ჩაქირა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ჩაქირა |
![]()
პოსტი
#126
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
wrangler შენ მე როგორ ვიქცევი ნუ მასწავლი და დანარჩენს კიდე რაც გინდა ის გიქნია უბრალოდ მინდოდა გაგეგო ჩემი აზრიც და დანარჩენი შენ იცი ვსო მოვკალი თემა.
|
|
|
![]()
პოსტი
#127
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 44 რეგისტრ.: 26-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Davitus
კიბატონი, ნამდვილად არ მინდა ეს თემა გაოფდეს და ცარიელი ფლუდი იყოს......... მე მაგ ამბავზე კომენტარს აღარ გავაკეთებ........ თუ ვიმეს რამე არ მოწონს შეულია დამიკავშირდეს 577 75 95 09 გიორგი ხუციშვილი........... |
|
|
![]()
პოსტი
#128
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
სხვათაშორის, 1986 წლიდან მოყოლებული, მონკავშირის სანადირო ძაღლების გამოფენები არ გამომიტოვებია. თანაც მაშინ თბილისის გამოფენა ცალკე ტარდებოდა და რესპუბლიკური - ცალკე, ერთმანეთისგან ორი კვირის ინტერვალით.
ნამდვილი ჩაქირებიც მახსოვს, ხნიერი კაცი ჩამოდიოდა ძაღლებით, ლეკვებით. ეს კაცი იყო ავთანდილ თოიძე, დღევანდელი თოიძის მამა თუ ბაბუა, არ ვიცი. მისი ძაღლები ისეთები იყვნენ, ჟორდანიას წიგნში როა ფოტოზე - საშუალოზე დაბლები, კარგად განვითარებულთივთიკიანი ბეწვით, მოკლე, სწორად დაშვებული კუდით და აუცილებლად თეთრი "საყელოთი", მკერდით, ფეხებითა კუდის ბოლოთი. ჩემს მიერ ნანახი ეგზემპლიარები იყვნენ ერთი ტიპისანი(!) და სხვებისგან განსხვავდებული, ორიგინალური გარეგნობისანი. და თუ ვინმე მათ ჯიშიანობაში "ეჭვს შეიტანს", ჯერ საკუთარ თავს დაეკითხოს, თუ რამდენადაა კინოლოგიურად განსწავლული, და მერე, თუ უნახია ცოცხალი ჩაქირა. მაშინ არავინ დაინტერესდა ამ ჯიშით, არადა "მონკავშირიცა" და სახელმწიფოც ვალდებული იყვნენ, ყველანაირად დადგომოდნენ გვერდში ამ ჯიშს, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა... და ვინც დღეს გვიკიჟინებთ, ჩაქირას გადაშენების "კანონზომიერებასა" და "უსარგებლობაზე", იქნებ დაუფიქრდეთ იმას, რომ ქართული ენდემური ჯიში დავკარგეთ და ეს ტრაგედიაა, რადგან ეროვნულ სიმდიდრის შემადგენელი ნაწილი იყო! მაშინ, რამდენიმე wrangler-ისნაირად დაინტერესებული კაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება დღესაც გვქონოდა ამ ნამდვილად უნიკალური ჯიშის ხილვის ბედნიერება. |
|
|
![]()
პოსტი
#129
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#130
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
საერთოდ რა საჭიროა ამ ჯიშის აღორძინება? დეკორაცისთვის ? თუ ენდემურობის გამო?
კარგი რომ ყოფილიყო არ დაგაშენდებოდა! (რუსებს ვერ დავაბრალებთ, რაც ფასეული იყო შემორჩა დღემდე და 1000 რეპრესიას გაუძლო) ეხლანდელი კავკასიური ნაგაზი -სუფთა ქართული ნაგაზია, (გროშებში ნაყიდი ან ჩექმებში გაცვლილი , რუსების მიერ გაყვანილი 18 საუკუნეში) მაგრამ არ დაგაშენებულა ! იმიტომ რომ ფასეულია! ჩაქირა - კარგი რომ ყოფილიყო რუსულ და ანგლო-რუსულმ მდევრებს არ აირჩევდნენ ძველი მონადირენი! (მაგას გაამრავლებდნენ და არ გადააშენებდნენ) ანუ აჯობეს ამ უკანასკნელებმა.. თუ პატრიოტული მოტივიზაციაა ეგ სხვა საქმეა.. (კიდე გასაგებია) მაგრამ მაგას ჩემის აზრით (როგორც მინადირის) ჯობია კარგი სისხლების მდევრების შემოყვანა ... ვიდრე გაუბედურებული და დაკნინებული (თუ საერთოდ არის) ჩაქირას ძებნა .... მისი აღორძინება... და რა გამოვა კიდე (ხ...ი ივო ზნაეტ ![]() ![]() AlekoN პატივცემულო ალეკო, ასაკითაც ჩემზე უფროსი ბრძანდებით და ცხოვრებისეული გამოცდილებითაც... მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის - ტრაგედია საქართველოს უდიდესი ტერიტორიების დაკარგვაა ... და არა უსარგებლო ძაღლის ჯიშის, რომელიც კიდე ვიმეორებ .... ჩემის აზრით-კარგი რომ ყოფილიყო , ანუ ის ღირებულებები და ფასეულობა ჰქონოდა რითაც ფასდება მონადირე ძაღლი, არ გადაშენდებოდა! |
|
|
![]()
პოსტი
#131
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
საინტერესოა აჭარაში თუ ვინმემ ეძება ეს ძაღლი?
|
|
|
![]()
პოსტი
#132
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
შუკა
ეხლანდელი კავკასიური ნაგაზი -სუფთა ქართული ნაგაზია, (გროშებში ნაყიდი ან ჩექმებში გაცვლილი , რუსების მიერ გაყვანილი 18 საუკუნეში) მაგრამ არ დაგაშენებულა ! იმიტომ რომ ფასეულია! მერედა საქართველოში რატომ გადაშენდა?? ან იმერული ცხვარი რატომაა გადაშენების პირას? ან რატომ გადაშენდა ვაზის ბევრი კახური ჯიში? ფასეული არ იყო?? პ.ს. ეს განყოფილება ძაღლებს ეხება და არა საქართველოს რუქას. |
|
|
![]()
პოსტი
#133
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 44 რეგისტრ.: 26-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შუკა
არასწორი ლოგიკIთ მიდიხარ დაგიწერეს უჯვე და მეც გავიმეორებ ველური ვაზის ჯიში ,,იზაბელა'' ანუ ,,ადესა'' 250 უნიკალური ჯიშს ჯიობია, რომლებიც მარტო გურია სამეგრელოში იყო გავრცელებული? ![]() ასე შეიძლება მილიონი მაგალითის მოყვანა........ ისე ქართველებს კი გვჭირს განსაკუთხრებულად ეგ სენი. ყველაფერი უცხოური კარგი გვგონია და ადგილობრივს არ ვაფასებთ და ბოლო ადგილზე ვაყენებთ. ილია ჭავჭავაძე წერდა ამაზე სიტყვასაც რო დაუკვირდე აქრთველები ყველაზე კარგს ,,საუცხოოს'' ვეძაცითო |
|
|
![]()
პოსტი
#134
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
შუკა... შემოყვნილი ჯიშები...ისედაც არ აკლიათ ქართველ მონადირეებს. არ გინდა..რომ ქართული ძაღლიც ერიოს მაგ ამბავში??... ეგრე მარტივად რომ არ არის საქმე..."ესეიგი უნდა გადაშენებულიყო". რატომ უნდა გადაშენებულიყო??.... არ აჯობებდა ჯიშის გამოყვანაზე და დახვეწაზე ეჩალიჩათ??... დღეს ხომ კკვე კარგი ქართული ჯიში იარსებებდა??.... თუ დღეს არსებობს რუსული სპანიელი...რომელიც ააწყვეს სხვადასხვა ჯიშებიდან და რუსული ეწოდება მთელ მსოფლიოში.... ქართული ჩაქირას მაღალ დონემდე აყვანა არ შეიძლებოდა??... საქმე იცი რაშია..მაშინაც დაიკიდეს ეგ ამბავი... და არც ეხლაა ცოტა ხელიც ჩამქნევი. მოკლედ.... ჩემი აზრით...კარგია..რომ არსებობენ ენთუზიაზისტები.... თუ მაგ ხალხს რამით დავუდგებით გვერდში....ხომ კარგი და თუ ვერა.....პესიმიზმი და ხასიათის გაფუჭება..უშველის ჩაქირას ვითომ??....
ამიტომ ჩემი წინადადება იქნება(თავისი ბოდიშის მოხდით) რომ ამ თემაში.... ჩაქირას გადარჩენაზე.... ახალ ინფორმაციებზე.... თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ა..შ.. ვიმსჯელოთ. არაფერი გამოგივათ და შეეშვით..უბრალოდ რა საჭიროა???.... |
|
|
![]()
პოსტი
#135
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
გამოსავალს რას ხედავთ ლევანი,AlekoN, გამოვა მაგ საქმიდან რამე ან არის სადმე ნამდვილი ჩაქირა იმას არ ვიძახი მიმსგავსებულ ძაღლებზე არ მაქ საუბარი?
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#136
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
გურიაში ჩოხატაურის რაიონში მაქ სოფელი ამაღლება მთელი ბავშობა მანდ გავატარე ეხაც დავდივარ ხოლმე ზაფხულობით, ერთი წელს ზაფხულში რომ წავალ დავინტერესდები მაგ ჯიშით მარა საერთოდ არც შემხვედრია ესეთი ძაღლი და არც მსმენია არაფერი უნდა მოვიკითხო და გავიგო საერთოდ არის რამე შემორჩენილი ამ ძაღლის რამე.
|
|
|
![]()
პოსტი
#137
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გამოსავალს რას ხედავთ ლევანი,AlekoN, გამოსავლის რა მოგახსენო...ჯერ მანდამდე არ მივსულვარ. და სიმართლე ითქვას...ვერც ვერკვევი მაგ ყველაფერში...რა და როგორ კეთდება. მაგრამ "სხვაგან არსად არის" ეგ..ცოტა ნაჩარევ განცხადებად მიმაჩნია. რავიცით??... იქნებ არის კიდეც. საქართველოში თუ არა..იქნებ თურქეთში მოიძებნოს. ძველი ლაზეთია ბოლობოლო. იქაც ეყოლებოდათ ალბათ. რაჭაზეც იყო რაღაც საუბრები. მოკლედ.... ის..რომ "არ არის" დადგენილი არ არის. ამიტომ ძალიანაც მისასალმებელია.. რომ გამოჩდნენ ენთუზიაზისტები. აგერ ჩვენებმა არ დაიზარეს და გურიაში ჩავიდნენ. თავისი თვალით მოინახულეს თოიძის ძაღლები. მართალია ცოტა იმედი გაუცრუვდათ..მაგრამ მაგაზე დანებება არ ღირს რათქმაუნდა. ეს სურათები აშკარად ადასტურებს..რომ ჩაქირასთან გვაქვს საქმე. შეიძლება რაღაც შეერიათ კიდეც..მაგრამ მაგ საქმის მცოდნეებს ეცოდინებათ როგორ ეშველოს მაგას. მთავარი ის არის..რომ სურვილი არსებობდეს...რომ აღადგინონ და თავიდან გამოიყვანონ ქართული ჯიშის მონადირე. ყველა ჯიში ხომ საიდანღაც არის აღებული. არც სეტერი და პოინტერი დაბრდღვნიდნენ თავიდან..მაგრამ დღეს.....არისტოკრატები არიან. ეგ იმიტომ..რომ ინგლისელებმა იმუშავეს ქართველებისგან განსხვავებით. |
|
|
![]()
პოსტი
#138
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
გოგა
ალეკო შენ როგორ გგონია,არის რამე შანსი იმისა რო აღდგენა მოხდეს ამ ჯიშის? ზოგიერთი ჯიშის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით მსგავსი სიტუაციებიდანაც "ამომძვრალან". მაგრამ ეს მოხდა მაღალი ზოოტექნიური კულტურის მქონე ქვეყნებში. საქართველო კი, ამ მხრივაც და სანადირო ინფრასტრუქტურითაც ძალიან ჩამორჩენილია. არადა, ამ ორ ფაქტორს უნდა ეთამაშა ძირითადი როლი ჯიშის აღდგენაში. |
|
|
![]()
პოსტი
#139
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
wrangler
შენ გეტყობა მაგარი პატრიოტი ხარ! ღმერთმა ხელი მოგიმართო! მაგრამ არამგონია აქ წერის გარდა რაიმე იღონო ან შენ ან სხვამ.. აქ ილაპარაკებთ ილაპარაკებთ და გაჩუმდებით ადრე თუ გვიან.. AlekoN კარგი რომ ყოფილიყო არ გადაშენდებოდა რაც ჩამოთვალე იქიდან არცერთი! და კიდე გული თუ შეგტკიოდა აგეყვანა თოიძეებისგან მაშინ ლეკვი და გაგემრავლებინა! მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ლაპარაკი უფრო გვიყვარს ვიდერე იმ დროს რამის შეცვლა.. ლევანი არ მინდა ისეთი რამე დავწერო გეწყინოს.. მაგრად მიყვარხარ! მიხვდები ალბათ რაც ვიგულისხმე ![]() პს აქ მე მოვრჩი და ჩემი სათქმელი ვთქვი, თუ კომენტარს არ გააკეთებთ კარგი იქნება, ღმერთმა ხელი მოგიმართოდ! მაგრამ ლაპარაკით გაკეთებული საქმის არ მჯერა .. |
|
|
![]()
პოსტი
#140
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
wrangler შენ გეტყობა მაგარი პატრიოტი ხარ! ღმერთმა ხელი მოგიმართო! მაგრამ არამგონია აქ წერის გარდა რაიმე იღონო ან შენ ან სხვამ.. აქ ილაპარაკებთ ილაპარაკებთ და გაჩუმდებით ადრე თუ გვიან.. AlekoN კარგი რომ ყოფილიყო არ გადაშენდებოდა რაც ჩამოთვალე იქიდან არცერთი! და კიდე გული თუ შეგტკიოდა აგეყვანა თოიძეებისგან მაშინ ლეკვი და გაგემრავლებინა! მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ლაპარაკი უფრო გვიყვარს ვიდერე იმ დროს რამის შეცვლა.. ლევანი არ მინდა ისეთი რამე დავწერო გეწყინოს.. მაგრად მიყვარხარ! მიხვდები ალბათ რაც ვიგულისხმე ![]() პს აქ მე მოვრჩი და ჩემი სათქმელი ვთქვი, თუ კომენტარს არ გააკეთებთ კარგი იქნება, ღმერთმა ხელი მოგიმართოდ! მაგრამ ლაპარაკით გაკეთებული საქმის არ მჯერა .. ![]() ![]() თოიძეების ძაღლების იმედი თუ გაქვთ კიდე დამიჯერეთ წინ ნამდვილათ ვერ წახვალთ. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 05:17 |