IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016"
ლაშა თევზაძე
პოსტი May 22 2016, 21:53
პოსტი #46


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2016.


შეჯიბრი ჩატარდება მჭადიჯვრის მიმდებარე მინდვრებში 27-28-29 ან 28-29 მაისს. დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე.

ზოგადი წესები:
1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია:
1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა
1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია;

2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად;
3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად.
3.1 შეჯიბრი ტარდება გასროლის აუცილებელი თანხლებით.გასროლა უნდა მოხდეს წამყვანის მიერ პირველივე დადებითი მუშაობის შემდეგ.
თუ გასროლის შემდეგ ძაღლი გაეკიდება ფრინველს 10 მეტრის მეტ მანძილზე იგი იხსნება სეჯიბრიდან.
ასევე ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან გასროლის შემდეგ აშკარა შიშის გამოვლენის,ან ძებნის გაგრძელებაზე უარის ტქმის შემთხვევაშიც
4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც;
5. შეჯიბრის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან;
6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე.
7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით;
8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები;
9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე;
10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე;
11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას.

ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან იქნებიან:

1. გია ადიკაშვილი;
2. რამაზ კენჭიაშვილი
3. ნოდარ როსტიაშვილი


კენჭისყრა ჩატარდება ოთხშაბათს 25 მაისს 20:00 საათზე ყოფილი იპოდრომის შესასვლელთან (სადაც გამოფენები ტარდებოდა)

მონაწილეებს შეუძლიათ ჩაეწერონ დღეიდან !!



წინასწარ დიდი მადლობა!

პატივისცემით
„ოჩოპინტრე“-ს გამგეობა



წამსვლელთა შეკრება, ბარამბოსთან


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th June 2024 - 07:38