 2015, 22:37
პოსტი #159


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



უიარაღო

ამფერ კაი რეპორტებს წერ და უიარაღო რატო გიწერია ? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 11 2015, 08:21
პოსტი #160


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



megreli "მამელუკი" ს რაღას უწუნებ? D.gif ისიც ხომ უიარაღოს დაწერილია.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Dec 11 2015, 08:25
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

12 გვერდი V  « < 9 10 11 12 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th September 2025 - 16:09