სპორტინგი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სპორტინგი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სპორტინგი მოძრავ სამიზნეზე სროლის საინტერესო სახეობაა, ყველაზე მეტადაა მიახლოებული ნადირობასთან, წარმოიშვა დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში , თავიდანვე გათვლილი იყო როგორც ნადირობისთვის მოსამზადებელი სავარჯიშო საშუალება.
ცნობის თანახმად ინგლისში 1925 წელს ჩატარდა ჩემპიონატი არაპროფესიონალებს შორის, არაპროფესიონალები ხაზგასმით. 1929 წელს კი, ქვეყნები სადაც კულტივირდებიდა სამტრედე სროლა გაერთიანდნენ FITASC - ში. სპორტულ სანადირო თოფიდან სროლის საერთაშრისო ფედერაცია. 1947 წელს კი სასანგრე სტენდი გამოეყო სხვა სპორტულ სროლებს და გაერთიანდა დღევადელ ISSF -ში სროლითი სპორტის საერთაშორისო ფედერაცია. მაგრამ იმდენად დაიხვეწა რომ, დღეს დღეობით ითვლება სპორტის ერთ ერთ უპოპულარულეს სახეობად, უფრო მეტიც ზოგიერთი ცნობის თანახმად ევროპაში დღეისათვის 10გასროლიდან 8 - 9 მოდის ხელოვნურ სამიზნეზე სპორტინგში. სპორტინგსა და ოლიმპიურ დისციპლინებს შორის( მრგვალი სტენდი, სასანგრე და დუბლეტ ტრაპი) მსგავსება მხოლოდ იმაშია რომ სროლა , ორი შმთხვევაში ხდება მოძრავ სამიზნეებზე, სასტენდო სროლაში არის კონკრეტულ ჩარჩოებში მოთავსებული თეფშების ფრენის სრაექტორია, რაც სროლის ტექნიკის ავტომატიზაციამდე დაყვანას უზრუნველყოს, ძლიერ სწრაფი რეაქციის განვითარებით.... სპორტინგი კი როგორც ვთქვით ნადირობის იმიტაციაა, ყოველი სამიზნე(ფრენის ტრაექტორია) განსხვავებულია ერთმანეთისაგან. განწყობა მიმართულია ნადირობისკენ. სპორტინგის ზოგიერთი სახეობებია: 1) ავტომატური მულტი ტრაპი: ყველაზე მარტივია მოედნის მოწყობის მიხედვით, შეიძლება განთავსდეს მრგვალი ან სასანგრე სტენდის მოედანზეც, რადგანაც მოედანზე არის ერთად ერთი მანქანა, რომელიც თეფშების მოწოდებას სხვადასხვა მიმართულებით და კუთხით უზრუვნელყოფს. მსროლელებს გააჩნიათ 5 საცეცხლე პოზიცია რომლებზეც რიგითობით იცვლებიან, დაშორება კი მომწოდებელ მანქანამდე არის 15მეტრი. სატყორცნი მოწყობილობა მოთავსებულია მიწის ზევით. ![]() ![]() 2) კომპაქტ სპორტინგი, ყველაზე მცირე მაშტაბის მოედანზე შეიზლება გაკეთდეს,(თავისუფლად ეტევა მრგვალი სტენდის მოედანზე) მანქანების რაოდენობა როგორც 5 ან მეტია. ყველა სამიზნის ტრაექტორია ერთმანეთისაგან განსხვავებულია, ამ დისციპლინის მთავარი პრინციპი ისაა რომ: მაქსიმალური სროლის მანძილი 35 მეტრს არ ცილდება, ანუ სროლა ხდება ყოველთვის მოკლე მანძილებზე. თვითონ მსროლელები კი ისვრიან სპეციალური "ჯიხურებიდან" რაც გამორიცხვს სპორცმენის მიერ, სროლის დროს უნებლიედ, ლულის მიმართვას საშიშ ზონაში... ![]() ![]() ![]() 3) დიდი სპორტინგი. ![]() ![]() ![]() დიდი სპორტინგი, ეს სახეობა საჭიროებს უზარმაზარ ტერიტორიებს, უამრავი რაოდენობის აპარატებს და მთავარი პირობაა განთავსება ბუნებაში. ![]() დიდი სპორტინგი უდაოდ ყველაზე რთული დისციპლინაა, სამიზნეები გასროლის მომენტი ზოგ შემთხვევაში არ ჩანს(სიჩქარე აკრეფილებს ვხედავტ მხოლოდ) რადგან ხეები ეფარება, ![]() ![]() ![]() ![]() სროლაც ხდება ხოლმე ძალიან შორ მანძილებზე, სასროლი მარშუტი განლაგებული საკმაოდ დიდ ტერიტორიებზე, ამიტომ სპოცმენებისგან მოითხოვს დიდ ამტანობას, სროლის პროცესი დინამიურია მაგრამ ადგილიდან არ ხდება, საცეცხლე პოზიციები განთავსებიულია მთელ მოედანზე გილიკის მიყოლებით. ![]() მსროლეს გარკვეული მარშუტის გავლა უწევს . სულ რარაც 25 თეფშის დაზიანებისთვის(სროლა) საჭიროებს 1 საათამდე დროს, მაშინ როცა იგივე 25 თეში მრგვალ სტენდზე მოითხოვს დაახლოებიტ 10 წუთს..... ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 10 რეგისტრ.: 25-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ალბათ არ იქნებოდა ურიგო თუ გაიხსნებოდა საბანკო ანგარიში(ები) სპეციალურად შემოწირულობებისათვის სამონადირო და სამეთევზეო საჭიროებებისათვის...!!!
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 06:28 |