საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2018. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2018. |
May 29 2018, 10:19
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2018.
შეჯიბრი ჩატარების ადგილს გაცნობებთ პარასკევს. შეჯიბრი ჩატარდება 2.3 ივნისს. ზოგადი წესები: 1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია: 1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა 1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია; 2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად; 3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად. 4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც; 5. შეჯიბრის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან; 6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე. დრო და ადგილი დაიწერება შეჯიბრამდე 1დღით ადრე; 7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით; 8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები; 9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე; 10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე; 11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას. პს : მინდორი ძებნის პროცეშია და კონკრეტულ ადგილს ჯერ ვერ დავწერთ ! როგორც კი გაირკვევა მინდვრის დეტალები დაიწერება დაუყონებლივ ადგილიც და კენჭისყრის დეტალები !! მონაწილეებს შეუძლიათ ჩაეწერონ დღეიდან !! წინასწარ დიდი მადლობა! პატივისცემით „ოჩოპინტრე“-ს გამგეობა |
|
|
|
![]() |
Jun 1 2018, 06:33
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
დიახ გადაიდო.
|
|
|
|
ოთო. საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2018. May 29 2018, 10:19
hunter88 მივესალნები გადაწ... May 30 2018, 11:15
hunter88 გააქტიურდით დაგვე... May 30 2018, 11:22
gacho დიდი სიამოვნებით მ... May 30 2018, 16:09
ოთო. ჩაეწერეთ ნუ გერიდე... May 30 2018, 16:55
simona მსაჯები ვინ იქნები... May 30 2018, 18:14
simona რომან გოგოლაძე(კურ... May 30 2018, 18:23
ოთო. simona
ადიკაშვილი იქნ... May 30 2018, 19:15
ოთო. 1 hunter88 - ( ინგლისუ... May 30 2018, 19:24
simona 1. hunter88 - ( ინგლისური პო... May 30 2018, 20:02
ჯოლა 1. hunter88 - ( ინგლისური პო... May 30 2018, 20:07
ალექსანდრე კარგი სიახლეა,გილო... May 30 2018, 20:14
ოთო. ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 3... May 30 2018, 20:28
hunter88 1. hunter88 - ( ინგლისური პო... May 31 2018, 09:07
Fishman 1. hunter88 - ( ინგლისური პო... May 31 2018, 09:45
apxazi კენჭისყრა როდისაა ... May 31 2018, 10:41
ოთო. კენჭისყრა ჩატარდე... May 31 2018, 10:59
Fishman 1. hunter88 - ( ინგლისური პო... May 31 2018, 11:31
simona ახალი არაფერია? May 31 2018, 15:19
ოთო. ახალი არის ის რომ კ... May 31 2018, 19:51
simona გადაიდო ანუ???? May 31 2018, 22:21![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th October 2025 - 09:40 |