მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!
1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე” 2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს: 3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი; 4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი; 5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს; 6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა! 7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის; 8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე; 9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის; 10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება; 11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა; 12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი; 13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი; 14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული; 15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ; 16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო; 17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას; 18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში; 19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1); 20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით; 21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით; 1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით. 2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად: ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით; ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას; დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში; ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას; ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით; ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში. - ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით! კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით! განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში! სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!! |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 215 რეგისტრ.: 24-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საქართველო ![]() |
17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას; აი ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად უფრო კონკრეტულად თუ არის შესაძლებელი რადგან მე ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი ვარ შაბათ-კვირაობით დაკავებული ასევე კვირის შუა დღეებში მაქვს ხოლმე ლექციები და მაინტერესებს რამდენად შევათავსებ ორივე საქმეს ერთდროულად |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 179 რეგისტრ.: 23-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
გაიხარე, სიტყვის კაცი ხარ ბესო, ერთი შეკითხვა კი მაქვს ამ პუნქტთან:
5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს; მე ჯერ მხოლოდ ბონეჰილს ვიცნობ კლუბის წევრებიდან და მე-2 რეკომენდატორი როგორ ვიპოვო? (გამიწიე რეკომენდაცია - არ გიმტყუნებ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
და მაინტერესებს რამდენად შევათავსებ ორივე საქმეს ერთდროულად ყველა შეკრებაზე კი არა ალბათ ნახევარზე მეც ვერ დავდივარ ![]() ![]() მე ჯერ მხოლოდ ბონეჰილს ვიცნობ კლუბის წევრებიდან და მე-2 რეკომენდატორი როგორ ვიპოვო? (გამიწიე რეკომენდაცია - არ გიმტყუნებ რობიკო, თქვენ თევზაობთ ნადირობთ თუ ორივენიცა? ![]() ![]() თუ არ თევზაობთ - მაშინ იქნებ სტენდზე თეფშების სროლაში შემოგვიერთდეთ და ასე შემდეგ - გაცნობის მიზეზი ყოველთვის გამოინახება ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: !ბანდადებული! პოსტები: 489 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სიამოვნებით ჩავეწერებოდი იმ კაი ხალხის სიაში ვისაც ოჩოპინტრეს კლუბის წევრი ქვია. ამისათვის კი რაც საჭიროა მზად ვარ გავაკეთო
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მიგულეთ კლუბის პრეს-ატაშედ
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს თემა მე მგონი რეკომენდაციების და მაღარიჩების თემა არ არის, კაცმა გარკვევით დაწერა, რომ აქ უნდა დაპოსტონ მსურველებმა, ვისაც კლუბში მიღების სურვილი აქვს, შეავსებენ განაცხადს და დაელოდებიან კლუბის გადაწყვეტილებას, თორემ აქ ცოტა ხანში ისეთი ამბავი აიწევა დედა შვილს არ აიყვანს...
ოფები წაიშალა! |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 349 რეგისტრ.: 19-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე კითხვა მაქვს ძალიან მინდა გაწევრიანება და კითხვა მაქვს მე მექნება რაიმე იდეის გაჟღერების უფლება? რაც კლუბს სასიკეთოთ წაადგება?
გამიწიეთ რეკომენდაცია რა ძმურად |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 349 რეგისტრ.: 19-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რაც შეიძლება მალე მინდა კლუბის წევრობა რა ძმურად დამეხმარეთ
ჩემი სკაიპია gio.sporcmenia1 შემეხმიენეთ რა ძალიან გთხოვთ ვთხოვ ადმინისტრაციას და გამგეობას რა |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 112 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მეც დიდი სიამოვნებით გავწევრიანდები კლუბში.
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბიჭებო მოგმართავთ ყველას,ვისაც კლუბში გაწევრიანება გინდათ.და განსაკუთრებით sekreta -ს
მეგობარო მესმის რო რაც შეიძლება მალე გინდა კლუბში გაწევრიანება(როგორც ამბობ იდეის გაჟღერების უფლება გინდა).მაგრამ ეს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბია და გაგვიხარდება თუ ჩვენ კლუბში გაწევრიანდება ისეთი ადამიანი ვისაც ბუნებისკენ მიუწევს გული და ზრუნავს ბუნების გადარჩენაზე. დავიწყებ იმით რო იდეის გაჟღერებას კლუბის წევრობა არ სჭირდება. მეორეც კლუბში ხალხის სიმრავლე არ არის ჩვენი მიზანი.კლუბის წევრი რო გახდე ამისთვის საჭიროა იარო საერთო გასვლებზე.როგორც მინიმუმ ხო უნდა გავიცნოთ ერთმანეთი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
sekreta
აქ მონადირეთა კლუბია და ერთმანეთს რო არ ვიცნობდეთ და არ ვიცოდეთ ვინ ვინაა არ ვივლიდით ერთობლივ ნადირობებზე . როგორც გოგამ თქვა კლუბის მიზანი არაა ბევრი ხალხის მოგროვება,ასე რომ იარე გასვლებზე ან ლოთობებზე მაინც რო ხალხმა გაგიცნოს და მერე რეკომენდატორი სახვეწარი არ გექნება .და ესე გაუცნობლად 20-მა კაცმაც რომ მოგცეს რეკომენდაცია არ მიგიღებთ კლუბში. ასე რომ ყველას მივმართავ ვისაც კლუბში უნდა იარეთ გასვლებზე იაქტიურეთ და ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
geojorjika
შუკა თენგო რაც შეგეხებათ თქვენ ბატონებო! კლუბის წევრების უმეტესეობა გიცნობთ, რეკომენდატორებიც გყავთ. შესაბამისად ჩამოწერეთ განაცხადი, ამობეჭდეთ შეავსეთ და მოგვაწოდეთ. Forrest Gump robiko MIMINO (dila)adriano sekreta მატო gurika თქვენ ბატონებო, ცადეთ, რომ უახლოესი გასვლები არ გამოტოვით - იწყება თევზაობის და ლუდის სეზონი - ასე, რომ პირველ პოსტში ჩამოთვლილი პირობები ყველა უნდა შესრულდეს. როგორც აქამდე აღნიშნეს ოჩოპინტრელმა ლომებმა - ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე!!! წესით ბიჭებო ბესომ უნდა მომცეს რეკომენდაცია რა ჩვენს ფორუმელ სეკრეტას მე ვიცნობ PM-ებით. ადამიანი მოწადინებულია, რომ კლუბისთვის იღვაწოს, მაგრამ PM-ები არ არის კლუბის წევრობის პირობებში შესული - მეგობარო - თვალ-ყური ადევნე გასვლებს და შემოგვიერთდი, კლუბმა უნდა გაგიცნოს! - ამის შემდეგ მოხდება ყველა საჭირო პროცედურის გავლა და კლუბის თანხმობის შემთხვევაში - კლუბის წევრად მიღებაც! |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 16:11 |