ვეტერინარია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ვეტერინარია |
![]()
პოსტი
#1836
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მე ვფიქრობ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს თემა აქტუალურია. სტატია ვთარგმნე ჩვენი კლუბის მეგობრის ბატონი აკოფის ფორუმიდან. არის პროფესიონალი ვეტექიმის დაწერილი.
თუ თქვენს ძაღლს გველმა უკბინა თუკი თქვენ შეამჩნიეთ ძაღლის არაადეკვატური მოქმედება, ორიენტაციის დაკარგვა, მძიმე სუნთქვა, მოუსვენრობა ან კოჭლობა მაშინ უკვე დასაშვებია რომ მოქმედებს გველის შხამი. ასეთ სიტუაციაში მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ. ძაღლი დააფიქსირეთ და არ მისცეთ ბევრი მოძრაობის საშუალება, რადგანაც კუნთოვანი სისტემის გაძლიერებული მუშაობა და ტაქიკარდია ხელს უწყობს შხამის სწრაფ გავრცელებას ორგანიზმში. ამიტომაც გველის ნაკბენის დროს ძაღლი ხელზე გადაწვენილი მიიყვანეთ მანქანამდე. ტრანსპორტირების დროსაც ეცადეთ რომ ძაღლი მანქანაში დაფიქსირებული იყოს და გყავდეთ გვერდულად დაწვენილი, უკეთესია თუ მას პლედს ან თბილ გადასაფარებელს გადააფარებთ რადგან შხამის მოქმედების შედეგად შესაძლოა სხეულის ტემპერატურა დავარდეს. გველის ნაკბენის უცებ მოძებნა ბეწვის საფარველის გამო რთულია, მიუხედავად ამისა ცხოველი ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ, მოძენოთ ნაკბენი ადგილი. თუ ნაკბენიდან არ გასულა 10–15 წუთზე მეტი ეცადეთ ჭრილობიდან რაც შეიძლება ბევრი სისხლი გამოდენოთ შხამთან ერთად. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნაკბენ ადგილას შესაძლებელია დასერვა მაგრამ ეს არ არის უსაფრთხო და სტრესულ მდგომარეობაში თქვენ ადვილად შეიძლება დააზიანოთ ძაღლის კუნთი და ძარღვები. თუ ნახეთ ნაკბენი ადგილი დაამუშავეთ ის წყალბადის ზეჟანგით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჭრილობის დასამუშავებლად სპირტის შემცველი სითხე, რადგან ის ხელს უწყობს შხამის სწრაფ გავრცელებას, მითუმეტეს არ დაალევინოთ ძაღლს სპირტი ან არაყი. ნაკბენ ადგილას სახვევის მჭიდროს შემოკვრა ან ჟგუტის გადაჭერაც არ არის უსაფრთხო, რადგან სისხლის მიმოქცევის დარღვევამ არანაკლებ ფატალური შედეგი შეიძლება მოიტანოს. თუმცა მიზანშეწონილია ლიმფატიკური ტურნიკეტის დადება–სახვევი 2–4 სანტიმეტრი სიგანის, თავისუფლად გადახვეული ისე რომ კანსა და სახვევს შორის თითი თავისუფლად ეტეოდეს. ასეთი ტურნიკეტი აჩერებს ლიმფურ მიმოქცევას და სისხლდენას კანთან ახლოს მდებარე ძარღვებიდან. ასევე რეკომენდირებულია ნაკბენ ადგილას ყინულის დადება. სახლის პირობებში შესაძლებელია სუპრასტინისა და ტავეგილის ნემსისი გაკეთება. ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ შრატი თუ არ ვიცით რა დოზა შეიძლება შევუყვანოთ ძაღლს სჯობს მიმართოთ პროფესიონალს. საბოლოო ჯამში გეტყვით იმას რომ სჯობს ძაღლი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანოთ ვეტერინარულ კლინიკაში. |
|
|
![]()
პოსტი
#1837
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გაგრინსკი, კარგი და სასარგებლო სტატიაა, თუმცა მე მგონი ჯობია ჩვენც და ძაღლებიც მოვერიდოთ ასეთ ადგილებს.
|
|
|
![]()
პოსტი
#1838
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მე რომ ასპროცენტიანი მოვარიდებ ამაში დარწმუნებული ვარ, ამიტომაც არ ვნადირობ კახეთში, ჩემი მამულები კი იცი
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1839
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვიცი და სუუუუუ წიე. მარა რაღა სუუუ, ქე ნახა ნახევარმა დუნიამ
|
|
|
![]()
პოსტი
#1840
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
რატო ჩუ მი ტოჟე ლუდი
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1841
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
gagrinski
ძალიან დიდი მადლობა რომ შეწუხდი და გადაგვითარგმნე ეს სტატია, საინტერესოა, მაგრამ რაღაცეებში ვერ დავეთანხმები, ყოველ შემთხვევაში ადამიანებზე ეგრეა და ძაღლთან მიმართებაში თუ სხვანაირად ვიქცევით ბოდიშს ვიხდი. ანუ ვერ დავეთანხმები ამაში: ჭრილობიდან რაც შეიძლება ბევრი სისხლი გამოდენოთ შხამთან ერთად შხამი მარტო სისხლში არ არის, შხამი ხვდება კუნთოვან ქსოვილში და სისხლის გამოდევნა შედეგს ვერ მოგვცემს ნაკბენ ადგილას შესაძლებელია დასერვა კატეგორიულად აკრძალულია ამ ქმედების განხორციელება (თუ რატომ ამას სამედიცინო ენით ვერ დაგისაბუთებ, პროფესიონალმა ექიმმა ჩამოთვალა აკრძალვები და იმის სიტყვებს ვიმეორებ) ნაკბენ ადგილას სახვევის მჭიდროს შემოკვრა ან ჟგუტის გადაჭერაც არ არის უსაფრთხო უსაფრთხო კიარა საერთოდ აკრძალულია მასეთი რამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რაც მე მაღლა დავწერე არის ადამიანებზე, თუმცა ცოცხალი ორგანიზმია ძაღლიც და არამგონია განსხვავდებოდეს პირველადი დახმარების აღმოჩენა დანარჩენში ალბათ უფრო ვეთანხმები, განსაკუთრებით ამაში სახლის პირობებში შესაძლებელია სუპრასტინისა და ტავეგილის ნემსისი გაკეთება რადგან ქართველმა მეცნიერმა ქვეწარმავლების შესახებ განაცხადა, რომ ვციტირებ: საქართველოში არ არსებობს გველი რომლის შხამი ადამიანისათვის არის მომაკვდინებელი, ადამიანი იღუპება ალერგიით! იგივე ხდება ფუტკრის და სხვა შხამიანი მწერის ნაკბენის დროს თუ დაინტერესდებით ვეცდები მოვიძიო ეგ გადაცემა თუ იქნება ინტერნეტში და დავდო ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1842
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კუთხა
რავა არ დავვინტერესდებით. მოდის სეზონი და საფრთხე მატულობს. ასე, რომ არ გვაწყენს "ზედმეტი" ინფორმაცია ამის შესახებ. |
|
|
![]()
პოსტი
#1843
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
Fishman
ვეცდები მოვიძიო, საზოგადოებრივ არხზე იყო, ვაკაჭის რომ მიყავს, 2 ან 3 კვირის წინ, თუ იქნება სადმე ჩანაწერი დავდებ აუცილებლად ხო მართლა, ვეტერინარმაც იბაზრა მინდვრებში ახლა არის ბალახი რომელიც ძაღლს შეიძლება შეერჭოს ფეხში და შემდეგ ის ბალახი მოძრაობს ზემოთო და სასურველი იქნება თუ ნადირობის ან გასეირნების შემდეგ თუ შევატყეთ რომ ძაღლი ცუდად დგავს ფეხს კარგად დავუთვალიეროთ ფეხის გულები და თითებს შორისაც, რომ ეს ბალახი არ ჰქონდეს შერჭობილი და სანამ გართულდება მანამდე ამოვაცალოთო |
|
|
![]()
პოსტი
#1844
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#1845
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
ის ექიმი ვინც ეს სტატია დაწერა არის ვეტარინარულ მეცნიერებათა დოქტორი, ციტატები რომ გაქვს ამორებული იქ თუ კიდევ ერთხელ წაიკიტხავ დასერვაზეც და ჟგუტის შემოჭერაზეც არ ამობობს რომ გააკეთეთო პირიქით გაფრთხილებს და გიხსნის როგორ უნდა გააკეთო.
სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნაკბენ ადგილას შესაძლებელია დასერვა მაგრამ ეს არ არის უსაფრთხო და სტრესულ მდგომარეობაში თქვენ ადვილად შეიძლება დააზიანოთ ძაღლის კუნთი და ძარღვები. ნაკბენ ადგილას სახვევის მჭიდროს შემოკვრა ან ჟგუტის გადაჭერაც არ არის უსაფრთხო, რადგან სისხლის მიმოქცევის დარღვევამ არანაკლებ ფატალური შედეგი შეიძლება მოიტანოს. თუმცა მიზანშეწონილია ლიმფატიკური ტურნიკეტის დადება–სახვევი 2–4 სანტიმეტრი სიგანის, თავისუფლად გადახვეული ისე რომ კანსა და სახვევს შორის თითი თავისუფლად ეტეოდეს. ასეთი ტურნიკეტი აჩერებს ლიმფურ მიმოქცევას და სისხლდენას კანთან ახლოს მდებარე ძარღვებიდან. მე ვთარგმნე პროფესიონალის სტატია, დილეტანტებისას არც ვკითხულობ |
|
|
![]()
პოსტი
#1846
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან ამონარიდი გიურზას შხამზე. რომელმა მეცნიერმა თქვა არ კლავსო? შეიძლება მერე ვიტარდება ალერგია მაგრამ ხომ ფაქტია რომ შხამია მაპროვოცირებელი შხამი საშიშროების შემთხვევაში გიურზა სწრაფად შედის თავშესაფარში, ან იწყებს ხმამაღალ სისინს და უმალვე ეცემა მტერს. მისი სხეული არის ძლიერ კუნთოვანი და მკვრივი, ყბები აქვს ძალზედ მოძრავი და, ხელში აყვანის შემთხვევაშიც კი, მუდამ ცდილობს ადამიანს ხელზე უკბინოს, თუნდაც ამისათვის შხამიანი ეშვებით საკუთარი ქვედა ტუჩის გახ**ეტა მოუწიოს. კბენის დროს, ორგანიზმში შეყავს 50 მგ. შხამი, რომელიც თავისი სიძლიერით მხოლოდ კობრას შხამს შამოუვარდება. შხამის შემადგენლობა და მოქმედება გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვიტარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. ეს ინფორმაციაც გამოგადგებათ ცხოვრების წესი საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება: მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ. წლის განმავლობაში გიურზამ შესაძლოა გააკეთოს რამდენიმე მიგრაცია. ეს თვისება განსაკუთრებით ახასიათებთ მთის ფერდობებზე მცხოვრებ სახეობებს. ზამთრის სემდგომ, კლდეების ნაპრალებში შესაძლოა შევხვდეთ მათ ყრილობას. ზაფხულის სეზონში ისინი მთებიდან ქვემოთ ჩამოდიან და ვხვდებით მდინარეების ნაპირებზე. ზაფხულის ბოლოს ისინი ტავს იყრიან წყალსატევების ნაპირას, იკლავენ წყურვილს და ნადირობენ ფრინველებზე და წყალსატევის გარშემო მობინადრე ცხოველებზე. წლის ყველაზე ცხელ პერიოდში გიურზები უშუალოდ ჩადიან წყალსატევებში და სვამენ დიდი რაოდენობით წყალს. ზამთრის შემდგომ ჩნდებიან მარტ-აპრილში. ამ დროს ისინი თბებიან მზეზე, თუმცა ნადირობას უცბად არ იწყებენ. ადრე გაზაფხულზე დღის ცხოვრებით ცხოვრობენ, ღამე შედიან სოროებში. ტემპერატურის მომატებასთან ერთად გადადიან ღამის ცხოვრებაზე, შემოდგომაზე კი ისევ დღის ცხოვრებას უბრუნდებიან. ჩვეულებრივ 1 ჰა-ზე გვხვდება 4 გველი, ზოგჯერ 20-მდე. |
|
|
![]()
პოსტი
#1847
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#1848
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
არც მწყენია, ეს კაცი ძალიან კარგად ვიცი ვინც არის და ძირითადად გველებს იცავს იმიტომ რომ არ მოკლას ხალხმა, შხამი იწვევს პროვოცირებას და მერე რაც ხდება ორგანიზმში უკვე დავწერე. თან ძირიტადად ეს კაცი ადამიანზე საუბრობს და არა ძაღლზებზე ასე რომ შხამი არ კლავს არასწორია.
გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვიტარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. აი კიდევ ერთხელ ვაკეთებ ციტირებას რა ხდება შხამის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ |
|
|
![]()
პოსტი
#1849
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
gagrinski
კაი ბატონო, გავიგე რასაც ამბობ, და დავიჯერე, უბრალოდ მე სხვისი სიტყვები გავიმეორე, მე არ მომიგონია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1850
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
საქართველოში მხოლოდ გიურზას შხამი კლავს ადამიანს. ალერგიულიც რომ არ იყოს კაცი მაგ შხამზე. მაგრამ ბევრ რამეზეა დამოკიდებული სასიკვდილო აღმოჩნდება თუ არა გიურზას ნაკბენი, მაგალითად, ადამიანის ჯანმთელობის საერთო მდგომარეობა, ორგანიზმში შესული შხამის რაოდენობა და ბევრი სხვა...მოკლედ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაკითხოდ სამედიცინო დაწესებულებას და არ დაუჯეროდ მოსაზრებას რომ შხამი კი არ კლავს, ალერგია კლავსო თურმე, ეს სასაცილოა! და საშიში!!!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th August 2025 - 06:58 |