IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ
კუდიგორელი
პოსტი Feb 16 2010, 13:49
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ


1. სოკოების შეგროვება აქტიური დასვენების საუკეთესო საშუალებაა, ხშირად მას "მესამე ნადირობას" უწოდებენ

2. ახალბედა სოკოსმოყვარულებს სოკოზე "ნადირობისას" გვერდში აუცილებლად უნდა ჰყავდეთ გამოცდილი სოკოსმოყვარული

3. სოკოს შესაგროვებლად უნდა გამოვიყენოთ მოწნული კალათები, თან ვიქონიოთ მჭრელი დანა, სოკოები უნდა მოვჭრათ ძირში, გავასუფთავოთ ტყის ნარჩენებისაგან და მხოლოდ შემდეგ მოვათავსოთ კალათაში.

4. არ შეიძლება სოკოს შეგროვება ქუჩებთან და ტრასებთან ახლოს, სოკოში მძიმე მეტალების აკუმულირების გამო.

5. თავიდან აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ რამდენიმე სოკოს და შევაგროვოთ მხოლოდ ისინი. უცნობი სოკო კალათაში არ უნდა მოხვდეს!

6. უნდა ვერიდოთ გადაბერებული საჭმელი სოკოების შეგროვებას.

7. სოკო სასურველია მომზადდეს იმავე დღეს, ანდა შეიძლება 1-2 დღით მაცივარში შენახვა.

8. არ შეიძლება უცნობი ან შხამიანი სოკოების ფეხით გასრესა-განადგურება

9. ხალხში გავრცელებული შეხედულებები სოკოს შხამიანობის გამორკვევისა (ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის ხარშვისას გაშავება და ა.შ.) მცდარია!

10. 5 წლამდე ბავშებისათვის სოკოს ჭამა არ შეიძლება, 5-10 წლამდე კი ძალიან მცირე რაოდენობით.

11. სოკოები ძირითადად იზრდება, მაშინ როცა ამისათვის იქმნება გარკვეული პირობები; საკმაო ტენიანობა და უქარო ამინდი. ასეთი პერიოდია ხანგრძლივი წვიმებისა და თბილი ღრუბლიანობის დროს

12. სოკოები შეიძლება დაიყოს 4 ჯგუფად: ა) საჭმელი სოკოები - საკვებად გამოიყენება, როგორც მოხარშული, ასევე შემწვარი, ზოგიერთი მათგანი უმადაც იჭმება. ბ) პირობითად საჭმელი სოკოები - საჭმელად ვარგისია წინასწარი თერმული დამუშავების შემდეგ. გ) საჭმელად უვარგისი სოკოები - მათი საკვებად გამოყენება შეუძლებელია, ზოგი ძალიან უგემურია, ზოგი უხეში-კორპისებური და ა.შ. დ) შხამიანი სოკოები - საკვებად მათი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია! (შხამები არ იშლება თერმული დამუშავებით, გახმობით და ა.შ.)

13. კარგად მომზადებული სოკო ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იგი ხსნის მადას, იწვევს კუჭის წვენის ინტენსიურ გამოყოფას და აუმჯობესებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას.

14. სოკოსაგან დამზადებული კერძის მცირე რაოდენობით ჭამის დროსაც კი ადამიანს დანაყრების გრძნობა ეუფლება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის განტვირთვისთვის.

15. თუ ადამიანს დაავადებული აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, თირკმელები , სოკოს ჭამა რეკომენდირებული არ არის.





არჩილ ღიბრაძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2025 - 21:27