დურაჯი, დურაჯის აღწერილობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დურაჯი, დურაჯის აღწერილობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() დურაჯი (Francolinus francolinus) Турач დურაჯი ულამაზესი გარეული ფრინველი, ჩვენი ფაუნის საკმაოდ გავრცელებული ობიექტი იყო წარსულში. მისი არეალი რასაკვირველია, ბოლო ხანებში შემცირდა და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისთვის მხოლოდ რამდენიმე ცალი იყო დარჩენილი მდინარე ივრის ჭალებში საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებში. დურაჯის ადგილსამყოფელი და საბუდარი ადგილებია ხშირი ეკალ-ბარდი, ძეძვიანი, მაყვლიანი, ბროწეულიანი, იალღუნით დაფარული და ჩალიანი ბუჩქნარები. ასეთი ადგილები განსაკუთრებით იზიდავს დურაჯს, თუ ის მდებარეობს მდინარისა ან არხის პირას. იგი არ ერიდება ადამიანს და ხშირად მის მეზობლად სახლდება. დურაჯის საკვებია: მცენარის კვირტები, ნორჩი ფოთლები, ბალახის თავთავი, ყოველნაირი გარეული ნაყოფი, მცენარეულობის თესლი, მწერები, ლოკოკინები და მცირე ხერხემლიანები. გაზაფხულზე დურაჯები წყვილდებიან. მამალი დურაჯი მონოგამია, მეტად ერთგულია თავისი მეუღლის და ოჯახისადმი. აპრილის შუა რიცხვებიდან დურაჯი იწყებს მიწაზე ბუდის გაკეთებას, რომელშიც აფენს ხმელ ბალახს და შიგ 7-9 კვერცხს დებს, ზოგჯერ კი კვერცხების რაოდენობა ორჯერ მეტია. კრუხად უმთავრესად დედალი დურაჯი ზის, მამალი კი ბუდეს დარაჯობს და კრუხს საკვებს აწვდის. წიწილების აღზრდის დროსაც მამალი დურაჯი, დედლის თანაბრად, არ სცილდება მათ. დურაჯზე ნადირობისათვის საჭიროა თოფი და მეძებარი ძაღლი. დურაჯი საბუდარი ადგილიდან უმთავრესად დილით და საღამოთი გამოდის, მხოლოდ იგი ისეთი ფრთხილი არ არის როგორც ხოხობი, და ხშირად ამ გაუფრთხილებლობის მსხვერპლი ხდება. დურაჯმა უხმაურო და ჩვეულებრივი აფრენა იცის. წამოფრინდება თუ არა შამბნარიდან, ან ბუჩქნარიდან მაშინვე ფრთების ჩქარი და წყვეტილი ფრთხიალით, ნელი სისწრაფით მიემართება პირდაპირ ან ოდნავ გვერდზე, და მცირე მანძილზე გავლისა და შესაფერისი დასამალავი ადგილის შემჩნევისას ჩაფრინდება ამ ადგილზე, რამდენიმე მეტრს გაირბენს და გაინაბება. მონადირეები სარგებლობენ ამ ფრინველის ასეთი გულუბრყვილო ქცევით და თუ პირველი აფრენისთანავე სროლას ვერ მოახერხებენ, ადვილად პოულობენ მას მეორე ადგილზედაც. ამჯამად დურაჯზე ნადირობა აკრძალულია. ტექსტი მოამზადა ზახარამ ინფორმაცია აღებულია წიგნიდან 'მონადირის ცნობარი' გამომცემლობა ;საბჭოთა საქართველო; თბილისი- 1969 . |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დურაჯი მართლაც ქართული ფაუნის საოცრებაა. 20 საუკუნის ბოლოსთვის თითქმის გადაშენებული იყო საქართველოში. 90 იანი წლების შემდეგ ოდნავ მოიმატა რაოდენობამ, ჩემი პირადი თხოვნა იქნება: ნუ ინადირებთ და სხვასაც დაუშალეთ, რომ ჩვენმა შვილებმა შორიდან მაინც დაინახონ
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
კარგი მოწოდებაა!! უერთდები! +1000
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
+10000 მეც უერთდები
|
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
დურაჯი (Francolinus francolinus)
რუსულად კი Турач |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ეს მშვენიერი და გემრიელი ხორცის მქონე ფრინველი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში
კახეთის თითქმის ყველა რაიონში ბუდობდა არადა.... |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
მართლა ულამაზესი ფრინველია!!
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ნეტა თუ შეიძლება მაგისი ხელოვნურად მოშენება??... აი მაგისი მოშენება და ბუნებაში გაშვება მართლა კარგი საქმე იქნებოდა... საქართველოში თითქმის აღარ ყოფილა დარჩენილი.
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ტარიბანაზე არის შემორჩენილი და ივრის ჭალებში, მაგრამ ნადირობენ მაინც.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 130 რეგისტრ.: 2-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
ასეთი ლამაზი ფრინველი ჩემს ცხოვრებასში არ მინახავს
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 278 რეგისტრ.: 7-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე მინახავს ველური დურაჯი ახლოდან. ოღონდ საქართველოში არა. ძალიან ლამაზი რამ არის.
![]() სამწუხაროა ჩვენში რომ აღარგვხვდება. |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
7-8 წლის წინ ვნახე ასურეთში დამბის ქვემოთ 2 ცალი 15- 20 წუთის ინტერვალით. მე და ირაკლი21 ვიყავით, სროლა არც გვიფიქრია! მაშინ ვნახე პირველად და საბოლოოდ.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 92 რეგისტრ.: 4-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დურაჯის,ხოსბის,ძირითადი მტრები ადგილობრივი მოსახლეობაა ანუ სანადირო სავარგულებთან ახლოს მცხოვრები მონადირეები.ლოგიკა ასეთია რაღა სხვამ მოკლას ბარემ მე მოვკლავ,ეხლა დაუყიდიან ტყეებს და კერძო მფლობელი რომ ფეხს აღარ შეადგმევინებს რაღას დახოცავენ მაინტერესებს..
|
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 278 რეგისტრ.: 1-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ერთი კვირის წინ გადავეყარე დურაჯის გუნდს, იქნებოდა 7-8 ცალი. არ მკითხოთ ოღონდ სად ნახეო..... კარგი სანახავი კი იყო ისე და სასიამოვნო.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 17:20 |