IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გაბი, ინგლისური სეტერი (ლავერაკი)
მაქსიმუსა
პოსტი Apr 9 2017, 23:33
პოსტი #76


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



გამარჯობათ მეგობრებო.

დავიწყებ იქიდან, რომ მყავდა ძუ დრათჰაარი, ჩემი პირველი მეძებარი იყო, ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტი უჩუქებია ჩემთვის, (ტყის ქათამზე ნადირობას ვგულისხმობ) ცხრა წლის იყო რო რაღაც ვირუსი მოერია , ვეღარ მიუსწარი და დაიღუპა. ძალიან დამწყვიტა გული აი ძალიან რასაც ქვია, იმ მომენტებს რო ვიხსენებ ხოლმე და რო ვაცნობიერებ რომ აღარ არის, ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ilcry.gif
ეს სეზონი თითქმის ჩამამთავრებინა ისე წავიდა.


მოკლეთ დავრჩი უძაღლოდ, რა უნდა მექნა, დავიწყე ძებნა ლეკვი უნდა ამეყვანა, მონადირე, ოთხფეხა მეგობრის გარეშე რა მონადირეა?!
სეტერის სტილი ყოველთვის მომწონდა, მარტო გრძელი ბეწვის გამო ვიკავებდი თავს, შევაფურთხე ეშმაკს newsmile05.gif და გადავწყვიტე მაინც არჩევანი ლავერაკზე გამეკეთებინა. (ვითომ ერთი პერიოდი გორდონიც განვიხილე)

ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვნახე ეს განცხადება http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13453
დაურეკე და ჩავედი სანახავათ,(ხაშურიდან) დამხვდნენ ეს მურთხები


ვათვალიერე, აქედან შევხედე იქიდან შევხედე და ეს ავარჩიე, თითქოს ყველაზე აქტიური ჩანდა და რაღაცნაირათ მომეწონა

გაიცანით ინგლისური სეტერი გაბი



დაბადების მოწმობა და საგვარეულო ნუსხა





მამაზე უფრო მეტს ამ ბმულიდან გაიგებთ ვინც არ იცის
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10863

ეს დედაა, მეტი სურათი არ მაქ, ორივე მშობელი სამ ფერშია



ერთი მომენტი არ მომეწონა ყველაზე მეტად, ძალიან მოუვლელი და დაჩაგრული ლეკვები იყვნენ.
სახლში რო მოვიყვანე 1.900 გრამი გამოვიდა რო ავწონე თვენახევრის ლეკვი.
დავამუშავე ჭიაზე (დამუშავებულები არიანო თითონ კი თქვა მარა მაინც)
ვაცადე ცოტა ხანი (სახლში მოყვანიდან 9 დღე) ადაპტაციისთვის და ავცერი ამერიკული ვაქცინით ვანგარდით. ორ კვირაში გაუმეორე იგივე ვაქცინა და ეხლა 23 -ში უწევს მესამე ვაქცინაცია, ამით მორჩება ყველაფერი და მერე გარეთ სეირნობაც შეიძლება თამამათ

დღეს (10.04.2017) ავწონე და 5.300 გრამია. თვე და სამი დღეა რაც ჩემთანაა, მემგონი არაუშავს იმას თუ გავითვალისწინებთ როგორი წამოვიყვანე.





ძაან ცელქი და მოუსვენარი ვიღაცაა, სულ ჩასაფრებული უნდა იყო აპარატით რო ცოტა ნორმალური სურათი გადაუღო newsmile05.gif
შევეცდები შიგადაშიგ ავტვირთო ხოლმე სურათები, ზრდასთან ესთად.

კიდე მაინტერესებს ამ ბუდიდან ჩვენიანს ხომ არ ყავს ვინმეს აყვანილი ლეკვი?
საინტერესოა როგორ გამოიყურებიან newsmile05.gif
მადლობა ყურადღებისთვის!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th October 2026 - 21:18