მონადირე ძაღლის გაზრდა/დაგეშვა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
მონადირე ძაღლის გაზრდა/დაგეშვა
feroni
პოსტი Oct 17 2013, 22:20
პოსტი #26


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გაკვეთილი მეთორმეტე
"ალურის საფუძვლები"

მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე, რაც შეეხება ძებნის მათემატიკურ სიზუსტეს. ასეთი ძებნა უფრო იოლია ძაღლისთვის თუ ის მუშაობს ალურზე ანუ როდესაც ძებნისას არ უშვებთ ძაღლს ხელიდან, ბაწრით ვიჭერთ მას გარკვეულ მანძილზე და ვაკონტროლებთ მისი სირბილის სიჩქარეს და ალურის მანძილს, მინდა შემოგთავაზოთ მეთოდი რომელიც უკვე აპრობირებულია. დავიწყოთ იმით, რომ უნდა ვაიძულოთ ძაღლი წავიდეს იმ მიმართულებით რომელიც ჩვენთვის არის სასურველი. გაკვეთილი მდგომარეობს შემდგეში, ვუბრძანოთ რომ დაწვეს, შემდეგ ავიღოთ ნუგბარი და დავდოთ მისგან სამი მეტრის მოშორებით მარჯვნივ, შემდეგ ვაძლევთ ბრძანებას "მიდი" და ჰორიზონტალურ პოზიციაში ვწევთ ხელს მარჯვნივ, ძაღლი მიდის ნაჩვენები მიმართულებით და იღებს ნუგბარს, ამას ვიმეორებთ რამოდენიმეჯერ, თან მიმართულება უნდა ვცვალოთ ხოლმე, მარჯვნივ მერე მარცხნივ. გაითვალისწინეთ, რომ სიტყვა "მიდი" უფრო და უფრო ხმადადალა უნდა წარმოვთქვათ. მალე ძაღლი უკვე თქვენი ხელის მოძრაობითაც მიხვდება რა გინდათ მისგან და გაეშურება სასურველი მიმართულებით. როდესც ძაღლი გაითავისებს თქვენი ხელის მოძრაობას და მიმართულებას, უკვე ორივე მხარეს შეიძლება დაუდოთ ნუგბარი და ჯერ მარცხნივ გააგზავნოთ და შემდეგ მარჯვნივ (ან პირიქით), ეს არის ერთგვარი გამოცდა ძაღლისთვის და ამიდ დავრწმუნდებით რო მას გათავისებული აქვს მიმართულებები და მხოლოდ ნუგბარისთვის არ მიდის მინიშნებული მიმართულებით.

გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, თანდათანობით უნდა გავზარდოთ ზემოთ მოყვანილი გაკვეთილის სირთულე. უფრო დაუფრო უნდა დავშორდეთ ლეკვს და თანდათან უნდა დავაშოროთ მისგან ნუგბარი, ოღონდ გაითვალისწინეთ რომ ეს საჭმელი უნდა დადოთ მისი კორპუსის პერპენდიკულარულ ხაზზე. აქვე შეგახსენებთ, რომ არ უნდა გამოსცადოთ ძაღლის მოთმინება,. სანამ ვეტყვით „მიდი“-ს ჩვენ ნელა უნდა დავშორდეთ ლეკვს, შემდეგ ისევ მივუახლოვდეთ და მივცეთ ნუგბარი და ბოლოს უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ადგილზე. ამ დროს ძაღლი სულ წევს С წერტილზე, მწვრთნელი კი თავსდება С-Д ხაზზე, ხოლო ნუგბარი კი იდება სადმე П წერტილზე А-Б ხაზზე (იხ. სურ. 1).


how do you print screen
სურ.1
კარგია თუ ნუგბარს დადებთ რამე ისეთზე, რაც აამაღლებს მას მიწის ზედაპირისაგან. იმისათვის, რომ ძებნისას არ მიეჩვიოს ლეკვი ცხვირის მიწაში ჩარგვას. შედეგად ძაღლი მოძებნის ხოლმე მიწის ზემოდან და უფრო იოლად იგრძნობს ქარის მიერ მოტანილ სურნელს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სასტვენის თემაც, აუცილებლად გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია, რომლითაც შეძლებთ ძაღლის მართვას დისტანციაზე, ბრძანება "მიდის" შემდეგ ხელით მიცემულ ნიშანთან ერთად შეგიძლიათ სტვენითი ნიშანიც მისცეთ. შემდეგში სასტვენის საშუალებით თქვენ შეძლებთ ალურზე მომუშავე ძაღლის მობრუნებას და მიმართულების შეცვლას, ასევე ალურის მანძილის კონტროლს.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Oct 20 2013, 10:45
პოსტი #27


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



feroni
ერთი კიდე რა უნდა გკითხო, ჩემ ლეკვს დაჯექი ვასწავლე ხელის აწევით , ანუ ხელს რო ავწევ ჯდება და დაწექი როგორ ვასწავლო ჟეშტიკულაციით ?
დაწექიზეც რო ხელი აუწიო დაჯდება რადგან ისეა მიჩვეული და რა ვქან ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Oct 20 2013, 11:00
პოსტი #28


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ams
ხელის აწევით დაწექი უნდა გესწავლებინა, რადგან შორ დისტანციაზე სხვანაირად უჭირს დანახვა, რავი აბა რა გითხრა, რახან დაჯექი დაწექის ადგილები შეუცვალე, მაშინ ასწავლე ეგრე. ხელი ჰორიზონტალურად წინ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Oct 20 2013, 11:32
პოსტი #29


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



feroni
შენი სტატიები რო წავიკითხე მერე მივხდი რო შეცდომიტ ვასწავლე მარა არ გამოსწორდება ვითომ ხელის აწევიტ დაწექიზე რო მივაჩვიო ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Oct 20 2013, 21:20
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ams
ყველაფრის გამოსწორება შეიძლება ჯერ გვიანი არ არის, მაგრამ მაინც არ გირჩევ ძაღლის დაბნევას.
დაწოლა საერთოდ მორჩილების ინსტინქტია და ძაღლს ბრძანებით თუ დააწვენ ესეიგი სრული კონტროლი გაქვს მასსზე, რეალურ სიტუაციაში ნაკლებად დაგჭირდება ეს ბრძანება, უფრო ალურის სწავლებაში და გეშვაშია საჭირო. მთავარია ფრინველის ამოფრენისას იყოს მშვიდად და სასროლ ზონაში არ დაიწყოს სირბილი, დანარჩენი ყველაფერი რიგზე იქნება დამიჯერე. ოღონდ აუცილებლად დააწვინე არ მოეშვა. მაგის გარეშე სრულ მორჩილებას ვერასდროს მიაღწევ იცოდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Oct 20 2013, 21:28
პოსტი #31


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



feroni
გასაგებია .
ისე დღეს პროსტა გაუშვი უცხო მინდორში მაინტერესებდა როგრ ირბენდა კ, კაროჩე მაგრად გაიხარა რა მთელი მინდორი გადააბრნა სუ ზიგზაგურად ირბინა თან რაც მტავარია შორს რო გადიოდა ბრუნდებოდა და მიყურებდა მერე ჩემკენ მორბოდა სუ ორჯერ მომიწია დაძახება . და რაც ყველაზე ძაან გამისწორდა შორ მანძილზე 2 ჯერ ავწიე ხელი და ორივეჯერ დაჯდა სანამ არ მივედი არ გაინძრა. კაროჩე ისე მიჯერებს და ისე შემაყვარა ტავი რო ცოტა ხანში გამაფრენინებს D.gif
და ერთი კიდე რა მაინტერესებს და მეტს აღარ შეგაწუხებ
როგორც ვიდეოებშI უყურებ ხოლმე საველეებზე და ფრინველის აფრენისას ძაღლებს აწვენენ და დაწვენის მაგივრად რო დაჯდეს რამე პრობლემა იიქნება?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ams: Oct 20 2013, 21:28
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Oct 20 2013, 21:36
პოსტი #32


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეგ შენი პირადი საქმეა, თუ საველეზე გინდა გაყვანა მანდ ეგეთი მოთხოვნაა, ნადირობისას მთავარია სასროლ ზონაში არ გაგებლანდოს თორე გინდა დაწვეს და გინდა დაჯდეს, ჩემთვის იდეალში ფრინველეს როგორც ააფრენს მანდვე უნდა გაიყინოს, სროლა უნდა მაცალოს და ბრძანების შემდეგ უნდა მომიტანოს, მაგრამ ეს მე ვარ, ყველას ჩვენებური მოთხოვნები გვაქვს ხო ხვდები!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Oct 23 2013, 10:16
პოსტი #33


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სალამი ! 2 თვისაა ჩემი პოინტერი, ნელ-ნელა მინდა მივაჩვიო ელემენტარულ ბრძანებების შესრულებას, სახელზე და ,, მოდი” -ზე რეაგირებს ადეკვატურად,.. აი დანარჩენზე კი რა მოგახსენოთ,.. ვერც კი მივუდექი..ასაკობრივია???.. სულ გონია რომ ვეთამაშები, დავტუქსავ მკაცრი ტონით და.. აქეთ მიყეფს,.. თავქარიანია რა.., ამას გარდა , ჰიგიენის საკითხზეც მინდა დაგეკითხოთ, რა არ ვცადე , გადავიკითხე მთელი ფორუმი , .. მოსაქმების მომენტში ვტუქსავ , შესაბამისად გავაქანებ ამისთვის განკუთვნილ ადგილზე და იქ აღარაფერს აკეთებს , დადგება და წკმუტუნებს! როგორც კი დაბრუნდება მისთვის სასურველ ადგილზე ეგრევე მოისაქმებს! ხან მისი სასურველი ადგილი დავამუშავე და გაზეთი დავუფინე , ხან კიდევ რა არ ვცადე.. მოკლედ ეგებ მირჩიოთ რამე!!! ..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Oct 23 2013, 10:22
პოსტი #34


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



dima71
ჯერ პატარაა დაანებე თავი. გაიხაროს ბავშობით D.gif . 4 თვიდან შეგიძლია დააწყებინო უკვე . ეხლა რამე რბილით ათამაშე და თამაშ-თამაში ასწავლე მოტანა.დანაჩენი ჭამა და სმა არ მოაკლოო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Oct 23 2013, 11:02
პოსტი #35


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



dima71
სადაც მოისაქმებს ის ადგილი ქლორიანი წყლით მოწმინდე, რომ სუნი არ დარჩეს. აუცილებლად დაურეგულირე დიეტა, ყოველეთვის ერთი და იგივე დროს აჭამე და ჭამის მერე ეგრევე "საჭირო ოთახში" newsmile045.gif იწკმუტუნოს არაუშავს, ლეკვი ზოგჯერ იმიტომ წკმუტუნებს რომ მოსასაქმებელ ადგილს ვერ პოულობს, ის გაზეთი რომელიც მოსაქმებულზე დააფინე იქ დააგდე სადაც გინდა რომ გააკეთოს ეს საქმე, სუნს როგორც იგრძნობს ეცოდინება რომ მანდ შეიძლება. წკმუტუნის შემდეგ საბოლოოდ გააკეთებს თავის საქმეს, მაქსიმუმ 5 წუთი დაჭირდეს ამ ამბავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Oct 23 2013, 11:02
პოსტი #36


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



dima71
ჩემი თვინახევრიდან მყავს მიჩვეული გარეთ მოსამქებაზე 4 თვისაა უკვე და დიდი დიდი თუ ვერ მოვუსწარი დროზე"პო მალინკამუ" იზავს , და "პო ბალშომუ" სულ რო მთელი დღე არ იყო სახლში ითმენს xexe.gif


მე გამოცდილებიდან გამომდინარე არ დავუჯერე ბრძენთა ნათქვამს თან გავრისკე კიდეც და რეზულტატი სახეზეა კანალიზაციის სუნი არ დგას სახლში newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif xexe.gif

რაც შეეხება ბრძანებებს კაჯუბერა მართალია შეეშვი ჯერ პატარაა newsmile05.gif ისე კი ამ თემას გადახედე ძალიან ბევრი რამ საინტერესოა ბევრი რამ კი არა მთლიანად საინტერესოა newsmile05.gif http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...mp;#entry275894


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Oct 23 2013, 11:42
პოსტი #37


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ალთაზარ

... ჰო და გამანათლე შე კაცო!! newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Oct 23 2013, 12:41
პოსტი #38


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(feroni @ 23rd October 2013 - 12:02) *
ის გაზეთი რომელიც მოსაქმებულზე დააფინე იქ დააგდე სადაც გინდა რომ გააკეთოს ეს საქმე, სუნს როგორც იგრძნობს ეცოდინება რომ მანდ შეიძლება. წკმუტუნის შემდეგ საბოლოოდ გააკეთებს თავის საქმეს, მაქსიმუმ 5 წუთი დაჭირდეს ამ ამბავს.


ეგრე ვაკეთებ ზუსტად, შედეგი- 0.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Oct 23 2013, 15:09
პოსტი #39


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



dima71
მაშინ ჭამის შემდეგ აუცილებლად გაიყვანე გარეთ და დაელოდე სანამ არ მოისაქმებს.
ჭამის რეჟიმი როგორი აქვს?
პირველად მესმის ასეთი რამ!
ციტატა(dima71 @ 23rd October 2013 - 13:41) *
ეგრე ვაკეთებ ზუსტად, შედეგი- 0.

ის ადგილი თუ დაამუშავე ქლორით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 23 2013, 16:03
პოსტი #40


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



dima71
შარდვის რა მოგახსენო,მაგრამ კუჭში ძაღლი ეგრევე არ გადის.
ჯერ იწყებს ადგილის შერჩევას ყნოსვას.მერე ადგილზე ტრიელებს,თითქოს ეზომებაო.ამას საკმაო დრო მიაქვს,თუ დააკვირდები,მოასწრებ გარეთ გაყვანას.რამოდენიმე გაყვანის შემდეგ თვითონ აღარ იზამს სახლში.
ქლორიანი წყლით მორეცხვა ყოველთვის ამართლებდა,შენ შემთხვევაში მიკვირს რატომ არ იმუშავა!?

ერთი შეკითხვა მაქვს,არ მიწყინო. ლეკვს დიდი ხნით ხომ არ ტოვებ ყურადღების მიღმა?





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 17:13