მონადირე ძაღლის გაზრდა/დაგეშვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
![]() ![]() |
მონადირე ძაღლის გაზრდა/დაგეშვა |
Oct 2 2013, 09:18
პოსტი
#6
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
კარგი ნაშრომია
|
|
|
|
Oct 4 2013, 22:21
პოსტი
#7
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გაკვეთილი მერვე
„მოტანა“ აპორტ ![]() screen shot windows ჩვენ ძაღლს ვგეშავთ ნანადირევის მოტანის მეთოდით. ამისათვის საკმარისი არგუმენტების მოყვანა შეიძლება. ნანადირევის მოტანა ტყეში ძალიან სასარგებლოა და ჭაობის პირობებში აუცილებელიცაა. წრთვნის პრინციპი ისევ ჯილდოზე იქნება დამყარებული რადგან ეს არის პირველ რიგში ძაღლის მოთვინიერების, მისი დამშვიდების და მოჩვევის საშუალება. ამასთან რაც უფრო მრავალფეროვანია ძაღლის წვრთნის პროცესი მით უფრო კარგად სწავლობს ის ამ დავალებების შესრულებას. სასურველი მიზნის მისაღწევათ აუცილებელია, რომ ძაღლს ნანადირევი ბრძანების შემდეგ მოჰქონდეს და რაც მთავარია მან რბილად უნდა მოკიდოს მას პირი, წინააღდეგ შემთხვევაში ნადირობისას მან შეიძლება ნანადირევი დაგლიჯოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ძაღლი ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ ყველანაირი რბილი საგნის ფრთხილად მოტანას. უნდა აღინიშნოს, რომ ნადირობისას ძაღლს ეკრძალება ნანადირევის მოტანა სანამ ძაღლი თავად არ მომწიფდება ამისთვის, უცხოელი ექსპერტები ორ წლამდეც არ აიძულებენ თავიანთ ძაღლებს მოტანას. რათქმაუნდა ყველა ძაღლს ინდივიდულური მიდგომა ჭირდება და როგორც წესი მწრვთვნელი ხვდება ამ მომენტის მოსვლას, ამის შემდეგ შეგვიძლია დავრთოთ ნება, რომ მოიტანოს ერთიდან ხუთ ცალამდე მოკლული ნანადირევი, ოღონდ დაიმახსოვრეთ ის უნდა იყოს უკვე მოკლული, არამცდაარამც ცოცხალი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოცხალი ნანადირევის მოტანა ძაღლს გარკვეულ წინააღდეგობებს უქმნის და ამან შეიძლება პრობლემები შექმნას ძაღლის მართვაში და მორჩილებაში. ამიტომ ბევრი მონადირე, რომელსაც არ უწევს ჭაობებში სიარული არ ასწავლის ძაღლს შორი მანძილიდან ნანადირევის მოტანას. აღსანიშნავია, რომ ამ გაკვეთილის ჩატარებისას ჩვენ მეტი გონიერება და ყურადღება გვმართებს. გაკვეთილი კი შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ ვართ ეზოში ან ოთახში, ასევე ძალიან კარგი ადგილია დერეფანი რომლის ბოლოშიც კედელია და ლეკვს სხვაგან წასასვლელი არ ექნება თუ არა დაბრუნდეს თქვენთან. მაშ ასე, ხელში გვაქვს პატარა რბილი საგანი, რომლის დანიშნულება ისაა, რომ ძაღლს უნდა გადავუგდოთ და ის მოგვიტანს. არსებობს მრავალი ვარიანტი ბალიშების, ზოგი მონდადირე მას თვითონ აკეთებს და საადირო ობიექტის ბუმბულით ტენის, ზოომაღაზიაშიც შეიძლება შერჩევა, მხოლოდ მიაქციეთ ყურადღება რომ სათამაშოში არ იყოს საწრიპინო აპარტი ან რაიმე მაგვარი, რადგან ძაღლი მიეჩვევა მის ღეჭვას და ამით „პირს გაიუხეშებს“. მას შემდეგ რაც ბალიში შერჩეულია მივიტანთ მას ძაღლთან, ცხვირთან გაუთამაშებთ, მეტი გაგულიანებისთვის შეგვიძლია მსუბუგად მოუთათუნოთ პირზე და ამის შემდეგ ვაგდებთ შორიახლოს, ვეუბნებით „მოიტანე“, თუ ის წავა და მოიტანს ეს ძალიან კარგია. იმისათვის რომ ძაღლი გაახელოთ მის კბილებში გაჩრილი მოტანილი საგანი უნდა შეარხიოთ. იმ დროს როცა ძაღლი ღრიჭას გახსნის გამოვაცალოთ საგანი და მის ნაცვლად პირში ჩავუდოთ რაიმე სასუსნავი. შემდეგ ისევ გავიმეოროთ ეს გაკვეთილი ორჯერ ან სამჯერ. არიან ძაღლები, რომლებიც პირველივე გაკვეთილისას, გონებაში აკავშირებენ მოტანილ საგანს და ნუგბარს. თუ ძაღლი ყურადღებას არ აქცევს მოსატან ნივთს, ჩვენ მის საყელურს უნდა მივამაგროთ ზონარი, ფრთხილად გავუღოთ პირი და ჩავუდოთ მას მოსატანი ნივთი და თან დავიჭიროთ ეს საგანი მარცხენა ხელით, რამოდენიმე წამის შემდეგ ვიღებთ ამ ნივთს და უხვად ვასაჩუქრებთ ლეკვს. მთელი ამ დროის განმავლობაში ეს საგანი გვიჭირავს ცერა და დანარჩენი თითების გამოყენებით, რომლებიც გამოწეული და მომუშტულია. ანუ ლეკვი თავის გონებაში უნდა მიხვდეს, რომ ამ საგნის მოცემის შემდეგ ის მიიღებს ნუგბარს. ამ მიზნით ზოგიერთი მწვრთნელი მოსატან საგნად ირჩევს პატარა ტომსიკას, სადაც მოთავსებულია ყველის ნაჭერი. იმ დროისათვის, როდესაც ლეკვი ხალისით დაუწყებს ამ საგანს დევნას და შეეცდება ის ხელიდან გამოგვტაცოს - ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ საგნის შორიახლოს გადაგდებას, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ მის ცხვირთან გააქანაოთ ეს საგანი სანამ გადააგდებთ. შეიძლება უცბად ვერ მიაღწიოთ შედეგს, მაგრამ არ დანებდეთ და არ თქვათ უარი წინსვლაზე. სანამ ლეკვი გადაგდებული საგნის მოტანას აღიქვამს საქმედ და არა გართობად - მანამდე არ უნდა ჩათვალოთ, რომ შედეგი მიღწეულია. როცა ამ გაკვეთილს კარგად აითვისებს უკვე უნდა მოსთხოვოთ მას, რომ გააღოს პირი მხოლოდ მაშინ, როდესაც უბრძანებთ „მომეცი“. მოგვიანებით ჩვენ მას უნდა ვასწავლოთ, რომ მოგვცეს პურის ნაჭერი, შემდგომში კი ხორციც, ეს უკვე ჩვენი ნებისყოფის და ვარჯიშზე დახარჯული დროის პირდაპირ პროპორციულია. ანუ ის უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ყოველთვის უნდა მოგვცეს საგანი, როცა ვუბრძანებთ, რაც არ უნდა გემრიელი იყოს ის, ანუ მან უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება იმის შეჭმა, რასაც გვაძლევს. და რომ ის ასრულებს დავალებას და არა თამაშობს. აპორტის ხელოვნება უფრო დიდ ყურადღებას მოითხოვს და შემდეგში ერთი სტატიის გაკეთება ამ თემაზეც შეიძლება პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Oct 4 2013, 22:25 |
|
|
|
Oct 5 2013, 12:26
პოსტი
#8
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 253 რეგისტრ.: 2-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: barcelona catalunya |
feroni მომეწონა, კარგი სტატია გამოვიდა. მაგრამ ლეკვის არჩევაზე ყიდვის დროს (რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება) ცოტა მეტი ინფო რომ დაგედოთ უკეთესი იქნებოდა. მე ახლა ამ პრობლემის გადაჭრა მიწევს და მინდა რომ სწორი არჩევანი გავაკეთო
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gelka72: Oct 5 2013, 12:28 |
|
|
|
Oct 5 2013, 18:22
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
gelka72
იქნებ კონკრეტულად მკითხოთ რა გაინტერესებთ და შევეცდები გიპასუხოთ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Oct 5 2013, 18:22 |
|
|
|
Oct 5 2013, 20:55
პოსტი
#10
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 253 რეგისტრ.: 2-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: barcelona catalunya |
ოკ, პირადში მოგწერ
ოკ, პირადში მოგწერ |
|
|
|
Oct 6 2013, 09:57
პოსტი
#11
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
კარგი მაგალითი როგორ არ უნდა დაკარგოს მწრთვნელმა მოთმინება და ბოლომდე შეასრულებინოს ძაღლს გაკვეთილი!
ესეც ლეკვი რომელსაც ძეხვის ნაჭერი მოაქვს პატრონისთვის, რადგან იცის, რომ არ შეიძლება იმის ჭამა რაც პატრონს უნდა მოუტანოს! |
|
|
|
Oct 6 2013, 12:20
პოსტი
#12
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ერთი კითხვა მაქვას ჩემ ლეკვს ძალიან კარგად მოქონდა ყველაფერი და არც ვტვირთავდი კვირაში რამოდენიმეჯერე ვარავრჯიშებდი მოტანაზე ბურტის რეზინის და სხვა რაგაცეებზე უსწავლელად მოქონდა ყველაფერი, მარა ეხლა 2, 3 კვირა იქნება აგარაფერი მოაქ რაც გინდა გადაუგდე, მარტო მაშინ აქცევს ყურადღებას ნივთს როცა მოძრაობს და რო ვეუბნები მომიტანე აგდებს და ჩემთან მორბის. არც ვეცხუბები არც არაფერი თუ არ მოაქვს ტავს ვანებებ . რა ვქნა მირიჩიEთ ტავისიტ გამოასწორებს თუ ჩემი ჩარევა სჭIრდეაბ ?
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ams: Oct 6 2013, 12:22 |
|
|
|
Oct 6 2013, 13:47
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
პირვლე რიგში გეტყვი, რომ შენი ჩარევა აუცილებელია, ვინ იცის მისით რა მავნე თვისებებს აიკიდებს, სანამ პატარაა ყველა ნაბიჯი უნდა აკონტროლო და მაქსიმალურად მიაჩვიო დისციპლინას! რისი ბრალია კონკრეტულად ვერ გეტყვი, ასაკი რო დაწერო კიდევ შეიძლება ვარაუდი, ალბათ მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ნასწავლი არ აქვს და ამას ინსტინქტურად აკეთებდა. სანამ პატარა იყო სითამამე აკლდა და შენთან მორბოდა, ეხლა მოემატა და შეიძლება ლიდერობასაც სცდილობს, ამიტომაც არ გაღიარებს ლიდერად. ეხლა უნდა გააგებინო ვინ არის სიტუაციის პატრონი, თორე თუ გაგექცა ეს მომენტი მერე უფრო მეტად გაგიჭირდება.
თუ არ მოგიტანს დევნას ნუ დაუწყებ და მითუმეტეს სადღაც დაგდებული არ აიღო და ხელმეორედ აღარ გადაუგდო, ნახოს რომ "ასე თამაში არ გინდა" მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დატოვო დაუსაჩუქრებლად თუ მოვა და ფეხებთან მაინც დაგიგდებს. რახან ლეკვია არაუშავს, ემართებათ ხოლმე ეგეთები, მაგრამ თუ გინდა გარანტირებული შედეგი გქონდეს, მოტანა საქმედ უნდა გადააქციო და არა თამაშად, ანუ ზევით მოყვანილი მეთედით შეგიძლია იხელმძღვანელო. მიაჩვიე იმას, რომ აუცილებლად დასაჩუქრდება თუ მოიტანს გადაგდებულ ნივთს და სანამ ლეკვია არც ერთი მოტანილი არ დატოვო საჩუქრის გარეშე, კარგად რომ გაუჯდება გონებაში მერე საჩუქრები და ქრთამები არ იქნება საჭირო. |
|
|
|
Oct 6 2013, 15:37
პოსტი
#14
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
სავარჯიშოები:
1.ფეხთან 2.დაწოლა 3. მოტანა პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Oct 6 2013, 15:39 |
|
|
|
Oct 6 2013, 18:16
პოსტი
#15
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
feroni
10დღეში 5 თვის ხდება ჯერ მაინც პატარაა მარა მაგრად მოვარჯულე მაგარი მორჩილია დაჯექი იცის უმაღლეს დონეზე ნებისმიერ დროს ხელს მაღლა რო აუწევ ეგრე ჯდება ტქმაც არაა საჭირო იმდენად აქვს გამჯდარი ძვალში და რბილში. საჭმელზეც მაგრად ვაკონტროლებ საჭმელტან დავსვა და სანმ ბრაძენას არ ვაძლევ არ ჭამს და ჭამის დროს ფუს რო ვეუბნები ეგრევე ტავს ანებებს და ბრაძენების გარეშე აღარ ეკარება . ასევე როცა ჯდება ჩემ გვერძე სანამ არ ვეტყვი წადი არ მიდის . მაგარი კმაყოფილი ვარ ეს ყველაფერი საჭმლით ვასწავლე როცა ბრაძანებას ასრულებდა ვაჯილდოვებდი და შედეგიც გამოიღო.. მარა მოტანაზე რო ატრაკებს ეგ არ მომწონს . შენ რჩევას გავიტვალისწინებ აუცილებლად გერე ვასწავლი მოტანას. ხო და კიდე დაწოლა ვერ ვასწავლე და ეგ როგორღა ვასწავლო ზუსტად ისე როგორც დაჯექი ვასწავლე? მაგ ასაკში მეტი რამის ცოდნა კიდე შეილება ძაღლისთვის? პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ams: Oct 6 2013, 18:19 |
|
|
|
Oct 6 2013, 20:21
პოსტი
#16
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Oct 6 2013, 20:51
პოსტი
#17
|
|
|
თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela |
ams
მაგ ვიდეო გაკვეთილზე უკეთესი არ შექმნილა ჯერ-ჯერობით ორივე ნაწილს უყურე და იმდენს ისწავლი 10 ძაღლს ეყოფა, ერთი რარაც გაითვალისწინე, გააჩნიე შენ რას გინდა რომ შენი ცუგა აკეთებდეს? აი მაგის მიხედვით დაგეშე ძაღლი-მცოდნეები დამეთანხმებიან ეს ყველაზე სწორი რჩევაა. |
|
|
|
Oct 6 2013, 21:06
პოსტი
#18
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ციტატა , გააჩნიე შენ რას გინდა რომ შენი ცუგა აკეთებდეს? აი მაგის მიხედვით დაგეშე ძაღლი-მცოდნეები დამეთანხმებიან ეს ყველაზე სწორი რჩევაა. საველეზე მინდა დიპლომი გააკეთოს გაიხარეტ ბიჭებო ნამდვილათ კარგი რჩევები მომეცით პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ams: Oct 6 2013, 21:07 |
|
|
|
Oct 7 2013, 16:28
პოსტი
#19
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გაკვეთილი მეცხრე
„ცურვა“ ![]() ზაფხულის მოსვლასთან ერთად სასურველი იქნება ძაღლს ვასწავლოთ ცურვა. ძაღლების ბანაობა შესანიშნავი მოსამზადებელი პერიოდია იმისათვის, რომ იგი მიაჩვიოთ ჭაობის პირობებში ნადირობას. ვიპოვოთ წყნარი და დაგუბებული ადგილი მდინარეში (ტბაც კარგი ვარიანტია) და დავიწყოთ მასში რაიმე საჭმლის გადაგდება, ჯერ ახლოს, ლეკვისთვის მუხლამდე წყალში, თანდათან უფრო და უფრო შორს. თან უნდა უბრძანოთ ლეკვს მოგიტანოთ ის. ბოლოს ძაღლი გადახტება მდინარეში რათა შეასრულოს დავალება. ამ გაკვეთილისათვის უნდა აირჩიოთ რაც შეიძლება თბილი წყალი და მზიანი დღე, რათა ჩვენი აღსაზრდელი სწრაფად გაშრეს. როგორც კი ლეკვი მიეჩვევა წყალს და აღარ ექნება შიში უნდა მიაჩვიოთ ის, რომ მოიტანოს წყლიდან პატარა ტომსიკა, რომელშიც ჩაყრილი იქნება კორპი. ეს ძალიან მარტივია და ამიტომ არ ღირს ამ გაკვეთილზე ყურადღების გამახვილება. ასევე არის მეორე ვარიანტი თავად შეხვიდეთ წყალში და ამით გააგულიანოთ ლეკვი, თუ ის უარს იტყვის შემოსვლაზე შეგიძლიათ ხელში აიყვანოთ ჯერ პატარა წყალში ჩასვათ, ის აუცილებლად ნაპირისკენ წამოვა, რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ, აუცილებლად გათამამდება რადგან თბილი წყალი მეტად სასიამოვნოა და თან თქვენც მის გვერდით იქნებით, ასეთ კომბინაციაზე ვერც ერთი ლეკვი იტყვის უარს. იმის შემდეგ რაც ცურვას მიეჩვევა უკვე შეგიძლიათ შორიახლოს გადაუგდოთ ტომსიკა. ჩემს ძაღლებს ყოველთვის ვეჯიბრები ცურვაში, გადავაგდებ ბალიშშს წყალში და ვინ პირველი მიასწრებს, ამ დუელიდან ყოველთვის ძაღლი უნდა გამოდიოდეს გამარჯვებული. ცურვა სასარგებლოა ყველა ლეკვისთვის და ის საოცრად ანვითრებს მათ ფიზიკურ ფორმას. შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად აბანაოთ ზაფხულის პერიოდში, მხოლოდ სათანადო ყურადღება მიაქციეთ ყურებს. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Oct 7 2013, 16:32 |
|
|
|
Oct 7 2013, 17:00
პოსტი
#20
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გაკვეთილი მეათე
"ჯაგიდან მოტანა" ![]() სეირნობების დროს აირჩიეთ ისეთი ადგილი, რომელზედაც რაიმე მჩხვლეტავი ბუჩქოვანი მცენარეები იქნება გაშენებული და სადაც ძაღლს გავლის ნაკლები სურვილი ექნება. მივცეთ მას ბალიში და საშუალება რომ კარგად დაყნოსოს. შემდგომ ვისროლოთ იმ ბუჩქებში. ვუბრძანოთ „მომიტანე“. თანდათანობით მოქმედების და ძაღლის ხშირად გაგულიანების, ასევე მისი გულუხვად დაჯილდოების შედეგად მივაღწევთ იმას, რომ ის შეძვრება იმ ბუჩქებში. არ ვაიძულოთ მას, რომ ჩქარა იმოქმედოს, ამან შეიძლება დავალების შესრულების ხალისი დაუკარგოს. |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th November 2025 - 15:44 |