მონადირე ძაღლის გაზრდა/დაგეშვა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
მონადირე ძაღლის გაზრდა/დაგეშვა
JaFaRa
პოსტი Dec 26 2014, 21:46
პოსტი #121


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 52
რეგისტრ.: 24-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



4 თვის ძუ პოინტერი მყავს.. მაქვს 2 ძირითადი პრობლემა:
1. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო მიღრენს და მკბენს საკმაოდ აგრესიულად.. მახტება და ცდილობს მიკბინოს (და ეს ყველაფერი მაინც და მაინც თამაშსაც აღარ გავს). საკმარისია მოსაფერებლად წავიღო ხელი, თან მშვიდი და ტკბილი ხმით ვეფერები და ეს მაშინვე პირს აღებს და ისევ კბენა-ღრენას იწყებს.. ხანდახან სისხლის დენამდეც მიყავს საქმე.
2. ბრძანებებს ასე თუ ისე ითვისებს და ასრულებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩემს ჯიბეში სასუსნავი ეგულება.. სხვა შემთხვევაში თითქოს არ ვარსებობ.. ზედაც არ მიყურებს. (ჯერ პატარაა და შესაბამისად ელემენტარულ ბრძანებებზეა საუბარი.. თუნდაც "ჩემთან".. "დაჯექი"..) საკმარისია 1-2ჯერ სასუსნავი არ მივცე და მოფერებით შემოვიფარგლო და მესამედ "ჩემთან" ძახილით რო გავსკდე რეაქცია არ ექნება..

მირჩიეთ პირველ შემთხვევას რა ვუშველო და მეორე თუ ასაკობრივია და მომავალში ნორმალურად დამემორჩილება მაშინ მოვითმენ.. თუ არა და იქნებ მირჩიოთ რა მოვიმოქმედო რომ ბრძანება იყოს ბრძანება და არ ვიყო ამის ხასიათებზე დამოკიდებული..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Dec 26 2014, 22:01
პოსტი #122


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



JaFaRa
არა ძმაო მაგდენ რამეს რაც შენ დაწერე ნაღდად ვერ მოვუთმენდი,

boom.gif ashh.gif ashh.gif

არ აჭამო ცოტა ხანს და მიჩმორდება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 26 2014, 23:50
პოსტი #123


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



JaFaRa
რამდენი ხანია რაც ეგ ლეკვი გყავს ? ან რა პირობებში ზრდი ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
JaFaRa
პოსტი Dec 27 2014, 00:23
პოსტი #124


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 52
რეგისტრ.: 24-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



2 თვეზე ცოტა მეტია რაც ჩემთანაა.. სახლში მყავს რახან ლეკვია და ჯერ ზამთარია, თორე ისე საკუთარი ეზო მაქვს და ყოველი ჭამის შემდეგ გამყავს (ანუ ამ ეტაპზე დღეში 4ჯერ), რომ დაიღალოს ირბინოს, გაერთოს.. კაის ჭამს, კაის სვამს D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 27 2014, 00:30
პოსტი #125


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



რო გკბენს და გიღრენს ეგ შეიძლება ყოფილი პატრონის და ცუდი აღზრდის (მოპყრობის) ბრალიც იყოს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
JaFaRa
პოსტი Dec 27 2014, 00:40
პოსტი #126


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 52
რეგისტრ.: 24-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



როცა ეძინება და გათიშულია მაშინაა გასუსული რო ვეფერები და დილით სანამ ახალი გაღვიძებულია მაშინ თვითონაა მოფერების ხასიათზე D.gif როგორც კი აზრზე მოვა ილესავს კბილებს... საკმარისია ვინმე სხვა დაინახოს გინდა უცხო, გინდა ჩემი ნაცნობი ვინმე, მაშინვე კუდის ქიცინით გარბის იმისკენ და აღარც მაშინ ესმის ჩემი...

თუ მარტო ვართ, ან ოჯახის წევრები და მეც სასუსნავი მაქვს ჯიბეში, მაშინ იცოცხლე... მოვა დამიჯდება და მიყურებს.. რო ხედავს რო არ "ვასაჩუქრებ" თავისი ნებით წვება (ბრძანების გარეშეც), იქნებ ამან გაჭრასო D.gif D.gif ოღონდ დავასაჩუქრო... სხვა შემთხვევაში რეაქცია 0..

megreli
დაახლოებით თვე-ნახევრის იყო და დედასთან და სხვა ლეკვებთან ერთად იზრდებოდა.. ის კაციც კაის აჭმევდა და ასმევდა..

ვცდილობ დავაიგნორო.. ცუდად რო იქცევა აღარ ვაქცევ ყურადღებას და გავდივარ ოთახიდან.. თუ ეზოში ვარ გავტრიალდები და სიარულს ვიწყებ.. ჯერ შედეგი არ მოუტანია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 27 2014, 00:59
პოსტი #127


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



JaFaRa

პირველი ლეკვია ?

თემის პირველ გვერდს გადახედე,ბევრი ინფორმაციაა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Dec 27 2014, 12:35
პოსტი #128


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



JaFaRa
ციტატა(_jafara_ @ 26th December 2014 - 22:46) *
4 თვის ძუ პოინტერი მყავს.. მაქვს 2 ძირითადი პრობლემა:
1. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო მიღრენს და მკბენს საკმაოდ აგრესიულად.. მახტება და ცდილობს მიკბინოს (და ეს ყველაფერი მაინც და მაინც თამაშსაც აღარ გავს). საკმარისია მოსაფერებლად წავიღო ხელი, თან მშვიდი და ტკბილი ხმით ვეფერები და ეს მაშინვე პირს აღებს და ისევ კბენა-ღრენას იწყებს.. ხანდახან სისხლის დენამდეც მიყავს საქმე.
2. ბრძანებებს ასე თუ ისე ითვისებს და ასრულებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩემს ჯიბეში სასუსნავი ეგულება.. სხვა შემთხვევაში თითქოს არ ვარსებობ.. ზედაც არ მიყურებს. (ჯერ პატარაა და შესაბამისად ელემენტარულ ბრძანებებზეა საუბარი.. თუნდაც "ჩემთან".. "დაჯექი"..) საკმარისია 1-2ჯერ სასუსნავი არ მივცე და მოფერებით შემოვიფარგლო და მესამედ "ჩემთან" ძახილით რო გავსკდე რეაქცია არ ექნება..

მირჩიეთ პირველ შემთხვევას რა ვუშველო და მეორე თუ ასაკობრივია და მომავალში ნორმალურად დამემორჩილება მაშინ მოვითმენ.. თუ არა და იქნებ მირჩიოთ რა მოვიმოქმედო რომ ბრძანება იყოს ბრძანება და არ ვიყო ამის ხასიათებზე დამოკიდებული..


ანალოგიური პრობლემები მქონდა მეც! პირველ რიგში შემიძლია გითხრა რომ ასაკობრივისა, Gეტამაშება თუმცა არასასიამოვნოდ, მაგრამმ მაინც .. თუ კოპუსის პირობებში ზრდი დავამატებ იმას რომ ენერგიას ვერ ხარჯავს , ამიტომ მეტი ურთიერთობაა საჭირო გარე სამყაროსტან,.. ასეირნე, არბენინე... ბევრად მეტ ენეგიას დახარჯავს , წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოზღვავებული ენერგიის მსხვერპლი გახდები შენც და თავადაც, .. შენ არ გინდა მისი გაგება და ის ვერ გებულობს რატომ არ გინდა!! უჩნდება იმედგაცრუება და შემდეგ კომუნიკაციაც პრობლემატური ხდება! ის რომ ბრძანებებს რთულად ასრულებს არასრულფასოვანი კომუნიკაციის ბრალია ! თუ სახლში ასწავლი ბრზანებას და ასრულებს, ქუჩაში, მინდორში დიდი შანსია არ შეასრულოს, იმიტომ რომ ის იმ გარემოში თვლის საჭიროდ ბრზანების შესრულებას, ამიტომ ვარჯიში ყველგანაა საჭირო როგორც სახლში ისე გარეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
JaFaRa
პოსტი Dec 27 2014, 13:54
პოსტი #129


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 52
რეგისტრ.: 24-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გამოხმაურებისთვის მადლობა newsmile05.gif კორპუსში არ ვცხოვრობ და საკუთარი ეზო მაქვს სადაც არც ისე ცოტა დროს ატარბს.. რაც შეეხება ბრძანებებს, სახლშიც ვასწავლი და ეზოშიც.. ქუჩაში იშვიათად გამყავს, საკმარისი ფართია ეზოში რომ ირბინოს და გაერთოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Dec 27 2014, 20:51
პოსტი #130


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



რა დროს 4 თვის ლეკვის ბრძანებებია ხალხნო? 4 თვის ბავსვს ასწავლით რამეს? აცალე რა ბავშვობა, არ შეიძლება ბრძანებების სწავლება ამ ასაკში, მიუშვი, იცელქოს გაიზარდოს, ბრძანებების სწავლას მოასწრებს და ნუ გეშინია თავხედიც არ გაიზრდება. სენი მესმის ახალბედა ხარ ღელავ ახლა, დამიჯერე ყველაფერს თავის დრო აქვს, ამ ეტაპზე კარგად მოუარე და კაარგად კვებე!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
JaFaRa
პოსტი Dec 27 2014, 22:59
პოსტი #131


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 52
რეგისტრ.: 24-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gagrinski
ეს ასე თუ ისე დამამშვიდებელია ჩემთვის D.gif თუმცა მაგ საკითხზე ყველას სხვადასხვა აზრი აქვს.. 1 ნაწილი თვლის რომ ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყო (ელემენტარული ბრძანებები) და მეორე ნაწილი თვლის რომ 6 თვემდე უნდა მიუშვა.. ამიტომ ვეღარ გავიგე რომელ ნაწილს დავუჯერო newsmile05.gif ელემენტარული უკვე იცის და აწი დავანებებ თავს და გაერთოს.. იმედი მაქვს "დაღვინდება" ნელ-ნელა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Dec 27 2014, 23:46
პოსტი #132


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



JaFaRa
ციტატა(_jafara_ @ 27th December 2014 - 23:59) *
ელემენტარული უკვე იცის და აწი დავანებებ თავს და გაერთოს.. იმედი მაქვს "დაღვინდება" ნელ-ნელა


ხო და ამასობაში სანამ წამოიზრდება ან ფეხს მოგჭამს ან ხელს ან ეგრე თუ გააგრძელა შრატი არ აგცდება D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

არადა როგორც შენ ახსენი მაგარი მექრთამე კი ჩანს newsmile090.gif newsmile090.gif
კარგი ეს ყველაფერი ხუმრობით ძმობილო და რეალობაში ერთს სასიხარულო რამეს გეტყვი , ჩემს მეგობარს ყავს პოინტერი და იმას ვკითხე და მითხრა 7 თვემდე გაწამებული ვყავდიო ლამის გავაჩუქეო და მერე ნელ ნელა მოვიდა აზრზეოოოო, ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვს newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 28 2014, 00:11
პოსტი #133


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



JaFaRa

ყველა ლეკვი ინდივიდუალურია,რობოტი არც ერთი არაა,უბრალოდ შენ,პატრონმა უნდა "დაუმუღამო" მის ხასიათს და თვისებებს და წაკითხული თუ მოსმენილი ინფორმაციით გააანალიზო შემდგომი ნაბიჯები მის აღზრდა-გაწაფვაში newsmile045.gif მაგრამ ერთი რამე იცოდე, ლეკვმა უნდა იცოდეს რომ შენ პატრონი ხარ და უნდა გემორჩილებოდეს,როცა საჭიროა მკაცრადაც უნდა დასაჯო ! მაგრამ არც უნდა გადააჭარბო რომ იმედი გაუცრუვდეს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Dec 28 2014, 19:08
პოსტი #134


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



JaFaRa
სწორს გეუბნება გაგრინსკი, აცადე ჯერ პატარაა ისწავლის ნელ ნელა. რაც შეეხება კბენას მეც მაქ ეგ პრობლემა სახლში ყველას ეთამაშება ჩემს გარდა, მე რო მხედავს სულ მკბენს ოღონდ ცუდი გამზრახვით არა!.. უბრალოდ ჩემთან ასეთი თამაში მოწონს რატომღაც არ ინერვიულო შენ მაგაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Dec 28 2014, 22:08
პოსტი #135


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



JaFaRa
კბილები ექავება და მარტო შენ თუ გკბენს ჩათვალე გაღიარა თავისიანად . ცოტა აცალე , ეგრევე არ განადირებს ამ ასაკში, გაიზრდება დადგება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2025 - 21:47