IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

= თურქული თოფი=
Bone
პოსტი May 20 2010, 07:42
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დღეისათვის ჩვენი მშვიდობიანი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს და რომელსაც თურქეთის სახელით ვიცნობთ, ერთ დროს უმძლავრეს იმპერიას წაროადგენდა. უმძლავრესს როგორც ევროპის მიმარეთებაში ასევე აზიაში. XIV - XIX საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია დაუმარცხებელ ძალას ფლობდა, არც შეიარაღებით და არც გაწაფული არმიით არ ჩამოუვარდებოდა მაშინდელ ევროპის ძლევამოსილ სამეფოებს.


თურქული იარაღი. ომის ისტორიის მუზეუმი. ქალაქი ვენა

ოსმალთ ელიტური ქვეითი ჯარი , ანუ იანიჩარები (რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ ბავშვობაში ტყვედ ჩავარდნილი ომებში დამარცხებული ქვეყნის მკვიდრები. მათ შორის ქართველები) თურქეთისთვის პრივილეგირებულ ჯარს წარმოადგენდა. ამ ლეგენდარული ქვეითი არმიის შეიარაღებაში შედიოდა თურქეთში წარმოებული, ევროპის მიღწევების, საიარაღო დარგში (იმ ეპოქისათვის ბოლო მიღწევებზე) დაყრდნობით დამზადაბული ცეცხლსასროლი იარაღი.


იანიჩარები

პირველად თურქულ იარაღს, ან როგორც მაშინ იწოდებოდა "ტრაპეზუნის თოფები" ვხდებით პეტრე I -ის მმართველობისას ისტორიულ ნარკვევებში. XVII - XVIII საუკუნეების გასაყარზე.
იმ შორ წარსულში დამზადებული, პატრუქიანი თუ კაჟიანი თურქული თოფები ცოტა რამით თუ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.




თურქული თოფები და დამბაჩები

მაშინდელი თურქული თოფის განმასხვავებელი ნიშანი ევროპული თოფებისაგან არ იყო. თუ არ ჩავთვლით იშვიათ ეგზემპლარებს ან შეძლებული ბატონების შეკვეთით დამზადებულ , უძვირფასესი ქვებითა თუ მეტალებით შემკულ ძვირფას საცალო ერთეულებზე.
ეს ძალიან მცირე მონახაზი, გავაგრძელოთ საუბარი სანადირო იარაღზე.
დღეისათვის თურქული თოფები (და ზოგადად იარაღიც) მზარდი პოპულარობით სარგებლობს , მაგრამ სკეპტიკური დამოკიდებულება თურქული იარაღისადმი საკმაოდ აქტუალურად რჩება. ნაწილობრივ გასაგებიცაა. 90-ან წლებში თურქეთის მიერ წარმოებულმა იაფფასიანმა ტანისამოსმა თუ მდარე ხარისხის იაფასიანმა თოფებმა, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.......
განსაკუთრებით მყარად დამკვიდრდა ქართველ მომხმარებელში, აზრი თურქული საქონლის უხარისხობის თაობაზე.
რასაკვირველია თურქი მწარმოებლებიც მიხვდნენ თავიანთი ნაწარმის უარყოფით მხარეებს და რადიკალურად შეცვალეს , საყოფაცხოვრებო, ტანისამოსის თუ იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა მათი მარკეტინგული ხედვა.
"თურქებმა" მიზანი დაისახეს დაემზადებინათ , სერიული მანქანური წარმოების თოფები , საშუალო ფასის მქონე თოფების ხარისხით.რამდენად გამოუვიდათ ეს უკვე მომხმარებლის გამოხმაურებებზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტი ერთია; დღევანდელი თურქული სანადირო თოფები, მზადდება საშუალო ან დაბალი ხარისხის მასალისაგან. სრულიად საპირისპიროა მათი აწყობა გამართვის საკითხი....
სერიული , რიგითი თურქული სანადირო თოფების შემადგენლობის 80 % მანქანური წარმოებისაა. მაგრამ გამოყენებადი ჩარხები, მაკოპირებელი თუ გრავირების დამტანი, დღეისათვის ევროპული, იარაღის წამოებაში არსებული ჩარხების იდენტურია. თურქულ თოფებში , პირველ რიგში სიმპატიას იწვევს ხის ნაწილები. უბრალოა მართალია მაგრამ კეთილშობილი კაკალია ბოლო ბოლო. არც გრავირებებია ურიგო, ცხოველები გარჩევადია, მგელი , ირემი ღორი ერთმანეთისგან ადვილად გაირჩევა. ზოგიერთი ფრინველიც კი დამახასიათებელი ნიშნითაა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თურქებს არაფერი მოუგონიათ ! უბრალოდ გადააკოპირეს იატლიის და ამერიკის იარაღთ მწარმოებელთა ქმნილებები.
თურქულ თოფებში ჭარბადაა ფხვნილოვანი ფოლადის დეტალები. ეს უკანასკნელი ასევე ფართოდ გამოიყენება იარაღის წარმოებაში. ფხვნილოვანი ფოლადი ძრითადად გვხდება ყალიბში ჩამოსახმელ დეტალებში. ფხვნილოვანი ფოლადი საკმაოდ ამცირებს იარაღის წარმოების მრავალ საფეხუროვან პროცესს, მაგრამ გააჩნია უარყოფითი მხარე, დაზიანების შემთხვევაში მისი მექანიკური შეკეთება (დეფორმირებულის გასწორება) და თბო შეკეთება (გატეხილის შედუღება) სავალალო შედეგებს იწვევს. ამის გარდა ხშირია თითბერის დეტალები, ან სხვა ადვილად ცვეთადი მასალის ნაწილები. რათქმაუნდა ასეთ დეტალებს მცირე ნაწილი უჭირავს ზოგადად თოფის კვანძებსა თუ სხვა შემედგენელ დეტალებში.
ამ და სხვა ნაკლოვანებების მიუხედავად, თურქეთში იარაღის წარმოება უსაფრთხოების ყველა ნორმით მიმდინარეობს.მთელი თურქეთის არმია და პლოციაც კი აჭურვილია თურქეთში წარმოებული იარაღით.



უფრო მეტიც, საიარაღო კომპანია Hatsan -ის მიერ წარმოებული ტყვიამფრქვევი, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჯარების , ყოველ 5-6 ტანკზე თუ სხვა ჯავშანმანქანაზეა დამონტაჟებული. NATO -ს უმკაცრეს სტანდარტებზე კი, ალბათ ყველასთვის ცნობილია მეტ ნაკლებად.
თურქულია სამოქალაქო იარაღის ბუმი, რათქმაუნდა ნახევრად ავტომატებით დაიწყო.
მათი და ზოგადად თურქული სანადირო თოფის პოპულარობა განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: თურქული თოფი ფუნქციურად საიმედოა, აქვს მისაღები, უმეტესად კი შესანიშნავი წონა (სანადირო თოფისთვის) და რაც მთავარია ადექვატური ფასი , მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაზარზე, სადაც ის ინმპორტირდება.
ნახევრად ავტომატების აშკარა წარმატება, ასევე აშკარა გარემოებაზეა დამოკიდებული. ესაა კოპირებულ თოფებში, იმ კვანძების არსებობა, რომელიც დროის მიერ გამოცდილი და და დახვეწილია, გამორჩეულია საუკეტესო მათ შორის.
ქართველი მომხმარებლის მიერ , თურქული ნახევრად ავტომატების და ორლულიანების მიმართ შეხედულება, ხშირ შემთხვევაში ზედაპირული, ზეპირი და ზედმეტად და გაბერიალია - მათი უხარისხობის თვალსასზრისით. სინამდვილეში კი, თურქულ თოფებში გამოყენებული მასალის ხარისხი, მათ აწყობა-გამართვის , მათ შორის ხის ნაწილების დამუშავების შეფასების შემდეგ, შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა; ეს თოფები 8 -10 ათას გასროლას უპრობლემოდ შეასრულებენ ! სანადიროდ კი , მეტი ალბათ არაფერში არაა საჭირო, თუ რათქმაუნდა სისტემატიურად არ ვინადირებთ ბოლივიაში ან არგენტინაში, აგრო კულტურების გამანადგურებელ , მტრედისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე.....
ქართველი მონადირისათვის, ისევე როგორც ყველა საბჭოთა თუ პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მონადირისთვის, ძირითად ნახევრად ავტომატურ გლუვ სანადირო თოფს წარმოადგენდა , ქალაქ ტულაში არსებული კლვევითი ბიუროში შემუშავებული "მც 21" -ი ან იშვიათად ბრაუნინგ აუტო 5





მაგრამ მაინც, მრავალმუხტიან თოფად საბჭოთა ეპოქაში მოიაზრებოდა მც....
ამ თოფს ბევრ მინუსებთან ერთად, ასევე გააჩნია პლიუსებიც, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობისათვის, ზომაზე მეტად ძიმეა. ამას ემატება, ტყვია წამლისადმი "წუნიანობა". წლების განმავლობაში, ამ თოფისადმი მადლიერების გარდა გამოიკვეთა მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეებიც და აი თითქოს ერთბაშად , თითქოს შეკვეთით , ამ ყველა მოთხოვნაზე გასცა პასუხი თურქულმა ნახევრად ავტომატებმა.
დღეისათვის თურქული წარმოების მრავალმუხტიანი თოფები სარგებლობენ აშკარა და მზარდი პოპულარობით. მათი მისაღები წონა (ხშირად დაბალიც კი) ყოვლად დამაკმაყოფილებელი ბალისტიკა, დიზაინი თუ ხისა და მეტალის დეტალების ერთმანეთთან მორგების მაღალი სიზუსტე,მათი კვალიფიციური დამუშავება, გამართული დიზაინი და პრაქტიკულად ყველასთვის მისაღები ფასი
ამ თოფებს სამართლიანად აყენებს იაფფასიანი სერიული თოფების მწვერვალზე.
იმ ქვეყნის მონადირეებში სადაც საიარაღო წარმოების გიგანტებია, ისეთები როგორიც "იჟი" და "ტოზია" თურქული თოფი ღირსეულ ადგილს ფლობს. ფაქტიურად დაუმარცხებელ კონკურენტს წარმოედგენს , ჩრდილოეთ ზე სახელმწიფოში. ეს მაგალითი ძალიან საყურადღებოა........
ჩვენთან ძალიან პოპულარულია სტოგერის, ატას, არმსანის და სხვა ფირმის მრავალმუხტიანი თოფები.


სტოგერ 2000

სტოგერის ფირმის ნაწარმი ძალიან პოპულარულია იაფფასიან სანადირო თოფებში. ქარხანა StoegerSilah SanayiA.S. მდებარეობს თურქეთში , მაგრამ 100% მიეკუთვნება იტალიურ ცნობილ საიარაღო გიგანტს Beretta. სტოეგერი წარმოადგენს ბერატას კონცერნს. ბერეტას საკმაოდ მივიწყებული ერთ ერთი მოდელის პირდაპირი სალია, უბრალოდ დამზადებული თურქეთში.

მორიგი პოპულარული ნახევრად ავტომატები არის კომპანიის ATA ARMS-ის ნაწარმები. მოგეხსენებათ , რომ ნებისმიერი კომპანია არ მიმართავს ინერციული თოფების დამზადებას, ვინაიდან ინერციულ თოფები ძალიან მომთხოვნები არიან ავტომატიკის მექანიზმის დამზადების დროს, ცალკეული ნაწილების , მაღალი სიზუსტიტ დამუშავებისადმი.


ატა ნეო 12

მოგეხსენებათ ყველა თოფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა თუ სხვა ევროპულ სტანდარტებს (CIP) ასევე ამერიკულ სტანდარტებს (SААМI)
თურქული თოფები , სხვა ქვეყნის ქარხანებში წარმოებული თოფებისაგან (არ დავასახელებ ამ ქარხნის ნაწარმს შესაძლო ანტირეკლამის გამო) განსხვავებით, როდესაც სავაზნე 76 მმ-ია , რეალურად აკმაყოფილებს მაგნუმის მოთხოვნებს.ხშირ შემთხვევაში , ევროპულ ამერიკული სტანდარტით თურქული თოფები გამოიცდება 1370 ბარზე.
ინერციული თოფების საიმედო მუშაობა , მწარმოებლების განცხადებით 28 გრამიდან 52 გრამამდეა (საუბარია ინერციის უტყუარ მუშაობაზე) მიუხედავად ამისა, მე პირადად არა ერთჯერადად მისვრია 24 გრამიანი ვაზნები, თოფის უპრობლემო გადატენვის ფონზე.
სალულე ფოლადი , თურქული თოფების 95 % შემთხვევაში,გამოიყენება გერმანული სალულე ფოლადი (!) 42CrMo4 (4140)


მომავალი ლულები. ნამზადი.

ნახევრად ავტომატებში მექანიზმის კოლოფი იჩარხება განსაკუთრებული ალუმინის შენადნობისგან 7012T6 რომელიც ფართოდ გამოიყენება ავია მშენებლობაში.
ხის ნაწილები საქვეყნოდ ცნობილი თურქული კაკლისგან მზადდება. მათში ტენიანობა 10 %-ზე მეტი არაა. თურქეთი დღეისათვის კაკლის ხის , საკონდახ მერქნის, მომწოდებელიი 80 %-ს შაედგენს მსოფლიოში.ბევრი საიარაღო ფირმა, მათ შორის ელიტური და ცნობილი ბრენებიც, თავისი ნაწარმის გარეკლამებისას მიუთითებენ , რომ გამოყენებულია "თურქული კაკალი"


თურქული საკონდახე კაკლით მოვაჭრე მაღაზია.

სასხლეტის დამცავი ფარი და ზოგიერთი დეტალი მილისებრ სავაზნეში მზადდება ზე მყარი და ცვეთისადმი გამძლე პლასტიკისაგან. რომელიც არც ისე იაშვიათად გვხდება საბრძოლო იარაღის შემადგენლობაში და ამ ბოლო დროს საერთოდ ასეთი იარაღების კორპუსად.
საფანტის მოხვედრის ძალა დამაკმაყოფილებელია, ყოველ შემთხვევაშო , არავითარი პრეტენზია ჯერ არავისგან გამიგია, ამის თაობაზე. საფანტის დაჯგუფებას რაც შეეხება, თურქული თოფები ზოგიერთ(ზოგიერთი) იტალიურ თუ ბელგიურ თანამედროვე თოფებს ჯობს კიდევაც...
მათი ლულების შიგნითა გამოხვეწა , ხდება თანამედროვე დაზგა დანადგარებზე.



ლულის ნომინალური დიამეტრი 18,3-18,4 მმ-ია.

რაც შეეხება შეწყვილებულ ლულებიან თოფებს:
აქაც, თურქი მეიარაღე კონსტრუქტორები დამზადების უკვე არჩეულ გეზზს არ ღალატობენ. თურქულ იაფასსიანი ორლულიანი თოფები , შეგვიძლია ვთქვათ, მეტალისა და ხის ნაწილების ჰარმონიაა.







ორლულიანი თოფები გამოდის როგორც ექსტრაქტორით, ისე ეჟექტორებითაც, ლულების ყოველთვის ქრომირებულია. ლულების განლაგება ვერტიკალური ან ჰორიზონტალურია. თურქული თოფები შეიძლება შეგვხდეს ჩახმახიანებიც, სავაზნეები იბურღება 70 ან 76 მმ ვაზნებზე. კონდახი როგორც პისტოლეტური ისე ნახევრად პისტოლეტური თუ სწორი - ინგლისური შეიძლება იყოს. მწარმოებლისგან, სულ 9 (!) ვარიანტის კონდახი. ჩასახრახნი ჩოკები 5 სანტიმეტრზე მეტი სიგრძისაა ყოველთვის. თოფების კალაპოტი ფერადი წრთობის დექნიკითაა დამუშავებული, ლულების გაშავების ტექნიკით ან სპეციალური მეტალის ლაქ საღებავით, რომელიც დაიტანება მაღალ ტემპერატურაზე. თურქული თოფები არც ორნამენტებითაა ღარიბი, მათ შორის ჭარბობს მანქანური შესრულება, მაგრამ ხშირია ხელითი შრომის მაღალი პროცენტულობა. ასევე კალაპოტის ფერადი გაფორმება , თოფის სისადავის ფარგლებში. ზოგიერთი მწარმოებლისგან ვხდებით სპორტულ თოფებსაც ! ბოლო დრსო ყურადღესბა გამახვილდა გარეჩახმახიან თოფებზე. ორლულიანი ვერტიკალურ ან ჰორიზონტალური თოფები აღჭურვილია მობილ ჩოკებით, თოფები აღჭურვილია რეზინის ამორტიზატორებით კონდახზე. ყურადღების ღირსია ჰორიზონტალური ლულებიანი თოფების ჩამკეტი მექანიზმები, უმეტესად ასეთი თოფები აღჭურვილია სამმაგი ჩაკეტვით, როგორც ზოგიერთი ევროპული ფირმის შტუცერი ან პოპულარულიб გლუვლულიანი თოფები. საყურადღებოა ორლულიან თოფებში თოფის ბალანსი და საერთო ერგონომიკა. თოფის შეკვეთის შემთხვევაში , პრაქტიკულად ნებისმიერი მოთხოვნა თუ შემკვეთის ახირებას აკმაყოფილებს ესა თუ ის ფირმა. ასევე ნებისმიერი შეკვეთა მზადდება ცაცია მონადირისათვის, ხის ნაწილებიდან მეტალის ნაწილებამდე ყველა დეტალი საჭირო გეომეტრიით.

არ შეიძლება იმის თქმა რომ თურქულ თოფებში არ გვხდება დაბრაკული ეგზემპლიარები, მაგრამ თურქული სანადირო თოფები სტაბილურად ნორმალური ნაწარმითაა წარმოდგენილი. მარტო ის რად ღირს, თოფის ლულებს რომ შავი ხრომით ამუშავებენ, ძირითად ნაწილს...
რათქმაუნდა იაფიან თოფებზე, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე უპრობლემოდ გვექნება და გვემსახურება, ინტენსიური ნადირობის ფონზე, მაგრამ თოფები კეთილსინდისიერადაა აწყობილი და საკმაოდ მუშა თოფების რეპუტაცია უკვე მოიპოვეს. უმეტესი ფირმა თავის ნაწარმს 1 წლიან გარანტიას აყოლებს, იშვითი თოფები კი 3 წლიანი გარანტიითაა. გარანტიითაა ყველა დეტალზე. თურქეთში ნამდვლილად ცვლიან დეტალებს, თუ დაზიანება სერიოზულია მაშინ მთლიანად ცვლიან თოფს.



ამ ყოველი მაგალითის და რეალობის ობიექტური შეფასების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ : თურქულმა სანადირო იარაღმა სწორი მიმართულებით აიღო გეზი, მეოცე საუკუნის მიწურულს დაშვებული შეცდომების შემდეგ. სრულიად არ იქნება გასაკვირი თუ ერთი ან ორი ათეული წლის შემდეგ თურქული გლუვლულინი თოფები, მათი საბაზრო და მწარმოებლის ღირებულებით გაუტოლდეს, ევროპული პოპულარულ ფირმათა ნაწარმის საბაზრო ღირებულებებს. როდესაც ჩვენ ამ წერილს ვკითხულობთ, პარალელურად, ამავე დროში, თურქი ოსტატების კვალიფიკაცია მაღლდება, თურქული სანადირო იარაღის , ღირსება მოთხოვნა და ღირებულება იზრდება !
იმედი დავიტოვოთ , რომ თურქები მორიგ შეცდომას არ დაუშვებენ, არასოდეს მიბაძავენ სხვა ქვეყნების ნეგატიურ მაგალითს. ამისათვის თურქეთს ყველა საჭირო რესურსი გააჩნია.სავარაუდოა, რომ თურქეთის საიარაღო ფირმები შეინარჩუნებენ გეზსს - წინ და ზემოთ.

ბონე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Bonehill   = თურქული თოფი=   May 20 2010, 07:42
- - gogita.m   ზე ნაშრომია. ვამაყ...   Oct 15 2012, 17:11
- - ლეკი   Bonehill ვამაყობ შენით ...   Oct 15 2012, 17:29
- - nik@a   Bonehill გაიხარე ბონე, მ...   Oct 15 2012, 18:40
- - giga_megu   Bonehill გენიოსი ხარ ბონ...   Oct 15 2012, 19:01
- - GELGURU   ბრავო კარგი სტატია...   Oct 15 2012, 19:23
- - ნუკრიMax   Bonehill კარქი ხარ ბაბუ,...   Oct 15 2012, 19:49
- - LeoTaso   ციტატა(niko @ 12th October 2012 ...   Oct 15 2012, 21:13
- - iosebovich   Bonehill აკაკისა არ იყო...   Oct 15 2012, 21:24
- - ალთაზარ   მალადეც ბაბუ მალად...   Oct 15 2012, 21:29
- - Davitus   კარგია ბაბუ კარგი...   Oct 15 2012, 23:51
- - შოთა.03   გენიალური ნაშრომი...   Oct 16 2012, 08:22
- - Bonehill   მადლობთ შეფასების...   Oct 16 2012, 08:58
- - hunter777   კარგი ნაშრომია ბაბ...   Oct 16 2012, 13:07
- - ლეონ-ბლექი   ყოჩაღ ბაბუ. კარგად ...   Oct 16 2012, 13:23
- - Bonehill   hunter777 მადლობთ ბატონ...   Oct 16 2012, 13:43
- - levani100   Bonehill ეხ რატომ არა ვა...   Oct 16 2012, 13:56
- - შალვა   ბაბუ! ლომი ხარ! კ...   Oct 16 2012, 16:07
- - ჭალიმგელა   Bonehill დიდებულია ბონე...   Oct 16 2012, 16:25
- - Bonehill   levani100 ვაახ მაგარი სი...   Oct 16 2012, 16:37
- - kajuberi   Bonehill საღოლ ბონე კაც...   Oct 16 2012, 16:51
- - ჯეკო   Bonehill გაღიარებ რააა ...   Oct 16 2012, 17:13
- - ზახარა   Bonehill მაგარია ნაშრომ...   Oct 16 2012, 18:20
- - კალვერა   რას გვანან ბიჯო   Oct 17 2012, 07:41
- - Bonehill   ზახარა კალვერა ხ...   Oct 17 2012, 09:07
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(irakli kvachadze @ 17th Oc...   Oct 17 2012, 13:21
- - ჭაღარა   მოკლედ, მგონი სწორ ...   Feb 5 2013, 12:26
- - Bonehill   აბა თურქული თოფები...   Mar 17 2013, 20:18
- - ნუკრიMax   Bonehill ისწავლეს ამ ტუ...   Mar 17 2013, 20:27
- - HUNTER FREDY   ჰუგლუ 104A ავითვისე ო...   Mar 17 2013, 20:49
- - ნუკრიMax   ციტატა(irakli fofxadze @ 17th Mar...   Mar 17 2013, 20:52
- - game 91   104-ზე კაის მეტის არა...   Mar 17 2013, 23:06
- - HUNTER FREDY   ჩემსას ლაქი საერთო...   Mar 17 2013, 23:14
- - Bonehill   ციტატა(irakli fofxadze @ 17th Mar...   Mar 17 2013, 23:25
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Bonehill @ Mar 18 2013, 00...   Mar 17 2013, 23:26
- - Bonehill   მეც ვერ გავიგე ციტ...   Mar 18 2013, 00:18
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Bonehill @ Mar 18 2013, 01...   Mar 18 2013, 00:37
- - Bone   ჰუგლუ 103 12 ყალიბი. 1 ს...   May 8 2013, 09:17
|- - game 91   ციტატა(Bone @ May 8 2013, 10...   May 8 2013, 22:15
- - alika77   რანაირად თვლით რამ...   May 8 2013, 23:54
|- - Shooter   ციტატა(alika77 @ May 9 2013, 00...   May 9 2013, 02:16
|- - ჭალიმგელა   ციტატა(alika77 @ May 9 2013, 00...   May 9 2013, 17:44
- - game 91   პირადად მე ჰუგლუ ი...   May 9 2013, 14:02
- - Bone   game 91 მართალი ხარ. და...   May 9 2013, 14:26
- - game 91   ვაზნების დათვლას რ...   May 9 2013, 23:29
- - artemi63   მეც მგონია რომ 10 ათ...   May 11 2013, 12:31
- - nik@a   ყვველასთვის კარგა...   May 11 2013, 12:47
- - Global Arms   გირსანიც (Girsan) მაგარ...   Jul 23 2013, 21:45
- - megreli   აზრი რა იყო ამ სროლ...   Jul 23 2013, 22:41
- - romeo 1   ATAARMS-მა ახალი ფაბრიკ...   Jul 24 2013, 10:11
- - game 91   ატა ძლიერდება ნელ-...   Jul 24 2013, 20:00
|- - alika77   ციტატა(game 91 @ Jul 24 2013, 21...   Jul 26 2013, 17:46
|- - artemi63   ციტატა(alika77 @ Jul 26 2013, 18...   Jul 26 2013, 18:10
|- - HUNTER FREDY   ციტატა(artemi63 @ Jul 26 2013, 19...   Jul 26 2013, 19:10
- - Bone   ესაა რეალობა აგერ......   Jul 24 2013, 20:01
- - Bone   ესაა რეალობა აგერ......   Jul 24 2013, 20:01
- - woodman   ესეც ჩემი ახალი ჰუ...   Jul 26 2013, 15:02
- - ჭაღარა   woodman საღოლ ჰევი, ჯიგ...   Jul 26 2013, 15:07
- - Fishman   ვუდმენის ჰუგლუ...   Jul 26 2013, 18:03
- - alika77   Fishman ვიზუალურად კარ...   Jul 26 2013, 18:51
- - Fishman   alika77 თუ არ ვცდები, და...   Jul 26 2013, 19:39
- - romeo 1   ესეც დაპირებული ATA-...   Aug 2 2013, 12:33
- - game 91   მივესალმები ყველა...   Aug 2 2013, 20:17
- - alika77   ციტატა(gamezardashvili @ 2nd Augu...   Aug 2 2013, 21:21
- - game 91   მაგ ხრივ კისერიც უ...   Aug 2 2013, 21:56
|- - alika77   ციტატა(game 91 @ Aug 2 2013, 22...   Aug 7 2013, 15:55
- - romeo 1   ეხ, აქ საიდან უნდა გ...   Aug 3 2013, 09:10
- - sorento   თურქულებიდან რომე...   Sep 29 2013, 21:20
- - misha59   sorento ჩემი აზრით ჰუგლ...   Sep 30 2013, 13:21
- - sorento   თურქული თოფებიდან ...   Sep 30 2013, 13:24
- - ჭალიმგელა   იალდიზია საუკეთეს...   Sep 30 2013, 14:47
- - assassin29   images ????   Sep 30 2013, 15:29
- - artemi63   sorento თურქულებიდან რ...   Sep 30 2013, 17:39
- - iglait   assassin29 ეს რა თოფია 600 ლ...   Oct 1 2013, 09:51
- - sorento   ხოვერმეტყვით ჰუგლ...   Oct 1 2013, 13:19
- - misha59   sorento სტოეგერის ვერტ...   Oct 1 2013, 13:29
|- - sorento   ციტატა(misha59 @ Oct 1 2013, 14...   Oct 1 2013, 14:06
|- - misha59   ციტატა(sorento @ Oct 1 2013, 15...   Oct 1 2013, 22:14
- - ჭალიმგელა   artemi63 ეგ დამავიწყდა ...   Oct 1 2013, 14:21
- - assassin29   ციტატა(mishel1959 @ 1st October 2...   Oct 1 2013, 14:43
- - game 91   კიდევ შემოიტანეს ჩ...   Oct 1 2013, 15:40
- - iglait   ციტატა(lashaashal @ 1st October 2...   Oct 2 2013, 17:33
- - camaro   რომელიღაც რუსულ ფო...   Oct 8 2013, 23:26
- - izh-58   [b]მეგობრებო თქვენი ...   Nov 9 2013, 00:53
- - საბო   izh-58 კეთილი იყოს მეგ...   Nov 9 2013, 08:09
- - izh-58   ჩაგეთვალა ბრატ იც...   Nov 10 2013, 22:16


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2025 - 23:07