Fabarm და XLR 5 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
Fabarm და XLR 5 |
Jan 5 2010, 13:41
პოსტი
#101
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოკლედ გადავწყვიტე სტატიის გაკეთება ამ თოფზე - რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ძირითადად განაპირობა იმან, რომ მე ვარ მფლობელი და თავგზას, რომ უბნევენ პოტენციურ მომხმარებლებს იმანაც
![]() Fabarm spa, ქარხანა მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში (Travagliato), ხოლო დასახელება კი იშიფრება შემდეგნაირად: სს "ბრეშიას საიარაღო ქარხანა" (Fabbrica Bresciana Armi, societa per azioni). ფაბარმი არის ერთ-ერთი იმ იშვიათი იარაღის მწარმოებელთაგანი, რომელიც ყველა დეტალს საკუთარ საწარმოში უშვებს და არ ახორციელებს გარედან შესყიდვებს - ან გარეთ შეკვეთებს! მათი ერთ-ერთი ძირითადი პროფილი არის ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღის წარმოება. ეს იარაღები არაფრით ჩამოუვარდება გრანდების ნაწარმს და ამასთანავე მოიცავს ბევრ ინოვაციურ "წვრილმანს", რომელთა ერთობლიობაც საკმაოდ კარგი იარაღის იმიჯს შესძენს ამ ქარხნის ნაწარმს! XLR 5 - წონა 2.9-3.1 კგ დამოკიებულია ლულის სიგრძეზე (61-66-71-76) ![]() ეს არის ფაბარმის უახლესი ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღი. მისი დასახელება იშიფრება შემდეგნაირად: eXtra Long Range - "ძალზე შორი დისტანცია", ხოლო ციფრი 5 კი ნიშნავს, სტანდარტული პატრონების რაოდენობას - ანუ 4 მაღაზიაში, +1 ლულაში! უნდა აღინიშნოს, რომ მწარმოებლის ერთ-ერთი მიმართულება არის შორს დისტანციაზე სროლა და სწორედ ამ მიზნისათვის შეიქმნა იარაღის ეს მოდელი, რომელიც გათვლილია, როგორც ტყვიის, ასევე ფოლადის საფანტზეც/პატრონებზე! პირველი ნიშანი რაც იარაღის ამ მოდელს განასხვავებს სხვა ნებისმიერი (მსგავსი დანიშნულების) თოფისგან არის მისი ლულის ტესტი წნევაზე, რომელიც შეადგენს 1,630 ბარი ~ 1,482 ატმოსფერო. დღეს მსოფლიოში ტესტირების უმაღლეს წნევად მიჩნეულია 1,370 ბარი ~ 1245 ატმოსფერო. ნაციონალურმა სტენდმა შესაბამისად შექმნა ახალი სერტიფიკატი და ახალი მარკირება, რომელიც ადასტურებ XLR 5-ის გატესტვას უმაღლესი წნევით რომელსაც ანალოგი არ აქვს! სერტიფიკატი: ![]() ![]() მარკირება: მოდელი მუშაობს დენთის მიერ გამოყოფილი გაზებით გადატენვის პრინციპზე. გადატენვის აღნიშნული პრინციპი ითვლება, ყველაზე სწრაფ პრინციპად თუ შევადარებთ ინერციული გადატენვის პრინციპს, ასევე გადატენვას ლულის მოძრაობის მეშვეობით. ბევრი პლიუსისა გაზის მეშვეობით გადატენვის პრინციპს აქვს მინუსებიც - თუ დენთი მცირეა მაშინ შეიძლება გადატენვისას იყოს ჩავარდნები, ხოლო დიდი დენთის შემთხვევაში კი დეტალების მუშაობა არის ძლიერი და შეიძლება წმოიშვას დეფორმაციები. ამ მინუსების გადაწყვეტის გავრცელებული მეთოდი არის გაზის არხების რეგულირება. ოღონდ სხვადასხვა დენთის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს ამის რეგულირება (ზოგ შემთხვევაში გარემოს ტემპერატურის მიხედვითაც კი). ფაბარმს აქვს აღნიშნული მინუსების გადაწყვეტის დაპატენტებული მეთოდი - ფრიქციული მუხრუჭი! ![]() რომელიც დიდი რაოდენობის დენთით/დატენვის შემთხვევაში ამუხრუჭებს გადატენვას და შესაბამისად ის სულ ოპტიმალური სიჩქარით მუშაობს! ამასთანავე ეს გადაწყვეტა - რეგულირების სისტემასთან შედარებით გამოირჩევა ნაკლები წონით! და ძლიერი ან სუსტი მუხტის მქონე ვაზნების გამოყენება პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას უკუცემაზე! ![]() ნაკლები დენთის შემთხვევაში: ![]() მეტი დენთის შემთხვევაში: ![]() ეს სისტემა გამოიყენება ფაბარმის შემდეგ მოდელებში XLR 5 LION H35 LION H38 LION H368 S.A.T. 8 გარდა ამისა ფაბარმს აქვს ლულის გაჩარხვის დაპატენტებული სისტემაც (შექმნილია 10 წლის წინ)- ტრიბორი! 2005 წელს კი შეიქმნა ტრიბორის გაუმჯობესებული ვარიანტი! ![]() ტრიბორი მოიცავს ლულის პირველად უფრო გაფართოებულ ცილინდრულ ნაწილს დიამეტრი - 18.8 მმ, რაც უზრუნველყოფს ნაკლებ ხახუნს და შესაბამისად მეტი საფანტის მიტანას! შემდეგ მოსდევს 205 მმ-იანი კონუსური ნაწილი, რომელიც მცირდება 18.8 მმ-დან 18.4 მმ-მდე - რაც შესაბამისად ზრდის წნევას, ხოლო ეს უკანასკნელი კი ზრდის ტყვიის/საფანტის სიჩქარეს. ლულა ბოლოვდება ჰიპერბოლული (დაპატენტებული) ლულის შევიწროვებებით - ჩოკებით! ფაბარმი იყენებს 82 მმ-იან ხრომი მოლიბდენის შენადნობისგან დამზადებულ ჩოკებს, რომელთაც შიდა ზედაპირი აქვთ ჰიპერბოლური ფორმის და მათი დამზადება ძვირად ღირებულ ტექოლოგიად ითვლება. ამ ინოვაციაზე დაყრდნობით ფაბარმი არის ერთად-ერთი მწარმოებელი, რომლის 0.75 და სრული 0.9 ჩოკითაც შეიძლება ლითონის ტყვიის სროლა! ![]() თუ დავეყრდნობით ფაბარმის ვებ გვერდზე არსებულ მონაცემებს: ტესტირებისას, - 0.9 ჩოკი, 30 მეტრი დისტანცია, 75 სმ დიამეტრის მქონე მიზანი, 12 კალიბრი, 35 გრამიანი ვაზნა, 4 ნომერი ფოლადის საფანტი - საფანტის 89 პროცენტი ხვდება მიზანს. მაშინ, როდესაც ნახევრად ჩოკით მიზანს ხვდება 76%. რაც ნიშნავს 15%-ით ნაკლებ ზიანს. ![]() XLR 5 მოდელს დამატებული აქვს ოპტიკური სამიზნის დასამონტაჟებელი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ოპტიკის დამაგრება შეიძლება. ასევე, ამ მოდელს აქვს დამატებული მწვანე ოპტიკური ჩანართი, რომელიც სწრაფი და ზუსტი დამიზნების კარგ საშუალებას იძლევა! ![]() ამ მოდელს ზამბარა აქვს ლულის პარალელური - მწარმოებლის მონაცემებზე დაყრდნობით, ზამბარის ამგვარი განლაგება ამცირებს 2 მიყოლებულ გასროლას შორის აცდენას 30%-ით და წარმოადგენს ყველაზე სწრაფ სროლა-გადატენვის მექნიზმს (5 სროლაზე - 0.31 წამი) იარაღს ასევე მოყვება კონდახის მდებარეობის სარეგულირებელი პლასტმასის ჩანართები, რომლებიც მისი რეგულირების 12 პოზიციას უზრუნველყოფენ! ![]() ინფორმაცია ძირითადად მოპოვებულია: Fabarm-ის ვებ-გვერდიდან; http://gunmag.com.ua |
|
|
|
![]() |
Oct 25 2014, 17:49
პოსტი
#102
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
2300 ლარზე მეტი არ ღირდა ეგ ფაბარმი არასოდეს. ეხლა მაგნუმს სეილი აქვს გამოცხადებული და ღირს 2030 ლარი.
სეილი მხოლოდ ფაბარმებზე არაა გამოცხადებული, შედით მაგნუმის საიტზე და ნახეთ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია romeo 1: Oct 25 2014, 17:48 |
|
|
|
ბესო Fabarm და XLR 5 Jan 5 2010, 13:41
PREDATOR RE: Fabarm და XLR 5 Feb 15 2013, 13:42
bichi2009 Assasin რაქენით შეცვალ... Feb 6 2014, 14:51
dole სამწუხაროდ გვიან ვ... Mar 19 2014, 23:43
dole ეს ვიპოვე xlr 5 composit მარ... Mar 20 2014, 00:00
bichi2009 ყოჩაღ მეგობარო ვაფ... Mar 21 2014, 08:06
bichi2009 xlr composite შევიძინე და მ... Apr 23 2014, 20:22
მაქსიმუსა ოო ამ ბოლო დროს რაღ... Apr 23 2014, 22:13
HUNTER FREDY როდის შეიძინე ეგ ი... Apr 23 2014, 23:06
bichi2009 HUNTER FREDY 1 თვეა ვიყიდე ... Apr 24 2014, 07:51
assassin29 ციტატა(bichi2009 @ 24th April 201... Apr 24 2014, 08:10
HUNTER FREDY მოკლედ ეგეა სქმე რ... Apr 24 2014, 08:21
Davitus 1 კვირის წინ მანახე... Apr 24 2014, 09:54
bichi2009 მე პირადად უკვე ვნ... Apr 24 2014, 14:21
bichi2009 RE: Fabarm და XLR 5 Apr 24 2014, 15:01
bichi2009 ესეც ჩემი გაკეთებუ... Apr 24 2014, 15:09
assassin29 bichi2009
რომ მიგეტანათ ... Apr 24 2014, 16:40
bichi2009 assassin29 აუ მაგდენ თავი... Apr 24 2014, 17:22
bichi2009 მთავარი დამნაშავე ... Apr 24 2014, 17:35
HUNTER FREDY ცოტა გადატვირთული ... Apr 25 2014, 10:49
bichi2009 HUNTER FREDY ხო არა გადანა... Apr 25 2014, 11:58
HUNTER FREDY ჰოოოოო ეხლა გასაგ... Apr 25 2014, 12:24
baroni ესეთი რაგაცა ამ ია... Apr 25 2014, 15:01
bichi2009 HUNTER FREDY ბალისტოლს ვხ... Apr 25 2014, 16:35
HUNTER FREDY ციტატა(bichi2009 @ Apr 25 2014, 1... Apr 25 2014, 20:44
gumbera ცუდია ძალიან ცუდი.... Apr 25 2014, 19:52
marco-polo და არის რომ იტალიუ... Apr 25 2014, 20:44
bichi2009 ბაშიერი&პელაგრი, ... Apr 25 2014, 21:14
HUNTER FREDY ციტატა(bichi2009 @ Apr 25 2014, 2... Apr 25 2014, 21:44
HUNTER FREDY დღეს გადმოვიღე და ... Apr 25 2014, 21:51
assassin29 ერთი კონკრეტული ია... Apr 25 2014, 21:56
bichi2009 საქმე ისაა რო ეს პრ... Apr 25 2014, 22:19
assassin29 bichi2009 ისე მაგლობა უნ... Apr 25 2014, 22:28
HUNTER FREDY არც ეს აუტლანდერია... Apr 25 2014, 22:40
PREDATOR აი ეს არის კარგი იგ... Apr 25 2014, 23:33
assassin29 მოკლედ 2000 ლარად ადა... Apr 26 2014, 00:09
gelka72 დარწმუნებული ვარ ... Apr 26 2014, 10:59
Danelli bichi2009,
მდაა... უცნაური... Apr 26 2014, 11:59
assassin29 ციტატა(Danelli @ 26th April 2014 ... Apr 26 2014, 12:13
gelka72 1120 ევრო Apr 26 2014, 12:56
assassin29 აა ეს კი ეღირება ეს ... Apr 26 2014, 12:59
gelka72 სულ ახალი მაღაზია... Apr 26 2014, 13:00
assassin29 gelka72
თუ იცი ფაბარმს ... Apr 26 2014, 13:14
gelka72 assassin29 ფაბარმი ღი... Apr 26 2014, 13:25
assassin29 gelka72
დადე აქ ძალიამ ... Apr 26 2014, 14:14
gelka72 http://www.milanuncios.com/caza/fabarm.htm?pagina=... Apr 26 2014, 14:36
gumbera აფერისტები არიან ი... Apr 26 2014, 14:39
gelka72 assassin29
ამ გვერძე არი ... Apr 26 2014, 14:40
gumbera ისეთი შთაბეჭდილებ... Apr 26 2014, 14:44
Danelli ციტატა(gumbera @ 26th April 2014 ... Apr 26 2014, 14:49
bichi2009 მოგესალმებით ყველ... May 6 2014, 17:28
HUNTER FREDY კარგია მომილოცავს ... May 6 2014, 21:29
bichi2009 მოგესალმებით ყველ... Sep 28 2014, 18:16
HUNTER FREDY არა ეგე არუნდა იყო... Oct 1 2014, 23:38
უიარაღო როგორც ირკვევა ნა... Oct 2 2014, 09:11
Davitus კარგი და ცუდი ყველ... Oct 2 2014, 21:11
bichi2009 ხო არჩევას რაცშეეხ... Oct 2 2014, 21:33
Davitus bichi2009
მე ძველ პარტიე... Oct 2 2014, 22:53
bichi2009 ციტატა(Davitus @ Oct 2 2014, 23... Oct 3 2014, 09:00
HUNTER FREDY Davitus ახალ პარტიებს ა... Oct 3 2014, 02:53
minchanin bichi2009
ახლოს რომ იყოთ ... Oct 3 2014, 21:54
bichi2009 ციტატა(minchanin @ Oct 3 2014, 22... Oct 6 2014, 09:12
minchanin ციტატა(bichi2009 @ Oct 6 2014, 10... Oct 6 2014, 13:45
bichi2009 არა ჟაკანი არგამომ... Oct 8 2014, 19:46
kardinal84 image share
FABARM XLR COMPOSITE, 12 cal., barrel... Oct 25 2014, 14:38![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th November 2025 - 22:51 |